შაგანეს დატირება
შაგანე შავ ღამეს წვები კუბოში ნაწნავი შავგრემანი ბნელში ქრება ალბათ აღარ გესმის ლამაზო შაგანე კუბოში ჩამოყოლილ ორღანის დატირება ზღვის ქაფი ედება ვენერას ნიჟარას შენც ვენერული გსდევნიდა მშვენება შენც გული გქონია შაგანე მშიშარა კუბოში რომ გესმა ბნელის შეჭენება არყებიც ქარბუქში შენს ბედზე გლოვობენ შაგანე შავ ღამეს ყოველი დასრულდა ანგელოზების მოფრენილ ქოროებს შესჩივლე რომ ავი სიზმარი აღსრულდა შაგანე ტირიან ღამეში ჩამდნარი ვარსკვლავთა დასების ურიცხვი ამალა არ გსურთ ტყეებო მუსიკა დამთავრდეს მუსიკა მგლოვარი ხეების წამალი შავი პროცესია , დაკრძალვა სილამაზის არ დაიბადები მეორედ ქალწულო მიწაში წავიდა სიმღერა სირინოზის გლოვის ქარიშხალში პოეტიც დამწუხრდა ▪︎
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი