როგორ გულახდილად ...
როგორ გულახდილად გეცვა, როგორ არ მალავდი კერტებს, როგორ მინდებოდა ძერწვა, როგორ გამსგავსებდი ღმერთებს, როგორ არ გცხევენია ახლა... როგორ არ გრცხვენია ნეტა, რა დროს სიყვარულით დაღლა?! რა დროს წასვლა იყო? მეტი რაღა უნდა იყოს ღმერთთან, რაღა უნდა იყოს ღმერთი?! ლამის უწმინდესი წვეთთა, ვიდრე სიყვარულის წვეთი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი