აივანზე ზიან
აივანზე ზიან ხელ-ხელ თათმან-თათმან როგორც იქნა მზეა როგორც იქნა დათბა კანკალ-კანკალ-კალით ემალება დილას შემცივნებულ ქალის შემომცდარი ჩრდილი როცა ჩრდილი კაცის უმიზეზო ჩრდილი ქალზე უფრო ბაცი ქალზე უფრო ლბილი აიღებს და ისევ თავს ლივლივით ირთობს თუმცა თვლის რომ ასეც დამღლელია ერთობ ისინი კი ზიან ხელ-ხელ თათმან-თათმან ამბობენ რომ მზეა როგორც იქნა დათბა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი