როგორ არ უნდა ...


როგორც არ უნდა გწამდე,
როგორც არ უნდა მენდო,
მე ერთი ფიქრის გზა ვარ,
ფოთლებს მომაყრის ქარი.

როგორც არ უნდა ცამდე
ჩემი სანთელი ენთოს,
ადამიანად მქმენ და
გამომიტირე ბარემ.

მიტირე გულით დედის !
მიტირე ცრემლით ცხარე !
როგორც არ უნდა ძნელი,
იყოს ტირილი მოთქმით,

ეგ არი ჩემი ბედი-
-მიწა... ფოთლები... ქარი...
ჩემი კი არა მთელი
ადამიანის მოდგმის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი