ბიძინქრონიონი (ყოველსაათობრივი სავალდებულო ქოცვა)


დიდებაი თქუენდა, მხსნელო და ბელადო, მამავ და მარჩენალო, დედავ & მამავ, დაო & ძმაო; ბებოვ  & პაპავ, ბიძავ & ბიცოლავ, რძალო & სიძევ, ნათესავ-მეგობარ-მეზობელო, ყველაფრისმცოდნევ, და ყველასამფლობო, ყოვლისშემძლევ და ყველასამპყრობო, ჩუენო ყველაყისავ, დიდება თქუენდა, ბოგრიქრონიონ! იმრავლოს ქონებმან თქუენმან ყოველწამიერად სრულიად ჩრდილოეთსა, აღმოსავლეთსა, სამხრეთსა, დასავლეთსა შინა და ზედა ორმოცდაერთჯერ და ორმოცდაერთმაგად ორმოცდაერთის კვადრატში, კუბში და ორმოცდამეერთე ხარისხში. მოიღეთ მოწყალება, უღირსთა ჩმორჩილთა და ჩმონათა თქუენთა მიმართ მოწყალეო ფეხმწიფევ, ქონებიდგან თქუენიდამ მცირედნი და გამოსტყროცნეთ ჩუენდამი ქოცნუსნი 41%-იანნი ვაზელინისა და კრემებისა უკიდურესად და უფრიადესად შემძვრომელისა, გვაცხოვრეთ მუდმივ ჩმორჩილებასა და სამარადისო ჩმონობასა, თქუენსა და ნუ შეგვრყვნით ჩუენ ნურცა ჰევრო და ნურცა სხუათა მავნებელთა კანტორათა, არამედ გვიხსნენ ჩუენ სანქციებისგან! რამეთუ თქუენი არს სიბრძნე და ჭეშმარიტება, ბიძგინტიასა შინა, ყოლიფრისმცოდნეობა, ყოვლისშემძლეობა, ყოვლისმფლობობა, ყველასმპყრობობა, სამარადისოდ და უსასრულოდ, უკუნითი უკუნისამდე!
  მადლობა იმიზა რომე, ქოცალიტარულად აქოცტროლებთ ყოლიფერს, თქვენო აღზევებულო ქოცდიდებულესობავ,  ბელადო და მხსნელო ჩვენო, დიდება თქუენდა მხსნელო და ბელადო, მარჩენალო და პატრონო, მამავ და პაპავ და ყოლიფერო ჩვენო ბოგრივან, ბიძინქრონიონ! 
მადლობა იმიზა რომე, მკვიდრნი იმპოტერრორატორრიისა თქუენისა ვართ ყველაზე ბედნიერნი და თავისუფალნი, რამეთუ ისტორიაში ერთადერთი და უპრეცედენტო იმპოტერრორია ვართ საცხა არაა ნააჭირვება სტავლაი, განათლებაი, კითხვა-წერის ცოდნაი და სამარადისო დიდება თქვენე, იმიზა რომე გვაქვს ამფერი, იმფერი სხვაფერი, ბევრფერი, ბედნიერება ყოლიფერი. ბიძინქრონიონ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი