რაცხალიფსისი


2026 წლის იგრიკის თვის 21 რიცხვი, 
13.31'. თ ფ ი ლ ი ს ი.

   რატომ არის აშლილ-დაშლილ -ჩაშლილილ-წაშლილი & შეშლილი სამყარო?
რატომ არ მუშაობს ძირითადი საბაბ-ქებაბ & მიზეზ-ხინკალ & საფუძველ-ხ ა შ-ური სარგო ქმედებების კოეფიციენტების ეფექტურ შედეგობრივი ურთიერთობები? ბოლოს და ბოლოს,1953 წელს, ხომ დაგვპირდა რეი ბრედბერი, რომ თუ სამარყანდში პეპელას მოვკლავდით, სანტიაგოში აუცილებლად გაწვიმდებოდა. მისტერ ბრედბერის მოღვაწეობის ეპოქაში ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ამჟამად, რამდენი პეპელაც არ უნდა გამოასალმონ, მათ ისედაც ხანმოკლე სიცოცხლეს სამარყანდში, სანტიაგოში, ან ნებისმიერ სხვა South American City or Country-ში ყველაზე უკეთესი რაც შეიძლება მოხდეს - მარიხუანის და ნავთობის გაიაფებაა...
    რა? სად? როდის? რატომ? როგორ? რისთვის?  ამ კითხვებზე პასუხები, იმ ჩინელი თახსირი ღამურის ღამურულ გლაღამურულ ეფექტურ დეფექტშია, რომელიც ვან გოგის მზესუმზირის ზეთის ნაცვლად, კახურ ზეთში მიაბრაწეს ახ.წ.აღრ.-ის 2019 წლის, პირველი თვის არქტიკულ პირობებში, სწორედ მაშინ როცა სამყაროს უკვე გარკვეული ჰქონდა  - ,,To be or not to be"? -  პასუხი რასაკვირველია იყო... უარყოფითი, რამეთუ დადებითი პასუხის შემთხვევაში ისეთს დაადებდა ერთმანეთს დედამიწის 8 მლრდ. მოსახლე, რომ პლანეტას არათუ დედა, აღარც მამა ეყოლებოდა და აღარც არავინ.
  მღელვარე & მშფოთვარე მშვიდობის პირობებში ცხოვრობდა პლანეტა დედამიწა და ამ პლანეტის ყველაზე უშფოთველი სოციუმი - ლოთები. ისეთები არა, თქვენს ფხიზლად მავნებლურ, სოციოპათიურ წარმოსახვებში, ყველას და ყველაფრის მტრებად რომ არიან წარმოსახულ-ჩენილნი. ნურას უკაცრავად! ვერ მოგართვით! ქართული დიპლომატიის ფეძემდებლის და არქიპადრეს - სულხან-საბას განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ,,ლოთი არს ფრიად კეთილშობილი კაცი, ქეიფისა უმეტესად მოყვარული". ჰოდა ეს ,,ფრიად კეთილშობილნი და ქეიფისა უმეტესად მოყვარულნი", პლანეტისა თვისისა უკიდურესად ტრფიალნი, ფრიად მშვიდად ბინადრობდნენ მათ სატრფიალო პლანეტაზე, სხვა მრავალგვაროვარფენოვანი სოციუმებისგან განდეგილ-გარიყულნი, ინტელექტუალურად ანადგურებდნენ ალკოჰოლს და იყვნენ სხვა პოლიტიზირებულ კეთილ...შობილებთან მუდმივი კოაბიტაციის მდგომარეობაში,  მშვიდად და უშფოთველად ნადირობდნენ ნუნუაზე, მაშინ როცა მავნებელთა ძირითადი საყრდენი - ჯანსულь-ჯანგულьო-ჯანკოლხოზი ფრიად გადამეტებულად შფოთავდა, იმის გამოისობით რომა,  ერთსა ჯოჯოხეთურსა დღესა, ახ. წ. აღრ.-ის 2019 წელსა ჩინსახრედან (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), მდინარეების -   იანცზის და ხანშუის კვეთაზე მდებარე ლოკაციაზე - სუბპროვინცია
ხუბეიში მდებარე ქალაქ უხანში, ვიღაც გველეშაპურად ბოროტმა, ფხიზლად მცხოვრებმა ბუებმა და მაჯლაჯუნებმა, გუდიანმა მამაკაცებმა და ტომრიანმა დედაკაცებმა მსოფლიოს არ ამცნეს - კორონავირუსის COVID 19 პანდემიის - დელეგიტიმური გავრცელების შესახებ...
  2020 წლის 30 იანვარს, გონჩლუნგი და  მუშტძლიერი ჯეელების მავნებლურმა კანტორამ -ჯანმო, 
სამყაროს საზეიმო ვითარებაში აუწყა ამ აფეთქების, საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად,  იმავე წლის 11 მარტს უკვე პანდემიად
გამოცხადების შესახებ....
  დეიწყო, მარა რა დეიწყო?!. 
წევიდა, მარა, რაფერ წევიდა?! 
ტიტუუუუ! დედა შვილს კი არა, არევინ არევის არ იყვანდა არსად. იმფრად შეიშალა პლანეტა რომე, თლა ორმეტროიან დისტანციაზე გოურბოდა ერთმანეთს ყველა, 
ჩასაძირად განწირული გემებიდან გადამხტარი ვირთხებივით, აპა?!!?....
 ორმოცდამეერთედ შეირეკა ორმოცჯერ 
გამოფრუტვეჯითიბილზირებული და გამომილკებულ-გამოეგგზებული მსოფლიო.... არადა ამ აჟიტირ-ეგზალტირებულ ალიაქოთამდე, არც ლოთები და არც სხვა დეპოლიტიზირაბული კეთილ...შობილნი  არ აპირებდნენ კიევის დაბომბვას დრონებით უდროოდ, კრემლის აღებას შტურმით და იქიდან ჯერ მკვდარი ვალოდია პირველის და მერე ცოცხალი ვალოდია მეორეს ერთხელ და სამუდამო გამოტანას და მათთვის კუთვნილი ადგილის მიჩენას ნაგავსაყრელზეც და ისტორიაშიც,  არც აიათოლას თავდაყირა ჩამოკიდებას სარეცხის თოკზე,თეირანის ცენტრალ Square-ზე, არც უგნურთა და უვიცთა კურთხევას გენიოსებად და აღზევებას მათთა ოლიმპოსა ზედა, საერთოდ არავინ, არც ერვი მოძრავ-უძრავი სუბიექტი, იურიდიული და ფიზიკური პირი, არ აპირებდა ქმედებათა აღწერილთა ჩადენას უკუნითი უკუნისამდე, ვიდრე სამყაროს ისტორიაში უცნობილესმა ბარიგამ ( ოსმალური წარმოშობის Word-ია და ნიშნავს - მოგებას, შემოსავალს, ხეირს)  ჰურიასტანსა, შინა,  მეორედ მოსულმა იმპერატორმა ტრამპლინ მერომელიღაცემ,  2020 წლის 28 აპრილს, 
მრავალმილიარდიანი ჩინსახრეს 
გოვნორემენტსა არ მოსთხოვა მსოფლიოსთვის მიყენებული 9
 ( ცხრა) ტრილიონიანი ზარალის ანაზღაურება, ტაფაში, ერბოზე უმად შემწვარი ღამურის და  ცოცხლად ჩათუშული ლოკოკინის დეეკოლოგიური მდგიმიარობის გამო...
  არავის ჰქონდა დაგეგმილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადადება, დიდი ოცეულის სამიტის გაუქმება, გლობალური საფონდო ბირჟების კრახი, ავიაინდუსტრიის განადგურება ან დელფინების ვენეციაში დაბრუნების ხელშეწყობა. სხვა გეგმები ჰქონდა დაუვირუსებელ სამყაროს. არავის ჰქონდა განზრახული კიევის მეტროს დახურვა, „ვარსკვლავური ომების“ ახალი ფილმის გამოსვლის გადადება, მარლის მსოფლიო ფასის 20-ჯერ გაზრდა ან რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის გაუქმება...
ამერიკა დიდი და შორსაა, ბელარუსი კი პატარა და ახლოსაა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ჩინური ღამურა აქ კიდევ უფრო სწრაფად და ჩვენ უკვე მრავალი თვეა, რაც ვაკვირდებით მისი აქტივობის შედეგებს ამ ქვეყანაში. 2020 წლის აგვისტოში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მეექვსე საპრეზიდენტო ვადით ხელახლა არჩევისას სირთულეები შეექმნა. სანამ ჩინელები ღამურებს წვავდნენ, ლუკაშენკო დიდი უპირატესობით იმარჯვებდა და ცოტამ თუ იცოდა, რომ მას კონკურენტები ჰყავდა. ამჯერად, თავად ლუკაშენკოც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მის გარდა საპრეზიდენტო არჩევნებში სხვებიც მონაწილეობდნენ.
  ჩვენს შემთხვევაში, „სრულიად განსხვავებული ადგილის“ განმარტება მოიცავს დედამიწის ნებისმიერ ქვეყანას, შესაძლოა თურქმენეთის გამოკლებით, სადაც კორონავირუსმა ვერ შეძლო შეღწევა ადგილობრივი ხელისუფლების წინდახედულების წყალობით, რომლებმაც აკრძალეს სიტყვა „კორონავირუსი“.
  მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები 2020 წლის ივლისში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე არ წავიდნენ, რადგან ისინი კორონავირუსით გარდაიცვალნენ, რომელიც მთელ მსოფლიოში მშიერმა ჩინელმა კაცმა შეჭამა ღამურას მიერ. კიევის მეტროპოლიტენმა მუშაობა იმიტომ არ შეწყვიტა, რომ ყველა მატარებლის მემანქანეს კორონავირუსი დაემართა. ბელორუსელები ლუკაშენკოს საკარანტინო პოლიტიკით უკმაყოფილოები არ იყვნენ, რადგან კორონავირუსი დაემართათ. ყველამ - სპორტსმენებმა, მატარებლის მემანქანეებმა, ბელორუსელებმა - შეცვალეს ქცევა არა იმიტომ, რომ ავად იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ შეიძლებოდა ავად ყოფილიყვნენ. არა იმიტომ, რომ ღამურა მოვლენათა გარკვეულ ჯაჭვს იწვევდა, არამედ იმიტომ, რომ შეიძლებოდა გამოეწვია. მაგრამ რაც მთავარია, იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა და არავის არაფრის არ ეშინოდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი