აღიარებითი ჩვენება
Საქართველოს მთავარ პროკურატურას
Deep state-ის ვიცე-პრემიერის
& Global War Party-ის გენერალისიმუსის
დონ ერეკლიო მტკვარეულონეს
ა ღ ი ა რ ე ბ ი თ ი ჩ ვ ე ნ ე ბ ა
გრაჟდანკი ი გრაჟდანე პრაკურორი, მოგახსენებთ, რომ ვარ უკიდურესად საშიში ქოციოპათი, ჩემი წარსული და აწმყო ქმედებებიდან გამომდინარე. Წარსულში ჩადენილი მაქვს არაერთი სასტიკი დანაშაული. კერძოდ:
1921 წლის 25 თებერვალს, განვახორციელე წარუმატებელი ტერრორისტული აქტი ქართული პროლეტარიატის ბელადზე - ტოვარიშჩ გრიგორი (სერგო) ორჯონიკიძეზე;
1924 წლის 7 სექტემბერს, განვახორციელე წარუმატებელი ტერრორისტული აქტი ქართველთა აჯანყების ჯალათზე - ტოვარიშჩ
კონსტანტინ ლესელიძეზე;
1937 წლის 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის ასი წლის იუბილეზე და ჩემს დაბადებამდე 31 წლით ადრე,
განვახორციელე წარუმატებელი ტერრორისტული აქტი საქ. Სსრ ცკ-ს
Პირველ მდივანზე - ტოვარიშჩ ლავრენტი პავლოვიჩზე;
1956 წლის 9 მარტს,
განვახორციელე წარუმატებელი ტერრორისტული აქტი რუსსკი სტეპებიდან ამოზრდილ ბыდლოზე, ტოვარიშჩ ნიკიტა სერგეევიჩზე...
ამჟამად, როგორც Deep state-ის ვიცე-პრემიერი & Global War Party-ის გენერალისიმუსი, აგრეთვე პლანეტა ქინ-ძა-ძა-ს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი, ანტარქტიდის აგენტი და მადაგასკარის ჯაშუში, ვეწევი ექსტრემისტულ საქმიანობას (პაპიროსსაც) დე ფაქტო ქოცალიტარული კანტორის -,,რუსსკაია მეჩტა" - წინააღმდეგ, რაც აქტიურად ვლინდება ჩემს მიერ განხორციელებულ, შემდეგ ქმედებებში:
Სისტემატიურად, რეგულარულად, მასობრივად ვარღვევ და ვარბევ
ქოცალიტარული კანტორის -,,რუსსკაია მეჩტა"-ს მიერ დადგენილ ქოცსტიტუციურ წესრიგს;
საქართველოდ წოდებული
Საბრიყველოს ბრბოსახლეობას,
Მუდმივად და ქრონიკულად მოვუწოდებ, საყოყველთაო და ტოტალური დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ ქოცალიტარული კანტორის -,,რუსსკაია მეჩტა"-ს ხურუშ-ხუშტურებს...
აღნიშნულ ქმედებებს განსაკუთრებით აქტიურად ვანხორციელებ, თფილისში,
გალავინსკზე ჩქიმი გადაადგილების დროს.
დამატებით გაცნობებთ, რომ
2024 წლის დეკემბერში მსოფლიო ცეკვის ლეგენდასთან, ანსამბლთან სუხიშვილები ცეკვით ,,ხორუმი" ავიღე
სპქართველოს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი და გამარჯვების აღსანიშნავად საქართველოს ჰიმნი ვიმღერე მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ლეგენდასთან -პაატა ბურჭულაძესთან ერთად.
აღნიშნულ ქმედებებში ჩემთან ერთად ჰიპერაქტიურად მონაწილეობდნენ და ამჟამადაც მონაწილეობენ: აბვერის კონტრდაზვერვის შეფი, გენერალისიმმუსი ფირცხალავა;
მედიცინის პროფესსორი ჭინჭარაული;
Პოლიტოლოგიის და კონფლიქტოლოგიის აკადემიკოსი ჭიტაძე;
ფიზიკის პროფესსორები, მამა-შვილი ოსმანოვები;
არტ აკადემიკოსი და სიდედრების მფარველი ანგელი უკსუსოვი....
ვინ ვართ. აწი ქე იცით, რაცხას ვკვარაკვავჯუნჯღობთ, აწი მაიც ქე იცით და აწი თქვენ იცით!
23.02.2026./19.15' - 06.03.2026/18.00'.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი