ბუა & გუდიანი კაცი


14.02.2026/18.15'

  იყო და არა იყო რა კი არა, იყო და თან როგორი იყო, არაჩვეულებრივი, უგემრიელესი, ულამაზესი,  უინტელექტუალურესი, უნიჭიერესი, უსასწაულესი ბალღობა და ყრმობა XX საუკუნის ბნელშავ იმპერიაში -სსრკ. პარადოქსია იმ კოშმარში ბედნიერი ცხოვრების ყოფნა, მაგრამ იყო და თუ გნებავთ შამ...ახრამუნეთ, ვახ!??!....
 კოკისპირული ტოტალიტარიზმის ეპოქაში მოვევლინე საქართველოს დედაქალაქს, დიდი ილიას დაბადებიდან ზუსტად 161 წლის შემდეგ, დღე დღეში. Ბუღალტერი ბებიის კერძო  სახლის ეზოში სუფთა ინგლისური (არაბულს და ზოგადად ყოველგვარ ყიზილბაშურს ბაღნობიდან ვერ ვიტანდი სულიერად და ფიზიოლოგიურად) ჯიშის ბედაურივით ვთოხარიკობდი და არავის აზრად არ მოსვლია, მეზობლის ბავშვებისგან განსხვავებით ბუათი ან გუდიანი კაცით შევეშინებინე. კარგად იცოდნენ ახლობელ-შორებლებმა ჩემს დასატუქს-შესაშინებლად ეფემერული საფრთხობელები არ გაჭრიდა და  მცირეწლოვნობიდან, დიდ-პატარისთვის, ისიც უღრუბლო მომავალივით Ნათელი იყო, ჩემისთანა ჩათლახ ბოვშს, რომ არც თოვლის პაპის  და არც წმ. კლაუსის არსებობის სჯეროდა და მით უმეტეს, 
საახალწლოდ ნაძვის ხის ძირში ჩამწკრივებული შეკვეთილი საჩუქრები Რომ მათი მორთმეული იყო. ზუსტად და ჭეშმარიტად ვიცოდი: ჩქიმი ფრანცუჟანკა ნათლიის - ალინას ნამოქმედარი ჯადოქრობა იყო ყოველივე აღნიშნული, ,,ვიცოდი ეს მე"! 
  Ჩემი მოკლემეტრაჟიანი და შავ-თეთრი ცხოვრების პირველი ხუთწლედი გენიალურად დაგვირგვინდა: თფილისის პირველი საშუალო სკოლის ანუ კეთილშობილთა სასწავლებლის მოწაფე გავხდი. Მართლა კეთილშობილი ყმაწვილებით გადატენილი სასწავლებლის ყველა მასწი, თავად იყო კეთილშობილების სიმბოლო, მისი ლეგენდარული მმართველ-მენეჯერის, ქალბატონი ლიანა შეწირულის თამადობით. სასწავლებლის და განსაკუთრებით კლასის არჩევანში ისე კოკისპირულად გამიმართლა. არც ერთ პოლიტიკურ მარაზმატიკოსს რომ არ გამართლებია, არც ერთ გაყალბებულ არჩევნებში.
  11 წელი გავატარე ,,თავისუფალი აზრის და ჭეშმარიტი თავისუფლების ტაძარში", როგორც სასწავლებელს მისმა ერთ-ერთმა დირექტორმა ლევ მარკოვმა უწოდა და ეს იყო უსაოცრესი სასწაულების, სიყვარულის, ბედნიერების 11 წელი. ისეთი ბავშვების გარემოცვაში ვიზრდებოდი, მომავალში ქვეყნის ბედს რომ წყვეტდნენ, მის განვითარებაზე და პროგრესსზე ზრუნავდნენ. ერთი მომავალი მინისტრი და მისი მოადგილე ჩემი კლასელები იყვნენ, ორი მომავალი მინისტრი პარალელურ კლასში სწავლობდა, ერთი წლით გვიან საქართველოს ერთ-ერთი პრეზიდენტი, ცოტა უფრო მოგვიანებით თფილისის ერთ-ერთი მერი და პარლამენტის ერთ-ერთი სპიკერი. Მოკლედ სკოლა კი არა საქართველოს მთავრობის ტრენინგ-ცენტრი იყო. Ჩემი თაობის პირველსკოლელ უამრავ პროფესსორზე და აკადემიკოსზე არაფერს ვამბობ, რამეთუ, კაცობრიობის Წინაშე მათი ღვაწლის და დამსახურების აღწერას მე კი არა ცხონებული ვახუშტი ბატონიშვილი ვერ მოახერხებდა. ასეთ ხალხთან ერთად, იშვიათად ვიჯექი გაკვეთილებზე და ხშირად ვთამაშობდი ფეხბურთს, ორდროშობანას, გემობანას, ომობანას, ქალაქობანას და კიდევ ბევრ ლამაზ და საინტერესო რამობანას... Ბუნებრივია, როგორც სამაგალითო მოსწავლეები კვირაში რამდენჯერმე შატალოს აუცილებელ რიტუალს ვასრულებდით. Შატალო იწყებოდა კინოთეატრში ,,რუსთაველი", გრძელდებოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და მთავრდებოდა  ლაღიძის უგემრიელესი წყლების და აჭარული ხაჭაპურის საოცრებებით  სავსე კაფეში. ასე გავატარე 11 წელი თფილისის პირველი საშუალო სკოლის შენობაში, ეზოში და სკვერში...
  Ჩემი ულამაზესი, უსაინტერესოესი, უგემრიელესი და უგენიალურესი ბავშვობა სკოლის პარალელურად  საქართველოს დღევანდელი
,,ქოცუდარსტვენნი დუმის" შენობის კედლებში და ეზოში ვითარდებოდა, სადაც დედაჩემი მუშაობდა მაშინდელი მინისტრთა საბჭოს ერთ-ერთი განყოფილების მთავარ სპეციალისტად და თანამშრომლების შვილები იმ შენობაში ფილმების სანახავად, ზოგჯერ სასადილოდაც დავდიოდით, ეზოში დაჭერობანა-დახუჭობანას ვთამაშობდით. დღევანდელი
,,ქოცუდარსტვენნი დუმის" შენობაში 15 წელწადზე მეტ ხანს ვიბინადრე. Მოგვიანებით დახუჭობანა-დაჭერობანა, 
არყობანა-ღვინობანათი ჩავანაცვლე იმავე შენობაში. Მეგობარი მუშაობდა და ყოველ საღამოს, ,,დამისხი დამალევინე" აუცილებელი, პატრიოტული რიტუალი იყო...
  Ბავშვობაში რამდენიმე წრეზე დავდიოდი მაშინდელ პიონერთა სასახლეში. მოგვიანებით შეუდარებელი ქალბატონის ინეზა აბესაძის დრამ.Წრის მოწაფეების კონცერტებს ვიღებდი და იმ სასახლეშიც 20 წელიწადზე მეტი მაქვს გატარებული... 
  ვერასგზით და ვერაფრის დიდებით ვერ მოვცილდი გალავინსკს (რუსთაველის რევოლუციამდელი სახელია). ვსწავლობდი მშობლიურ და უსაყვარლეს თეატრალურში. XX საუეუნის უბედნიერესი ოთხმოცდაათიანი წლებიდან, ანუ სტუდენტობიდან, რუსთაველის გამზირის პარალელურ, დიდი ლადო გუდიაშვილის სახელობის ქუჩაზე მდებარე ეროვნული ბიბლიოთეკის მუდმივი მკითხველი გავხდი და ქონებმხვეჭელობას სამარადასიოდ ვარჩიე ცოდნმძებნლმპოვნელობა. 
ამ ყველაფერს იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ჩემი სამი კლასელი რუსთაველზე ცხოვრობდა, ოთხი კლასელი რუსთაველის პერპენდიკულარულ ალექსანდრ ჭავჭავაძის ქუჩაზე და შატალოების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ სახლებში გვაქვს გატარებული XX საუკუნის ოთხმოციანელ პირველსკოლელებს, მშობლებივით მშობლიური და დედმამიშვილებივით აუტანლად საყვარელი გამოდის რუსთაველი ჩვენთვის... 
  Პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ
,,ლიხს იქით და ლიხს აქეთ" მდებარე ბუებო, გუდიანო კაცებო ანუ, პროვინციელო ბыდლოებო: 
1) ბავშვობაში არ მეშინოდა ბუების და მაჯლაჯუწა გუდიანი კაცების და ამ სიბერეში ,,ტემ ბოლეე" ვერ შემაშინებთ თქვენი დაჭერობანა-ჯარიმობანათი, დავი-დაუბასე-თი რომ ეთამაშებით არამარტო სრულიად საქართველოს;
2) ზემოთხრობიდან გამომდინარე და ქვემორე სათქმელიდან შემდინარე, თუ მიხვდით ხომ კარგი, თუ არადა ,,გაგიიასნებთ" : ჩქიმი სახლია გალავინსკი, ,,ტო ესტ" რუსთაველის გამზირი და, იმ სახლს, როდის, როგორ და რატომ დავკეტავ და გავაღებ არავისი საქმე არ არის გალავინსკელების გარდა! 
Ჰ ა ს კ ა ც ა რ, ცავატანემებო?!!?... 
                 
                                                    15.02.2026/12.15'.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი