New Грузინული ქოც ვაიჰ-ვუიჰ...


ლელოიე ქოცულიას ხილვების და ხორხე ქოცენბაუმის ანალიზის საფუძვლებზე დაყრდნობით,  პლანეტის ყველაზე საიმედო მედიასაშუალება ,,ვაჰ, ქოცირა"  აქვეყნებს ლეგიტიმური და აუცილებელი ქოცვანის ცხელი ცამეტეულის სიას:

1. შენ გნახე მაგნიტსკის სიაში გომელაურის შემდეგ;
2. არ გეღირსოს ქოციალურ სასაუზმეში მომზადილ  ლობიოში წიწაკის სპრეი;
3. შენ გეიწუწე პადრე შიოს ნაკურთხი წყლით და მოგხთა მაი გასიებულ გოგრაში პასტორ შალიკიეს ნაკურთხი ფეხკეტი;
4. შენ გეცხოვროს 41 წელიწადი ბორიე ტერრორისტის ქოციალური დახმარებით;
5. შენ გენახოს სიზმრად კრახაიე კარლოვიჩის მრუშობაი მარია ზახაროვასთან;
6.  არ გეღირსოს სანქციები და არ მოგეშალოს ლავროვის ქება;
7. შენ ჩაგხუჭუჭებოდეს ცხოვრება ქოცბახიუსის ქოჩორივით და გაგშავებოდეს ბედი შალიკიე პაპუასშვილივით;
8. შენი სახელი დერქმეოდეს წითელ მოედანს და მენახე ადრე და მალე თეთრ ,,ტაპოჩკებში" გაშოტილი ვალოდიე ულიანოვის გვერდში;
9. შენი ნათესავები დაოჯახებულიყვნენ არაბებთან, თურქებთან, ინდოელებთან, ირანელებთან,  ჩინელებთან, რუსებთან და უკრაინელებთან;
10. შენით დეეწყოთ News-ები ,,TV Надежда"-ს და  Коц TВ-ს;
11. შენ დეგენახოს სამყარო მამუკიე მდიდარაძის ნაჩუქარი სათვალით;
12. შენ დეეპაიჟე შაურმაზე ირმა ინაშვილს ნინო ჯღარკავასთან ერთად;
13. ირაკლიე ღარიბაშვილის წყალი გადმოგსხმოდეს და მიწეოდი 
        ადრე და მალე...
             თუ ბე ქონთინუედ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი