ვ ი რ უ ს ი


დოკუმენტური ფილმის სცენარი

Შავ ფონზე თეთრი ტიტრი:
ფილმი ეძღვნება  დიდი ქართველი მამულიშვილის, Პროფესსორ ზურაბ მურვანიძის ხსოვნას. 
შავ ფონზე წითელი ტიტრი.
Люди способны ослепляться какой-либо идеей настолько, что перестают здраво мыслить, отличать черное от белого.
      Владимир Зазубрин. 
                    წ ა ფ ე ნ ი.
ფრაგმენტი ფილმიდან 
,,Ленин в октябре". 
  ვ. ულიანოვის ცნობილი რეჩი: Товаღищи, миღовая
ღеволюция, о необходимости котоღой все вღемя говоღили большевики, совеღшилась! 
       
   წაფენი.

ოქტომბრის რევოლუციის დროინდელი ეკლესიების და რწმენის, ადამიანობის და ინტელექტის, განადგურების მცდელობის კადრების კოლაჟი.

Წ ა ფ ე ნ ი.

თეთრ ფონზე შავი ტიტრი:
,,არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსეგაი, რაოდენ ცათა შინა ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშე ქუეყანისა.
Ძველი აღთქმა, გამოსვლა 20, 4.

 კრემლის კურანტები რეკავენ და საათზე წაფენით ამოდის საბჭოთა კავშირის რუკა, რომელსაც წაფენით ფარავს სსრკ გერბი. გერბი ნატეხებად იშლება.
მოსკვას ქუჩები. კრემლი. გლლისერები მდინარეზე მოსკვა. სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა. ქუჩებში მოსიარულე ხალხი. ხმა კ./გ. 

XX საუკუნის მიწურულს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და საშინელი იმპერია საბჭოთა კავშირი მარტივ მამრავლებად დაიშალა და ნებსით თუ უნებლიეთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. 

ბელადების ძეგლების დემონტაჟი. ხმა კ./გ. 

ახალ სახელმწიფოებში ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის გარდა, მანამდე არსებული პროლეტარიატის დიქტატურა ფსევდოდემოკრატიული მმართველობით შეიცვალა და ამ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კავკასიაში, სათავეში ბოლშევიკური მენტალიტეტის მოდერნიზებული ლიდერები ჩაუდგნენ. 

თბილისის პანორამა მეტეხიდან ნარიყალამდე. რუსთაველის გამზირზე მოსეირნე ხალხი. პარლამენტის შენობა. საქართველოს პარლამენტის 1990 წლის არჩევნები. საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი სესია. ხმა კ./გ.

ამ მხრივ ხანმოკლე გამონაკლისს საქართველო წარმოადგენდა, სადაც 1990 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში უმრავლესობით
მოვიდა ოპოზიციური საარჩევნო ბლოკი - მრგვალი მაგიდა, რომლის ლიდერის, ყოფილი დისიდენტის, ფილოლოგიის დოქტორის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლა საქართველოს მოსახლეობაში დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენასთან ასოცირდებოდა და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 31 მარტის სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ფრაგმენტი სესიიდან. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება. 
თბილისის ქუჩების კოლაჟი. ზვიად გამსახურდია შეხვედრებზე მოსახლეობასთან.
მიტინგი ლოკომოტივის სტადიონზე. გვარდიის აღლუმი დინამოზე.
ამ ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის შედეგად ზვიად გამსახურდიას ისედაც მაღალი რეიტინგი საზოგადოებაში მკვეთრად გაიზარდა და 1991 წლის 26 მაისს საქართველოს ისტორიაში პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზე 87%-ით დაფიქსირდა. პრეზიდენტ გამსახურდიას მკვეთრად ზრდადმა რეიტინგმა საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი საბოლოოდ დაარწმუნა ზვიად გამსახურდიას პერსონის მესიანელობაა და შეუცვლელობაში. ყველგან  სადაც პრეზიდენტი გამსახურდია გამოჩნდებოდა მოსახლეობა როგორც ზებუნებრივ და არაამქვეყნიურ სასწაულს ხვდებოდა ოვაციებითა და 
ზვი-ა-დი-ს ხმის ჩახლეჩამდე ისტერიული სკანდირებით. 

19990-1992 წლებში Საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატის ავთანდილ იმნაძის კომენტარი.
კითხვა – ბატონო ავთანდილ, რა იყო ძალიან მოკლე დროში, საქართველოს მოსახლეობაში ზვიად გამსახურდიას რეიტინგის ელვისებური ზრდის და ასევე ძალიან მოკლე დროში ამ რეიტინგის მკვეთრი დაცემის გამომწვევი მიზეზები? 

ბოლშევიკების დროინდელი აღლუმები. თბილისის ქუჩების კოლაჟი. ზვიად გამსახურდია აღლუმზე. ხმა კ./გ.

XX საუკუნის დასაწყისში ბოლშევიკების მიერ შექმნილი, შეუცვლელი ბელადების ეპოქაში გამოზრდილი და ბელადების აჩრდილებისგან გონების დაბინდვამდე დაშინებული საზოგადოება, რომლის დიდი ნაწილი ბელადი სტალინის იაფფასიან კარაქიან პურზე ოცნებობდა, XX საუკუნის ბოლოს გაუცნობიერებლად ამკვიდრებდა ახალი ტიპის ბელადიზმის ვირუსს, რომლის შედეგებმა ძალიან მალე თითქმის საერთაშორისო ვაკუუმში მოაქცია ქვეყანა და ლამის დააკარგვინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა.

მოსკოვის აგვისტოს პუტჩის კადრები. საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიის კადრები. თბილისის ქუჩების კოლაჟი. საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე. 
ხმა კ./გ.

1991 წლის აგვისტოში, უკვე დაშლის პირას მისულ საბჭოთა კავშირში, 
კომუნისტური პოლიტბიუროს აქტივისტების მიერ ადგილი ჰქონდა, მათი აზრით საბჭოთა კავშირის გადარჩენის და პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომლის დროსაც, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დე ფაქტო მყოფი საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება და მის მიერვე შექმნილი ეროვნული გვარდია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუქვემდებარა. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო, გვარდიის სარდალმა თენგიზ კიტოვანმა გვარდიის ნაწილები რკონის ხეობაში გაიყვანა და ყოფილ თანაკლასელსა და თანამებრძოლს სამკვდრო სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა... როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს იყო ზვიად გამსახურდიას პირველი დიდი შეცდომა, რომელსაც შემდეგ არაერთი, არანაკლებ ფატალური შეცდომები მოჰ}ყვა, რაც პირველ რიგში, განსხვავებული აზრისადმი უარყოფით დამოკიდებულებასა და მტრის ხატის დაუსრულებელ შექმნაში ვლინდებოდა პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლების მიერ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებისადმი საკმაოდ საფუძვლიან და რაც მთავარია არგუმენტირებულ უკმაყოფილებას გამოხატავდა, მაშინვე ცხადდებოდა ანტიეროვნულ ელემენტად და კრემლის აგენტად, რადგან მოსახლეობაში უკვე მყარად ქონდა გადგმული ფესვები ბელადიზმის ვირუსს, რომელიც აქტიურად ამკვიდრებდა პრეზიდენტ გამსახურდიას მესიანელობის, შეუცვლელობის და უშეცდომობის იმიჯს. სახელმწიფოს მართვისათვის სრულიად მოუმზადებელი, არაპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული საქართველოს ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, რაც საზოგადოებაში უკმაყოფილების მუხტს აძლიერებდა.
საპროტესტო აქციები კინოს სახლთან, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს ტელევიზიასთან. ხმა კ./გ.

1991 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში დარბეული იქნა ზვიად გამსახურდიას მმართველობით უკმაყოფილო საზოგადოების გარკვეული ნაწილის და ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციები. 
1991 წლის ოქტომბრიდან ნაწილობრივ შეიზღუდა საქართველოს ტელევიზიის მაუწყებლობა. ზვიად გამსახურდიას უკომპრომისო მმართველობის და მტრის ხატის შექმნის დაუსრულებლმა პოლიტიკამ, სოციალური ფონის მკვეთრმა გაუარესებამ, საქართველო სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა, რისი საბოლოოო შედეგი 1991 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებული საპროტესტო აქცია იყო საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. 

აქციის და თბილისის ომის კადრები. ხმა კ./გ. 

1991 წლის 22 დეკემბერს, დილით, ზვიად გამსახურდიას ერთგულმა სამხედრო ნაწილებმა, აქციის დასაშლელად მომიტინგეთა მიმატთულებით მთავრობის სასახლიდან ცეცხლი გახსნეს. რუსთაველის გამზირზე მყოფმა თენგიზ კიტოვანის გვარდიამ ცეცხლს ცეცხლით უპასუხა... 

სამოქალაქო ომის კადრები. გვარდიის და მხედრიონის შესვლა უზენაესი საბჭოს შენობაში. ხმა კ./გ.

თხუთმეტი დღის განმავლობაში გადაიწვა რუსთაველის გამზირი, დაიღუპა და დაინვალიდდა ასეულობით ადამიანი. 1992 წლის 6 იანვარს, გამთენიისას, ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა, მცირერიცხოვან მომხრეებთან ერთად დაეტოვებინა საქართველო.

სამოქალაქო ომის კადრები. ხმა კ./გ.

პირველი პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევებამ წერტილი მაინც ვერ დაუსვა სამოქალაქო დაპირისპირებას, რომელიც მთელ საქართველოს მოედო და რომლის საბედისწერო შედეგი საქართველოს სახელმწიფოს რღვევის დასაწყისი იყო.

პოლიტოლოგ ნიკა ჭიტაძის კომენტარი.
კითხვა – ბატონო ნიკა, შესაძლებელი იყო, 1991 წელს სამოქალაქო ომში გადაზრდილი სოციალური დაპირისპირების თავიდან აცილება და რა იყო ამისთვის საჭირო?
ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლა თბილისის აეროპორტში 1992 წლის თებერვალში. ხმა კ./გ.

1992 წლის თებერვალში საქართველოში საქართველოს სსრ
კომპარტიის ცეკას ყოფილი პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერლინის კედლის და საბჭოთა კავშირის დანგრევის ერთ-ერთი ძირითადი შემოქმედი ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა.

თბილისის ქუჩების კოლაჟი. ედუარდ შევარდნაძის შეხვედრები საზოგადოებასთან. მაღაზიების ცარიელი დახლები. მათხოვრები ქუჩებში. ხმა კ./გ.

ედუარდ შევარდნაძის პერსონის მიმართ ქართული საზოგადოება არაერთგვაროვნად იყო განწყობილი. ფუნდამენტალისტ ზვიადისტებში შევარდნაძე
ბოლშევიკური კოშმარის და ყოველგვარი უბედურების  სათავედ და სიმბოლოდ მოიაზრებოდა. მეორე კატეგორია, რომელიც კვლავ სტალინისდროინდელ იაფფასიან კარაქიან პურზე ოცნებობდა იმედოვნებდა, რომ საქართველოს კომუნისტური პარტიის ყოფილი პირველი, უფსკრულის პირას მდგომ ქვეყანას კოლაფსიდან გამოიყვანდა და იაფფასიან კარაქიან პურს თუ არა, საერთოდ მაინც დააბრუნებდა პურს და კარაქს, რომლებიც 1992 წლის იანვრიდან, ისე გაქრა ქართული მაღაზიების დახლებიდან, როგორც ასანთი, საპონი და ცივილური ცხოვრებისთვის აუცილებელი სხვა ნებისმიერი პროდუქტი. 

ედუარდ შევარდნაძის შეხვედრები მოსახლეობასთან. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სხდომები. ზვიადისტების საპროტესტო აქციები. ხმა კ./გ. 

კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ზემძიმე კატეგორია, რომელიც მერკანტილური გათვლებით
 ზვი-ა-დი-ს ისტერიული სკანდირებიდან ბა-ბუ-ს ისტერიულ სკანდირებაზე გადავიდა და საქართველოს ახალ მესიად ედუარდ შევარდნაძე დასახა. 
მყარდებოდა და მძლავრდებოდა ქვეყანაში ბოლშევიკური ბელადიზმის ტრანსფორმირებული ვირუსი, მეტასტაზებს იდგამდა და ნებისმიერ ადგილას, სადაც ორი ან მეტი ადამიანი იყრიდა თავს ერთი და იგივე შინაარსის დიალოგი ისმოდა: - შევარდნაძის გარდა ვერავინ გადაარჩენს საქართველოს და ეს დიალოგი პასუხგაუცემელი კითხვით მთავრდებოდა: თუ არა ბაბუ მაშინ ვინ?
კითხვა უპასუხოდ რჩებოდა, საქართველო კი XXI საუკუნის დასაწყისში პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, ყველანაირ წყვდიადში იყო ჩაფლული.

თბილისის ჩაბნელებული ქუჩები. ქუჩაში გამოსული მოხუცი და მცირეწლოვანი მათხოვრები. რიგები
საფუნთუშეებთან და სასურსათო მაღაზიებთან. ბაზრობები. დანგრეული შენობები. გაჩერებული საწარმოები. ქუჩებში დაყრილი ნაგავი. საპროტესტო აქციები. 
ხმა კ./გ.

Მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ოცნებობდა სახლში სინათლე და ბუნებრივი აირი ჰქონოდა,;
მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტრეფიკთან ერთად ყველაზე შემოსავლიან ბიზნესად ადამიანების გატაცება იქცა;
მიუხედავად იმისა, რომ დილით სახლიდან გასვლისას ადამიანებმა არ იცოდნენ საღამოს 
დაბრუნდებოდნენ ოჯახში თუ არა;
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მარტივ მამრავლებად იშლებოდა და მოსახლეობის უმეტესობა სიცოცხლის გადასარჩენად საქართველოდან უკანმოუხედავად გაქცევაზე ფიქრობდა;
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უფალმა უწყის საით მიექანებოდა, 
საქართველოში იმდენად მყარად ჰქონდა გადგმული ფესვები ბოლშევიკური ტიპის ბელადიზმის ვირუსს, რომ უამრავი უბედურების მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობის აზრით ქვეყნის უფსკრულში არგადაჩეხვის ერთდერთი გარანტი ედუარდ შევარდნაძე იყო, რამაც საბოლოო ჯამში პრეზიდენტის შეუცვლელობის და მესიანელობის იმიჯი შექმნა. 
2003 წლის საპარლამენტო არჩევნები. საპროტესტო აქციები. ყვავილოვანი რევოლუცია. ხმა კ./გ.

საქართველოში არსებული კატასტროფული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა და კიდევ ერთხელ გაყალბებული არჩევნების შედეგები 2003 წლის ნოემბერში პოლიტიკური ავანტიურისტების ჯგუფმა შესანიშნავად გამოიყენა და ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.

იურისტ  ანნა დოლიძის კომენტარი.
კითხვა – ქალბატონო ანნა, 
შესაძლებელია თუ არა 2003 წლის ნომებერში თბილისის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მიხაილ სააკაშვილის საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას მიენიჭოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვალიფიკაცია საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. 

თბილისის ქუჩების კოლაჟი. ყვავილოვანი რევოლუციის დღეებში და პოსტრევოლუციური პერიოდის მომდევნო ერთ თვეში. ხმა კ./გ.

ხელისუფლების შეცვლა ნებისმიერ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა, მით უმეტეს თუ ეს ცვლილება, არა, ცივილური, საარჩევნო გზით, არამედ ძალადობრივი, რევოლუციური ფორმით ხდება. რევოლუციიდან გამომდინარე უკეთესი მომავლის იმედები, როგორც წესი გადამეტებულად ოპტიმისტურია და ცხოვრებისეულ რეალობას ადამიანები ერთი უკიდურესობიდან – იმედიანი მომავლიდან მეორე უკიდურესობაში – სასოწარკვეთილებამდე მისულ პესიმიზმში გადაყავს. 
როგორც წესი, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების ლოგიკური შედეგი ცუდის არა კარგით, არამედ უარესით შეცვლა და ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მდგომარეობის კიდევ უფრო უკიდუურესი დამძიმებაა, რომლის ერთადერთი მიზეზი, ისაა, რომ რევოლუციური ცვლილებების შედეგად 
სახელმწიფოს მართვას იწყებენ გონებაშეზღუდული 
და სულიერად ხელმოკლე ადამიანები, რომლებიც 
თავს სწორედ სახელმწიფოს მართვისათვის დაბადებულებად თვლიან. ასეთი ადამიანები დარწმუნებულნი არიან საკუთარ ზეშესაძლებლობებში და გადაწყვეტილებების მიღების ჭეშმარიტებაში. მათი ყოველი ქმედება ერთპიროვნული, თავხედობამდე გაბედული, გაუაზრებელი და ზიანის მომტანია.

ვ. ულიანოვი, ი. ჯუღაშვილი, ფიურერი, ლეონიდ ილიჩი ტრიბუნებზე. 
მასობრივი დაჭერები და დახვრეტები.
ხმა კ./გ.
ასე მოხდა 1917 წლის რევოლუციის შედეგად რუსეთში, როცა პროლეტარიატის დიქტატურის დასამყარებლად, წითელი ტერორის შედეგად რამდენიმე მილიონი ადამიანი სულიერად და ფიზიკურად გაანადგურეს;
ასე მოხდა 1933 წელს ლუდის პუტჩის შედეგად გერმანიაში;
ასე მოხდა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ასე მოხდა საქართველოში 2003 წლის ნოემებერში.

თბილისის ქუჩების კოლაჟი. სააკაშვილის წარდგენა საპრეზიდენტო კანდიდატად. 
ხმა კ./გ.

ვარდების რევოლუციად წოდებულ სახელმწიფო გადატრიალებას სამი ძირითადი შემოქმედი ჰყავდა, 
რომელთა შორის გამოკვეთილ ლიდერად ევროპასა 
და ამერიკაში განთლებამიღებული იურისტი, გადამეტებულად ქარიზმატული და საკმაოზე მეტად გონებაშეზღუდული მიხაილ სააკაშვილი ითვლებოდა და 
სწორედ იგი დასახელდა 2004 წელს პრეზიდენტობის კანდიდატად
ვარდების ტრიუმვირატის მიერ. 
ბელადობანას თამაშში გართულმა და ბელადიზმის ვირუსით უკვე ქრონიკულად დაავადებულმა ქართული საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილმა სააკაშვილი ახალ მესიად დასახა და ბაბუს ისტერიული 
კივილი მი-შა-ს ისტერიული სკანდირებით შეიცვალა.
ვარდების ხელისუფლების მოსვლის პირველივე თვეებმა ძალიან ბევრს გაახსენა და პარალელი გაავლებინა XX საუკუნის ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირთან. ვარდოსანთა მმართველობის მეთოდები აბსოლუტურად იდენტური იყო ბოლშევიკთა მმართ-ველობის მეთოდებთან და XXI საუკუნის დასაწყისში საქართველოში დაიწყო ფსევდოდემოკრატიული რეფორმები რომლებსაც ზუსტად იმდენი ჰქონდათ საერთო დემოკრატიასთან, რაც XXI საუკუნის საქართველოს ანტიკური რომის იმპერიასთან.

მასობრივი დაჭერები ვიდეოკამერების თანხლებით. 
პატრულის პირველი ეკიპაჟების გასვლა თბილისის 
ქუჩებში. არარსებული საწარმოების გახსნა. ხმა კ./გ.

პირველი და ძირითადი რეფორმა რომელიც ვარდოსნებმა განახორციელეს  და ტვინი მოუხნეს მოსახლეობას ამ რეფორმის 24/7 რეჟიმში უსასრულო პიარით, 
Პოლიციის რეფორმა იყო.
ახალი სახელმწიფოს შექმნის და შენების პოლიციის რეფორმით დაწყებამ,  საქართველოს მოაზროვნე საზოგადოებაში გააჩინა საკმაოდ საფუძვლიანი და ლეგიტიმური ეჭვი, რომ დემოკრატიის ლოზუნგებს და ფსევდოდემოკრატიულ ქმედებებს ვარდოსანი რევოლუციონერები ტოტალიტარული სახელმწიფოს შესაქმნელად იყენებდნენ.

სააკშვილის გამოსვლები სკოლებში. სკოლებში მანდატურების შესვლა. ხმა კ./გ.

ეს შიშში გარდამავალი ეჭვი, ძალიან მალე გაამყარა საპოლიციო რეფორმის პარალელელურად, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებმა, რომლებიც არა საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას და პროგრესს ემსახურებოდა, არამედ სკოლებში ტოტალური, საპოლიციო კონტროლის დანერგვას და სკოლის ასაკიდანვე ადამიანების მიჩვევა-შეგუებას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეზე ბავშვობიდანვე ტოტალიტარული კონტროლი განხორციელდებოდა სახელმწიფოს მხრიდან, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პრეზიდენტ სააკაშვილის ერთპიროვნული სურვილიდან გამომდინარე, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში, სკოლებში მანდატურები შევიდნენ, რამაც მოსახლეობა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ვარდოსნები ქვეყანაში ერთპიროვნულ დიქტატურას ამკვიდრებდებდნენ. უშიშროების სამსახურების მიერ ყოველგვარი იურიდიული და ზნეობრივი ნორმების უგულვებელყოფით ისმინებოდა ქვეყნის ყველა მოქალაქის ტელეფონი.

თბილისის ქუჩების კოლაჟი. საპროტესტო აქციები. ფრაგმენტები ბელად სააკაშვილზე და ქართულ პოლიციაზე გაკეთებული კლიპებიდან. ხმა კ./გ.

XXI  საუკუნეში ატავიზმში გადასული ანაქრონიზმი იყო ტოტალიტარული სახელმწიფო Წყობის შექმნა, მაგრამ ყველაფერში, ყველაზე ექსტრემალურმა ქართველებმა შექმნეს, და თან როგორი არნახული? ტოტალურად პოლიციური სახელმწიფო, რომლის შსს-დ წოდებული აზროვნების და  სადიზმში გარდამავალი ძალადობის პოლიცია აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, ქვეყნის თითოეული მოქალაქის სუნთქვასაც კი და ნაციონალებისგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, გარანტირებული ჰქონდათ არასაიმედო და არასასურველი პერსონის იარლიყი, რომელიც ადამიანისთვის უმუშევრის სავალდებულო სტატუსს წარმოადგენდა, რაც საბოლოო ჯამში არცთუ იშვიათად ფატალური შედეგით მთავრდებოდა. 
ელემენტარული საარსებო პირობები არ გააჩნდა არავის, ვინც ნაციონალურ მოძრაობას და მის ბელადს არ აძლევდა ხმას არჩევნებზე, ვინც აშკარად არ გამოხატავდა სიმპატიებს და სიყვარულს ნაციონალების და მათი ბელადის მიმართ. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, სამაგიეროდ გარანტირებული ჰქონდა წარმატებული სახელმწიფო კარიერა, ნებისმიერ გაუნათლებელ ნაციონალების მოტრფიალეს, ვინც ბელადზე ქმნიდა ლექსებს, სიმღერებს, აკეთებდა ფილმებს და სატელევიზო გადაცემებს, რომლებშიც ნაციონალების ბელადის ისეთივე დაუსრულებელი ქება-დიდება ისმოდა როგორიც XX საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიაში ფიურერის და სსრკ-ში ტოვარიშჩ სტალინის მიმართ. ამ მოვლენებით და მათი მონათესავე ქმედებებით, ქვეყანაში პრაქტიკულად დაინერგა ერთპარტიული და ერთპიროვნული დიქტატურა.

 Ნაც .მო-ს დეპუტატების გამოსვლები პარლამენტში. 
უმცირესობის დეპუტატების ცემა. სააკაშვილის შეხვედრები მოსახლეობასთან. 
პატრიოტთა ბანაკების გახსნა. 
მიშას ისტერიული კივილი. ფრაგმენტი კლიპიდან ,,მიშა მაგარია". ხმა კ./გ.

ხელისუფლების სათავეში წამოსკუპებული, საკუთარ ინტერესების და გემოვნების შესაბამისად კონსტიტუციამორგებული ნაციონალები, მოსახლეობაში გეგმაზომიერად და 
მიზანმიმართულად ამკვიდრებდნენ სააკაშვილის მესიანელობის და შეუცვლელობის იმიჯს, თესავდნენ შიშს და ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულნი ასევე მიზანმიმართულად ანადგურებდნენ ყოველივე ეროვნულს, რაც მოსახლეობის უმეტეს ნაწილში სასტიკ უკურეაქციას იწვევდა. რაც უფრო მეტად ცდილობდნენ ნაციონალები ხალხის დაშინებას, მით მეტად ძლიერდებოდა საზოგადოებაში უკმაყოფილება და სიძულვილი მათ მიმართ. თუმცა ნაციონალებს ეს ყველაფერი არ ანაღვლებდათ ერთი უბრალო და ძირითადი მიზეზის გამო: მოსახლეობის გარკვეული ფენა ნაციონალების მიერ გატარებულ ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ და ანტისახალხო გადაწყვეტილებას და რეფორმას მხარს უჭერდა. ეს სუბიექტები ნაციონალების მიერ მოწყობილ ყველა მარაზმატიკულ აქციაზე ხმის ჩახლეჩამდე ისტერიულად და დაუსრულებლად კიოდნენ მი-შა! რამაც პარანოიითა და ნარცისიზმით შეპყრობილი სააკაშვილი, ისე როგორც მისი ყველა მხარდამჭერი საბოლოოდ დაარწმუნა უზურპატორი პრეზიდენტის მესიანელობასა და შეუცვლელობაში. ამ ქმედებებს 24/7 რეჟიმში აპიარებდა და სააკაშვილის უცვლელობის იმიჯს ქმნიდა, ხელისუფლებისადმი ფინიასავით 
კუდქიცინა სამი ტელეკომპანია.
იმ დროს როცა მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყანა ცდილობდა ასცილებოდა ერთპარტიულ და ერთპიროვნულ დიქტატურას, XXI საუკუნის დასაწყისში, საქართველოში საბოლოოდ, საფუძვლიანად და მყარად ჩამოყალიბდა ბელადიზმის ვირუსი, რომლის შედეგად საქართველომ მიიღო: 
ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოების და სიცოცხლის სრული გაუფასურება,;
გაუპატიურებული კონსტიტუცია,;
ტოტალური სატელეფონო მოსმენები და დასმენები;
სრულიად გაუნათლებელი ახალგაზრდობის უმეტესობა;
სახელმწიფო დონეზე ბიზნესის რეკეტი;
მოსახლეობის სულიერი და ფიზიკური ტერორი;
განსხვავებული აზრის არარსებობის დამკვიდრების და განსხვავებულად მოაზროვნეთა როგორც სულიერი ასევე ფიზიკური განადგურების მცდელობა.

Პოლიტოლოგ ნიკა ჭიტაძის კომენტარი.
კითხვა – ბატონო ნიკა, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის უკმაყოფილების და მკვეთრი პროტესტის მიუხედავად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში, შეძლო პრაქტიკულად ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა. რამ გამოიწვია ეს?

აღლუმები ჩინეთში, კორეაში,
სსრკ-ში. ბელადები ტრიბუნებზე. თბილისის ქუჩების კოლაჟი. ხმა კ./გ.

თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი მთავრობის 
ყველა პრობლემის სათავე, როგორც წესი ხელისუფლების გადამეტებული ცენტრალიზაციაა. მმართველობის ასეთ ფორმას მოსახლეობა განიხილავს, როგორც მუდმივს, ყველაფრის უარმყოფელს და საბჭოური ტიპის ავტორიტარიზმს. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური პარტია და კომკავშირი უკვე აღარ არსებობენ, საქართველოში საზოგადოების მიერ მუდმივად ხდებოდა სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მმართველობის მეთოდების პარალელიზება ბოლშევიკური და ფაშისტური მმართველობის მეთოდებთან. ერთგული ლაქიები არწმუნებდნენ ბელადს, რომ მოსახლეობის უმეტესობა კმაყოფილი იყო ვაროდსანთა პოლიტიკით, რამაც უკვე დიქტატორად ჩამოყალიბებული პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ მის მიერ ჩადენილ ნებისმიერ ქმედებას მოსახლეობაც და პოლიტიკური პარტნიორებიც აღფრთოვანებით და ოვაციებით შეხვდებოდნენ, სწორედ აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა საბოლოოდ აიწყვიტა და:

2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტქო აქციის დარბევის, 2008 წლის არჩევნების გაყალბების, 2008 წლის ომის,  2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის კადრები. ხმა კ/გ.

2007 წლის 7 ნოემბერს, 2 საათის შუალედით ორჯერ დაარბია გრანდიოზული საპროტრესტო აქცია საქართველოს დედაქალაქის შუაგულში;
2008 წლის იანვარში გაყალბებული არჩევნების შედეგად კვლავ პრეზიდენტად მოევლინა საქართველოს;
2008 წლის აგვისტოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საბაბით საქართველოს მოსახლეობის სასაკლაო მოაწყო;
2011 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წინა ღამეს, პარლამენტის შენობის წინ,
კიდევ ერთხელ გაუგონარი სისასტიკით დაარბია მასობრივი საპროტესტო აქცია, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა...
მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის უკმაყოფილების და პროტესტის მიუხედავად სააკაშვილის უმრავლესობამ სულიერ და ფიზიკურ ძალადობაზე, საყოველთაო შიშზე, სიძულვილზე, დასმენებზე, პიროვნების კულტზე დამყარებული ტოტალიტარული სახელმწიფო შექმნა, რომლის მოსახლეობის უმეტესობას ქვეყნის პირველი პირის ზეშესაძლებლობებს კვირაში 7 დღე და დღე-ღამეში 24 საათი უტენიდა ტვინში სახელისუფლებო მედია ლიტერატურული, მუსიკალური და კინონაწარმოებებით. ამ ნაციონალური შედევრების მიხედვით, სახელმწიფოს მეთაური ზებუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული ადამიანური მოღვაწეობის ყველა სფეროში, განსაკუთრებული სიბრძნით და შორსმჭვრეტელობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა უზომოდ კეთილს და უშუალოს ურთიერთობებში, განასკუთრებულად მოსიყვარულეს ბავშვების და მოხუცების მიმართ, შეეძლო ნებისმიერი ადამიანის გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა, მდუღარე ცრემლებით ტირილი ადამიანის გასაჭირის გამო და გაჭირვებულისათვის დახმარების ძმური ხელის გაწოდება.

სტალინი, ფიურერი, მაო ძე დუნი, კიმ ირ სენი, ჰუსეინი, მოსახლეობასთან შეხვედრებისას. ხმა კ.გ. 

პიროვნების კულტის ანალოგიური მარგალიტებით უხვად იყო განებივრებული მოსახლეობა სტალინის საბჭოთა კავშირში, ჰიტლერის გერმანიაში, მაო ძე დუნის ჩინეთში, კიმ ირ სენის ჩრდილოეთ კორეაში, სადამ ჰუსეინის ერაყში... მათი მმართველობის პერიოდში მოსახლეობა თავისი სურვილით ან სურვილის საწინააღმდეგოდ ამ ლიდერებს პატივს სცემდა, უყვარდა როგორც უფლის მსგავსი ბელადები და თვლიდა ან აიძულებდნენ ჩაეთვალა რომ შეუძლებელი იყო ბელადს შეცდომა დაეშვა...

დევნილთა საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე. დევნილთა დასახლება წეროვანში. პატიმრების წამება. ხმა კ./გ.

უშეცდომო სააკაშვილის უკომპრომისო მმართველობის შედეგად საქართველომ მიიღო:
დაკარგული ტერიტორიების მეხუთედი;
ასეულ ათასობით დევნილი, 
სულიერად და ფიზიკურად ნაწამები, დამახინჯებული და განადგურებული ადამიანი... 

სააკაშვილის შეხვედრები მოსახლეობასთან. ისტერიული კივილი მი-შა! Ხმა კ./გ.

მიუხედავად ამისა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხმის ჩახლეჩამდე ისტერიულად გაჰკიოდა, ნაწილს კი აიძულებდნენ ეყვირა: მი-შა!.. ამ ყვირილის ფონზე ნაციონალური მოძრაობის სიკვდილის მანქანა აქტიურად და გაუჩერებლად, დაუსრულებლად განაგრძობდა უზურპატორი პრეზიდენტის მესიანელობის და შეუცვლელობის იმიჯის ქმნას,
მოსახლეობის სულიერ, ინტელექტუალურ, კულტურულ, ეკონომიკურ, ფიზიკურ გენოციდს. აგრესიულად მორჩილი ბრბოს მაამებლობით გაბრუებული ნაციონალი სისხლისმსმელები უმთავრესს არ ივალისწინებდნენ: მსოფლიო ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ თანამემამულეთა დაღვრილი სისხლი სიკეთეს არავის მოუტანს.

Სოციოლოგ ზურაბ მხეიძის კომენტარი.
კითხვა – ბატონო ზურაბ, საზოგადოების აბსოლუტური უმეტესობა სააკაშვილის ცხრაწლიან ნაციონალურ მმართველობას განიხილავს როგორც პიროვნების კულტის, ერთპარტიული დიქტატურის, კერპთსაყვანისმცემლობის პერიოდს. როგორც პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ იმისთვის, რომ საქართველოში მსგავსი მოვლენები აღარასოდეს განვითარდეს.

კადრების სწრაფი ცვალებადობა.
ვარდოსანთა შევარდნა პარლამენტში.
სააკაშვილის შეხვედრები მოსახლეობასთან ისტერიული კივილი მი-შა!
სახლის ნგრევა თაბუკაშვილის ქუჩაზე.
სააკაშვილის შეხვედრები მოსახლეობასთან ისტერიული კივილი მი-შა!
ზურაბ ჟვანიას გასვენება, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის დახვრეტა.
სააკაშვილის შეხვედრები მოსახლეობასთან ისტერიული კივილი მი-შა!
2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევა.
სააკაშვილის შეხვედრები მოსახლეობასთან ისტერიული კივილი მი-შა!
2011 წლის 26 მაისის დარბევა.
სააკაშვილის შეხვედრები მოსახლეობასთან ისტერიული კივილი მი-შა!
სააკშვილის გამოსვლა პარლამენტში - ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ, ყველა ციხეში!

კადრში ფილმის რეჟისორი თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან.

საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების და სადისტური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც ქართულმა მედიამ 2012 წლის სექტემბერში გაავრცელა, ნაციონალი სადისტების და მათი ბელადის დასასრულის დასაწყისი გახდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოშმარული და არაადამიანური მმართველობით გაწამებულმა 
საქართველომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოოდ უთხრა უარი ნაციონალური ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს განადგურებას და ქვეყანაში ბელადიზმის ვირუსის განადგურება დაიწყო. 
ევროპის ჰიმნი. ტიტრები.
                                        2013. 
P. S. 2013 წელს, როცა ეს სცენარი დაიწერა. ავტორებს, ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, სჯეროდათ Რომ ახალი, მეოცნებე ხელისუფლება ქვეყანას კოლაფსიდან გამოიყვანდა. კაცი ბჭობდა და ეშმაკი ხარხარებდა. Ნაციონალური კოშმარი საოცნებო ტერრორიზმმა ჩაანაცვლა, რის შესახებაც მომავალ ფილმში  - ,,ხალხიჭამიები" - მოგითხრობთ. 

ავტორები: მაკა წიკლაური;
                     ირაკლი გოგუაძე. 
                                                              21.02.2026.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი