დუმილის უფლება


დუმილის უფლება


                      დუმილის უფლება

           მხატვრული ფილმის სცენარი

Война страшна тем, что отдает все
мыслящее в законную власть тупоумия!
                                            А.Солженицын.

დოკუმენტური კადრები. წითელი არმიის შემოსვლა
საქართველოში.
სუბტიტრი - საქართველო. 1921 წლის თებერვალი.
კოჯრის ტყეში იუნკრები ებრძვიან წითელ არმიას.
კამერა მოძრაობით მიყვება სანგარს. გატალახიანებული და დასისხლიანებული ჯარისკაცები. გვამები. სროლა. წითელი არმიის ჯარისკაცები იუნკრების სანგრისაკენ სროლით მიიწევენ. გზაზე დახოცილი იუნკრების გვამებს ფეხებს ურტყამენ. ერთ-ერთი იუნკერისანგრიდან ამოდის და თანამებრძოლებს მიმართავს:
ბატონო იუნკრებო, ვისთვისაც ძვირფასია ღირსება და სამშობლო, მომყევით სამშობლოსათვის უეჭველ სიკვდილზე ბატონებო!
იუნკრები ხელჩართულ ბრძოლაში ებმებიან წითელარმიელებთან.
წ ა ფ ე ნ ი.
მუსიკა. დოკუმენტური კადრები. სერგო ორჯონიკიძე
მოსკოვში აგზავნის ტელეგრამას - Москва, Кремль.
Ленину, Сталину. Над Тифлисом реет Красное
знамя, да здравствует Советская Грузия!
კადრების სწრაფი ცვალებადობა.
აპატიმრებენ ტიციან ტაბიძეს.
საროტაციო მანქანიდან გაზეთები ჩამოდის.
დაკითხვაზე აწამებენ სანდრო ახმეტელს.
პარტიის ყრილობაზე ოვაციას უმართავენ ი. სტალინს.
ხვრეტენ მიხეილ ჯავახიშვილს.
შვიდი ნოემბრის აღლუმი.
თავს იკლავს პაოლო იაშვილი.
სახლის ფასადზე კიდებენ კიდებენ უზარმაზარ
პლაკატს მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის პორტრეტებით და წარწერით - Да здравствует
диктатура пролетариата!

წ ა ფ ე ნ ი.

მუსიკა. ვერტმფრენიდან გადაღებული კავკასიონის
პანორამა.
კადრების სწრაფი ცვალებადობა.
მწვერვალები - უშბა, შხარა, თეთნულდი, მყინვარწვერი.
გლეხები ვაზს უვლიან.
სვანური და ხევსურული კოშკები.
ქალები ძროხებს წველიან.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
დოღი ხევში.
ალავერდის ტაძარი.
გლეხები ღვინოს წურავენ.
ნარიყალას ციხე-სიმაგრის თავზე ჩიტები მიფრი-
ნავენ.
მწყემსები ცხვრის ფარას მიერეკებიან.

წ ა ფ ე ნ ი.

მიკროავტობუსების გარემოცვაში მოქცეული საარ-
ჩევნო უბანი.
სუბტიტრი – საქართველო. 2008 წლის მაისი.
მიკოავტობუსებს თეთრი და წითელი ფერის არ-
შიები აქვს შემოვლებული.. მანქანებს წინა პანელზე
მიკრული აქვთ დიდი ციფრი ხუთი. ერთ-ერთი მიკ-
როავტობუსიდან ჩამოდის ადამიანთა ჯგუფი და სა-
არჩევნო უბანში შედის. საარჩევნო უბნის შენობიდან
ადამიანთა ჯგუფი გასისხლიანებულ ოპერატორს მოა-
თრევს. ჩოჩქოლში ვიღაცა კამერას ართმევს ოპერა-
ტორს და იქვე მდგომ მთვრალს აწვდის.
დროზე გაქრი ამ კამერიანად.
გაუპარსავი და უზარმაზარღიპიანი კაცი კამერი-
ანად ჯდება მანქანაში და მანქანა სწარაფად გადის
სა-არჩევნო უბნის ეზოდან.
ოპერატორს წიხლებს ურტყამენ და უყვირიან:
-ხომ გაგაფრთხილეთ ნუ იღებ-თქო?
ოპერატორს ეზოში აგდებენ. იქვე მდგომი პოლ-
იციელები მშვიდად უყურებენ ამ ყველაფერს. თავიდან
ფეხებამდე სისხლში მოსვრილი ოპერატორი ფეხზე
დგება და პოლიციელებს ეკითხება:
თქვენ აქ სეირის საყურებლად ხართ?
რა ვქნა ძმაო, უბანზე შესვლის უფლება არ
გვაქვს.
სატელევიზიო ახალი ამბების საინფორმაციო
გამოშვების ქუდი. წამყვანი მაყურებელს აწვდის ინ-
ფორმაციას საპარლამენტო არჩევნების მსვლელობის
შესახებ.
გადაცემის წამყვანი - ჩვენი საინფორმაციო სამსახური განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში და ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო უბანზე სცემეს
და არჩევნების ამსახველი პროცესის ვიდეომასალა
წაართვეს ვიდეოკამერასთან ერთად დამოუკიდებელ
მედიადამკვირვებელს ერეკლე მტკვარელს. საარჩევნო
უბნიდან პირდაპირ ეთერში გვერთვება ჩვენი კორე-
სპონდენტი, რომელიც პირველი გვაწვდის დეტალურ
ინფორმაციას მომხდარის შესახებ.
თამარ, რამ გამოიწვია დამოუკიდებელი მედიად-
ამკვირვებლის ცემა?
კორესპონდენტი - როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ
დამოუკიდებელი მედიადამკვირვებელი ერეკლე მტკ-
ვარელი საარჩევნო უბანზე სცემეს, როცა ის იღებდა,
როგორ შევიდა სამი ამომრჩეველი ერთ კაბინაში.
გარდა ამისა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშ-
ნა, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადაიღო,
როგორ შეჰქონდათ საარჩევნო უბანზე პირადობის
მოწმობებითა და პასპორტებით სავსე უზარმაზარი
პარკი.
ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში პირველებ-
მა მოვისმინოთ ერეკლე მტკვარელის ექსკლუზიური
კომენტარი.
ერეკლე - სამი ამომრჩეველი იყო შესული ერთ
კაბინაში და ბუნებრივია ვიღებდი, ამ ყველაფერს,
როცა ზურგიდან ჩამარტყა ვიღაცამ, დამაგდო იატ-
აკზე და მერე უკვე ვეღარ დავთვალე იმ ხალხის
ფეხების რაოდენობა, რომლებიც მცემდნენ. ალბათ
ათი-თხუთმეტი კაცი მირტყამდა. ერთადერთი რაზეც
ვფიქრობდი იმ მომენტში კამერის გადარჩენა იყო,
რაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. კამერა წამართვეს
და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მთავრობის პოლიცია კამერას დამიბრუნებს.
კორესპონდენტი - სხვა დარღვევები თუ იყო საარ-
ჩევნო უბანზე და თუ გაქვთ გადაღებული.
ერეკლე - დაახლოებით ნახევარი საათის წინ საარ-
ჩევნო უბანზე პასპორტებით და პირადობის მოწ-
მობებით სავსე უზარმაზარი პარკი შეიტანეს, მანა-
მდე ერთ-ერთ დამკვირვებელს, რომელიც სხვათა შო-
რის ევროპის ჩემპიონია ჭიდაობაში, ცემისგან თვალი
ამოუგდეს. ეს მასალა გადარჩა და დღესვე გადავუგზა-
ვნი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარ-
მომადგენლებს.
კორესპონდენტი - ასეთი მდგომარეობაა დილის
ათი საათისათვის ამ საარჩევნო უბანზე.
გადაცემის წამყვანი - გმადლობთ თამარ, ველით
შენგან უახლეს ინფორმაციას. განვაგრძობთ გამოშ-
ვებას.
საარჩევნო უბნის ეზოში ერეკლე ტელეფონით
ლაპარაკობს-ჯერჯერობით ცოცხალი ვარ. მაკა, ეს
ჩემი საქმეა და ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე.
მე დიდი ხანია აღარაფერი მიკვირს, მაგრამ ვერ გავ-
იგე, შენ რატომ მსაყვედურობ. ხანდახან მგონია, რომ
ტელეჟურნალისტი კი არა, მუსიკის მასწავლებელი
ხარ. მართალი ხარ, მუსიკოსობა სჯობდა, თავ-ყბას
მაინც არავინ მიგვანგრევდა და არც კამერას წაგ-
ვართმევდნენ. რას უნდა ვაპირებდე, მოვდივარ თბი-
ლისში. ცესკოს კურატორმა-რაც გინდა ის ქენიო,
ეუთოს კოორდინატორმა უბანზე რატომ შეხვედი
გადასაღებადო.
ალბათ ერთ საათში-საათნახევარში ვიქნები სახ-
ლში, გადარჩენილ მასალას გადავამრავლებ და გადავაგზავნი. კარგი, კარგი, მეც მიყვარხარ.
ოპერატორი მანქანაში ჯდება და მანქანა საარ-
ჩევნო უბნიდან გადის.
მუსიკა. ფილმის სათაური. ტიტრები.
მყუდროდ მოწყობილ პატარა ოთახში კედლებზე
ფოტოები და რეპროდუქციებია გაკრული. კედლის ერთ
მხარეს ბამბუკისაგან გაკეთებული წიგნების კარადა
დგას. იქვეა მაგიდა რომელზეც დგას კომპიუტერი.
მარჯვნივ პერპენდიკულარულ კედელთან დგას ჭურ-
ჭლის კარადა, მის პირდაპირ გასაშლელი დივანი. ერ-
ეკლე კომპიუტერთან ზის.
მაკას ლანგარით ყავა შემოაქვს და მაგიდაზე უდ-
გამს.
ერეკლე - ერიჰაა, საბოლოოდ გაჭედეს ამ შო-
ბელძაღლებმა.
მაკა - რა იყო?
ერეკლე - Кокойты объвил о начале войны после
обеда.
მაკა - ომი დაიწყეს?
ერეკლე - გააჩნია, რომელ საათზე ისადილებენ.
მაკა - რა ვქნათ?
ერეკლე - რაც უნდა გააკეთონ პროფესიონალებმა.
ერეკლე ტელეფონით რეკავს.
მაკა - სად რეკავ?
ერეკლე - გამარჯობა. როგორ ხარ კოტე? არა მიშავს. ინტერნეტის ინფორმაციის გარდა გაქვს რამე?
ძალიან კარგი. ერთ საათში შენთან ვიქნები, მომიმზადე აკრედიტაცია და დღესვე წავალ.
მაკა - მეც მოვდივარ.
ერეკლე - სად გეთაყვა?
მაკა - შენთან.
ერეკლე - მარტო მოდიხარ თუ კატაც მიგვყავს?
მაკა - ნუ მეკაიფები.
ერეკლე - არ გეკაიფები მაკა. არასად არ წამოხ-
ვალ.
მაკა - რატომ? არაპროფესიონალი ვარ? თუ ომში
ჟურნალისტი არ არის საჭირო?
ერეკლე - მაკა, მე შენთვის არასოდეს მომიყენებია
შეურაცხყოფა, რომ არაპროფესიონალი ხარ. მეტ-
საც გეტყვი, შენისთანა კვალიფიკაციის ჟურნალისტი
საქართველოში რვა-ცხრა თუ იქნება. მაგრამ მიუხე-
დავად ამისა, არ წამოხვალ იქ, სადაც ქალის ადგილი
არ არის.
მაკა - მითხარი სად არის თავმოყვარე, პროფესიონ-
ალი ჟურნალისტის ადგილი ომის დროს?
ერეკლე - წინა ხაზზე.
მაკა - ხვდები, რომ საკუთარ საკუთარ აზრს ეწი-
ნააღმდეგები?
ერეკლე - მაკა, მე იქ რაზე ვიფიქრო, მასალის აკრე-
ფაზე თუ შენ რომ არაფერი დაგემართოს?
მაკა - აქ უფრო დამემართება, თუ არ წამოვალ.
ერეკლე - აქ რა უნდა დაგემართოს?
მაკა - გული გამისკდეს ნერვიულობისგან.
ერეკლე - ეხლა ორივენი გავალთ კოტესთან, გამოვართმევთ აკრედიტაციას, მერე შენ სახლში დაბრუნდები და მე წავალ გორში.

წ ა ფ ე ნ ი.

დევნილების საპროტესტო აქცია რუსთაველის
გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
ასაკოვანი ქალბატონი - კარალეთიდან ვარ შვი-
ლო, ჩემი სახლი, რომ იწვოდა ძლივს გამოვასწარი.
სახლებში ჩახოცეს მოხუცი ხალხი. შუა გზაზე ყრია
დახოცილები, ვერ მარხავენ.
ახალგაზრდა ქალი - ტირძნისშიც ეს ამბავია, ქი-
წნისშიც, ბროწლეთშიც, ტყვიავში, ანაგაში, გორის
და ცხინვალის რაიონების სოფლებში ყველგან ეს ამ-
ბავია. შვილი მყავს ჯარში ისიც არ ვიცი მკვდარია
თუ ცოცხალი. ჯარისკაცმა სამშობლო უნდა დაიცვას,
მაგრამ ეს დაცვაა? რუსეთი წინ მოიწევს, ამერიკა
და გაერო არაფერს გვშველის. უაზრო ომია, უაზროდ
ვიღუპებით და ვიხოცებით.
ერეკლეს ზურგიდან ვიღაც ეპარება და კამერას
ართმევს. გარბის პირველი სკოლისკენ. ერეკლე და
დევნილები მისდევენ. ეწევიან და კამერას ართმევენ.
ერეკლე - ახლა არაფრის გარკვევის დრო არ არის,
სასწრაფოდ ოფისში კოტესთან, რაც მთავარია, მასა-
ლა გვაქვს.
ინტერნეტ-გამოცემა today.ge-ს ოფისი. მაკა  კომპიუტერთან ზის და ტექსტს კრეფს. მეორე კომპიუტერთან ერეკლე მასალას ამონტაჟებს.

კოტე - საღოლ ძმაო, მაგარი მასალაა.
ერეკლე - ერთადერთი ქართველი ოპერატორი,
ვინც ეს აქცია გადაიღო მე ვარ. მთელი მსოფლიო იქ
იყო. ,,როიტერი", ,,ბიბისი", ,,სიენენი", ყველა რუსული არხი, შენ წარმოიდგინე თურქული ,,პეტეესიც" დავინახე, ქართულ ტელევიზიებს ფეხზე კიდიათ რატომ
გადაიკეტა მათი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალური გამზირი. გორამდე მაინც ვერ ვახერხებთ ჩასვლას
კოტე?
კოტე - ჯერჯერობით ვერა. გორის შესასვლელი
რუსებს აქვთ გადაკეტილი და რუსული აკრედიტაციის
გარეშე ჩიტი ვერ შეფრინდება.
ერეკლე - როდემდე ვისხდეთ აქ კრუხებივით? კიდევ
ერთი-ორი დღე და გავრეკავ. ჩვენი ადგილი დღეს
გორშია, ცხინვალზე აღარაფერს ვამბობ. რას ვაკეთებ
ეხლა აქ? რისთვის ვაკეთებ? გადავიღე აქცია, გაუბე-
დურებული დევნილები. მერე? მერე არაფერი. ვზივარ
და ფრჩხილები გამიცვთდა ერთი ადგილის ფხანით.
როდემდე? გუშინ სახალხო დამცველს ლამის ფეხებში
ჩავუვარდი გამოგყვები-თქო.
კოტე - მერე რაო?
ერეკლე - გამორიცხულიაო მითხრა. სახალხო დამ-
ცველი რომ შეეშვათ უწმინდესმა რუსების პატრი-
არქს დაურეკა თხოვნით. რუსების პატრიარქმა სა-
გარეო საქმეთა მინისტრს. ლავროვმა ზუსტად არ
ვიცი მედვედევს თუ პუტინს და საქართველოს პატრი-
არქს მისცეს შესვლის უფლება რამდენიმე სასულიერო
პირთან და სახალხო დამცველთან ერთად. მოკლედ
საქართველოში ქართველების გადაადგილების ნებარ-
თვას რუსეთის ხელისუფლება იძლევა.
კოტე - ამ აქციის გარდა კიდევ რა მასალა
გვაქვს?
ერეკლე - კარვების ქალაქი ვარკეთილში, სკოლებსა
და საბავშვო ბაღებში განთავსებული დევნილები. ჰო,
ყველაზე საინტერესო. შუამთის ქუჩაზე ერთი გაუქმე-
ბული საბავშვო ბაღია. თავმოყვარე გლეხი ქათამს
და ღორს არ შეუშვებს იქ და ორმოცდაათამდე დევნილი იმ შენობაში ცხოვრობს.
კოტე - მაკა ტექსტები?
მაკა - დესკტოპზე გაქვს შენს კომპიუტერში
კოტე.
კოტე - ოპერატიულად და ძალიან პროდუქტიულად
მუშაობთ.
ერეკლე - ვცდილობთ. მაგრამ, როცა მეუბნებით,
რომ ჩემი ცოლი ჩემზე კარგად მუშაობს, იცი რა სურ-
ვილი მიჩნდება? Я тебя создал Мака, я тебя и
уничтожу! ჰო, კოტე, გუშინ ველაპარაკე შევარდ-
ნაძის პრეს-სამსახურს და შემპირდნენ, რომ დღეს მე-
ტყვიან როდის მოვახერხებთ ბატონი ედუარდის ჩაწ-
ერას.
კოტე - საღოლ ძმაო.
ერეკლე - გუშინწინ ,,ბიბისიმ" ჩაწერა, გუშინ
,,სიენენმა", ქართველებიდან ჯერ არავინ ყოფილა. ასე
რომ эксклюзив гарантирую!
რეკავს ერეკლეს ტელეფონი.
ერეკლე - ერთი წუთით სრული სიჩუმე. ბატონო.
ბატონო. დიახ. დიახ. კეთილი. გმადლობთ. მაკა მზად
ხარ შრომისა და თავდაცვისათვის?
მაკა - რაო?
ერეკლე - ხვალ პირველ საათზე გველოდება ბა-
ტონი ედუარდ შევარდნაძე. აღიარეთ, რომ ძალიან
კარგად ვმუშაობ და მომიმატეთ ჰონორარი.

მუსიკა. კადრების სწრაფი ცვალებადობა.

კარვების ქალაქი ვარკეთილში.
კაზინოსთან ძვირადღირებული მანქანები დგას.
დევნილები სკოლაში ტანსაცმელს ინაწილებენ.
რესტორანში ახალი ქართველები ცეკვავენ.

მეძუძური დედა ბავშვს კვებავს.
დევნილი მამაკაცები დომინოს თამაშობენ.
ძაძით შემოსილი მოხუცი ქალბატონი ტირის.
დევნილებს პურს ურიგებენ.
მაკა ინტერვიუს წერს დევნილთან.
დევნილი ბავშვები თამაშობენ.
რუსი ქალბატონი - господин Путин, волк в ове-
чей шкуре. Он не боится, что у него две дочки,
что на него падет грех, что он совершил. მრცხ-
ვენია, რუსი რომ ვარ.
ახალგაზრდა ქალი - გვყავს ჰიპერტონიით დაა-
ვადებული ასაკოვანი მოხუცები და ფსიქიურად დაა-
ვადებული რამდენიმე ადამიანი. წამლები და ჰიგიენ-
ის ელემენტარული საშუალებები არ გაგვაჩნია. იქნებ
მოგვაქციოს ყურადღება ვინმემ და პირადად მე ვთხ-
ოვ ყველას, დამეხმარონ ჩავიდე ტყვიავში და იქ დარ-
ჩენილი ჩემი მოხუცები წამოვიყვანო, ან მკვდრები
ვიპოვნო ან ცოცხლები.
ედუარდ შევარდნაძის რეზიდენცია.
მაკა სავარძელში ზის ედუარდ შევარდნაძის პირდაპირ.
მაკა - ბატონო ედუარდ, 1990 წელს საქართველოს
უზენაესი საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონო-
მიური ოლქის გაუქმებამ რეგიონში საქართველოს
ხელისუფლების იურისდიქცია შეზღუდა, რაც საბო-
ლოოდ 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების მიზეზი
გახდა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი თუ იყო ომის
თავიდან აცილება და რისი გაკეთება იყო ამისთვის
საჭირო?
ედუარდ შევარდნაძე სავარძელში ჩაფიქრებული იშმუშნება, პაუზას აკეთებს და საუბარს იწყებს.
ედუარდ შევარდნაძე - ჩემი აზრით ორივე მხარემ
დაუშვა შეცდომა, ჯერ ქართულმა, შემდეგ რუსულმა.
ჩვენ ცხინვალში რომ არ შევსულიყავით ეს ომი არ
იქნებოდა. ჩვენ არ უნდა შევსულიყავით ცხინვალში
და თუ შევიდოდით პირველ რიგში როკის გვირაბი
უნდა დაგვეკავებინა. როკის გვირაბი არის გასაღები.
ამ გვირაბის გარდა სხვა გზა არ არსებობს ჩრდილო
ოსეთიდან საქართველოში შემოსასვლელად. მე მგონი
ეს დაგეგმილი არ იყო. ყოველ შემთხვევაში არა მგო-
ნია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა დაგეგმი-
ლი საქართველოში შემოჭრა, ამას აზრი არ ჰქონდა.
ვინ არის დამნაშავე ამის გარკვევას დრო სჭირდება.
შევსულიყავით თუ არ უნდა შევსულიყავით, გახდა თუ
არა ეს მიზეზი შემდგომი კონფლიქტის გამწვავების
ამას გამოძიება უნდა. ვიმეორებ ცხინვალში არ უნდა
შევსულიყავით თუ სათანადოდ არ ვიყავით მომზადე-
ბულები. ცოტა სხვა მორალური და ფსიქოლოგიური
გარემო უნდა შექმნილიყო, როგორც ქვეყანაში, ისე
საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. ჯარიც სხვა
უნდა ყოფილიყო. მე გადაწყვეტილებების მიღებაში
არ ვმონაწილეობ, არც პრეტენზია მაქვს, მაგრამ ეს-
ენი ჭკუას არავის ეკითხებიან, თვითონ წყვეტენ ყვე-
ლაფერს და ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის არ
არის გამართლებული. ახლა ვერ ვიტყვი, ცხინვალში
შესვლა შეცდომა იყო თუ არა, ამას ხალხი განსჯის.
ერთი რამ უდავოა-ზნეობრივი და მორალური თვალ-
საზრისით ამ ომის გამო რუსეთის საერთაშორისო იმ-
იჯს დიდი ზიანი მიადგა. ვუყურე ბრიუსელში თითქმის
მთელი ევროპისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რომ გაიმართა საქართველოს
საკითხთან დაკავშირებით. ვუსმინე ამერიკის პრეზი-
დენტის ჯორჯ ბუშის გამოსვლასაც. სამჯერ გამოვ-
იდა იგი საქართველოს საკითხზე. მოვისმინე აშშ-ს
სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის გამოსვ-
ლაც და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ევროპა თავის
შეცდომას მიხვდა. საქართველოსთვის აპრილში მაპ-
ის არმინიჭებით ევროპამ დიდი შეცდომა დაუშვა.
ახლა მაპ-საც გვაძლევენ და ნატოშიც მიგვიღებენ.
რუსეთის პოზიცია აქ გადამწყვეტი არ არის. რუსეთი
ევროპის ქვეყნებთან კავშირების გარეშე ვერ იარსე-
ბებს. იმპერია უნდა აღდგესო ერთმა რუსმა ჟურნალ-
ისტმა მითხრა ორი დღის წინათ. მე მას გავახსენე
რუსეთ-ჩეჩნეთის ომი. ჩეჩნებმა საბრძოლო ნათლობა
ხომ აფხაზეთში მიიღეს, როცა ქართველებს ებრძოდ-
ნენ. მერე დაბრუნდნენ უკან იარაღით და მიუბრუნდა
რუსეთს ბუმერანგად. სწორედ ასე შევუთვალე მაშინ
რუსეთის მთავრობასაც. მერე დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის
ომი. რა გარანტია აქვთ, რომ ხვალ რუსეთს არ წარ-
მოექმნება დაღესტანის პრობლემა, სადაც 5 მილიონი
ადამიანი ცხოვრობს და ზღვაზე გასასვლელიც აქვთ?
ან თათარსტანის, რომელიც 100 მილიონი დოლარის
ნავთობს მოიპოვებს.
მაკა - ბატონო ედუარდ, როგორ ფიქრობთ, 2008
წლის აგვისტოს ომის გამო დადგება თუ არა საქართ-
ველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი
ქართული და საერთაშორისო იურიდიული ნორმების
შესაბამისად.
ედუარდ შევარდნაძე - ძნელი სათქმელია, მაგრამ
არამარტო ცხინვალის, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე ან `იმედის~ დარბევაზე ხელისუფლებამ არ უნდა
იკისროს პასუხისმგებლობა? 7 ნოემბერს ხალხი დაი-
ჭრა, ბევრი დაინვალიდდა და ამაზე საზოგადოებისთ-
ვის პასუხი არავის გაუცია.
როდესაც 2 ნოემბერს პირველად გამოვიდა მოსახ-
ლეობა ქუჩაში, ესენი იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეე-
ბი, რომლებიც ითხოვდნენ ელემენტარულ რამეს. მა-
შინ რომ ჩასულიყო ხელისუფლების ნებისმიერი წარ-
მომადგენელი და დალაპარაკებოდა ხალხს და რაღაც
გადაწყვეტილება მიეღოთ, შეიძლება ასე აღარ გან-
ვითარებულიყო მოვლენები. გახსოვთ პრეზიდენტის
ინაუგურაციის დღეს იპოდრომზე 300 ათასი კაცი რომ
მივიდა? ეს ხელისუფლების მინუსია. ისეთ პატარა
ქვეყანაში როგორიც საქართველოა 200 და 300 ათასი
კაცის ქუჩაში გამოსვლა საგანგაშო მოვლენაა. საერ-
თაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რატომღაც
ეს ყველაფერი სათანადოდ არ შეფასდა. ოპოზიცია
ხმაურობდა, მაგრამ მარტო ხმაური საქმეს არ შვე-
ლის. ისეთ სიტუაციაში, როგორშიც დღეს საქართ-
ველოა უფრო ერთმმართველური რეჟიმი ამართლებს,
თუ ქვეყანას კარგი პრეზიდენტი მართავს. არ მინდა
ვთქვა, რომ ცხინვალის რეგიონში განვითარებული
მოვლენების გამო საქართველოს პრეზიდენტი უნდა
გადადგეს, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. პრეზიდენტი
ახალგაზრდა კაცია, საკმაოდ დიდი სკოლა გაიარა
საზღვარგარეთ და გამოცდილებაც მიიღო.
მაკა - მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსათვის და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მშვიდობიან გარემოში ჩვენს მაყურებელს კვლავ ექნება თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი