დუმილის უფლება. მხატვრული ფილმის სცენარი


დუმილის უფლება

           მხატვრული ფილმის სცენარი

Война страшна тем, что отдает все
мыслящее в законную власть тупоумия!
                                            А.Солженицын.

დოკუმენტური კადრები. წითელი არმიის შემოსვლა
საქართველოში.
სუბტიტრი - საქართველო. 1921 წლის თებერვალი.
კოჯრის ტყეში იუნკრები ებრძვიან წითელ არმიას.
კამერა მოძრაობით მიყვება სანგარს. გატალახიანებული და დასისხლიანებული ჯარისკაცები. გვამები. სროლა. წითელი არმიის ჯარისკაცები იუნკრების სანგრისაკენ სროლით მიიწევენ. გზაზე დახოცილი იუნკრების გვამებს ფეხებს ურტყამენ. ერთ-ერთი იუნკერისანგრიდან ამოდის და თანამებრძოლებს მიმართავს:
ბატონო იუნკრებო, ვისთვისაც ძვირფასია ღირსება და სამშობლო, მომყევით სამშობლოსათვის უეჭველ სიკვდილზე ბატონებო!
იუნკრები ხელჩართულ ბრძოლაში ებმებიან წითელარმიელებთან.
წ ა ფ ე ნ ი.
მუსიკა. დოკუმენტური კადრები. სერგო ორჯონიკიძე
მოსკოვში აგზავნის ტელეგრამას - Москва, Кремль.
Ленину, Сталину. Над Тифлисом реет Красное
знамя, да здравствует Советская Грузия!
კადრების სწრაფი ცვალებადობა.
აპატიმრებენ ტიციან ტაბიძეს.
საროტაციო მანქანიდან გაზეთები ჩამოდის.
დაკითხვაზე აწამებენ სანდრო ახმეტელს.
პარტიის ყრილობაზე ოვაციას უმართავენ ი. სტალინს.
ხვრეტენ მიხეილ ჯავახიშვილს.
შვიდი ნოემბრის აღლუმი.
თავს იკლავს პაოლო იაშვილი.
სახლის ფასადზე კიდებენ კიდებენ უზარმაზარ
პლაკატს მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის პორტრეტებით და წარწერით - Да здравствует
диктатура пролетариата!

წ ა ფ ე ნ ი.

მუსიკა. ვერტმფრენიდან გადაღებული კავკასიონის
პანორამა.
კადრების სწრაფი ცვალებადობა.
მწვერვალები - უშბა, შხარა, თეთნულდი, მყინვარწვერი.
გლეხები ვაზს უვლიან.
სვანური და ხევსურული კოშკები.
ქალები ძროხებს წველიან.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
დოღი ხევში.
ალავერდის ტაძარი.
გლეხები ღვინოს წურავენ.
ნარიყალას ციხე-სიმაგრის თავზე ჩიტები მიფრი-
ნავენ.
მწყემსები ცხვრის ფარას მიერეკებიან.

წ ა ფ ე ნ ი.

მიკროავტობუსების გარემოცვაში მოქცეული საარ-
ჩევნო უბანი.
სუბტიტრი – საქართველო. 2008 წლის მაისი.
მიკოავტობუსებს თეთრი და წითელი ფერის არ-
შიები აქვს შემოვლებული.. მანქანებს წინა პანელზე
მიკრული აქვთ დიდი ციფრი ხუთი. ერთ-ერთი მიკ-
როავტობუსიდან ჩამოდის ადამიანთა ჯგუფი და სა-
არჩევნო უბანში შედის. საარჩევნო უბნის შენობიდან
ადამიანთა ჯგუფი გასისხლიანებულ ოპერატორს მოა-
თრევს. ჩოჩქოლში ვიღაცა კამერას ართმევს ოპერა-
ტორს და იქვე მდგომ მთვრალს აწვდის.
დროზე გაქრი ამ კამერიანად.
გაუპარსავი და უზარმაზარღიპიანი კაცი კამერი-
ანად ჯდება მანქანაში და მანქანა სწარაფად გადის
სა-არჩევნო უბნის ეზოდან.
ოპერატორს წიხლებს ურტყამენ და უყვირიან:
-ხომ გაგაფრთხილეთ ნუ იღებ-თქო?
ოპერატორს ეზოში აგდებენ. იქვე მდგომი პოლ-
იციელები მშვიდად უყურებენ ამ ყველაფერს. თავიდან
ფეხებამდე სისხლში მოსვრილი ოპერატორი ფეხზე
დგება და პოლიციელებს ეკითხება:
თქვენ აქ სეირის საყურებლად ხართ?
რა ვქნა ძმაო, უბანზე შესვლის უფლება არ
გვაქვს.
სატელევიზიო ახალი ამბების საინფორმაციო
გამოშვების ქუდი. წამყვანი მაყურებელს აწვდის ინ-
ფორმაციას საპარლამენტო არჩევნების მსვლელობის
შესახებ.
გადაცემის წამყვანი - ჩვენი საინფორმაციო სამსახური განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში და ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო უბანზე სცემეს
და არჩევნების ამსახველი პროცესის ვიდეომასალა
წაართვეს ვიდეოკამერასთან ერთად დამოუკიდებელ
მედიადამკვირვებელს ერეკლე მტკვარელს. საარჩევნო
უბნიდან პირდაპირ ეთერში გვერთვება ჩვენი კორე-
სპონდენტი, რომელიც პირველი გვაწვდის დეტალურ
ინფორმაციას მომხდარის შესახებ.
თამარ, რამ გამოიწვია დამოუკიდებელი მედიად-
ამკვირვებლის ცემა?
კორესპონდენტი - როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ
დამოუკიდებელი მედიადამკვირვებელი ერეკლე მტკ-
ვარელი საარჩევნო უბანზე სცემეს, როცა ის იღებდა,
როგორ შევიდა სამი ამომრჩეველი ერთ კაბინაში.
გარდა ამისა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშ-
ნა, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადაიღო,
როგორ შეჰქონდათ საარჩევნო უბანზე პირადობის
მოწმობებითა და პასპორტებით სავსე უზარმაზარი
პარკი.
ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში პირველებ-
მა მოვისმინოთ ერეკლე მტკვარელის ექსკლუზიური
კომენტარი.
ერეკლე - სამი ამომრჩეველი იყო შესული ერთ
კაბინაში და ბუნებრივია ვიღებდი, ამ ყველაფერს,
როცა ზურგიდან ჩამარტყა ვიღაცამ, დამაგდო იატ-
აკზე და მერე უკვე ვეღარ დავთვალე იმ ხალხის
ფეხების რაოდენობა, რომლებიც მცემდნენ. ალბათ
ათი-თხუთმეტი კაცი მირტყამდა. ერთადერთი რაზეც
ვფიქრობდი იმ მომენტში კამერის გადარჩენა იყო,
რაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. კამერა წამართვეს
და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მთავრობის პოლიცია კამერას დამიბრუნებს.
კორესპონდენტი - სხვა დარღვევები თუ იყო საარ-
ჩევნო უბანზე და თუ გაქვთ გადაღებული.
ერეკლე - დაახლოებით ნახევარი საათის წინ საარ-
ჩევნო უბანზე პასპორტებით და პირადობის მოწ-
მობებით სავსე უზარმაზარი პარკი შეიტანეს, მანა-
მდე ერთ-ერთ დამკვირვებელს, რომელიც სხვათა შო-
რის ევროპის ჩემპიონია ჭიდაობაში, ცემისგან თვალი
ამოუგდეს. ეს მასალა გადარჩა და დღესვე გადავუგზა-
ვნი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარ-
მომადგენლებს.
კორესპონდენტი - ასეთი მდგომარეობაა დილის
ათი საათისათვის ამ საარჩევნო უბანზე.
გადაცემის წამყვანი - გმადლობთ თამარ, ველით
შენგან უახლეს ინფორმაციას. განვაგრძობთ გამოშ-
ვებას.
საარჩევნო უბნის ეზოში ერეკლე ტელეფონით
ლაპარაკობს-ჯერჯერობით ცოცხალი ვარ. მაკა, ეს
ჩემი საქმეა და ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე.
მე დიდი ხანია აღარაფერი მიკვირს, მაგრამ ვერ გავ-
იგე, შენ რატომ მსაყვედურობ. ხანდახან მგონია, რომ
ტელეჟურნალისტი კი არა, მუსიკის მასწავლებელი
ხარ. მართალი ხარ, მუსიკოსობა სჯობდა, თავ-ყბას
მაინც არავინ მიგვანგრევდა და არც კამერას წაგ-
ვართმევდნენ. რას უნდა ვაპირებდე, მოვდივარ თბი-
ლისში. ცესკოს კურატორმა-რაც გინდა ის ქენიო,
ეუთოს კოორდინატორმა უბანზე რატომ შეხვედი
გადასაღებადო.
ალბათ ერთ საათში-საათნახევარში ვიქნები სახ-
ლში, გადარჩენილ მასალას გადავამრავლებ და გადავაგზავნი. კარგი, კარგი, მეც მიყვარხარ.
ოპერატორი მანქანაში ჯდება და მანქანა საარ-
ჩევნო უბნიდან გადის.
მუსიკა. ფილმის სათაური. ტიტრები.
მყუდროდ მოწყობილ პატარა ოთახში კედლებზე
ფოტოები და რეპროდუქციებია გაკრული. კედლის ერთ
მხარეს ბამბუკისაგან გაკეთებული წიგნების კარადა
დგას. იქვეა მაგიდა რომელზეც დგას კომპიუტერი.
მარჯვნივ პერპენდიკულარულ კედელთან დგას ჭურ-
ჭლის კარადა, მის პირდაპირ გასაშლელი დივანი. ერ-
ეკლე კომპიუტერთან ზის.
მაკას ლანგარით ყავა შემოაქვს და მაგიდაზე უდ-
გამს.
ერეკლე - ერიჰაა, საბოლოოდ გაჭედეს ამ შო-
ბელძაღლებმა.
მაკა - რა იყო?
ერეკლე - Кокойты объвил о начале войны после
обеда.
მაკა - ომი დაიწყეს?
ერეკლე - გააჩნია, რომელ საათზე ისადილებენ.
მაკა - რა ვქნათ?
ერეკლე - რაც უნდა გააკეთონ პროფესიონალებმა.
ერეკლე ტელეფონით რეკავს.
მაკა - სად რეკავ?
ერეკლე - გამარჯობა. როგორ ხარ კოტე? არა მიშავს. ინტერნეტის ინფორმაციის გარდა გაქვს რამე?
ძალიან კარგი. ერთ საათში შენთან ვიქნები, მომიმზადე აკრედიტაცია და დღესვე წავალ.
მაკა - მეც მოვდივარ.
ერეკლე - სად გეთაყვა?
მაკა - შენთან.
ერეკლე - მარტო მოდიხარ თუ კატაც მიგვყავს?
მაკა - ნუ მეკაიფები.
ერეკლე - არ გეკაიფები მაკა. არასად არ წამოხ-
ვალ.
მაკა - რატომ? არაპროფესიონალი ვარ? თუ ომში
ჟურნალისტი არ არის საჭირო?
ერეკლე - მაკა, მე შენთვის არასოდეს მომიყენებია
შეურაცხყოფა, რომ არაპროფესიონალი ხარ. მეტ-
საც გეტყვი, შენისთანა კვალიფიკაციის ჟურნალისტი
საქართველოში რვა-ცხრა თუ იქნება. მაგრამ მიუხე-
დავად ამისა, არ წამოხვალ იქ, სადაც ქალის ადგილი
არ არის.
მაკა - მითხარი სად არის თავმოყვარე, პროფესიონ-
ალი ჟურნალისტის ადგილი ომის დროს?
ერეკლე - წინა ხაზზე.
მაკა - ხვდები, რომ საკუთარ საკუთარ აზრს ეწი-
ნააღმდეგები?
ერეკლე - მაკა, მე იქ რაზე ვიფიქრო, მასალის აკრე-
ფაზე თუ შენ რომ არაფერი დაგემართოს?
მაკა - აქ უფრო დამემართება, თუ არ წამოვალ.
ერეკლე - აქ რა უნდა დაგემართოს?
მაკა - გული გამისკდეს ნერვიულობისგან.
ერეკლე - ეხლა ორივენი გავალთ კოტესთან, გამოვართმევთ აკრედიტაციას, მერე შენ სახლში დაბრუნდები და მე წავალ გორში.

წ ა ფ ე ნ ი.

დევნილების საპროტესტო აქცია რუსთაველის
გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
ასაკოვანი ქალბატონი - კარალეთიდან ვარ შვი-
ლო, ჩემი სახლი, რომ იწვოდა ძლივს გამოვასწარი.
სახლებში ჩახოცეს მოხუცი ხალხი. შუა გზაზე ყრია
დახოცილები, ვერ მარხავენ.
ახალგაზრდა ქალი - ტირძნისშიც ეს ამბავია, ქი-
წნისშიც, ბროწლეთშიც, ტყვიავში, ანაგაში, გორის
და ცხინვალის რაიონების სოფლებში ყველგან ეს ამ-
ბავია. შვილი მყავს ჯარში ისიც არ ვიცი მკვდარია
თუ ცოცხალი. ჯარისკაცმა სამშობლო უნდა დაიცვას,
მაგრამ ეს დაცვაა? რუსეთი წინ მოიწევს, ამერიკა
და გაერო არაფერს გვშველის. უაზრო ომია, უაზროდ
ვიღუპებით და ვიხოცებით.
ერეკლეს ზურგიდან ვიღაც ეპარება და კამერას
ართმევს. გარბის პირველი სკოლისკენ. ერეკლე და
დევნილები მისდევენ. ეწევიან და კამერას ართმევენ.
ერეკლე - ახლა არაფრის გარკვევის დრო არ არის,
სასწრაფოდ ოფისში კოტესთან, რაც მთავარია, მასა-
ლა გვაქვს.
ინტერნეტ-გამოცემა today.ge-ს ოფისი. მაკა  კომპიუტერთან ზის და ტექსტს კრეფს. მეორე კომპიუტერთან ერეკლე მასალას ამონტაჟებს.

კოტე - საღოლ ძმაო, მაგარი მასალაა.
ერეკლე - ერთადერთი ქართველი ოპერატორი,
ვინც ეს აქცია გადაიღო მე ვარ. მთელი მსოფლიო იქ
იყო. ,,როიტერი", ,,ბიბისი", ,,სიენენი", ყველა რუსული არხი, შენ წარმოიდგინე თურქული ,,პეტეესიც" დავინახე, ქართულ ტელევიზიებს ფეხზე კიდიათ რატომ
გადაიკეტა მათი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალური გამზირი. გორამდე მაინც ვერ ვახერხებთ ჩასვლას
კოტე?
კოტე - ჯერჯერობით ვერა. გორის შესასვლელი
რუსებს აქვთ გადაკეტილი და რუსული აკრედიტაციის
გარეშე ჩიტი ვერ შეფრინდება.
ერეკლე - როდემდე ვისხდეთ აქ კრუხებივით? კიდევ
ერთი-ორი დღე და გავრეკავ. ჩვენი ადგილი დღეს
გორშია, ცხინვალზე აღარაფერს ვამბობ. რას ვაკეთებ
ეხლა აქ? რისთვის ვაკეთებ? გადავიღე აქცია, გაუბე-
დურებული დევნილები. მერე? მერე არაფერი. ვზივარ
და ფრჩხილები გამიცვთდა ერთი ადგილის ფხანით.
როდემდე? გუშინ სახალხო დამცველს ლამის ფეხებში
ჩავუვარდი გამოგყვები-თქო.
კოტე - მერე რაო?
ერეკლე - გამორიცხულიაო მითხრა. სახალხო დამ-
ცველი რომ შეეშვათ უწმინდესმა რუსების პატრი-
არქს დაურეკა თხოვნით. რუსების პატრიარქმა სა-
გარეო საქმეთა მინისტრს. ლავროვმა ზუსტად არ
ვიცი მედვედევს თუ პუტინს და საქართველოს პატრი-
არქს მისცეს შესვლის უფლება რამდენიმე სასულიერო
პირთან და სახალხო დამცველთან ერთად. მოკლედ
საქართველოში ქართველების გადაადგილების ნებარ-
თვას რუსეთის ხელისუფლება იძლევა.
კოტე - ამ აქციის გარდა კიდევ რა მასალა
გვაქვს?
ერეკლე - კარვების ქალაქი ვარკეთილში, სკოლებსა
და საბავშვო ბაღებში განთავსებული დევნილები. ჰო,
ყველაზე საინტერესო. შუამთის ქუჩაზე ერთი გაუქმე-
ბული საბავშვო ბაღია. თავმოყვარე გლეხი ქათამს
და ღორს არ შეუშვებს იქ და ორმოცდაათამდე დევნილი იმ შენობაში ცხოვრობს.
კოტე - მაკა ტექსტები?
მაკა - დესკტოპზე გაქვს შენს კომპიუტერში
კოტე.
კოტე - ოპერატიულად და ძალიან პროდუქტიულად
მუშაობთ.
ერეკლე - ვცდილობთ. მაგრამ, როცა მეუბნებით,
რომ ჩემი ცოლი ჩემზე კარგად მუშაობს, იცი რა სურ-
ვილი მიჩნდება? Я тебя создал Мака, я тебя и
уничтожу! ჰო, კოტე, გუშინ ველაპარაკე შევარდ-
ნაძის პრეს-სამსახურს და შემპირდნენ, რომ დღეს მე-
ტყვიან როდის მოვახერხებთ ბატონი ედუარდის ჩაწ-
ერას.
კოტე - საღოლ ძმაო.
ერეკლე - გუშინწინ ,,ბიბისიმ" ჩაწერა, გუშინ
,,სიენენმა", ქართველებიდან ჯერ არავინ ყოფილა. ასე
რომ эксклюзив гарантирую!
რეკავს ერეკლეს ტელეფონი.
ერეკლე - ერთი წუთით სრული სიჩუმე. ბატონო.
ბატონო. დიახ. დიახ. კეთილი. გმადლობთ. მაკა მზად
ხარ შრომისა და თავდაცვისათვის?
მაკა - რაო?
ერეკლე - ხვალ პირველ საათზე გველოდება ბა-
ტონი ედუარდ შევარდნაძე. აღიარეთ, რომ ძალიან
კარგად ვმუშაობ და მომიმატეთ ჰონორარი.

მუსიკა. კადრების სწრაფი ცვალებადობა.

კარვების ქალაქი ვარკეთილში.
კაზინოსთან ძვირადღირებული მანქანები დგას.
დევნილები სკოლაში ტანსაცმელს ინაწილებენ.
რესტორანში ახალი ქართველები ცეკვავენ.

მეძუძური დედა ბავშვს კვებავს.
დევნილი მამაკაცები დომინოს თამაშობენ.
ძაძით შემოსილი მოხუცი ქალბატონი ტირის.
დევნილებს პურს ურიგებენ.
მაკა ინტერვიუს წერს დევნილთან.
დევნილი ბავშვები თამაშობენ.
რუსი ქალბატონი - господин Путин, волк в ове-
чей шкуре. Он не боится, что у него две дочки,
что на него падет грех, что он совершил. მრცხ-
ვენია, რუსი რომ ვარ.
ახალგაზრდა ქალი - გვყავს ჰიპერტონიით დაა-
ვადებული ასაკოვანი მოხუცები და ფსიქიურად დაა-
ვადებული რამდენიმე ადამიანი. წამლები და ჰიგიენ-
ის ელემენტარული საშუალებები არ გაგვაჩნია. იქნებ
მოგვაქციოს ყურადღება ვინმემ და პირადად მე ვთხ-
ოვ ყველას, დამეხმარონ ჩავიდე ტყვიავში და იქ დარ-
ჩენილი ჩემი მოხუცები წამოვიყვანო, ან მკვდრები
ვიპოვნო ან ცოცხლები.
ედუარდ შევარდნაძის რეზიდენცია.
მაკა სავარძელში ზის ედუარდ შევარდნაძის პირდაპირ.
მაკა - ბატონო ედუარდ, 1990 წელს საქართველოს
უზენაესი საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონო-
მიური ოლქის გაუქმებამ რეგიონში საქართველოს
ხელისუფლების იურისდიქცია შეზღუდა, რაც საბო-
ლოოდ 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების მიზეზი
გახდა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი თუ იყო ომის
თავიდან აცილება და რისი გაკეთება იყო ამისთვის
საჭირო?
ედუარდ შევარდნაძე სავარძელში ჩაფიქრებული იშმუშნება, პაუზას აკეთებს და საუბარს იწყებს.
ედუარდ შევარდნაძე - ჩემი აზრით ორივე მხარემ
დაუშვა შეცდომა, ჯერ ქართულმა, შემდეგ რუსულმა.
ჩვენ ცხინვალში რომ არ შევსულიყავით ეს ომი არ
იქნებოდა. ჩვენ არ უნდა შევსულიყავით ცხინვალში
და თუ შევიდოდით პირველ რიგში როკის გვირაბი
უნდა დაგვეკავებინა. როკის გვირაბი არის გასაღები.
ამ გვირაბის გარდა სხვა გზა არ არსებობს ჩრდილო
ოსეთიდან საქართველოში შემოსასვლელად. მე მგონი
ეს დაგეგმილი არ იყო. ყოველ შემთხვევაში არა მგო-
ნია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა დაგეგმი-
ლი საქართველოში შემოჭრა, ამას აზრი არ ჰქონდა.
ვინ არის დამნაშავე ამის გარკვევას დრო სჭირდება.
შევსულიყავით თუ არ უნდა შევსულიყავით, გახდა თუ
არა ეს მიზეზი შემდგომი კონფლიქტის გამწვავების
ამას გამოძიება უნდა. ვიმეორებ ცხინვალში არ უნდა
შევსულიყავით თუ სათანადოდ არ ვიყავით მომზადე-
ბულები. ცოტა სხვა მორალური და ფსიქოლოგიური
გარემო უნდა შექმნილიყო, როგორც ქვეყანაში, ისე
საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. ჯარიც სხვა
უნდა ყოფილიყო. მე გადაწყვეტილებების მიღებაში
არ ვმონაწილეობ, არც პრეტენზია მაქვს, მაგრამ ეს-
ენი ჭკუას არავის ეკითხებიან, თვითონ წყვეტენ ყვე-
ლაფერს და ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის არ
არის გამართლებული. ახლა ვერ ვიტყვი, ცხინვალში
შესვლა შეცდომა იყო თუ არა, ამას ხალხი განსჯის.
ერთი რამ უდავოა-ზნეობრივი და მორალური თვალ-
საზრისით ამ ომის გამო რუსეთის საერთაშორისო იმ-
იჯს დიდი ზიანი მიადგა. ვუყურე ბრიუსელში თითქმის
მთელი ევროპისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რომ გაიმართა საქართველოს
საკითხთან დაკავშირებით. ვუსმინე ამერიკის პრეზი-
დენტის ჯორჯ ბუშის გამოსვლასაც. სამჯერ გამოვ-
იდა იგი საქართველოს საკითხზე. მოვისმინე აშშ-ს
სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის გამოსვ-
ლაც და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ევროპა თავის
შეცდომას მიხვდა. საქართველოსთვის აპრილში მაპ-
ის არმინიჭებით ევროპამ დიდი შეცდომა დაუშვა.
ახლა მაპ-საც გვაძლევენ და ნატოშიც მიგვიღებენ.
რუსეთის პოზიცია აქ გადამწყვეტი არ არის. რუსეთი
ევროპის ქვეყნებთან კავშირების გარეშე ვერ იარსე-
ბებს. იმპერია უნდა აღდგესო ერთმა რუსმა ჟურნალ-
ისტმა მითხრა ორი დღის წინათ. მე მას გავახსენე
რუსეთ-ჩეჩნეთის ომი. ჩეჩნებმა საბრძოლო ნათლობა
ხომ აფხაზეთში მიიღეს, როცა ქართველებს ებრძოდ-
ნენ. მერე დაბრუნდნენ უკან იარაღით და მიუბრუნდა
რუსეთს ბუმერანგად. სწორედ ასე შევუთვალე მაშინ
რუსეთის მთავრობასაც. მერე დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის
ომი. რა გარანტია აქვთ, რომ ხვალ რუსეთს არ წარ-
მოექმნება დაღესტანის პრობლემა, სადაც 5 მილიონი
ადამიანი ცხოვრობს და ზღვაზე გასასვლელიც აქვთ?
ან თათარსტანის, რომელიც 100 მილიონი დოლარის
ნავთობს მოიპოვებს.
მაკა - ბატონო ედუარდ, როგორ ფიქრობთ, 2008
წლის აგვისტოს ომის გამო დადგება თუ არა საქართ-
ველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი
ქართული და საერთაშორისო იურიდიული ნორმების
შესაბამისად.
ედუარდ შევარდნაძე - ძნელი სათქმელია, მაგრამ
არამარტო ცხინვალის, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე ან `იმედის~ დარბევაზე ხელისუფლებამ არ უნდა
იკისროს პასუხისმგებლობა? 7 ნოემბერს ხალხი დაი-
ჭრა, ბევრი დაინვალიდდა და ამაზე საზოგადოებისთ-
ვის პასუხი არავის გაუცია.
როდესაც 2 ნოემბერს პირველად გამოვიდა მოსახ-
ლეობა ქუჩაში, ესენი იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეე-
ბი, რომლებიც ითხოვდნენ ელემენტარულ რამეს. მა-
შინ რომ ჩასულიყო ხელისუფლების ნებისმიერი წარ-
მომადგენელი და დალაპარაკებოდა ხალხს და რაღაც
გადაწყვეტილება მიეღოთ, შეიძლება ასე აღარ გან-
ვითარებულიყო მოვლენები. გახსოვთ პრეზიდენტის
ინაუგურაციის დღეს იპოდრომზე 300 ათასი კაცი რომ
მივიდა? ეს ხელისუფლების მინუსია. ისეთ პატარა
ქვეყანაში როგორიც საქართველოა 200 და 300 ათასი
კაცის ქუჩაში გამოსვლა საგანგაშო მოვლენაა. საერ-
თაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რატომღაც
ეს ყველაფერი სათანადოდ არ შეფასდა. ოპოზიცია
ხმაურობდა, მაგრამ მარტო ხმაური საქმეს არ შვე-
ლის. ისეთ სიტუაციაში, როგორშიც დღეს საქართ-
ველოა უფრო ერთმმართველური რეჟიმი ამართლებს,
თუ ქვეყანას კარგი პრეზიდენტი მართავს. არ მინდა
ვთქვა, რომ ცხინვალის რეგიონში განვითარებული
მოვლენების გამო საქართველოს პრეზიდენტი უნდა
გადადგეს, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. პრეზიდენტი
ახალგაზრდა კაცია, საკმაოდ დიდი სკოლა გაიარა
საზღვარგარეთ და გამოცდილებაც მიიღო.
მაკა - მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსათვის და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მშვიდობიან გარემოში ჩვენს მაყურებელს კვლავ ექნება თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა.
მაკა და ერეკლე მანქანაში სხდებიან და მანქანა
მიდის. მანქანის წინა მინიდან არეკლილი კადრები.
მაკა სიგარეტს უკიდებს და ერეკლეს ეკითხება:
მაკა - კმაყოფილი ხარ?
ერეკლე - შენით დიახ. უფრო მეტსაც გეტყვი: მე
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ვამაყობ შენით. აი
ბაბუს პასუხებს რაც შეეხება, მოხდა ის რაც უნდა
მომხდარიყო.
მაკა - რას გულისხმობ?
ერეკლე - ილაპარაკა ყველაფერზე, მაგრამ არ თქვა
არაფერი. უფრო სწორად თქვა ის რაც არაერთხელ
უთქვამს და რაც დიდი ხანია ყველამ იცის. ეს მოსა-
ლოდნელიც იყო. ამ იდიოტებისგან განსხვავებით
ძალიან კარგად იცის რა უნდა თქვას, სად უნდა თქვას,
როდის უნდა თქვას და როგორ უნდა თქვას. სიმართლე
გითხრა უარეს შედეგს ველოდი. ეხლა თავპირისმტ-
ვრევით მივდივართ ოფისში, მე ვიწყებ მასალის შეყ-
რას, შენ კი ჩემო ძვირფასო აიღე ფურცელი და პასტა
და ახლავე დაიწყე ტექსტის წერა.
მაკა წერას იწყებს.
მაკა - მშია.
ერეკლე - მეც. გზაში ვიყიდოთ რამე.
რეკავს ერეკლეს ტელეფონი.
ერეკლე - რასაკვირველია მოვრჩით. მოვალთ და
ნახავ. საჭმელი რა წამოგიღოთ? კარგი. ალბათ ათ
წუთში.
მანქანების ნაკადი რუსთაველის გამზირზე.

ინტერნეტ-გამოცემა today.ge-ს ოფისი.
მაკა კომპიუტერთან ტექსტს კრეფს. ერეკლე ყავას სვამს და კოტეს ელაპარაკება.
ერეკლე - დავჯდები, დავჩეხავ, ,,პერებივკებს" დავაყ-
რი და მაქსიმუმ ერთ საათში შეგვიძლია დავდოთ.
კოტე - მაკა ტექსტი მზად არის?
მაკა - ბოლო აბზაცს ვასწორებ.
ერეკლე - ბოლო კოკოითისთვის იყოს.
კოტე - ოქრო ხარ, მაკა.
ერეკლე - კოტე, დაანებე ჩემს ცოლს თავი!
სამივეს ეცინება.
რეკავს კოტეს ტელეფონი.
კოტე - ბატონო. დიახ. დიახ. დიდი მადლობა.
ძალიან კარგი.
ერეკლე - რა იყო, ომი დამთავრდა ასე რომ გად-
აგინათდა სახე?
კოტე - ხვალ დილით რესპუბლიკის მოედნიდან
გავა ავტობუსები, რომლებიც დევნილებს გორში ჩაი-
ყვანენ.
ერეკლე - ხელისუფლების მორიგი სისულელე. სად
მიერეკებიან ამ გაუბედურებულ ადამიანებს? ვიღაცამ
უზომოდ ბევრი ფული გააკეთა. რას ვაპირებთ?
კოტე - დილით გადავიღოთ როგორ სხდებიან ავ-
ტობუსებში, მერე გავყვეთ ავტობუსს გორამდე და იქ
ვიმოქმედოთ ისე, როგორც საქმე მოითხოვს.
ერეკლე - მცირე კორექტივა შეიძლება?
კოტე თავს უქნევს.
ერეკლე - გავაკეთოთ ის რაც თქვი. თბილისში ავ-
ტობუსთან, მერე გზაში და უკვე გორში რამდენიმე სინ-
ქრონი ჩავწეროთ. რომელ სოფლებშიც მოვახერხებთ
ჩასვლას ჩავიდეთ და გადავიღოთ რაც ხდება. ჩვენი
ქართული ფიზიონომიებიდან გამომდინარე მეეჭვება
ცხინვალამდე მივაღწიოთ, თუმცა თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს.
მაკა შეწუხებული სახით უყურებს ერეკლეს.
ერეკლე - თუ არ ვცდები გორში მედია-ცენტრი
აქვთ გაკეთებული, ესე იგი თუ იქ რამდენიმე დღით
მოგვიწია დარჩენა ინტერნეტში მუშაობის საშუალე-
ბა გვექნება.
კოტე - მოკლედ, გადავწყვიტეთ წასვლა?
ერეკლე - რატომ მიყურებ? მე როგორც ყოველთვის
ყველაფერი მზად მაქვს: კამერა, დატენილი აკუმულა-
ტორები, კასეტები, მიკროფონი, ლეპტოპი და ერთი
ბლოკი სიგარეტი.
კოტე - მაკა?
მაკა - ჩემი აზრით, იქ ორ ოპერატორს ერთი ჟურ-
ნალისტი მაინც დასჭირდება.
კოტე - მაშინ ესე გავაკეთოთ. დღევანდელი მასა-
ლა დავდოთ საიტზე. კაპიტალურად გამოვიძინოთ
და ხვალ დილის რვა საათზე რესპუბლიკის მოედანზე
შევხვდეთ ერთმანეთს.
მუსიკა. კადრების ცვალებადობა.
იბობმბება გორის ქუჩები.
რუსული ტანკების კოლონა როკის გვირაბთან.
ბომბზე აფეთქებულ ჟურნალისტს საკაცეზე აწვენენ.
დევნილები გორის ქუჩებში.
ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს ხვრეტენ.
პირდაპირ ეთერში ჟურნალისტს ტყვია ხვდება ხელში.
მთვრალი მაროდიორები სახლს ძარცვავენ.
ჯარისკაცების გვამებთან ხელებში თავჩარგული
სამხედროფორმიანი ჭაღარა კაცი ზის.
დევნილებს პროდუქტებს და მედიკამენტებს ურიგებენ.
მინდორზე დაყრილ ჯარისკაცების გვამებს მატლები ესევიან.
ორი მამაკაცი თმებგაწეწილ ახალგაზრდა ქალს
ბავშვს ხელიდან აგლეჯს, მიწაზე აგდებს და ქალს
ტანკისკენ მიათრევს.
დროშაგადაფარებულ კუბოზე დამხობილია ძაძით
მოსილი ქალი.
ერეკლე კომპიუტერთან ზის. მაკას ლანგარით ყავა
შემოაქვს და მაგიდაზე უდგამს.
ერეკლე - რა იყო, ხომ არ გეშინია?
მაკა - არ ვიცი შიშია, თუ რამე სხვა გრძნობა,
მაგრამ რაღაცა სიმძიმე მაწევს, რომელიც მეუბნება,
რომ არ უნდა წავიდეთ.
ერეკლე - დარჩი.
მაკა - გამორიცხულია. როცა ცოლად გამოგყევი
მაშინ დამთავრდა ჩემი მშვიდი ცხოვრება. დაიწყო
გაუთავებელი ფორიაქი და მუდმივი ფიქრი, რომ გა-
დაღებაზე ან თავს გაგიტეხავენ ან ნეკნებს ჩაგიმტ-
ვრევენ ან რაღაც მსგავსი ან უფრო დიდი საშინელე-
ბა მოხდება. ღმერთს იმისთვის ვეუბნები მადლობას,
აქამდე რომ ცოცხლები ვართ. არადა ვერ წარმოიდ-
გენ როგორ მომენატრა სიმშვიდე.
ერეკლე მაკას კალთაში ისვამს და ლოყაზე კოც-
ნის.
ერეკლე - ნანობ?
მაკა - არასოდეს ვინანებ იმას რომ შენი ცოლი
ვარ.
ერეკლე - გეშლება ძვირფასო. ცოლი არ ხარ. შენ
ჩემი შეყვარებული იქნები სანამ პირში სული მიდგას.
მაკა - ვიცი.
ერეკლე - ჰოდა, რაკი იცი, ჩვენ ეხლა დავსხდებით
ბებრებივით, დავლევთ ყავას და ვილაპარაკებთ ხე-
ლოვნებაზე. Война войной а обед по распоряд-
ку! შენ გგონია მე არ მენატრება მშვიდი ცხოვრება?
დიდი სიამოვნებით გავუცვლიდი პროფესიას რომე-
ლიმე ექიმს ან ინჟინერს. მადლობას მაინც მეტყოდა
ვინმე იმისთვის რასაც გავაკეთებდი. ეხლა კი რა?
მიზერული შემოსავალი, გაუთავებელი მუქარები,
თავ-ყბის ნგრევა, კამერის წართმევა და იმის მშვიდად
ყურება, როგორ ცხოვრობენ წერა-კითხვის უცოდი-
ნარი დაუნები ჩვენზე უკეთესად.
მაკა - რას აკეთებ იმისთვის რომ უკეთესად იყო?
ერეკლე - ხელებდაკაპიწებული ვშრომობ. ისე ცოდ-
ვა გამხელილი სჯობს და თუ გინდა გეტყვი რატომ
ავიტეხე ომში წასვლა.
მაკა - მინდა.
ერეკლე - სამშობლოს სიყვარული სუფრასთან ნათქ-
ვამი სადღეგრძელო, მკერდზე მჯიღის ცემა და ხმის
ჩახლეჩამდე გაუმარჯოს ბღავილი არ არის. როცა
შენს ქვეყანას ანადგურებენ არაკაცობაა ლუდის ბოთ-
ლით ხელში მშვიდად იდგე ბირჟაზე. ჩემთვის ჩემი
ქვეყანა ჩემი საქმე, ჩემი მეგობრები, შენ და ის ადა-
მიანი ხართ, რომელიც აუცილებლად იქნება ჩვენს
ოჯახში, თუ ცოცხლები დავბრუნდით და დედას და
მამას დაგვიძახებს. არგად მაქვს გააზრებული, რომ
შეიძლება ვერ დავბრუნდეთ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ
დაბრუნების შემთხვევაში გვაქვს ძალიან მცირე პერ-
სპექტივა ქართული მედიის მეგავარსკვლავები გავხ-
დეთ. ეს ყველაფერი კი იმისთვის მინდა, რომ შენ, მე
და ჩვენმა შვილმა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ.
ქვეყანაში სადაც ადამიანები განათლების და დამ-
სახურების მიხედვით დაფასდებიან და არა ზონაში
შეგზავნილი ,,გრევის" და ქურდულში გაკეთებულის
მიხედვით. ქვეყანაში სადაც კაცობის განმსაზღვრელი
კრიტერიუმი არა სახლში მდგომი ავეჯის გარნიტური
და გარაჟში მდგომი ,,ჯიპის" მოდელი, არა კუნთე-
ბზე არსებული ცხენის ძალები, არა ნაცემი კაცების
და გაჟიმული ქალების რაოდენობა, არამედ ქვეყნის
სამსახურში პატიოსნად გატარებული წლები იქნება.
სწორედ ამიტომ მივიღე წასვლის გადაწყვეტილება.
მაკა - შენ გჯერა, რომ იქ წასვლით ამ ყველაფერს
ეშველება?
ერეკლე - რომ არ მჯეროდეს ფეხსაც არ მოვიცვლიდი
თბილისიდან. თანაც მე და შენ, როგორც ყველაფერში
ორიგინალურ ადამიანებს საქორწინო მოგზაურობაც
ყველასაგან განსხვავებული გვექნება-ომში.
მაკა - მე უფრო მშვიდ და ნორმალურ გარემოში
მერჩივნა.
ერეკლე - მეც. დამთავრდება ეს ომი და მერე გავკარი
სამსახურს და საერთოდ ყველაფერს. ავითესოთ ათი
დღით მთაში, კარვით და საძილე ტომრებით. წავი-
დეთ სადაც ვერავინ მოგვაგნებს. სადაც არ იქნება
მობილური, კომპიუტერი, ტელევიზორი და საერთოდ
ცივილიზაციის არავითარი ნიშანი.
მაკა - ზღვაზე ჯობია.
ერეკლე - იყოს ზღვა, ოღონდ მოდი ეხლა წინასაო-
მარი, რომანტიკული საღამო მოვაწყოთ, არ გინდა?
მაკა - მინდა.

                      წ ა ფ ე ნ ი.

მუსიკა. მწვანე ტრიალ მინდორში მარტო დგას 14
წლის მაკა, რომელსაც გამჭვირვალე თეთრი სარა-
ფანი აცვია და მის ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს.
ცაზე ღრუბლები მიცურავენ, ჰორიზონტზე ჩანს
მოხნული მიწა, რომლის შუაგულში რომბის ფორმის
უზარმაზარი ორმოა. მაკა მირბის და ორმოსთან
ჩერდება. უყურებს ორმოს, რომლის ფსკერზე ორმოს
მეორე მხარეს ახალგაზრდა კაცის სილუეტს ხედავს.
მაკა კაცს გაოგნებული უყურებს. მამაკაცი უღიმის.
მამაკაცი ჯერ მაკას ორეული ხდება, შემდეგ მაკას
პაპა. მაკა უყურებს-პაპა სოსო, შენ ხარ?!
პაპა - მე ვარ შვილო.
მაკა - აქ რატომ არ ხარ?-ეკითხება და თან ორ-
მოსკენ იხედება.
პაპა - მე მანდ არასოდეს ვყოფილვარ.
მაკა - აბა სად ხარ? წამიყვანე, მაჩვენე.
მაკა და პაპა მწვანე მოლზე მიდიან.
სიყვარულის დღე გერგეტის სამებასთან.
ქეიფი. ღრეობა. დოღი. მაკა და პაპა მიდიან ადამი-
ანებს შორის, რომლებიც მათ ვერ ამჩნევენ. პაპა რამ-
დენჯერმე ქრება და ჩნდება. მაკა დარბის ადამიანებს
შორის, რომლებიც მას ვერ ამჩნევენ. მაკა მიდის ღრუ-
ბლებისკენ და მწვერვალზე ჩერდება.
პაპა - ჩამოდი, მანდ არ შეიძლება შენი ასვლა.
პაპა ადის მწვერვალზე, ხელში იყვანს მაკას და
მოარბენინებს ისე, თითქოს საფრთხის არიდებას
უპირებს. პაპა ხელს კრავს მაკას და კარიბჭის მიმართულებით მოლზე აგდებს. იხურება ძალიან ლამა-
ზორნამენტებიანი ჭიშკარი, რომლის თავზეც მრგვალი ფორმის საათია მიმაგრებული.
საათის რეკვის ხმა.
წ ა ფ ე ნ ი.
მუსიკა. მაესტრო მორისი და მისი და მონაცვლეო-
ბით ცეკვავენ ცეცხლში იმ მოლზე რომელზეც მაკა
და პაპა იოსები მირბოდნენ. მოცეკვავეები ცეცხლში
თანდათან ქრებიან.
მუსიკა. გადამწვარი სახლები გორის შესასვლელ-
ში.
სამხედრო ნაწილის ჭიშკარზე წარწერა - სდექ! და-
ნაღმულია.
კასეტური ბობმბების ნაკვალევი გორის ცენტრში.
ჩალეწილი ვიტრინები.
იწვის აფეთქებული ცისტერნა.
მაკა, ერეკლე და კოტე გადამწვარ სახლებს იღებენ.
მათთან მიდის შავებში ჩაცმული ქალბატონი.
ქალბატონი - თქვენ `რუსთავი 2~-დან ხართ?
ერეკლე - არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? რით
შეგვიძლია გემსახუროთ?
ქალბატონი - ეხლა ჰოსპიტალში აფეთქებული
ქალი მიიყვანეს.
ერეკლე - გასაგებია. წავედით.
მაკა და კოტე მაქანაში სხდებიან.
გორის ჰოსპიტალის მიმღებში მაკა და ერეკლე
ინტერვიუს წერენ მორიგე ექიმთან. პროზექტურაში
საკაცეზე გვამები ასვენია.
მორიგე ექიმი - ნაღმზე აფეთქებული ორი ქალ-
ბატონი სტაციონარში შემოიყვანეს შემოიყვანეს 15
წუთის წინ. ერთი მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო,
მეორე ქალბატონი სიკვდილის გადარჩა. ამჟამად მისი
მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არ არის სიცოხლისთვის საშიში.
მზადდება საოპერაციოდ და გაუკეთდება
მარჯვენა ფეხის ამპუტაცია.
მაკა ერეკლე და კოტე ინტერვიუს ჩაწერას ამთავრებენ და ჰოსპიტლის მიმღებიდან გამოდიან ქუჩაში.
მაკა - რას ვაპირებთ?
კოტე - ერთ სერიოზულ ავანტიურას გთავაზობთ.


იოზულ ავანტიურას გთავაზობთ.
წ ა ფ ე ნ ი.
ერეკლეს მანქანა რუსების საგუშაგოსთან ჩერდება.
ჯარისკაცი მიდის მანქანასთან მხედრულად ესალმება
და საბარგულის გახსნას სთხოვს.
ჯარისკაცი - Здравствуйте, багажник открой-
те пожалуйста.
ერეკლე მანქანიდან გადმოდის და საბარგულს ხს-
ნის. ჯარისკაცი საბარგულს ამოწმებს.
ჯარისკაცი - Спасибо. Счастливого пути.
ერეკლე(ბუზღუნით ჯდება მანქანაში) - Какое тут
к чорту может быть счастье? ეს არის კაციშვილს
არ ატარებენ, თავ-ყბას ანგრევენ და ცხვირ-პირს ალე-
წავენო? ვიფიქრე ამ ჩვენი კამერებიანად უკან გაგვ-
აბუნძულებდა, მაგრამ აკრედიტაციის მოთხოვნაც კი
არ უფიქრია. ერთი შეავლო თვალი აპარატურას და
მორჩა. ესეც კარალეთი. გაგონდება თუ არა კარალე-
თის დღეები?
მუსიკა. დამწვარი სახლები სოფლის გზაზე. რამდენ-
იმე სახლს სახურავი აქვს ახდილი.
სოფლის ცენტრში სილამაზის სალონთან ჯაჭვით
დაბმული დანახშირებული ძაღლი გდია. მაკა ფოტოაპარატით მიდის სილამაზის სალონისკენ. კოტე დერეკლე სოფლის `ბირჟაზე~ შეკრებილ მამაკაცებს
ელაპარაკებიან. გზაზე ჩნდება რუსეთის ჯარის
ჯავშანტექნიკის კოლონა. მაკა ტრიალდება და ფო-
ტოებს იღებს, კოტე და ერეკლე გადადიან ქუჩის ერთი
მხრიდან მეორე მხარეს და ვიდეოკამერებით აფიქსირე-
ბენ კოლონის მსვლელობას. კოლონის გავლისთანავე
ერეკლე ადგილობრივებთან დიალოგს აგრძელებს.
ერეკლე - შეგიძლიათ შეგვახვედროთ ადამიანებს,
ვინც განსაკუთრებულად დაზარალდა დაბომბვისას?
ახალგაზრდა კაცი - როგორ არ შემიძლია ძმაო,
ჩემი სახლიდან ყველაფერი გაზიდეს შობელძაღლებმა.
ოღონდ მე ნუ გამომაჩენ კამერითა და სახლსაც გაჩვე-
ნებ და დედის რძესავით ღვინოსაც დაგალევინებ.
მეორე კაცი - ღვინო გადაგრჩა?
პირველი კაცი - შაბიამანი რომ ჩავუყარე ზუსტად
ის წაუღიათ დედააწეულებსა, ჰოდა ეხლა სვან სან-
ამ არ მობეზრდებათ... სტუმრებისთვის გადანახული
ღვინო ისე მქონდა დამალული მე თვითონ ძლივს
ვიპოვნე.
ერეკლე - რა გქვია შენ?
პირველი კაცი - გიორგი.
ერეკლე - ჰოდა გიო, წამოდი სახლი გადავიღოთ და
ღვინის დაჭაშნიკებაზეც იქ ვილაპარაკოთ, კარგი?
გიორგი - კი ბატონო წამობრძანდით.
მუსიკა. გიორგი და ჟურნალისტების ჯგუფი სოფ-
ლის ორღობეში მიდიან.
დამწვარ სახლს სახურავის ნაწილი ახდილი აქვს.
კედლები გაშავებულია ცეცხლის ნაკვალევისგან.
ჩალეწილია ფანჯრის მინები.
ერეკლე - გიორგი, მთხოვე მე არ გამომაჩინოო და იყოს ნება შენი, მაგრამ შეგიძლია მომიყვე როგორ
მოხდა ეს ყველაფერი?
გიორგი - კი ბატონო. დაბომბვა, რომ დაიწყო ცოლ-
შვილი გავიყვანე სამშვიდობოს და დაბრუნებულს
სახლი გაძარცვული და ცეცხლწაკიდებული დამხვდა.
მეზობლების დახმარებით ცეცხლი ჩავაქრე, მაგრამ
წაიღეს ყველაფერი რაც კი მოეწონათ: ვიდეომაგ-
ნიტოფონი, ტელევიზორი, ვიდეოკამერა... არც ეხლა
გვასვენებენ, ღამ-ღამობით ხან ოსები შემოირბენენ,
ხან კაზაკები. რაღას ეძებენ დედააფეთქებულები, უკვე
ყველაფერი გაზიდეს სოფლიდან და რაღა დედიმისი-
სა უნდა წაიღონ კიდევ? მე პირადად აქედან არსად
წავალ. ჩემი სახლის დასაცავად არც სხვისი დახმარე-
ბა მჭირდება. აი იმ თოფს ხომ ხედავ? ჩვენს სოფელს
ჩვენ თვითონ დავიცავთ. ისიც მინდა იცოდეთ, რომ
რუს ჯარისკაცებს კარალეთიდან არაფერი წაუღიათ,
ჩვენს სოფელს ოსები და კაზაკები ძარცვავდნენ.
ერეკლე - ეს რომელ რიცხვში იყო?
გიორგი - 8 აგვისტოს. ჩემს გვერდით მოხუცი ცოლ-
ქმარი ცხოვრობს, ორი ბიჭი დაკარგეს უგზო-უკვლოდ
აფხაზეთის ომში, ეხლა კიდევა სახლი თითქმის სულ
დაენგრათ. იმათ ხომ არ გადაიღებდით?
მაკა - თუ დაგვთანხმდებიან აუცილებლად.
მუსიკა. ორსართულიანი სახლის ერთი მხარე მთლი-
ანად განადგურებულია დაბომბვისაგან. ეზოში სახ-
ლის ნანგრევები ყრია. მაკა შავებში ჩაცმულ მოხუც
ქალბატონს ესაუბრება. ერეკლე და კოტე კამერებს
აყენებენ.
კოტე- სრედნი~ თუ კრუპნი?~
ერეკლე - მე კრუპნი~ მაქვს, სრედნი~ აიღე.
კოტე - OK.
ერეკლე ახველებს და მაკა ქალბატონს კითხვას
უსვამს.
მაკა - ქალბატონო ვენერა, როდის დაიწყო თქვენი
სოფლის დაბომბვა.
ქალბატონი ვენერა - რვა აგვისტოს გამთენიისას,
გრუხუნმა გაგვაღვიძა შვილო და ამ დროს მეზობელი
შემოვარდა ხალხო დავიმალოთ სადმე, ტანკები მოდი-
ანო. რა უნდა გვექნა? იმდენი კი მოვიფიქრეთ სახლში
და სარდაფში არ გავჩერებულიყავით და ბოსტანში
გავედით, სიმინდებში ჩავწექით. ჩვენი დამალვა და
ოსების და კაზაკების შემოვარდნა ერთი იყო. სახ-
ლში შეცვივდნენ, ჯერ არყით გამაიბრუჟნენ, მერე ბო-
ლომდე რომ ჩაცეცხლეს ყველაფერი დალეწეს, სახლს
ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ბოსტანში
ჩამალულები ვუყურებდით როგორ იწვოდა მთელი
ცხოვრების წვალებით შეკოწიწებული სახლი. სახლ-
კარს რა თავში ვიხლი შვილო, ორი ვაჟკაცი დავკარგე
აფხაზეთის ომში. საფლავებიც არ ვიცი სადა აქვთ,
რომ მივიდე და იქ ველაპარაკო ჩემს ბიჭებს, მაგრამ
ამ სახლში დაბადებული და გაზრდილი ბალღები
იყვნენ და აქ ველაპარაკებოდი იმათ სულებსა. ახლა
სურათებიც აღარ დამრჩა სანთელი რომ დავუნთო...
ქალბატონს ცრემლები მოსდის და სიტყვა უწყდება.
ლაპარაკს მისი მეუღლე თვალზეცრემლმომდგარი ჭა-
ღარაწვერიანი მოხუცი აგრძელებს.
ქალბატონი ვენერა - ვეღარა ვლაპარაკობ ვა-
ლიკო, შენ უთხარი მერე რაც იყო. ბატონი ვალიკო-
გავიდნენ თუ არა მაშინვე გამოვედით ბოსტანიდან
და როგორც შეგვეძლო ცეცხლის ჩაქრობა დავიწყეთ, მაგრამ ორი ვედრო წყლის მისხმა ძლივს მოვასწარი,
რომ საშინელმა გრუხუნის ხმამ მიწაზე დაგვაგდო
ორივენი და მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. თვალი
რომ გავახილე ორღობეში ვიწექი (ბატონი ვალიკო
პირჯვარს იწერს). უფლის მადლით სიკვდილს გადარ-
ჩენილი, მაგრამ ვენერა ვერ დავინახე. ეზოში შემოვ-
ვარდი და ეს აქ ეგდო უგონოდ, მის გვერდით კი აი
ეს საშინელება.
ბატონი ვალიკო ჭურვის უზარმაზარ ნამსხვრევს
ხელის კანკალით აჩვენებს მაკას.
ბატონი ვალიკო - უფლის მადლით ცოცხლები გა-
დავრჩით შვილო, თუმცა რაღა სიცოცხლეა, როცა
ორი შვილი მყავდა და ორივე აფხაზეთში დაიკარგა,
მთელი ცხოვრების ნაწვალებიდან კი აი რა გადარ-
ჩა. ორივენი რესპუბლიკის დამსახურებული მასწავ-
ლებლები ვართ. ორმოცდაათ წელზე მეტია პატიოს-
ნად ვემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას და სიცოცხლის
ბოლოს მეზობლების საპატრონო გავხდით. უფლის
მადლით მეზობლები არაფერს გვიჭირვებენ, მშივრები
არა ვართ, მაგრამ მთავრობა ერთხელ მაინც არ უნდა
დაინტერესდეს რა გვიჭირს და რა არა? თუ მარტო
წინასაარჩევნოდ უნდა გავახსენდეთ?
მაკა - ქალბატონო ვენერა და ბატონო ვალიკო
მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის და პატიოსან
სიტყვას გაძლევთ, თბილისში ჩასვლისთანავე ყვე-
ლა ტელეკომპანიას, ჟურნალს, გაზეთს და შეძლები-
სდაგვარად ხელისუფლებასაც ვაცნობებთ თქვენს გასაჭირს.
მუსიკა. ერეკლეს მანქანა სოფლის ორღობიდან გადის ტრასაზე. საჭესთან ერეკლე ზის მის გვერდით მაკა, უკან კოტე. მაკა, უკან კოტე.
კოტე - რა ვქნათ? ჩავიდეთ რუსების მეორე ბლოკ-
პოსტამდე?
ერეკლე - თითქმის ცხინვალთან? თქვენ კამიკაძე
ბრძანდებით ბატონო კონსტანტინე? თუმცა ისე გავიკ-
ვირვე თითქოს თბილისში არ მქონდა ეგ გადაწყვეტი-
ლი. წავედით. თუ რამე უბედურება დაგვემართა თავს
იმით ვინუგეშებ, რომ როგორც გმირებს სახელმწიფო
თავისი ხარჯით დაგვმარხავს, მიუხედავად იმისა, რომ
არ მიყვარს ადამიანების შეწუხება, განსაკუთრებით,
ჩემი დასაფლავებისას.
მანქანა ცარიელ გზაზე მიდის. რამდენჯერმე იცვ-
ლება რაკურსი. სოფელ ტყვიავში ბეზინგასამართ
სადგურთან ორი `ჟიგულია~ გაჩერებული.
ერთ მანქანასთან, რომელსაც კაპოტი აქვს ახდილი
სამი მამაკაცი ძრავს უკირკიტებს. ერთ-ერთი მათგანი
ხელს უქნევს ერეკლეს მანქანას და გაჩერებას სთხოვს.
ერეკლე აჩერებს მანქანას. მანქანასთან მიდის წვერ-
გაუპარასავი მამაკაცი, რომელიც ერეკლეს ოსური კი-
ლოთი ეკითხება
სად მიდიხარ?
ერეკლე - ჟურნალისტები ვართ გადაღებაზე.
მამაკაცი - (პისტოლეტს იღებს უბიდან, ტენის და
შუბლზე ადებს ერეკლეს) გადმოდი მანქანიდან და ხე-
ლები მაღლა აწიე!
ამასობაში ერეკლეს მანქანასთან `ჟიგულებთან~
მდგომი ორი მამაკაციც მიდის, რომლებიც მანქანას
ალყაში აქცევენ, მაკას და კოტეს ავტომატებს უღერ-
ებენ და უყვირიან - გადმოდით მანქანიდან და ხელები მაღლა აწიეთ თქვენი დედა!
მაკა და კოტე მანქანიდან გადმოდიან. ოსები ორივეს
წიხლებით აგდებენ ასფალტზე და ავტომატებს ად-
ებენ. მესამე ოსი ერეკლეს პისტოლეტს უღერებს, წიხ-
ლს ურტყამს, მიწაზე აგდებს და უყვირის-გასაღები
სად არის? ჩქარა გასაღები მოიტა შე ახვარო! ტელე-
ფონებიც მიწაზე დადეთ!
ერეკლე მანქანის გასაღებს ასფალტზე უგდებს. ერ-
ეკლე, მაკა და კოტე ტელეფონებსაც ასფალტზე ყრი-
ან. ოსები იღებენ ტელეფონებს და გასაღებს. სწრაფად
სხდებიან მანქანებში და დიდი სიჩქარით მიდიან. მაკა,
ერეკლე და კოტე რამდენიმე წამის განმავლობაში
გარინდულები წვანან.
ერეკლე (გაფითრებული ფეხზე დგება) - მაკა ცოცხ-
ალი ხარ?
მიდის მაკასთან, კოცნის, ფეხზე აყენებს და გულში
იხუტებს. ფეხზე დგება გაფითრებული კოტეც.
ერეკლე - ეხლა თავპირისმტვრევით ავახვიეთ აქე-
დან ვიდრე მობრუნებულან. მაკა მეორე ტელეფონი
დაგრჩა?
მაკა - მე გადავარჩინე ჩემი მეორე ტელეფონი, ვიდ-
ეომასალა და ფოტოაპარატი.
კოტე - ბატონო ერეკლე, იცით რა განძი გყავთ
ოჯახში ცოლის სახით?
ერეკლე - კოტე, დაანებე ჩემს ცოლს თავი! (სამივეს
ეღიმება.) მაკა, ტელეფონი მომეცი.
მაკა (ტელეფონს აწვდის ერეკლეს) – იქნებ ყანებით
ვიაროთ, რომ მობრუნდნენ?
ერეკლე - ნაღმები რომ იყოს ჩადებული, სად მიდიხარ?
მაკა, ერეკლე და კოტე შუა გზაზე მიდიან.
მუსიკა. გორი. შიდა ქართლის ადმინისტრაციის შენობასთან
მდგომი ავტობუსებიდან ჩამოდიან დევნილები.
თითქმის ყველა ფოსტლებსა და დახეულ ტანსაცმელ-
შია.
ავტობუსების საპირისპიროდ დგას შავი ფერის
`მერსედესის~ რამდენიმე ჯიპი. ავტობუსებთან თეთრ
პერანგებსა და ჰალსტუხებში გამოწყობილი ახალ-
გაზრდები დგანან, რომლებიც დევნილ ბავშვებს ტკ-
ბილეულს და სათამაშოებს ურიგებენ.
შიდა ქართლის გუბერნატორის კაბინეტი. გუბერნა-
ტორი მაგიდის თავთან სავარძელში ზის. მის პერ-
პენდიკულარულად მაგიდასთან მაკა, ერეკლე და კოტე
სხედან.
გუბერნატორი - სად მიდიდოდით, რამ გადაგრიათ?
მე ვერ ჩავდივარ იქ რუსების ნებართვის გარეშე. რომ
ჩაესვით მანქანაში და წაეყვანეთ, რას აპირებდით?
ჩვენთვის კი კარგი იქნებოდა რომ წაეყვანეთ, გავა-
პიარებდით, მაგრამ თქვენთვის?
ერეკლე ფეხზე დგება, გუბერნატორს საკინძეში
კიდებს ხელს.
ერეკლე - კარგი იქნებოდა რომ წავეყვანეთ არა?
შენ რომ ჩაეძაღლებინე ხომ არ აჯობებდა, უკანმოუხე-
დავად რომ გაიქეცი აქედან როცა ომი დაიწყო!
ერეკლე გუბერნატორს სავარძელში აგდებს.
ერეკლე - ახლა დაურეკე ვისაც გინდა, სადაც გინდა
და რაც გინდა გააკეთე, კამერების და მანქანის დასა-
ბრუნებლად გაიგე?
გუბერნატორი ტელეფონით რეკავს.
გუბერნატორი - Здравствуйте товарищ гене-
рал. Губернатор вас беспокоит. Час тому назад у журналистов в Тквиави отобрали маши-
ну и аппаратуру, надо вернуть.
სატელევიზიო ახალი ამბების საინფორმაციო
გამოშვების ქუდი.
გადაცემის წამყვანი-ეს წუთია ცნობილი გახდა,
რომ რუსი ოკუპანტების
შეიარაღებული ძარცვის მორიგი მსხვერპლი ჩვენი
კოლეგები, ინტერნეტ-გამოცემა ტოდაყ.გე-ს ჟურნალ-
ისტები გახდნენ.
წამყვანის ხმას ედება შიდა ქართლის ადმინის-
ტრაციის შენობასთან გადაღებული კადრები.
დაახლოებით 14.00 საათზე ჟურნალისტი მაკა
წიკლაური, ოპერატორი ერეკლე მტკვარელი და გამომ-
ცემელი კოტე სტალინსკი ტყვიავის შესასვლელთან
დაზიანებული მანქანების მძღოლების თხოვნით გაჩ-
ერდნენ. მანქანიდან გადმოსული ჟურნალისტები იარა-
ღის ლულის ქვეშ აღმოჩნდნენ.
მძარცველებმა ერეკლე მტკვარელის კუთვნილი
მანქანა `მერსედესი~, ორი ვიდეოკამერა წაიღეს და
ცხინვალის მიმართულებით წავიდნენ.
პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლში ინცი-
დენტის შესახებ რუსეთის მხარეს აცნობა, მოითხოვა
მძარცველთა პოვნა, მანქანის და აპარატურის დაბ-
რუნება. ტელეკომპანიის კორესპონდენტი ერეკლესთან
ინტერვიუს წერს.
ერეკლე - ტყვიავში ბენზინგასამართ სადგურთან
ორი გაფუჭებული მანქანა იდგა. ერთ-ერთი მანქანის
მძღოლმა გაჩერება გვთხოვა. ბუნებრივია გავჩერ-
დი, როგორც ყველა ნორმალური მძღოლი, რომელიც გასაჭირში მყოფ მეორე მძღოლს მიეხმარებოდა, როგორც კი გავჩერდით იარაღის მუქარით გადმოგვი-
ყვანეს მანქანიდან, მიწაზე დაგვყარეს და პირველი
ფიქრი, რომელმაც გამიელვა იყო ის, რომ წაიყვანდ-
ნენ მაკას. საბედნიეროდ უფლის წყალობით ცოცხ-
ლები და უვნებლები გადავრჩით.
კორესპონდენტი - რა წაიღეს რუსმა ოკუპანტებმა?
ერეკლე - ოკუპანტებმა არაფერი. გაგვძარცვეს მა-
როდიორებმა, მაროდიორობა კი ნებისმიერი ომის
თანამდევი მოვლენაა. მძარცველს და ყაჩაღს მოგეხ-
სენებათ ეროვნება არ გააჩნია. სიტყვამ მოიტანა და
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ თქვენი ეთერის
საშუალებით, რომ ეს არ არის ქართველების, რუსების,
ოსების ომი. ეს რამდენიმე მანიაკის ბრძოლაა ბა-
ტონობისათვის, რომლებიც პირადი ამბიციების დასაკ-
მაყოფილებლად ასეულ ათასობით ადამიანს კლავენ
და კიდევ უფრო მეტს აუბედურებენ. ძარცვას რაც შე-
ეხება წაიღეს ჩემი საკუთარი მანქანა `მერსედესი~,
ჩემი და კოტეს ვიდეოკამერები აქსესუარებით, მობი-
ლური ტელეფონები, კოტეს ლეპტოპი. მაკამ მოახ-
ერხა გადაერჩინა ვიდეომასალა, ფოტოაპარატი და
თავისი ტელეფონი, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშ-
ნა (ღიმილით აგრძელებს) წაიღეს მისი ტანსაცმელი
და პარფიუმერია.

წ ა ფ ე ნ ი.

პატრულის მანქანის შუქურა და სირენის ხმა. პატრული თავპირისმტვრევით გარბის გამოძახებაზე.
მშვიდობის ხიდზე ქუჩის მუსიკოსი თავის აქსესუარებს ალაგებს და სიმღერას იწყებს.
ვაჟა კიკნაძის სიმღერა 50/50
ნახევარი საქართველო კაიფშია,
ნახევარი საქართველო ბოზობს,
ერთადერთი გასართობი ჰაშიშია
და ხანდახან საოჯახო ლოტო.
ნახევარი საქართველო გაიყიდა,
ნახევარი ჩამდგარია რიგში,
ქალმა-ქალი, კაცმა-კაცი აიკიდა,
რუსთაველზე დასეირნობს შიდსი.
ნახევარი საქართველო ჩანგლებს იყრის,
ნახევარი "ხიმიისგან" კვდება,
ბევრი ცხოვრობს ერთადერთი ფიქრით,
რომ ლოგინში ჩაიგოროს დედა.
ნახევარი საქართველო დადის "ჯიპით",
ნახევარი პურის ფულზე ფიქრობს,
ერთადერთი გასართობი არის ბასას კლიპი
და ხანდახან გვახარიას ფსიქო.
საქართველო ფერში ნაირ-ნაირშია,
საქართველო დაპირებით ცხოვრობს,
ნახევარი საქართველო კაიფშია,
ნახევარი საქართველო ბოზობს.

სიმღერას ფარავს კადრები.
პრეზიდენტის სასახლე.
ქუჩაში ბავშვები მათხოვრობენ.
პირველი სკოლიდან ბავშვები გამოდიან.
ქუჩაში მოხუცები მათხოვრობენ.
პარლამენტის შენობა.
ნარიყალაზე მშენებარე სახლის ღობეზე აბრა-საბერძნეთის სახელმწიფოს საკუთრება.
გამჭვირვალე პოლიციის გამჭვირვალე შენობა.
უბნის ,,კაი ბიჭების" ბირჟა.
ახალი ქართველები ქეიფობენ.
შემოდგომის გვიანი საღამო. ქუჩაში ქარი ფოთ-
ლებს ატრიალებს. მაკა აღმართზე მიდის. უზენაესი
სასამართლოს შენობის წინ შედის პატარა მაღაზ-
იაში. მაღაზიასთან ვერცხლისფერი მანქანა ჩერდება.
მაღაზიიდან გამოსვლისთანავე მაკას სამი ათლე-
ტური აღნაგობის მამაკაცი მანქანისკენ მიათრევს და
მის საბარგულში ჩატენვას ცდილობს. მაკა კივის და
ერთ-ერთ მამაკაცს ფეხებსშუა წიხლს ურტყამს. მაკას
კივილზე ეზოებიდან ხალხი გამორბის. მამაკაცები
მაკას ასფალტზე აგდებენ. ერთ-ერთი მათგანი წიხლს
ურტყამს ჯერ ხელში, შემდეგ სახეში. მამაკაცები მანქანაში ხტებიან და მანქანა დიდი სისწრაფით მიდის.

წ ა ფ ე ნ ი.
ტაძრის ნანგრევებთან ძონძებით და დახეული ფეხ-
საცმლით შემოსილი მევიოლინე უკრავს ჩაიკოვსკის
ბარკაროლას. მისკენ მიდის პატარა მაკა, რომელიც
ტაძარში შედის სანთელს ანთებს და დაჩოქილი ლოც-
ულობს. მაკას ტაძრიდან გამოსვლისთანავე მუსიკოსი
ქრება და მაკას მგლების ხროვა მისდევს. მაკა უკან-
მოუხედავად გარბის. ვარდება უფსკრულში, სადაც მა-
მაკაცების ღრეობაა. მაკა მიფრინავს მამაკაცების ღრე-
ობის შუაში. მინდორზე ქალები ცეკვავენ, რომელთა
შუაში მაკას პაპა დაფრინავს. მოცეკვავეები თანდა-
თან ქრებიან და პაპა მიფრინავს ღრუბლებში ცაზე.
მისკენ მიფრინავს მაკა, რომელიც ცდილობს პაპას ჩაეხუტოს. პაპა მაკას ხელში იყვანს და მიარბენინებს
ცაზე. ხელს კრავს და ქვემოთ აგდებს. პაპა ღრუბლებში ქრება. ღრუბლებიდან წაფენით ამოდის მდინარე
თერგი. კამერა მდინარიდან პანორამით ადის გერგეტის სამებაზე, რომლის გუმბათიდან ჩიტების გუნდი
მიფრინავს.
წ ა ფ ე ნ ი .

საავადმყოფოს მიმღები. მაკა საოპერაციო მაგიდაზე
წევს და ექთანი ნემსს უკეთებს. შემოდის ერეკლე მე-
გობართან ერთად, რომლებსაც რენტგენის სურათები
შემოაქვთ. მორიგე ექიმი სურათებს ათვალიერებს.
მორიგე ექიმი-ხელზე ორ ადგილას არის გატეხი-
ლი სხივის ძვალი და ფეხზე კოჭის ძვალი. თაბაშირი
უნდა დავადოთ. ასორმოცდაათი ლარი დაჯდება ეს
ყველაფერი.
ექთანი - ბიჭებო, რომელი იხდით?
ერეკლე - ჯერ ავადმყოფს მიხედეთ ქალბატონო
და მშვიდად ბრძანდებოდეთ არსად გავიქცევით, გადა-
ვიხდით.
ერეკლე მიმღებიდან გადის და ეზოში სიგარეტს ეწ-
ევა.. მაკას ხელსა და ფეხს თაბაშირში უსვამენ.
ინტერნეტ-გამოცემა ტოდაყ.გე-ს ოფისი.
დირექტორი - ჩვენი საქმიანი ურთიერთობა დღეს
მთავრდება.
ერეკლე - რატომ?
დირექტორი - იმდენი იხტუნავეთ შენ და შენმა
ცოლმა თქვენი ანტისამთავრობო მასალებით, რომ
გუშინ სამსახურიდან გასვლისას ავტოსადგომზე სამ-
მა გაურკვეველმა ტიპმა იარაღის მუქარით ჩამსვა გაურკვეველ მანქანაში, წამიყვანა გაურკვეველი მი-
მართულებით და გარკვევით მითხრა, რომ თუ მე,
ორივეს დღესვე არ გაგათავისუფლებთ სამსახურიდან,
დახურავენ ვებ-გვერდს ანტისამშვიდობო მოწოდებე-
ბის გავრცელების მოტივით და მე დამაპატიმრებენ
ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალ-
დებით. ზემოთქმულიდან გამომდინარე მე იძულებული
და ვალდებული ვარ ბიზნესისა და თავის გადარჩენის
მიზნით მაკა და შენ გაგათავისუფლოთ დაკავებული
თანამდებობებიდან.…ჩემო ერეკლე, შენ ღრუბლებში
დაფრინავ და არ იცი, რომ შენი პატრიოტიზმი და
ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლა არავის არაფერ-
ში სჭირდება. არ იცი, რომ თქვენ როცა ტყვიავში გაყ-
აჩაღებდნენ რესტორნები სავსე იყო მოქეიფე ხალხ-
ით, როგორც აფხაზეთში ომის დროს და ეს ხალხი
ფეხზე ადგომით და მკერდზე მჯიღის ცემით სვამდა
საქართველოს სადღეგრძელოს. კარგად მოგეხსენება
ბევრი მათგანი დღეს წყვიტავს ქვეყნის განვითარების
სტრატეგიას და სწორედ მათი პირადი მითითებით
იძულებული ვარ გაგიშვათ სამსახურიდან.
ერეკლე - გასაგებია, მაგრამ ამ ყველაფრის თქმა
არ შეიძლებოდა ცოტა ადრე, კაცურად, ვიდრე მაკას
მასალებიდან მისი სახელი და გვარი გაქრებოდა? შენ
იკითხე, თორემ ჩვენ არ დავიკარგებით. ვიპოვნით
სამსახურს სადმე.
დირექტორი - ძალიან კარგად ვიცი თქვენი კვალი-
ფიკაციის პროფესიონალებს ვერ ვიპოვნი იმ მიზერ-
ული ანაზღაურებით, რასაც თქვენ გიხდიდით, მაგრამ
საკუთარ თავზე მეტად არავინ და არაფერი მიყვარს
და თქვენს გამო არც გამოცემას გავწირავ და არც საკუთარ თავისუფლებას. რაც შეეხება თქვენს სამსახ-
ურს, ჩემი ინფორმაციით ყველა ელექტრონული და
ბეჭდვითი მედია საშუალების ხელმძღვანელობა კატ-
ეგორიულად გააფრთხილა უშიშროებამ წიკლაური და
მტკვარელი სამუშაოდ არ მიიღონ.
ერეკლე - შეიძლება ვიცოდე რატომ?
დირექტორი - ერეკლე, გადახედე თქვენს ნებისმიერ
მასალას, რომლებშიც ლამის ღია ტექსტით ეუბნებით
ძლიერებს ამა ქვეყნისა, რომ ანგრევენ ქვეყანას და
მანიაკები არიან, რაშიც მე აბსოლუტურად გეთანხ-
მებით, მაგრამ არ ვყვირი და ისე ვაკეთებ რომ არც
მწვადი დავწვა და არც შამფური. სხვა დანარჩენზე
აღარაფერს ვამბობ და შენი რბილად რომ ვთქვათ
ანტისახელისუფლებო ფილმი მუტრუკები", რომელ- იც ლამის სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების  ტოლფასია, რომ გააგზავნე ობერჰაუზენის კინოფეს- ტივალზე მაშინ უნდა გეფიქრა შედეგებზე. ერეკლე - მე რეჟისორი ვარ და ფილმები უნდა ვა- კეთო, აბა რა უნდა ვქნა? რაც შეეხება მუტრუკებს~,
იმ ფილმში არავითარი ანტისახელმწიფოებრივი მო-
წოდება და მინიშნება არ არის. კარგად იცი ის ფილმი
ფაქტების კონსტატაციაა. ისე ზოგი ჭირი მარგებელია
და მიხარია კიდეც, რომ მივდივარ აქედან, იმ უბრალო
მიზეზის გამო, რომ ხუთი წლის განმავლობაში ჩემში
მოკალი რეჟისორი და ხელოსნად მაქციე. მეოთხე წე-
ლია სასკოლო ტელევიზიის და ქართულ ეკლესიებზე
დოკუმენტური სერიალის გაკეთება მინდა და შენი
მარაზმატიკული სიუჟეტების გადამკიდე თავი ვერ
მოვაბი. ამ ორი პროექტიდან ერთი - სასკოლო
ტელევიზია, კარგად იცი, ჩემი ცხოვრების ზეამოცანაა. მახსოვს, როცა ამ საკითხზე დაგელაპარაკე,
მითხარი ფანტასტიური იდეაა, მაგრამ არარენტაბე-
ლურიო. მაშინვე დატვინე, რომ სასკოლო ტელევიზია
ვერ მოგიტანდა სამი სამსართულიანი სახლის ასაშენ-
ებელ და ოთხი ჯიპის საყიდელ ფულს. ახლა მომეცი
ფურცელი და ამნიმუტში დაგიტოვებ განცხადებას.
მუსიკა. კადრების ცვალებადობა.
ერეკლე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან
ელაპარაკება მამაკაცებს.
მაკა ნამცხვრებს აბარებს კაფეში.
ერეკლე უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტიდან
გამოდის.
მაკა ინტერნეტ-ტელევიზიის შენობასთან ელაპარ-
აკება ორ ქალბატონს.
ერეკლე მშენებლობაზე ცემენტით სავეს ტომარას
მიათრევს.
მანქანების ნაკადი ქუჩაში.
მაკა და ერეკლე სახლში მაგიდასთან სხედან.
მაკა - მოგწონს ახალი სამსახური?
ერეკლე - ბრიგადაა უძვირფასესი.
მაკა - აუტანელი ხალხია?
ერეკლე - პირიქით მაკა. ძირითადად ძველი ,,ტელე-
ვიზიონშჩიკები" არიან.
მაკა - მუშები?
ერეკლე - გაგიკვირდა? მღებავი-ტელევიზიის მხატ-
ვარი იყო, კაფელს რეჟისორი აგებს, ბუხარს არქიტექ-
ტორი აკეთებს, თვითონ ირაკლი, რომელიც შეკიდუ-
ლი ჭერის გაკეთებაზე მუშაობს მოგეხსენება კავშირგაბმულობის ინჟინერია, ელექტრიკოსად ბირთვული ფიზიკის დოქტორი ყავთ. მოკლედ ხდება ის, რასაც ყველაზე კოშმარულ ფიქრებშიც ვერ დავუშვებდი.
შუადღისას მოეთრა ღრმად პატივცემული სახლის
პატრონი ,,ჯიპით", შეიარაღებული დაცვით, ხელზე
ოქროს ,,პერსტენით" ყელზე ოქროს ჯაჭვით და იცი
რა გამახსენდა იმისი დანახვისას? რამდენიმე წლის
წინ ერთი ჯეელი დაიჭირეს ყაჩაღობისთვის. მისი სახ-
ლის ჩხრეკისას ლეიბებიდან ასი ათას დოლარამდე
თანხა ამოიღეს. ფულს რა უნდა ლეიბში? ან მეგობარი
არ გყავს გაჭირვებული ან ნათესავი დალოცვილო?
რა ჩემს ვარდად გინდა ის ფული თუ არაფერში გამ-
ოიყენე არც შენთვის და არც სხვებისთვის? საფლავში
მიგაქვს? რეზომ მითხრა ერთხელ, ჩემმა ძმადნაფიც-
მა, ოქრო-ვერცხლით გაწყობილი კუბო გინახავსო?
რა ვერ გავიგე იცი? ამ წერა-კითხვის უცოდინარ ხიხ-
ოებს საიდან აქვთ ამდენი ფული.
მაკა - მაგათ თქვენგან განსხვავებით ბავშვობაში
ასწავლეს თავზე ვაზელინის წასმა, ყველა ხვრელში
ძრომიალი, უკადრებელის კადრება, ნებისმიერი მდგო-
მარეობით დროულად სარგებლობა და ნებისმიერი
სიტუაციის სათავისოდ მორგება.
ერეკლე - სამწუხაროდ, კვლავ ჭეშმარიტებას ღა-
ღადებ ჩემო ძვირფასო. საჭმელი გვაქვს რამე?
მაკა - ლობიო.
ერეკლე - ისევ? ვიცი ერთადერთი გზა ხსნისა ამ
სიტუაციიდან.
მაკა - რომელი?
ერეკლე - იცი, როდის დალაგდება ყველაფერი თავ-
ის ადგილას? როცა მთელი ეს პროვინციული ნახირი
გაიხვეტება თბილისიდან მშობლიურ ვენახსა და ბოსტანში.
მაკა - ეგ რომ არასოდეს მოხდება ხომ კარგად
იცი.
ერეკლე - ჩემდა საუბედუროდ ძალიან კარგად ვიცი
და სერიოზულად ვფიქრობ, სჯობს სამუდამოდ წავი-
დეთ აქედან.
მაკა - სად?
ერეკლე - ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.
მაკა - საქართველოდან გაქცევა გამოსავალია?
ერეკლე - ეს გაქცევა არ არის მაკა. მაქსიმუმ
ორ კვირაში დამთავრდება ის მშნებლობა და მერე
დასაქმების არავითარი პერსპექტივა არ მაქვს.
მაკა - რომ წავიდეთ გვექნება?
ერეკლე - გვექნება.
მაკა - რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
ერეკლე - იმიტომ, რომ მოსაპარად და წამლის
საკეთებლად არ მივდივართ. საქმის კეთება გვინდა
და შეგვიძლია. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში კი
პროფესიონალებს შრომა უფასდებათ. იქ ხალხის
დასაქმების განმსაზღვრელი კრიტერიუმები პროფე-
სიონალიზმი და პატიოსნებაა, აქ კი ან სისხლის სა-
მართლის დანაშაული უნდა ჩაიდინო ან სექსუალური
ორიენტაცია უნდა შეიცვალო, რომ შიმშილით სული
არ ამოგხდეს. გარდა ამისა არავითარი სურვილი არ
მაქვს ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც სიმართლის
თქმისთვის კისერს მოგვტეხავენ ძველი ბიჭები და
კაი ბიჭები, რომლებიც მერე მეტყვიან, დამსახურება
უნდა სამსახურსო. თანაც ამას ის ხალხი მეუბნება,
ნახევარი საათი რომ არ უცხოვრიათ ადამიანურად,
რომლებიც ქუჩაში ეყარნენ და ჩანგლებს იყრიდნენ
მარცხნიდან მარჯვნივ, ათას არაკაცობას სჩადიოდნენ, მაშინ როცა მე და ჩემისთანები ღამეებს ვათენებდით
წიგნების კითხვაში. ამ დაუნების, დამნახავი ვფიქრობ,
ალბათ სჯობდა საერთოდ არ წამეკითხა წიგნი. საერთოდ არ შემაწუხებდა ყველა ის უბედურება, რომელიც
უხვად არის ჩვენს ირგვლივ. ძალიან დავიღალე უკი-
დურესად დაჩლუნგებული და გადაჯიშებული ნაციის
მზერით. დავიკიდებდი ყველაფერს, მაგრამ ყოველი
ფეხის ნაბიჯზე, რომ მიწევს ამ ერთუჯრედიანებთან
ურთიერთობა ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, დაკ-
იდება აღარ და ვეღარ გამოდის.
მაკა - ვინ გითხრა დამსახურება უნდა სამსახურსო?
ერეკლე - უზარმაზარ ნაძირალებს გიორგი უშვერ-
იძეს და ვახტანგ გოგუაძეს იცნობ?
მაკა - ეგ იმბეცილები სად ნახე?
ერეკლე - ქუჩაში შემხვდნენ.
მაკა - მერე რაო?
ერეკლე - სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში სამსახ-
ურის შოვნაზე არც იოცნებოო, როგორია?
მაკა - შესანიშნავი. თუმცა სიმართლე გითხრა სხ-
ვას არც არაფერს ველოდი.
ერეკლე - რატომ?
მაკა - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოში იშვიათი და მცირე გამონაკლისის გარდა ვერავინ იტანს განთლებულ და ნიჭიერ ადამიანებს, მით
უმეტეს მშობლიური ორღობიდან გუშინწინ გამოსული ხიხოები.
წ ა ფ ე ნ ი.
მუსიკა. კადრების ცვალებადობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა.
ჩინოვნიკი (მეგრული კილოთი) - სამწუხაროდ, ვე-
რაფრით დაგეხმარებით. ვაკანსიები არ გვაქვს და თუ
გამოჩნდა აუცილებლად შეგატყობინებთ.
მაკას კურიერი წერილს უტოვებს.
საქართველოს პარლამენტის შენობა.
ჩინოვნიკი (გურული კილოთი) - სამწუხაროდ, ვე-
რაფრით დაგეხმარებით. არ გვაქვს ვაკანსიები და თუ
გამოჩნდა აუცილებლად შეგატყობინებთ.
მაკას კურიერი წერილს უტოვებს.
თბილისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში ერეკლე
განცხადებას ტოვებს.
მაკას კურიერი წერილს უტოვებს.
ძველი თბილისის რაიონის გამგეობის შენობა.
ჩინოვნიკი (ძალიან რბილი ლას-ებით) - ბატონო
ერეკლე, მე დასაქმების ბიურო არ ვარ და ჩემი მოვ-
ალეობაა ხელი შეგიწყოთ დასაქმებაში და არა
აუცილებლად დაგასაქმოთ. პირველი არ ხართ და
უკანასკნელი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი
დეპუტატობის ოთხი წლის მანძილზე დაახლოებით
7-8 ათასმა კაცმა შემაწუხა დასაქმების თხოვნით,
რომელთაგან ზოგს დავეხმარე, ზოგს ვერა. ძალიან
მინდა დაგეხმაროთ, მაგარამ დეპუტატი ყოვლისშემ-
ძლე არ არის.
ერეკლე - ბატონო არჩილ, თქვენ როგორც დეპუტა-
ტი არ ხართ ვალდებული დაასაქმოთ თქვენს რაიონში
მცხოვრები ომის მონაწილე?
ჩინოვნიკი - ჩემგან რომ მოითხოვთ დასაქმებას
თქვენთვის დეპუტატის მოვალეობები ცნობილია?
ერეკლე - საქართველოს კონსტიტუციის ოცდამე-
თორმეტე მუხლის მიხედვით სახელმწიფო ანუ ამ
შემთხვევაში თქვენ, ხელს უწყობს უმუშევრად დარჩე-
ნილ მოქალაქეს დასაქმებაში. იმავე კონსტიტუციის
ორმოცდამეცამეტე მუხლის მიხედვით საქართველოს
პარლამენტის წევრს, ანუ თქვენ უფლება არ გაქვთ
გეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახ-
ურში ან ეწეოდეთ სამეწარმეო საქმიანობას. თქვენ
კი თუ არ ვცდები სრულად აკონტროლებთ თბილისის
ჭამა-სმის ბიზნესს და ასევე თქვენს მიერ დაფუძნებუ-
ლი ერთ-ერთი კომპანია კვებავს ქართულ ჯარს. ხომ
არაფერი გამომრჩა ბატონო არჩილ?
ჩინოვნიკი - თქვენ მგონი ფსიქიურად დაავადებული
ბრძანდებით, ჩემთვის გაუგებარია რა დამსახურები-
სათვის ითხოვთ სამსახურს.
ერეკლე - 2008 წლის აგვისტოში მე და ჩემმა ცოლმა
ამ ხელისუფლების უაზრო ომს ჩვენი ქონების ნახე-
ვარი და ლამის სიცოცხლე შევწირეთ.
ჩინოვნიკი(სიტყვას აწყვეტინებს.) - რატომ წახ-
ვედით? ვინ დაგავალათ?
ერეკლე - მაგას შენ და შენისთანები ვერ გაიგებთ.
როცა ნახევარი საქართველო იბომბებოდა, რესტორნე-
ბიდან არ გამოეტიეთ, ვიდრე არ გითხრეს რუსის
ჯარი შეიძლება თბილისში შემოვიდესო. მერე წითელ
ხიდზე იდექით საზღვარგარეთ გასაქცევად გამზადე-
ბულები და შენ მელაპარაკები მე დამსახურებაზე, შე
ახვარო?
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალე შენობა.
ჩინოვნიკი (იმერული კილოთი) - მე უფრო მეტ-
იც შემიძლია გითხრათ ბატონო ერეკლე. ვიდრე
ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში თქვენ სამსახური არ
გექნებათ. თქვენ და თქვენი მეუღლე დიდხანს იყავით არათუ არასაიმედოები და არასასურველები, არამედ
საშიშებიც. თქვენ გვებრძოდით. ჩვენ, ისევე როგორც
ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის თითოეულ
ნაბიჯს, თქვენს თითოეულ ნაბიჯსაც ვაკონტროლებ-
დით, ოღონდ თქვენსას სხვებთან შედარებით უფრო
მეტი ყურადღებით რადგან ჩვენთვის კატეგორიულად
მიუღებელი იყო თქვენი პოზიცია და აქედან გამომ-
დინარე თქვენი ნებისმიერი ქმედების ნებისმიერი მე-
თოდი.
ერეკლე - ჩემი პოზიცია სიკეთის კეთება და ჩემი
სამშობლოსთვის პატიოსანი, თავდადებული და პრო-
ფესიონალური სამსახურია ბატონო ჩინოვნიკო.
ჩინოვნიკი - მაგრამ ამ სამსახურისას თქვენ, ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას არ ითვალ-
ისწინებთ: XXI საუკუნეში ძლიერი სახელმწიფოს
ასაშენებლად აუცილებელია ხელისუფლება, რომელ-
იც გადამეტებული, ზედმიწევნითი ყურადღებით აკონ-
ტროლებს მოსახლეობის თითოეულ ნაბიჯს და არა
მოსახლეობა, რომელიც აკონტროლებს ხელისუ-
ფლებას. აუცილებელია ადამიანი, თავს გრძნობდეს
ისე, როგორც ეს სახელმწიფოსთვის იქნებ საჭირო.
აუცილებელია მოსახლეობა ხელისუფლების ნების-
მიერ ქმედებას დადებითად აფასებდეს და მადლობას
ეუბნებოდეს ხელისუფლებას, თუნდაც იმ მცირედისათ-
ვის, რასაც ხელისუფლება მოსახლეობისთვის აკეთებს.
შეიძლება ხელისუფლებამ რამე გააფუჭოს კიდეც, მა-
გრამ ვინ არის უშეცდომო? ვინც არაფერს აკეთებს.
მოგეხსენებათ ჩვენი პრიორიტეტი საქმის კეთებაა
ლაპარაკის ნაცვლად, თქვენ კი ყოველთვის უკუღმა
იქცეოდით. თქვენს ნებისმიერ სიუჟეტში და ფილმში ამბობდით იმას, რასაც ფიქრობდით, რისი თქმის კი
არა, გაფიქრების უფლებაც არ გქონდათ და გინდო-
დათ თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით
სხვების გონებაც დაგებინძურებინათ, რაც ჩვენდა სა-
ბედნიეროდ ვერ მოახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ
არაერთხელ გადაგვეღობეთ გზაზე, დღემდე ერთად-
ერთი მიზეზის გამო არ მოხდა თქვენი ფიზიკური
ლიკვიდაცია. თქვენ სახალხო დამცველის დახმარე-
ბით მიაწოდეთ ვაშინგტონს ინფორმაცია თქვენი
საგმირო საქმეების შესახებ ჩვენი მცდელობის მიუხე-
დავად, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ეს არ სცოდ-
ნოდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
დეპარტამენტის ანგარიში და რეკომენდაციები ჩვენი
საქმიანობის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი, ძირი-
თადი და გადამწყვეტი ფაქტორია. ასე რომ დაკმაყ-
ოფილდით იმით რაც გაქვთ და უკეთესის იმედი ნუ
გექნებათ. მე ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ
აღარ შეგვაწუხოთ აუდიენციების თხოვნით და თქვენ-
თან უაზრო საუბრებით დრო აღარ დაგვაკარგვინოთ.
კარგად ბრძანდებოდეთ.
ერეკლე დგება და კაბინეტის გასასვლელისკენ მიდ-
ის. შუა ოთახში ჩერდება და ჩინოვნიკსკენ ტრიალ-
დება.
ერეკლე - კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა
გულახდილობისთვის და სასარგებლო რჩევებისათვის.
ვიმედოვნებ მადლობის ნიშნად ჩემგანაც მიიღებთ
ერთ სასარგებლო სენტენციას. გახსოვდეთ, მარადი-
ული არაფერია და ორმოცდაათი ან ასი წლის მერე
შთამომავლობა თქვენ და თქვენისთანებს ისე ჩაგა-
ფურთხებთ საფლავებში, როგორც მეოცე საუკუნის ბოლოს თქვენს დიდ წინაპრებს-ჯუღაშვილებს, ბერიე-
ბს, ორჯონიკიძეებს და მახარაძეებს ჩააფურთხა. ამ
ყველაფერთან ერთად ისიც გაითვალისწინეთ რომ,
Всякая власть является насилием над людь- ми и настанет время, когда не будет власти  ни кесарей, ни какой-либо иной власти. Чело- век перейдет в царство истины и справедли- вости, где вообще не будет надобна никакая  власть~. ჩინოვნიკი - რა ბრძანეთ? ერეკლე - ეს მე არ მითქვამს, ბატონო ჩინოვნიკო,  ეს გენიალურმა რუსმა მწერლმა მიხეილ ბულგაკოვ- მა ბრძანა, თუმცა თქვენ ალბათ არ იცით ვინ არის  ბულგაკოვი და გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ,  რადგან სახელმწიფოს მართვისათვის ძლიერთა ამა  ქვეყნისა მაამებლობის გარდა განათლება აუცილე- ბელი და საჭიროა, თუმცა მეეჭვება თქვენმა ბოლ- შევიკურმა გონებამ გაიგოს ბულგაკოვი. ძალიან და  სულ კარგად ბრძანდებოდეთ. ერეკლე სამჯერ აკეთებს კნიქსენს და ოთახიდან გადის.  წ ა ფ ე ნ ი. მანქანების ნაკადი ქუჩაში. შუქნიშანთან მდგომ ერ- ეკლეს წინ მკვეთრად ამუხრუჭებს მერსედესი~. მან-
ქანიდან ორი კაცი გადმოდის, ერეკლეს პირადობის
მოწმობას აჩვენებენ და მანქანაში სვამენ. ქალაქგა-
რეთ მინდორში გაჩერებულ ჯიპში ერეკლე და ახალ-
გაზრდა ჩინოვნიკი სხედან.
ერეკლე - ირაკლი, ესე იგი არ იცი კონკრეტულად
როდის, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ აუცილებლად მოხდება?
ირაკლი - ოცდახუთი წელია მიცნობ და ოდესმე
მომიტყუებიხარ? მოკლედ ყურადღებით მომისმინე.
(კონვერტს აწვდის ერეკლეს) აქ ათი ათასის ბარათია
თავისი პინ-კოდით. მეტი სამწუხაროდ ვერ მოვახ-
ერხე.
ერეკლე - ხომ იცი, რომ არ გამოგართმევ?
ირაკლი - მორჩი გატრაკებას და მომისმინე. შენს
ამჟამინდელ მდგომარეობაში ყოფნას მტერს არ ვუ-
სურვებ, ამიტომ კი არ გთხოვ კატეგორიულად მოვ-
ითხოვ: რამდენიმე დღით თბილისიდან გადით შენ და
მაკა.არა აქვს მნიშვნელობა სად და ვისთან, რამდენიმე
დღით, შეიძლება ერთი კვირითაც. უბრალოდ არსად
გამოჩნდეთ და ამ ტელეფონით არავითარი დარეკ-
ვა, მხოლოდ ერთხელ დამიმესიჯებ და გამაგებინებ
სად იქნები, მერე ტელეფონი გადააგდე. როგორც კი
მოვაგვარებ თქვენი უსაფრთხოების ამბავს, ჩამოვ-
ალ და გაგიყვანთ ქვეყნიდან. რაც მთავარია ამასაც
კატეგორიულად მოვითხოვ მაკას ჩვენს დღევანდელ
შეხვედრაზე არაფერს ეტყვი. ამ მანქანით ორი დღე
მაინც არავინ გაგაჩერებს თუ სასწაულად არ დაარ-
ღვევ მოძრაობის წესებს. რომ ჩახვალ მანქანა ტრას-
აზე დააგდე, ნომრები მოხსენი და გადაყარე. საბარ-
გულში სხვა ნომრები დევს და ის დაუყენე.
ერეკლე - ირაკლი...
ირაკლი - მორჩი-მეთქი გატრაკებას!
ერეკლე - მადლობა მაინც მათქმევინე კაცურად ბიჭო!
ირაკლი - წადი ეხლა და რაც გითხარი გააკეთე.

                            წაფენი.

ერგეტის სამების წინ მინდორში გაშლილი
სუფრა.
სუფრასთან მაკა, ერეკლე, რეზო, ბუთუ და ბავშვები
თორნიკე და გიორგი სხედან.
რეზო - ესე იგი არ მაიშალე ძმიავ და მაინც მი-
დიხარ არა?
ერეკლე - სხვა გზა დამრჩა რეზო? როდემდე ვუყურო
ამ წერა-კითხვის უცოდინარ დაუნებს, რომლებიც არა-
საიმედოებად და არასასურველებად აცხადებენ ჩვენი-
სთანებს? ცხოვრების ნახევარზე მეტი უკვე გავიარე
და რა გამაჩნია? დღეს რომ აგური დამეცეს თავში ან
მანქანამ დამარტყას ქუჩაში, დასამარხი ფულიც არა
აქვს მაკას.
ბუთუ - არ იდარდო ძმიავ, თუ მახკვდი დაგმარხავთ.
ერეკლე (ეცინება) - ვიცი და მიუხედავად იმისა,
რომ ძალიან არ გვინდა წასვლა, იძულებულები და
ვალდებულები ვართ, წავიდეთ. რადგან ვერ ვახერხ-
ებ, რომ ჩემი ქვეყნის მარტივ მამრავლებად დაშლას
ხელი შევუშალო, ვალდებული ვარ ხელი არ შევუწყო.
მარტო მე რომ ვიყო ამ დღეში ჯანდაბას. ქვეყანა
კოლექტიური ფსოქოზით არის დაავადებული და იმ
ფსიქოზს ნაციონალიზმი ქვია. ნაციონალიზმის შეშ-
ლილმა იდეამ XX საუკუნის დასაწყისში დაღუპა გერ-
მანია, რომელმაც მკვდრეთით აღდგომა მოახერხა, იმ
უბრალო მიზეზის გამო, რომ გერმანელებმა, როგორც
ცივილიზებულმა ერმა უარი თქვეს ბელადზე, იმიტომ
რომ, გერმანელებს უყვართ თავისი ქვეყანა. XXI საუ-
კუნის დასაწყისში ნაციონალიზმის მანიაკალურმა
იდეამ დაღუპა საქართველო, რომელიც ვერასოდეს
აღდგება მკვდრეთით, იმ უბრალო მიზეზის გამო,
რომ ქართველები ბელადიზმისგან ვერასოდეს განიკურნებიან. XX საუკუნის დასაწისში ქართველებს ბე-
ლადი ჰყავდათ და ახლაც, XXI საუკუნის დასაწყისში
ბელადი ჰყავთ, იმიტომ რომ უნდათ რომ ჰყავდეთ,
იმიტომ რომ არ შეუძლიათ სხვანაირად ცხოვრება,
იმიტომ რომ საქმის კეთებას და ტვინის განძრევას
სხვა ორგანოების ნძრევა ურჩევნიათ. ურჩევნიათ მათ
მაგივრად ბელადმა იფიქროს და გადაწყვიტოს მათი
მომავალი. ბელადი კი... ბელადი სტალინი ჩასძახებდა
ხალხს, რომ სანდრო ახმეტელი, პაოლო იაშვილი, ტი-
ციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი ხალხის მტრები
არიან და ხალხი ამოსძახებდა, ,,ჯუარს აცვი იგი",
იმიტომ რომ ველურებისთვის არა საკუთარი გულის
და გონების თქმა, არამედ ბელადის სიტყვაა გადამ-
წყვეტი. ველურებს დღესაც სჯერათ ბელადის. დღესაც
სჯერათ, რომ, ჩვენ მტრები ვართ და ვაღიაროთ ბა-
ტონებო, რომ მტრები ვართ. პროვინციალიზმის, უვი-
ცობის და სხვა უამრავი ბოროტების მტრები, რომელ-
იც დღეს უხვად იფრქვევა და რისთვისაც უფალო იესო
ქრისტე, ძეო ღვთისაო შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი...
ერეკლეს ბოლო ფრაზაზე ხმას მიქშერით ედება
პატრიარქის საგალობელის `წმიდაო ღმერთოს~ საწ-
ყისი ფრაზები. გამოსახულებას წაფენით ფარავს
რომის მმართველის სასახლის წინ მდებარე მოედნის
პანორამა.
მოედანზე შეკრებილი ბრბოს ყაყანი ახშობს სა-
გალობელს, რომლის ხმა ძალიან ყრუდ ისმის. სავარ-
ძელში ზის პროკურატორი პილატე პონტოელი.
მისგან მარჯვნივ გუშაგებს მოყჰავთ ბარაბა, მის-
გან მარცხენა მხრიდან მოათრევენ ბორკილებდადე-
ბულ დასისისხლიანებულ და ნახევრადშიშველ იესოს
თავზე ეკლიანი გვირგვინით და პილატეს ფეხებთან აგდებენ.
ბარაბა დგას და ბოროტი, ირონიული ღიმილით
ათვალიერებს ბრბოს.
პილატე (ხელის აწევით აჩუმებს მოყაყანე ბრბოს) -
თქვენ იცით, რომ პასექის დროს, თქვენი სურვილისამე-
ბრ ვათავისუფლებთ ერთ მსჯავრდებულს.რომელი
გინდათ გავათავისუფლო ამ ორიდან იესო, რომლის
საქციელშიც მე ვერაფერ ბრალს ვერ ვპოულობ თუ
ავაზაკი ბარაბა?
ბრბო ხმამაღლა სკანდირებს - ბარაბა!
პილატე - მაგრამ რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია
ქრისტე?
ბრბო ხმამაღლა სკანდირებს - ჯუარს აცვი!
პილატე - რა დააშავა მან?
წვეროსანი მოხუცი ბრბოდან - ჩვენი რჯულის
მიხედვით სიკვდილის ღირსია, ვინაიდან ღმერთის ძედ
დასახა თავი.
პილატე - მე ვერავითარ ბრალს ვერ ვხედავ მასში.
ბრბო ხმამაღლა სკანდირებს - ჯუარს აცვი!
წვეროსანი ბრბოდან - ის ამბობს, რომ არის მეფე
იუდეველთა.
ბრბო ხმამაღლა სკანდირებს - ჯუარს აცვი!
პილატე - ჯვარს ვაცვა თქვენი მეფე? რატომ? რა
დააშავა მან?
ბრბო ხმამაღლა სკანდირებს - ჯუარს აცვი!
პილატე (ხელის აწევით აჩუმებს ბრბოს.) - მე გაძლევთ
მას ჯვარზე საცმელად. დგება და იბანს ხელებს.
პილატე - მე უბრალო ვარ ამ მართალის სისხლში
თქვენ იკითხეთ.
ბრბო - ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე ალალი და შესარგისი მაგისი სისხლი.

წაფენი.


ბუთუ - წეღან ამბაბდი ძმიავ, მითხრეს არასაიმედო
და არასასურველი ხარო. ვინ გითხრა?
ერეკლე - ერთი-ორმა დეპუტატმა და სამმა-ოთხმა
მინისტრმა. თან ისიც დააყოლეს, სანამ ჩვენ ვართ ხე-
ლისუფლებაში სამსახური არ გექნებაო. როგორია?
ბუთუ - რათაო მე მაგათი დედა ავატირე?
ერეკლე - არასასურველი და არასაიმედო ვარ იმ-
იტომ, რომ გადავიღე არჩევნებზე, როგორ შეჰქონ-
დათ პირადობის მოწმობებით და პასპორტებით სავსე
უზარმაზარი პარკები, არასასურველი და არასაიმედო
ვარ იმიტომ, რომ გადავიღე ცხინვალის და გორის
რაიონების სოფლებიდან დევნილების აქცია, რომლებ-
მაც რუსთაველი გადაკეტეს და ხელისუფლებას სიც-
ოცხლის უფლება სთხოვეს. არასასურველი და არას-
აიმედო ვარ იმიტომ, რომ გაგანია ომის დროს გა-
დავიღე ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც თქვა, რომ
შეიძლებოდა იმ ბრიყვულად დაწყებული ომის თავი-
დან აცილება, რადგან საქართველოს შერეკილი ხე-
ლისუფლება ცხინვალში რომ არ შესულიყო ეს ომი
არ იქნებოდა და ომის დაწყების გამო ჯერ ქართულმა
მხარემ დაუშვა შეცდომა და მერე რუსულმა. არასა-
სურველი და არასაიმედო ვარ იმიტომ, რომ გადა-
ვიღე გორის და ცხინვალის რაიონების სოფლები,
რომელთა მოსახლეობა ამბობდა, რომ მათი სო-
ფლები რუსმა ჯარისკაცებმა კი არა, როგორც ეამე-
ბოდა ხელისუფლებას, არამედ ოსებმა და კაზაკებმა
გაძარცვეს, არასასურველი და არასაიმედო ვარ იმი-
ტომ, რომ ვთქვი ჩემი დიდი სირცხვილის მიუხედავად
რომ ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო და
წააგო. არასასურველი და არასაიმედოა მაკა, რადგან
წერს იმას რასაც მისგან სინდისი, ღირსება და პროფესიონალიზმი მოითხოვს და რისი კითხვაც ხელისუ-
ფლებისათვის არასასიამოვნო, სიმშვიდის დამრღვევი
და არასასურველი მოსასმენია. არასასურველები და
არასაიმედოები ხართ თქვენ, იმიტომ, რომ ჩვენ ვმე-
გობრობთ და გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, რადგან
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო ჩემო მტანჯველო
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საკვებს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.
რეზო - ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს ძმიავ, სამე-
ბის მადლმა დაიფაროს საქართველო. სამების მადლს
რომ არ დაეფარა საქართველო საუკუნეთა განმავ-
ლობაში, უამრავ უბედურებას გადარჩენილ ქვეყანას
ბოლშევიკური ჯოჯოხეთი მოუღებდა ბოლოს. თუმცა
რაც საუკუნეთა განმავლობაში აღა-მუჰამედ-ხანმა,
მურვან-ყრუმ, შაჰ-აბასმა, ჯალალ-ედ-დინმა და კომუ-
ნისტურმა იმპერიამ ვერ გაუკეთეს ამ ქვეყანას, XXI
საუკუნეში დიდი წარმატებით ანხორციელებენ ნა-
ციონალებად შერაცხული ბოლშევიკების ღირსეული
შთამომავლები.
ერეკლე - მართალი ხარ, რეზო. XX საუკუნეში დაწ-
ყებული ბოლშევიკური კოშმარი დღესაც გრძელდება.
ამას ნებისმიერი ადამიანი ყოველ ამოსუნთქვაზე
და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს. 1921 წელს ჩემი
დიდი პაპა, საქართველოს ჯავშანმატარებლის მეთაური ვალოდია გოგუაძე, რომელმაც თავისი ოთხ-
მოცდაათი თანამებრძოლით შვიდი ათასი თურქი კუ-
დამოძუებული გააქცია ჩოლოქიდან, ბოლშევიკებმა
აიძულეს ემიგრაციაში წასულიყო და დღეს, ლევილის
სასაფალოზეა დაკრძალული. ერთი ქუჩა არ აღირს-
ეს საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს ამ შო-
ბელძაღლებმა. ისე არ მოვკვდები ჩემს დიდ წინაპარზე
და მის ღირსეულ მეუღლეზე, ნამეტია ბერძენიშვილზე,
რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ლევილის დიასახ-
ლისი იყო ერთი ფილმი არ გავაკეთო და ამით მაინც
არ გადავუხადო უზარმაზარი ვალის დიდი ნაწილი.
მაკას დიდი პაპა გიორგი ყორიაული, როგორც ერთ-
ერთი ყველაზე მდიდარი და ღირსეული ადამიანი ჯერ
გააკულაკეს და მერე ტროცკისტობის ბრალდებით
გამოძიების და სასამართლოს გარეშე დახვრიტეს.
მისი ორი ქალიშვილი და სიძე კაცმა არ იცის სად
გადაასახლეს. ამ ბოლშევიკურ მარაზმს, მხოლოდ მა-
კას ბებია მარიამი გადაურჩა, რომელიც მშობლების
დაპატიმრების ღამეს სხვენში დაემალა ბოლშევიკე-
ბის ჯალათებს, რომელთა შთამომავლები, ქვეყანას
დღეს ადამიანთა განადგურების უფრო ცივილური მე-
თოდებით მართავენ. არასასურველებს არც საკონცენ-
ტრაციო ბანაკში ამწყვდევენ და არც ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში. აღარ აპატიმრებენ და ხვრეტენ
ხალხს მასიურად შუაღამისას. არასასურველებს დღეს
უმუშევრად ტოვებენ. უსამსახუროდ დარჩენილი ადა-
მიანი კი მოგეხსენებათ შიმშილით სიკვდილისთვისაა
განწირული.
ბუთუ - მართალი ხარ ძმიავ. XXI საუკუნის და-
საწყისში ზუსტად ის ხდება, რაც XX საუკუნის დასაწყისში ხდებოდა. საქართველოში XX საუკუნის
ოციანი წლებიდან ნორმალურ ადამიანებს მხოლოდ
ორი უფლება-სიკვდილის და გაქცევით თავის გადარ-
ჩენის უფლება აქვთ, რადგან თითქმის ერთი საუკუ-
ნეა საქართველოს წერა-კითხვის უცოდინარი კრიმი-
ნალები მართავენ, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ
საქართველოს მომავალი არა აქვს. მინდა გითხრა
არ წახვიდე-თქო, მაგრამ როგორ გითხრა, როცა მეც,
აქედან სამუდამო წასვლაზე დიდი ხანია ვფიქრობ?
რეზო - ცოდვა გამხელილი სჯობს და მეც, მაგრამ
აქედან თუ ყველანი გავიქეცით, ურჯულოებს დავუ-
ტოვოთ ქვეყანა საჯიჯგნად? ეგ ხომ ღალატი იქნება
ძმიავ? ღალატი ცოლის, შვილის, ძმისა და ქვეყნის?
ერეკლე - მიგიხვდი ჩემო მახევევ, რისი თქმაც
გინდა, მაგრამ იმისთვის, რომ ამ ნაციონალურ სან-
აგვე ყუთში არ დავჩირქდეთ და დროზე ადრე ფეხები
არ გავჭიმოთ, თუ გვინდა სიცოცხლე იმისთვის, რომ
შთამომავლობას რამე ნორმალური შევუქმნათ და
დავუტოვოთ რათა საფლავებში არ ჩაგვაფურთხონ,
რაკი არავითარი უფლება აღარ დაგვიტოვეს პროლე-
ტარების შთამომავლებმა დუმილის უფლების გარდა,
საქართველოს, შვილების და შვილიშვილების მომავლის გადასარჩენად ვალდებულები ვართ დროზე ავახვიოთ აქედან ბატონებო!
ერეკლე სვამს და სიმღერას იწყებს.

კოჯრის თავზე დაფლეთილი
თეთრი დროშა ფრიალებდა,
კყინიტაძის ზარბაზნები
ისროდა და გრიალებდა.


მშვიდობით დედავ, მშვიდობით ცოლო,
და შენც მშვიდობით ციხევ მეტეხო.
შენც საქართველოს ზეცავ ზურმუხტო
და ჩემი ქვეყნის ელვავ და მეხო.
კოჯრის თავზე დაფლეთილი
თეთრი დროშა ქანაობდა,
დამესიზმრა საქართველო
სისხლის ზღვაში ბანაობდა.
მშვიდობით ზეცავ, ზეცავ ზურმუხტო,
ულამაზესო და ერთადერთო
ასეთი ზეცის კალთებქვეშ მყოფნი
რა ცოდვისათვის დაგვსაჯე ღმერთო?!
კადრების ცვალებადობა.
XX საუკუნის ოცდაათიანი წლების აღლუმები.
ბელადი სტალინი ტრიბუნაზე.
XXI საუკუნის დასაწყისის აღლუმები საქართველოში.
ბელადი სააკაშვილი ტრიბუნაზე.
სიმღერას თანდათან ფარავს სკანდირება: ზვი-ა-დი!
ბა-ბუ! მი-შა!
თბილისის აეროპორტის საფრენი ბილიკიდან თვითმფრინავი მიფრინავს.
2011-2012.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი