1


ქალაქური მანიფესტი

                             დინების 
                               ანუ
        პროვინციალიზმის საწინააღმდეგოდ

კეთილმოქმედნი პირნი და აღმასრულებელ-შემსრულებელნი მათნი:

  ქორო
  ბაია & სალამურა - მთხრობელ-წამყვანნი სპექტაკლისანი.
  გოლდსილვერბრონზერ ფონ შტაინი ავტორ-აღმნუმსხვრველ-გადმომცემელ-მთხრობელ-მწერალ-რეჟისორ-სასწაულმოქმედ-წინასწარმეტყველ-ჯადოქარი, ფრიად ნორჩად მოწიფული, მოხუცი ყმაწვილი.
  ბახვა - თოჯინთმარიონეტთუხუცესი, ფრიად კეთილშობილი და ყმაწყვილი კაცი, 40-იოდე წლის.
  გომბეშონი, სხვადასხვაზავრნი, ქეთო და კოტე, ელა და ლუი, ვაი და ვუი და კიდევ ბევრნი, მრა-ვალნი, სხუანნი - ვანო და მარო, გივი და ანი, ემზარ-ლამზირა, მაყვალა, მიხო, ტასო და ვასო, სხვა ბევრი ასო, ყველა მთავრობიდამ წამოსულასო, კიდევ სხუანნი, ასაკში  მსგავსნი, თოჯინმარიონეტ-ნი ბახვასნი.
 დათო, არტისტი, სულ რაღაც 40  მიახლოებული წლის.
 ნიტა, კლასელი და თანამესარეცლე მისი, აგრეთვე აქტრისა, მარად 25 წლის.
 მინდია, კლასელი და მეგობარ-მეზობელ-მეჯვარე ამათი, დავითივით 40-დე წლის.
 მანანა, დედა მინდიასი და სკოლაში ისტორიის მასწი ამათი, იმდენი წლის, რამდენისაც თავად სურს და სთვლის საჭიროდ.
 ერეკლე II, მეფე ქართლ-კახეთისა.
 თავადნი - დავიდ ორბელიანოვი, ქაიხოსრო ჩოლოყაევი, იოანე კონსტანტინოვიჩ ბაგრატიონი, გარსევან ჭავჭავაძე, ელჩნი და დესპანნი სრულძალმქონებელნი მეფისა ერეკლე მეორისა. 
 ეკატირინა II, იმპერატრიცა-ცარიცა ჩრდილო იმპერიისა.
 კნიაზი პაველ პოტემკინი, ელჩი და დესპანი სრულძალმქონებელი მეფისა, იმპერატრიცა-ცარიცი-სა, ჩრდილო იმპერიისა.
 თავადი ილია ჭავჭავაძე.
 ჯუსტანა, კამო, ლავპავბერი - მკვლელნი ილიასი.
 გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, სარდალი საქართველოს ლაშქარისა.
 ვალოდია გოგუაძე, საქართველოს ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური და რკინის გზის კომენ-დანტი.
  თანამებრძოლნი ვალოდიასი, ეკიპაჟი ჯავშნოსანის მატარებლისა.
  თფილის-ქალაქის ყარაჩოხელნი, ფრიად მრავალნი, ნახატნი და პერსონაჟნი ფიროსმანისანი, მე-არღნენი და პოეტნი მრაუალნი, ურიცხვნი სხუანნი და სხუანნი.
 მასობრივ სცენებში სრულიად ყუელა გალახტიკის მოსაყლეობა.

 მეგობრული რჩევანი და შეგონებანი ქალბატონი აქტრისებისადმი და ბატონი არტისტებისადმი და კიდევ ბევრთა სხვათადმი:
  ეპიზოდების დროს ფრიად სასურველ არს სცენაზედ მაყურებლისგამ მარცხნივ და მარჯვნივ, პი-ესის ტექსტის შესაბამისი მიზანსცენის გათამაშება. ეპოქის შესაბამისი ტრანსპორტის - კარეტა, ფაეტონი, ,,პობედა";, ლიმუზინი ,,ჩაიკა&ქუოტ; - ზანზარი, რომლის წინ არტისტები იცეკვებენ პანტომიმის ილეთებით.
  სცენის მარცხენა მხარეს, პიესის ტექსტის შესაბამისი მიზანსცენა - ტრაკტატზე ხელის მოწერა, წითლების შემოსვლა საქართველოში, დახვრეტები, საბჭოთა აღლუმები, ეპოქის  შესაბამისი მუსი-კალური ფონით.  
  ქოროს და მოქმედებების შესავალების არტისტების დეკორაცია - ანტიკური თეატრის ნანგრევები  
ძირითადი დეკორაცია: სცენის მთელ სიგრძეზე, ქართული აგურით ნაშენები, ფრაგმენტულად ბათქაშჩამონგრეული, მთელ სიმაღლეზე ბზარგაჩენილი კედელი ორი ფანჯრით, რომლებიდანაც ქუჩის ხმაური შემოდის. კედლის მარცხენა მხარეს მთელ სიგრძე-სიგანე-სიმაღლეზე პირველ ფან-ჯარამდე წიგნის თაროები ან კარადა. ფანჯრებს შუა კედელზე 1918-1921 წლების საქართველოს გერბი, დროშა და რუკა.  მეოფრე ფანჯრიდან კედლის ბოლომდე ილუსტრაციების კოლაჟი მიხაილ თუმანიშვილის წიგნიდან ,,სანამ რეპეტიცია დაიწყება" და ამ კოლაჟზე გაკრული, პიესაში გამოყენებული ციტატების ავტორთა ფოტოები. სცენის მარჯვენა მხარეს დიაგონალურ-ტრაპეციული კედელი, რომელიც მთლიანად დაფარულია,ჯორჯე კრსტიჩის ნახატით ,,ადგილი ბაბა-კაი". სცე-
ნის მარცხენა მხარეს დიაგონალურ-ტრაპეციული კედელი, რომელზეც კიდია გიტარა, ვიოლინო, საქსოფონი, ელენე ახვლედიანის, ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ოს-კარ შმერლინგის რეპროდუქციები. სპექტაკლის მსვლელობისას პიესის შესაბამის ტექსტებზე უკანა კედელს ჭერიდან ჩამოშვებული კინოეკრანი ეფარება. სცენის კუთხეში დგას გუგულიანი საათი, რომელიც ყოველ XIII წუთზე რეკავს. 

                              I მ ო ქ მ ე დ ე ბ ა
                                უ ვ ე რ ტ ი უ რ ა

სცენის სიღრმეში, მთელს სიგრძეზედ, ზეწარზე, ანტიკური თეატრის ნანგრევების ფოტოა გაკრუ-ლი. კულისებიდამ გამოდის 12+1 არტისტისგამ შემდგარი ქორო. თითოეული კითხულობს ლექ-სის ერთსა სტრიქონსა.

                                   ქ ო რ ო
                                  
ან-ბან-გან-დონები,
ჭან-ხან-ჯან-ჰაერს,
ვიდრე დაკეტავენ,
სუნთქვას აგვიკრძალავენ 
სახლებში ჩაგვკეტავენ,
თავს უფლებას ვაძლევთ
გითხრათ,
რა დარდუბალ-დარდუზნა
გვჭირსა?!..
რით და როგორ მოვერიოთ,
ქართვლის ხრწნას და 
გასაჭირსა?!!?...
  არსებობის დღიდან მათთა, ყოველსა წუთსა, ყოველ წამთა, ქართველთ სიტყვა-ქმედებანი ყველ-გან, იმფერია, რომე, გონებიდგან გედევიდა ოლიმპო და რომი, აპა რავა?!!?...
ქართულო ცაო, 
ისე მაღლა ხარ
და ისე ღრმა ხარ,
ქართულო მიწავ, 
ისე დაბლა ხარ 
და ისე ყარხარ, 
რომ შენს გარე-შიგ,
ქვეშეთ-ზედეთში,
ყველა პლანეტამ 
ხეირი ნახა...
  დიდება თქუენდა,  ავაზაკნო, კაენნო, იუდანნო, ბარაბანნო, ჩჟენ შითანნო, ისიკავა გოემონნო, ჰენ-რი მორგანნო, იარაი იორშიკნო, რობინ ჰუდნო, შპიგელბერგ-შვაიცერ-გრიმ-რაცმან-შუფტლერ-რო-ლერ-კოსინკნო-შვარცნო, ბღაჭიაშვილნო, ოძელაშვილნო, საშკა ჩერქეზნო, კორლეონენო, დონ ბერ-ლუსკონნო, დედნო ჰასანნო, იაპონჩიკნო, კალაშოვნო, იოსელიანნო, კიტოვანნო  და მრავალნო, ურიცხვნო სხუანნო, დიდება თქუენდა! დიდება თქუენდა დიად საქმეთა ,,სპრავედლივურთა“, ,,ბლაგოროდნურთა“1 - წამგლეჯ-წამღლეტვურ-წამრთმევ-წარმტაცურთ და ამ საქმეთა მდენელთ მრავალთა, აღმატებულთა, აღზევებულთა, აბორიგენთა აბრიქებულთა, მთავრობად ქმნილთა და წოდებულთა წარჩინებულნად, დიდება მათდა, დიდება მათთა ყოველთ საქმეთა! დიდება თქუნედა, საქმეთა თქუენთა! დიდება თქუენდა და ქმედებათა, თქვენთა ავაზაკურთა, არაკაცურ-თა, არცა ქალურთა,  ბრიყვულთა ფრიად, უგნურ-უვიცთა, ურცხვთა-თახსირთა და მავნებლურთა, ბოროტებითა სიკეთის მთრუნგველთ, მკვლელთა ურიცხვთა,  დიდება მათდა, დიდება თქუენთა, ყოველ საქმეთა, დიდება თქუენდა!
  ასომთავრულო საწყისო ჩუენნო - დედანო, დანო, ძმანო, მამანო, დარბაისელნო, მეწინაღმძვრენო, ბრძენთუხუცესნო, ბრიყვთუმთავრესნო, ადათთა, წესთა,  ჩუენთა გამრიგევ, გვითხარი რა ვთქვათ, როგორ ვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, საით წავიდეთ? ტალღებით რწეულ ზღვით ვიცურაოთ და-უღალავ-დაუზარებლად, თუ სახმელეთო, ან საჰაერო მოძრავ-მფრინავი, ელექტრო-ჰიბრიდ ,,მაში- 

5
ნებითა“2 დაუხანებელ-გაუჩერებლად, იმედ-ოცნების, ზრახვის და საქმის, თქმის და გაუთქმის, ნა-პირ-კუნძული სად მოვიძიოთ? შეკვეთილი და შესრულებული, აღსრულებული,  არ დაკვეთილი, მაგრამ ქმედილი, მკვლელობა როგორ გამოვიძიოთ? ო, საქართველოვ, ქრისტეს შობამდე ქრისტია-
ნო, წილხვედრო დედის ღმრთისმშობლისაო, ქრისტეს მედროშევ და ამავე დროს  ურიცხვ-თახსირ-თა, ნაძირალათა თანაზიარო, გულად-პურადო, რომის პაპზე უფრო დიდო კათოლიკეო, ვარამთა, ჭირთა, მარადის მთმენო და შემრიგეო, პასტორალურო მშობელო  ბევრთა, ბოსლად ქცეულო ქალა-ქო დიდო, ყბედო და ფლიდო, მოტრაბახეო, ჭორიკანაო, გაუმარგლავო, დაუთესავო, გაუთოხნავო, დაუკრეფავო ვენახ-ყანაო, ფარისეველზე უფრო მეტად ფარისველო, გარყვნილად ხრწნილო, და-ჩირქებულო, პროვინციულად აგრესიულო, შეუდარებლად ფანტასტიურო. ო, მთებო, ტბებო, მდი-ნარეებო, ევქსინის პონტოს კამკამა წყლებო, აყვავებულო  მინდორ-ველებო, უდაბურო და უღრან ტყეებო, ო, ღვთაებანო ზესთაზესნო, თქვენ მოსაშიშნო, წარსულის აჩრდილთ მეუფენო ქვედასკნე-ლისა, ციდგან წამშლელნო და მშთანთქვნელნო ცისარტყელისა, მაცხოვნებელნო ღვთისიერ კაცთა და მათხოვარო ,,ჰევრაპეისთა“. ო, საქართველოვ,  მონავ უგნურთა, მტერო შენი ყველა უფლებები-სა, გენიოსთ-მკვლელო, ავაზაკთმხსნელო, სულთა მათთათვის მუდამ მლოცველო, ბოროტებისთ-ვის და ბოროტთათვის მონუმენტთა და მემორთამდგმელო, ყველა გლახობის ,,გამპრავებელო“, გა-დაგვარჩინე რისხვას ბოროტთა, ქმედებათ მათთა ფრიად მზაკვართა, შეგვიჭერქვეშე, კეთილშო-ბილ, გლახაკთ-მვედრებელთ გუნდი. არა კლანური და პარტიული, არცა ფეხბურთის, არცა ჰოკეის, არცა ოპერის, არც ტიკ-ტოკერის, არც მევახეშეთა, არც ჩინოვნიკთა, არც პედერასტთა, არც ლესბოს-ელთა, არცა ,,დინამო“ თფილისისა, არცა ,,გურია“ ლაჩხუთისა, არცა ,,მილანი“ წნორის არც ,,ბარსა“ ხონის  არცა ,,ტორპედო“ კუტაიასი, ,,ველისაპეტი“ სამტრედიასი, იუვე-რეალ-ბაიერნ-არსენალი ჭორვილასი და არცა სხვათა არავისათი, არც ერთი, არა! მიუსაფართა გუნდი მცირედი, შეგვიხიზნე და გვიპატრონე, შე უპატრონოვ და საპატრონოვ. გუნდი ჩაგრულთა, გუნდი ტანჯულთა, უმრავ-ლესთაგან წამებულთა და გაჯირყვნულთა, შეგვიფარე და მოგვეც წყალობა, შენგან მოსული გულ-მოწყალება. კამოროელნი იზრახვენ თუკი, ჯაკუზონი მახინჯქალაქის ,,გრადონაჩალნიკ“ ბეტანკუ-რისა, მეომრებსა და რაინდებსა კანუდოსისა, მებრძოლთ სიკეთის გამარჯვებისთვის, ჩქარხოფიანი ხომალდით კვალში ჩაგვიდგებიან, ვიდრე შლამიან ნაპირებზე ფეხს ჩამოდგამდნენ, მყის ზღვის უკუნვე უქციე პირი! დე, იქ დაატყდეთ ელვა-ქუხილი, წვიმის ღვარცოფი, ეკალ-ქარებით ზღვის აყალყულმა დასაღუპად დაუღოთ პირი, ვიდრე სარეცელს განგვიყოფენ შეუვალს, დაცულს“3 და ვიდრე ისე მოგვექცევიან ვით მეძავს, როსკიპს, ქუჩაში მდგომსა ბოზსა თავგასულს. ვიმედოვ-ნებთ, რომ მიხვდით, რის თქმა ,,გვსურს, სახიფათოა თუ ენდეთ ავსულს.
ნუ გაიკვირვებთ, ნუ გაიოცებთ, 
მგლების საუზმე რომ გახდეთ უცებ.
უნდა იცოდეთ, რომ ყველა მგელი,
სულაც არ არის თქვენთან გულწრფელი -
ზოგი გიღიმის მილულავს თვალებს,
მალავს გრძელსა და ალესილ ბრჭყალებს,
ვითომ არ არის მზრახველი ავის.
მაგრამ თუ უცებ შეავლო თვალი, პატარა ასულს,
გაუფრთხილებლად ტყის პირას გასულს,
მისდევს კარდაკარ სახლის კარამდე...
მაგრამ ჩვენ ვიცით ეს სიბრძნე ძველი, 
რომ ყველა მგელზე უფრო საშიში
ყოველთვის არის პირმოთნე მგელი,
რომელიც მუდამ ავნებს ძალიან
ლამაზ ასულებს ალვისტანიანს“.4

ბოლო სტროფზე იწყება სცენის დაბნელება და ქორო სცენიდან გადის. დარბაზი ნათდება და სცენაზე ეშვება შავი ფარდა, რომელზეც შავ ჩარჩოში ჩასმული საქართველოს  ამოყირავებული რუ-

6
კაა ამოქარგული. იწყება ორკესტრის ხმაური, რომელიც მიქშერით გადადის პირველი ზარში  - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონია ნუმერი ხუთის დასაწყისი და სინათლე მცირედ იკლებს. ნა-ხევარი წუთის შემდეგ რეკავს მეორე ზარი - კარლ ორფის ოპერის ,,კარმინა ბურანა" უვერტიურის დასაწყისი და სინათლე კვლავ იკლებს. კიდევ ნახევარი წუთის შემდეგ რეკავს მესამე ზარი - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რექვიემის დასაწყისი, რომელიც მიქშერით გადადის ზაქარია ფა-ლიაშვილის ოპერის - ,,დაისი" – უვერტიურაში. დარბაზში სინათლე ბოლომდე ქრება. მუსიკას ედება სტიქიური უბედურებების, ომის, ნგრევის ხმაურები, საგანგებო სიტუაციების სამსახურების სირენების და პოლიციის ჩამხშობი აპარატურის კივილ-ჭმუილ-წივილის ხმა, რომელიც განგაშის სირენაში გადადის. ამ ხმაურის დროს დარბაზის იატაკზე, კედლებზე, ჭერზე  ერთმანეთს ცვლის სხვადასხვა ფერის პროჟექტორების ციმციმი და სცენაზე ფარდის წინ გამოდიან ბაია & სალამურა, რომლებიც თავების დაკვრით ესალმებიან ჯერ მაყურებელს, შემდეგ ერთმანეთს. მათ დიალოგს ფონად მიყვება ვიქტორ დოლიძის ოპერის ,,ქეთო და კოტე" უვერტიურა. 
                                                                                
I მსახიობი. ჰაი დიარ ფრენდ.5
II მსახიობი. გუდ ივნინგ.6
I მსახიობი. ჰაუ არ იუ? 7 მითხარი, წინა კვირას აგიხდა, გუშინდელი სიზმარი? 
II მსახიობი. ნაუ, აი ემ 8 ცოცხალი ვარ, კიდევ კარგი არ ახდა.
I მსახიობი. ვოთ იუ ლუქ 9 გოლЪუაფირო, რა ნახე ამისთანა? მეი ბი, 10  შენც ,,გაასუხარე“ 11 ჩვენი კარგი ქვეყანა?
II მსახიობი. არა, მსგავსი არაფერი, მე არ ჩამიდენია, ჰოდა ვერ გავარკვიე, ვამაყობ თუ მრცხვე-ნია?!. 
I მსახიობი. ჰოდა, ვიდრე გაარკვევ, ბუზი უფრო სპილოა, კოღო უფრო მგელია, ტურაა თუ მელია, სამუდამოდ რემემბერ12: ეს ქვეყანა, აღარ არის შენია, აღარც ჩემია და (მაყურებელს) აღარც თქვენია!  
II მსახიობი. ეგ კი ვიცი, მაგრამ მაინც, ვერ გავიგე რა ხდება? გაზრდილები გავბაშვდით თუ ისევ ვრჩებით ბავშვებად?
I მსახიობი. ვცადოთ ერთად გარკვევა უცნაური ჰამბების, გურულ-კახურ-ფშავ-ხევსურულ-მთიუ-ლურ-მახევურ-რაჭულ-სვანურ-იმერულის და რა თქმა უნდა მეგრულის. სასაცილოდ სატირალის, სევდიანად მხიარულის. გარდაქმნილ-გარდასახულის, ლამაზის და უსახურის, ტრაკიკომედირე-ბულის, სამწუხაროდ უსაქმურის. ტვინშერყეული, ხელიდან წასული, სპექტაკლი ჩვენი, ძვირფასო პუბლიკავ, მარად თქვენი განსახილველი და განსასჯელი, თქვენს წინაშეა. ნახეთ, ისმინეთ, ბრავო-ბის იყვირეთ, ფეხები აბაკუნეთ, საღებავი და კვერცხი გვესროლეთ, ან/და (ორივე სასტვენს იდებს პირში და ხმამღლა უსტვენს).
II მსახიობი. ჩვენ ახლა დავიწყებთ ამბების მოყოლას, მგლის ხროვა როგორ შესანსლა ბოჩოლამ, სა-მეფო რატომ იქცა სამათხოვროდ, გახსოვდეთ: იარაღი, მაქანა, ოჯახი, არასოდეს და არავის ათხო-ვოთ, არც დაალომბარდოთ, არც დააგირაოთ, არც გაყიდოთ, არც გააქირაოთ. ჩვენ აქ მოვყვებით ბევრსა ჰამბავსა, დიდი ხნის უწინ და ასი წლის შემდეგ მომხდარსაც, ჰამბებს გიუბნებთ  ,,გარად-სკოის და პრავინციალნსა"13 ცოტა ჭორებს და ბევრსა მართალსა. გავარკვევთ მედიის მავნებლობა რატომ არ დამთავრდა?! გიუბნებთ ჰარაკებს და ჰამბებს ,,ოჩენ"14 ზღაპრულსა, თან სიტყვებს ჩავ-ჩურთავთ რუსსკი-ლათინო-დოიჩე-ფღანსე-ანგლიჩანურსა, ცოტა ჯაპანურსა,15 ბევრსა ჩინურსა, ,,ინოგდა დაჟე"16 ყიზილბაშურსა ანუ ჩვენებურ, პლეხანოვურსა, აუცილებლად ხოჩა შვანთურსა ,,ი რაზუმეეტსია, ტკბილ გოლЪუაფირურსა". 17
I მსახიობი. მხოლოდ ჩვენგან გაიგებთ, ის ქამანჩა, ეს მანდილი, ეს კაზინო, ის ტოტალიზატორი ლამაზი სახლი და ქალი ვისია, საქართველოდ წოდებული საბრიყველო, ჯერჯერობით ჩვენია, თუ უკვე გახდა სხვისია? რას ჩალიჩობს თფილისში, უცხოელთა მრავალრიცხოვანგვარი მისია, სად ,,მოხოდეს ბანდებმა თავის პალაჟენია",18, კრემლი, რაფრა და რეიზა ვერ ეიღო პრიგოჟინმა ჟენიამ?  

6
მოდაში რა შემოდის და ქვეყნიდან რა გადის, უჩინარი ჩინოვნიკი რას აკეთებს, სად დადის?!.. ან რატომ გადასანსლა პინგვინმა ბეჰემოტი, შავი ზღვის ქაფშია, რაფერ გახთა კონსერვი შპროტის. 
II მსახიობი. მოკლედ ბევრ ართქმულს და არნახულს გაიგებთ, პლანეტა ააორთქლეს, გადადგეს, მოკლეს თუ სადმე წაიღეს?
I მსახიობი. ქვეყანა გაჩერდა თუ ატაში19  წავიდა, ტვინი შეერყა თუ ჭკუიდან გადავიდა?
II მსახიობი. მარჯვნივ გადადგა თუ მარცხნივ გადმოდგა, რძესავით აიჭრა, თუ სადმე ჩაიჭრა?
I მსახიობი. ხიდან ჩამოხტა, თუ საწოლიდან გადმოვარდა, ფანჯრიდან ისკუპა ან უპარაშუტოდ 
საიდან, საით, სად, რატომ, რისთვის და როგორ ჩამოვარდა?
I მსახიობი. აქ მოსმენილს და ნანახს, პიიპლ20 ვიდრე გაიგებთ, ჩვენ სცენაზე გავაჯაზებთ, არემარეს ავიკლებთ.
II მსახიობი. მოგიყვებით ამ ყველაფერს, თუკი არ დაგვიჭირეს, მამა თუ არ მოგვიკლეს, დედა თუ არ გვიტირეს.
II მსახიობი. ვიმღერებთ, ვიცეკვებთ, კედლებზე ავალთ და ჭკუიდან გადავალთ, ჩავიკუზებით, წა-ვიკუზებით, შპაგატში ჩავსხდებით, დომკრატით ავმაღლდებით, დელტა ან პარა ან ავღანური პლა-ნით, სადმე გავფრინდებით, ბუხარს მივუსხდებით არაყს ხაშთან ერთად ჩავუსხდებით. დაგვი-ღამდება, გაგვითენდება, ჰოდა პლანეტა ვიდრე… (ჩაახველებს). ხელიდან გამოგვეცლება, დაორ-სულდება ან დაბერდება, დაძველდება, ან განახლდება, გამონესვდება ან გაკაკლისმურაბდება, და-სკლეროზდება და ერთი სიტყვით, ბოლომდე… (ჩაახველებს). უკაცრავად გაციებული ვარ. არ შე-გეშინდეთ, გაკეთებული მაქვს ყველა ბუსტერი ტრისტერ-ფორსტერი, ,,დაჟე" ზაზა მარჯანიშვი-ლის, ჩვენი სპექტაკლის კომპოზიტორის, გენიალური მუსიკა მაქვს მოსმენილი ,,ზაზანოვაში“ და ზაზა ფაჩულია მყავს ნანახი ოლსტარში, ამ სპექტაკლით, საძმოსთან ერთად, ვაპირებ ავიღო ყველა ოსკარი,  ვინმემ ყელი თუ არ გამოგვჭრა სადმე, ბოსტანში. მოკლედ ძვირფასებო, სველი პლანეტა ვიდრე გაშრება, მოიხარშება, შეიწვება, შეიბოლება და შეიკმაზება, ერთად ვიფიქროთ, იქნებ გავი-გოთ და გავარკვიოთ რა გვეშველება?!. როდის და როგორ, საიდან, ვისგან, გრანტის და ტრანშის დახმარებისგან თუ ვინმე სხვისგან?

  ფარდას ეცემა საგანგებო სამსახურების პროჟექტორების ციმციმი. ირთვება სტიქიური უბედურე-ბების ხმები და მსახიობები საპირისპირო კულისების მიმართულებით გარბიან. ფარდა იხსნება და ჩაბნელებული სცენის სიღრმეში გაკრულ ზეწარზე ჩანს სადეზინფორმაციო-პარაზიტიკული პრო-გრამის ,,აპოკალიფსისის" ქუდი, რომელსაც ცვლის, სტიქიური უბედურებების კადრები. ზეწარის გვერდით სსრკ-ს XX ს. 40-იანი წლების რეპროდუქტორია ჩამოკიდებული.

ხმა რეპროდუქტორიდან. ყურადღება! თვალთახედვა! სმენა იყოს, გაგონება! აქ მყოფებს ყველას გე-ხებათ! ვისაც გაქვთ ყურნი და თვალნი, მოისმინეთ და იხილეთ, რა ხდებოდა დიდი ხნის წინ, დღეს რა ხდება, წლის ბოლოს რა გელოდებათ.

ფარდა იწევა და სცენაზე იწყება სხვადასხვა ფერის პროჟექტორების ციმციმი, მოფრინავს კიდობა-ნი, რომელიც რვაკუთხედი დირიჟაბლის ფორმისაა, სახურავზე  უყენია წითელი ფერის მაშუქები, შემორტყმული აქვს გისოსები და ცეცხლს აფრქვევს. წინ და უკან უყენია ნუმრები ST-666-NA. კიდობანი სცენის შუაში ჩერდება. იღება ლუკი და გადმორბიან პოლიციელების და ექიმების უნი-ფორმაში ჩაცმული გომბეშოები, რომლებიც კიდობნის ირგვლივ ცეკვავენ. კულისებიდან გამორ-ბიან დედამიწელი გომბეშოები, რომლებიც აჯარიმებენ პილოტს და მგზავრებს. 

ხმა რეპროდუქტორიდან. თქვენ დაჯარიმდით უვიზოდ და ვადაგასული ვიზებით საჰაერო, სახ-მელეთო და საზღვაო, მიწისქვეშა და მიწისზედა საზღვრების გადმოკვეთისთვის, სიჩქარის გადა-ჭარბების, ღერძულა ხაზის, ავტობუსის ზოლის, მეტროს ესკალატორის გადაკვეთისთვის, არასწო-რი პარკინგისთვის, უბილეთო მგზავრობისთვის, კომუნალური გადასახადების გადახდის დაგვი-ანებისთვის. ჯარიმა უნდა გადაიხადოთ თმენის ვალდებულებით, გონივრულ ვადაში პროპორცი-ული ქმედების დამადასტურებელი შემოსავლის ზედნადების გამოყენებით. ჯარიმის გადაუხდე-

7
ლობის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში, ჯარიმას დაერიცხება საურავი, დაყადაღებული იქნება თქვენი უძრავი და მოძრავი, არსებული და არარსებული ქონება, ინკასო დაედება თქვენს საბანკო ანგარიშებს, ვერ გადახვალთ საზღვარზე და ვერ დატოვებთ პლანეტის ტერიტორიას. ოჯახის წევ-რებთან, მეგობარ-ნათესავ-მეზობლებთან ერთად იძულების წესით შესახლდებით დროებითი მო-თავსების და სამუდამო დამკვიდრების იზოლატორში ანუ დრომოდაიზოში, ფინანსური კარანტი-ნის და კაპიტალური იზოლაციის რეჟიმში. შეგეზღუდებათ გადაადგილების, საკვების და წყლის  მიღების, სექსის და დეფეკალიზების პერიოდულობა და ხანგრძლივობა.

ზეწარზე იწყება სტიქიური უბედურებების კოლაჟი.

ხმა რეპროდუქტორიდან. ყურადღება! თვალთახედვა! სმენა იყოს, გაგონება! პლანეტა აწიმადედზე მდებარენო და მყოფნო, ჯანსაღნო და ავადმყოფნო, მოძრავნო და უძრავნო, სულიერნო და უსუ-ლონო, დიდნო და პატარანო, მდედრნო და მამრნო, ფრინველნო და ცხოველნო, ქვეწარმავალნო და ზეცადმქროლავნო! მოისმინეთ აწიმადედის მაინჰედოფისდეზინფორმბიუროს თავბრუდამხვევი და თავზარდამცემი, საგანგებო და უმნიშვნელოვანესი, ელვისებური და წარმატებული, მიზანდა-სახულ-მიმღწეველი განცხადება! ისმინეთ, იხილეთ, დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, რამეთუ მოვიდა ჟამი!!! პლანეტაზე შემოიჭრა უცხო გალაქტიკის - ირავჭიბანის, პლანეტა ილივშსიზობიდან ნაცნობი მფრინავი სუბიექტი - ილუნყტომადედი, რომელში დისლოცირებული განსაკუთრებული და სპეციალური დანიშნულების - განსპედონის ლეიბშტურმგვარდიის - იბენუჯალჯამის რაზ-მების ჯანმონები ცდილობენ, დედამიწაზე ქათმის გრიპის, ღორის ბრონქიტის, ძროხის პნევმონიის და ინდაურის ჰიპერდიციტის, გამავრცელებელი ფატალური ვირუსების დათესვას, დანერგვას, ჩა-ნერგვას და გადანერგვას, შემდგომი მოვლა-გაზრდა-აღზრდა-სწავლა-განათლება-ჩაბაკალავრებ-გამაგისტრება-გახარებას, შემდგომში მოსავლის მიღება-აღება-დისტრიბუცია-რეალიზაციის მიზ-ნით. ბაქტერია-ვირუსო-ინფექციურ-რეაქციული დივერსიების თავიდან აცილების, სხვაგან გაცი-ლების, მღოღავი გახრწნილების და ტანიდან მოსაცილებისთვის, ჯანღონის კანტორის ბოსის - სტრონცო იმბეჩილე დრაგონე ჰიპერბოლო კონდომოს რეკომენდაციის საფუძველზე, დედამიწის მთელს ტერიტორიაზედ ცხადდება უვადო, საგანგებო მდგომარეობა, საყოველთაო-სავალდებულო კარანტინი და ზემოქმედებას იწყებს ყოველდღიური ქაქცინაციის იძულებითი პროგრამა. ირთვება უვადო და სამუდამო კომენდანტის საათი. ქუჩაში გადაადგილების დროს, სავალდებულო ხდება განსაკუთრებული დანიშნულების კომბინიზონების ჩაცმა, თავზე აირწინაღების ჩამოცმა და წა-მოცმა, ყუმბარგამძლე მუზარადების ჩამომხობა, სკაფანდრების და აქუალანგების გამოყენება ძი-ლის დროს. საკვების და წყლის მიღება, ორგანიზმის დეფეკალიზება და სექსი დასაშვებია მხო-ლოდ On-Line რეჟიმში, ჯანღონის კანტორის ლოკალური კომისარიატების მიერ გაცემული განსა-კუთრებული ნებართვების საფუძველზე.

გომბეშოები ცეკვას წყვეტენ და კულისებიდან სცენაზე ინვალიდის ეტლით გამოყავთ მწერალ-მთხრობელ-რეჟისორი, კოპგოლდსილვერბრონზერშტაინი, რომელსაც მუხლებზე ლეპტოპი უდ-ევს და ბატის ფრთით წერს. 

ხმა რეპროდუქტორიდან.  სატურნიდან მიღებული საავარიო საფრთხის  სიგნალის საფუძველზე ცხადდება საგანგაშო ჩასხდომა. არ იჩქაროთ, ადგილების რაოდენობა შეუზღუდავია.

გომბეშოები ცეკვას წყვეტენ და კიდობანში არბიან. ლუკი იხურება და კიდობანი იწყებს ცეცხლის ფრქვევას.

ხმა რეპროდუქტორიდან. შემდეგი გაჩერება  სატურნი. პლანეტას იუპიტერი ხომლადი გოდოუფ-რენს გოუჩერებლივ. გთხოვთ ნუ მიესკვანკვარაკუნჩხებით ლუკს. ვერ გეიგე შენე? არ მიეჯირყვნო შემოსავალს-თქვა!

კიდობანი მიფრინავს. კოპგოლდსილვერბრონზერშტაინი ფეხზე დგება, ყავარჯენზე დაყრდნობი-ლი ცილინდრს იხდის და თავს უკრავს მაყურებელს.
8
კოპგოლდსილვერბრონზერშტაინი. ,,ჰოპა-ჰოპა-ჰოპა-ჰამერიკა-ჰევროპა-ჰანტარქტიდა-ჰავსტრალ-ია-ჰაფრიკა ი ჰაზია ადნა ბეზაბრაზია".21 დილა-შუადღე-საღამო-ღამე-მშვიდობისა, გეწეოდეთ მადლი ღვთისა, ხვავისა და ბარაქისა!  დარწმუნებული ვარ, სულ არ გაშფოთებთ და გაშრიალებთ ჰუ აი ემ? ,,ტო ესტ კტო ია ტაკოი?"22 ვისი ტიკი, დოქი, ქვევრი, ან ტომარა ვარ და ვის დავეკარგე ვისა? ვინ მიპოვნა, სად წამიღო, მაგრამ არც მე მანაღვლებს და მათირკმელებს თქვენი წარმოშობა, საშინაო მდგომარეობა, საგარეო ვექტორი, რას გვპირდება სამომავლოდ რომელიმე სექტორი. დიპ-ლომატიური კონსენსუსის მისაღწევად, ინტერესთა და სურვილთა შეუქცევადი და უკომპრომისო ობსტრუქციის იგნორირების გზით, პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ ჩემი ყველასმპყრობი და ყვე-ლასმფლობი, ყველაფრისმცოდნე, ყოვლისშემძლე,  თავაწეული და ქედმაღალი, მრავლისმნახველი და ბევრისმქმნელი, ზოგიერთების დედ-მამის (ჩაახველებს)… მომნახულებელი და მომნახველი პერსონა: წითელ-ყვითელ-მწვანე-ცისფერ-ზურმუხტოვან-ნაცრისფერ-შავ-თეთრი და სხვა მრავალ-ფეროვანი მაგიის და ჯადოქრობის აკადემიის ნამდვილი აკადემიკოსი, თაღლითობის და გამო-ძალვის კათედრის მაგისტრგროსერმაისტერი დონ ნიკგოლდსილვერბრონზვერბერტ იბნ კოპგალ-შტაინი. რომელიც თქვენს წინაშე წარსდგება თავის მოწაფ-ასისტენტ-თანამოაზრე-მიმდევრებთან ერთად, მრავალწლიანი უძილო ღამეების და მღვიძარე დღეების შედეგად მიღებული, დაუმსახუ-რებელ-წარუმატებულ-დამსახურებულ-წარმატებული ნაშრომით. ეპისტოლარულ-ისტორიულ-თეატრალურ-სინემატოგრაფი-ულ-პანტომიმურ-თოჯინურ-ილუზიონურ-მხატვრულ-დოკუმენ-ტურ-სიურრეალურ-იმპრესიო-დეპრესსიო-დადაისტურ-დეკადენტურ-პესიმისტური AV სპექტაკ-ლით, რომელიც არის მოუთხოვნადობის სხვებისა გამო, სქლად მტვერდადებული, ბიბლიოთეკის მტვრიან თაროზე მიგდებული, მრავალსერიულ-მრავალტომეული, სახლში, ქუჩაში, ნაწერ-ნაკით-ხი, დასადგმელი და გადასაღები, ლა სკალაში და კანში წასაღები, ან იქნებ ხვიმრში ანუ ბუნკერში გადასაგდები. პერფორმანს-სპექტაკლი, ესეი, მღაღადებელი უდაბნოსა შინა და სახლსა გარეთ ჭეშ-მარიტების, მთხრობი ამბების სხვადასხვანაირის, მთქმელი და მქმნელი მართალისა და არა ჭორის, დაბალ და მაღალ, უგუნურმრავალ, ვერ ანაწონებ და ვერ დასათვლელ, არდასანახავ და არმოსას-მენ, ჩინოსანთ ბრიყვულ მონაჩმახების, მონო-სტერეო პოლიჩმახების, განაჩმახების, ბევრ სხვაჩმა-ხების, კვრით ჩახმახების. მოკლედ ჩათლახთა, ახვარმახების ნაბოდვართა და ნამოქმედართა, ფრი-ად უგნურთა, სულით მეძავთა და მავნებელთა, მომსმენ-მნახავი და ამსახავი, ქართვლის ცხოვრე-ბად გარდასახული, ახვარ ჩინოვნიკთ სისხლისმშრობელი და სისხლისმსმელი, ტვინის მბურღვე-ლი, თქვენთან მომტანი, ბოროტ ნებათა და ქმედებათა მათთა, ამზრზენთა და საზიზღართა კრიტი-კისა და ალაგმვისათვის, დაფიქრებისა და განსჯისათვის. გაბრუებულ-ჩაბუჟბუჟებულ-გამო-ნარწყვებულ-გამოკენკრებულ მოსაყლეობის ჭირ-ვარამების, მკითხველ-მსმენელთა-მაყურებელთა განსახილველად და საგინებლად ანდა საქებრად, გამოტანილი ცხოვრება ქართვლის - გეორგიან-გიურჯ-გრუზინი-ვრაცის, სათაურითა უცნაურითა, გულში თქმულითა და მის სიღრმეში დამარ-ხულითა - წადით და გაქრით - ჩრდილო-დასავლო-აღმო-სამხრეთში, მოუსავლეთში. აორთქლ-დით, ჩაქრით, თქვენს წინაშეა. ნაშრომი ჩვენი, რომელსაც  ვქმნიდით, მრავალ უძილო, უსმელ-უჭ-მელნი, დღენი-ღამენი, სოციალურად განაწამებნი. დროზე დაიწყეთ, არ დაგავიწყდეთ, ტრადიცი-ულად სროლა ტალახის. დაგვხიეთ, დაგვწვით, ჩაგვაქვესკნელეთ, ადრე და მალე, წაუკითხავად და უნახავად, მამა-პაპურად, განსხვავებულად, პატრიოტულად, ფრიად ქართულად, ერთობ ჯიგრუ-ლად! არც თუ ისე პაივცემულო საზოგადოებავ და კოკისპირულად არაპაივსაცემო დაბალ და მა-ღალჩინოსანნო, ფრიად საქმიანნო, კრიზისულ წუთებში და კრიტიკულ დღეებში უსაქმურნო აბორიგენნო, უწინ ძლევამოსილისა, ამჟამად სამეფოდ ყოფილისა, გლოვით და უსაქმობით დაოსი-ლისა, დაოთხილისა, დახუთულისა, დათორმეტპუნქტულისა, დახატულისა, დაჯღაბნილისა, დათხაპნილისა, მრავალტანჯულისა, მრავალფეროვნულ-ბევრყვეროვნულისა, მრავალკონფესიურ-პარტიულისა-კულტურულისა და კიდევ მრავალთა სხვათა, ურიცხვთა, უთვალავთა, ათმეტებისა, ასმეტებისა, ბევრმეტებისა, ზედმეტებისა უფლებებისა, ბევრზე ბევრისა ხორცმეტებისა, მეჭეჭები-სა, ვიღაცეებისა, რაღაცეებისა, ამტანისა, მიმტანისა, მომტანისა, სახლიდან წინ ფეხებით და თავდაყირა გამტანისა, წამღებ-წამომღებისა, წამრთმევ-წამღლეტისა გამტან-გამომტანისა და კიდევ ვინ მოსთვალ-დასთვალოს რისა?!. ქვეყნისა, ყვაილებისა, არწივებისა, ჯიხვებისა, მტრედებისა, მთებისა ურიცხვისა, ზღვა-მდინარეებისა, ტბებ-ტყეებისა, მზისა, მთვარისა და ბევრზე ბევრიიიი 

9
რამისა. ჩვენს მრავალკულტურულ ქვეყანაში, მრავალყვეროვნულ ჩინოსანთა მიერ მოწყობილი კულტოციდის კულტროსტოფული შედეგების აღმოსაფხვრელად, გონიერთ, სწავლულთ, ნიჭი-ერთა და ყოველთა სხუათა კეთილშობილთა დასახმარებლად, ვიდრე განათლება დასჯადი გახდე-ბა, ავაზაკთა და ბოროტმოქმედთა დიხტატურისგან გასათავისუფლებლად. უგნურთა, უვიცთა, უნიჭოთა, უზნეოთა და სხვა მრავალ უ-უ-უ-უბედურებათ მქმნელთა გამათრახების, გაშოლტვის, გაროზგვის, ყელში ამოსვლის, სადმე გადმოსვლის და გადმორწყევის იქვე გადმოსხმის, სისხლის გადასხმის, თავზე ლაფდასხმის და მოკლედ რომ ვთქვათ, ავაზაკების ადამიანად მოქცევ-გარდაქ-მნის უმაღლესი და წმიდა მიზნით, მოხეტიალე მაწანწალათა, ნიჭიერ-უსაქმურ არტისტ-მხატ-ვართა, პოეტ-მწერალთა, მუსიკის მქმნელთა, დამკვრელთა, მმღერთა, რაც მთავარია, ყოველთა პა-ტიოსანთა მოძღვართა, მღვდელთა, სავსებით ერულ-ბერული, აპოლიტიკურ-დეპოლიტიზირე-ბულ-შემოქმედური კანტორა ჩვენი - ,,ალიგატორი" იწყებს, ხსენებულ ავაზაკთა კლანჭ-ბრჭყალებ-ბორკილ-ჯაჭვების მსხვერვას და მტვრევას, რყევას და ნგრევას. ვისაც ეს არ გსურთ, არ გეამებათ, გზა გქონდეთ იქით ან იმის იქით, ან უფრო იქით, იქითის იქით, იქითის აქეთ, აქეთის იქით. ვისაც გსურთ, ჩვენთან ერთად წამოდით. ერთი და ორი მერცხლის ჭიკჭიკით გაზაფხული ვერ მოდიოდა და  არც მოდის და იმ გაზაფხულს ვერც სამი ბულბულის სტვენა მოიყვანს, ვერც ოთხი შაშვის გალობა. სწორედ ამიტომ დანო და ძმანო, მარტოსულნო და ოჯახიანნო, უსაყვარლესნო, ზედ-მეტად კარგნო, დასაქმებულნო და უსაქმურნო, მოსაქმებულნო დღისით და ღამით, გთხოვთ ყველა საქმე გადადოთ წამით, ორი წუთით და სამი სათით. ვქმნათ ქართვლის ჭირზე სჯა-ბაასი და მასლაათი. ქართვლის ბევრ ჭირზე და ცოტა ლხინზე. ჭირისა მქმნელნი გავამათრახოთ, ლხინის მომტანებს მადლობა დიდი გადავუხადოთ. ვთქვათ ყველაფერი რაც სათქმელია, გნებავთ ახალი, გნებავთ ძველია. საქმიანობის ჩემისა გამო, ამ თქვენისათა ნამოქმედარის, ნანახ-მოსმენილ, ჰამბე-ბისა და მოვლენებისა, ქმედებათა და მოქმედებათა არნახულთა და არსმენილთა, ბოროტმოქმედ-თა ერთობ მრავალთა, აღწერ-აღნუსხვ-აღრიცხვ-გარეცხვას და ტვინის გამორეცხვას შავად ვაწარ-მოებ, რამეთუ ქრისტეშობიდან ანუ ახ.წე.აღუ-დგან რომელიღაცადგან წელსა, კავკასის მთებისა ძირას, ორ ზღვას შუა მდებარე, ხელიდან წასული, ვერსად შესული, ვერც შეყოფებული ქუეყნისა მაღალ-მდაბალნი, ,,კოლხოზნიკნი" და პროლეტარნი, მდედრნი და მამრნი, სხუანი უცხონი, ურიც-ხვნი, ურცხვნი ფრიად მრაუალნი, მეგობრულად და სტრატეგიულად, პარტნიორულად, ჰუმანიტა-რულად, ყოფიერულად, ცნობიერულად, ემპირიულ-იმპერატიულად, აბსტრაქციონისტურ-დადა-ისტურ-კუბისტურ-სიურრეალისტურ-იმპრესიონისტულ-რომანტიკულ-სიმბოლისტურად, ვიზუ-ალურად, სექსუალურად, დოკუმენტურად და ფინანსურად, მოკლედ რომა ვსთქოთ ჩვენებურადა, ძველებურადა, ქალაქურდა, თფილისურადა, პონტში ქართულში, ფრიად ჯიგრულში აშავებენ და აბნელებენ ქუეყანასა, ორსავ სოფელსა ზედა და შინა. ქუეყანასა მცირედ ძველმოდურს და სას-ტიკად ტრადიციულ-კონსერვატიულს. აკონსერვებენ-აკომპოტებენ-ამურაბებენ-ამლაშებენ-ამჟავე-ბენ, ,,ინოგდა დაჟე აკაპჩონებენ, ტო ესტ"23 ჰბოლავენ და აწითლებენ გალურჯებამდე, აცისფერებენ და აშავებენ და უშავებენ, საკალანდო გოჭივით აჭყივლებენ და კლავენ,  ტრუსავენ, პუტავენ და ატყავებენ. უთეთრებენ სისხლსა და თმასა, სოფელს, ქალაქსა, ქუჩას და ტაქსსა, მერე კი ჰქმნიან ფრიად ახალსა, საგანგებოსა, უუფლებოსა, შეზღუდული შესაძლებლობების Hომო  ჩმორჩილენსს, მარადიული, ქრონიკული, ქართული, ფრიად ჯიგრული და შეუზღუდავი მოვალეობებით. მის-წრაფება-მიზნების, გამორეცხვა-,,კლიზმების", დედუქციის და ინდუქციის, რეპროდუქციის და კონსტრუქციის, არეულ-დარეულ, დარღვეულ-დანგრეულ ფუნქციის - სოციალურის და მორალუ-რის, ფინანსურის და დემორალურის, გლობალურის და ლოკალურის, სექსუალურად გარდაქმნი-ლის და გარდასახულის, თურაშაულის, სამი აბაზის, ოთხი შაურის, ხმაურისა და აურზაურის გარეშე! ამ მოვლენათა ნუსხვა-აღწერის, კლონ-კოპირების და გადაწერის, მისია მძიმე და უმა-დური, რაც მთავარია უფინანსური, ვიტვირთე, როგორც ჟამთა მწერალმა, ხრონოღრაფოსმა, ჰის-ტორიკოსმა, ზოგთა შემყურემ, ჰისტერიკოსმაც. ამ ტანისამოს-ფეხსამოს-ტრანსპორტოს-Hომოს და ქრონოს გაშავებულ ქვეყანაში შავად ვწერ ჟამზე, უთეთრებელზე და კუნაპეტზე, სისხლისმსმელზე და ნერვისმჭამელზე, გონებისა და გულის გამღრღნელზე. მერე კი მომაქვს თქვენს სამსჯავროზე ტკივილი გულის, თვალის და ყურის. ნაბოდვარი და ნაცოდვილარი, ეპისტოლარულ-თეატრა-ლურ-სინემატოგრაფიულ-ისტორიულ-გეოგრაფიულ-გეომეტრიულ-ასტროლოგიურ-ილუზიო-

10
ნისტური, სევდიანად მხიარული, მცირედ უხამსური, გარდაქმნილი და გარდასახული, კოჭლი, ბრუციანი, ოდნავ კუზიანი და უსახური ტრაკიკომედია ხუთ მოქმედებად, ორმოც და ერთ სურა-თად, თორმეტ პუნქტად და 1783 არტიკულად. ანალიზისთვის და განხილვისთვის, სიმართლის თქმისთვის, არდამალვისთვის, განსჯის და დასჯის, საპყრობილეში უვადოდ ჩასმის, ,,ფიქრნი მტკვრისა პირს", მთისა ძირს, სადღაც, ვინ ვიყავით და ვინა ვართ ახლა? როგორი იყო, როგორი არის და სად იქნება 100 წლის შემდეგ სამშობლო ჩუენი, მრავალის მთმენი, ამტანი ნგრევის, გონის შერყევის, ზვავის, მეწყერის, ცეცხლის და ბოლის, მეტოქის კარში ვერმტანი გოლის, დედამთილის და სიდედრის მთმენი, საუკუნენი, წელნი და თვენი, კვირანი, დღენი, წუთნი და წამნი. მქმნელი ,,ჩაკრულოს" და ,,კრიმანჭულოს", მწიგნობრობით და ლხინით განთქმული, რად გადაიქცა ტუტუ-ბრიყვულად, სულიერ-ფიზიკურ-ფინანსურ-ინფრასტრუქტურულად? ერთად ვიფიქროთ, ერთად განვსაჯოთ, დასასჯელები მკაცრად დავსაჯოთ, გავამათრახოთ, გავაჩათლახოთ. მივცეთ ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისა. დრო გვაქვს ამისთვის ძალიან ცოტა, მხოლოდ და მხოლოდ სამი სა-ათი, კვლევის და რკვევის, ერთურთის სმენის, დებატების და მასლაათის. დრო ძვირფასია, გამოვი-ყენოთ, ცოტა ვიცინოთ, ბევრი ვიტიროთ, სანქცირებულნი გამოვიტიროთ. ,,მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი", არ აქვს მნიშვნელი ძუ ხართ თუ ხვადი. მცირედ ვილუკმოთ, ბევრი დავლიოთ, ჰევრო-ჰაზია ჭკვიდან გადავრიოთ. ,,კსტატი ო პტიჩკახ: ჰევრო-ჰაზია-ბეზაბრაზია ჰუბნობს და New გეორგიან  გოვერნემენტი, ტო ესტ, ძველებით სავსე ახალი ექსკრემენტი, სოგლაშაეტსია ი პრედუპრეჟდაეტ: ჰაზროვნება და ,,ჰაბრაზოვნება", ზრდილობა და კულტურა ,,დვადცატ პერვი ვეკში"  გახდა - ჯართი, და მაკულატურა! ,,ჰასკაცარ"?24 ჰოდა, ჩემო ძვირფასო, ნურაფრის გეშინია, საცდელი ცხოველი ხარ, საზარბაზნე ჩიჩია, ბევრ წყალს იქით მცხოვრებმა ბრძენმა ასე გვირჩია. რჩევებს უსმინე, გეი თვალის წინე, გეი ყურ უგდე და გეი სიგრძე განე, თუ გინდა მშვიდად გაგითენდეს ხვალე. პარადოქსების დიდოსტატო, კატაკლიზმების ხუროთმოძღვა-რო, თვითგვემის მაესტრო, მარად წამებულო და მუდამ მდუმარო, აღუშფოთებელ-აღმშფოთებელ-აღმაშფოთებელო, შემწყნარებელ-შეუწყნარებელ-ამბობქრებელ-ამქვითინებელ-ამტირებელ-გამსვე-ნებელო და დამმარხავო! ჩამოდგა პირველი ლიანდაგის, მეორე საფრენ ბილიკზე, მესამე პორტის, მეოთხე ბოქსის, მეხუთე პარკინგის, მეექვსე ზოლის, მეშვიდე ხაზის, მერვე პროჟექტორის მეცხრე შუქნიშანის, მეათე უკუნეთში, ჟამი საიმედო და სანატრელი, სანუკვარი და საოცნებო, უსაქმურო-ბის, ყველა იმედების, ოცნებების და ნატვრის ახდენის, აბსოლუტური, ტრიუმფალური, ჟამი გა-მარჯვების - კისრისტეხვის და თავის მოკვეთის, თავის მოჭრის და ზღვაში დახრჩობის, ირმის ან ჯიხვის რქის ყანწში ჩახრჩობის, სადმე გადაჩეხვის, ტვინის შერყევის, ჩინოვნიკთ ნამუს გაღვიძე-ბის და არდაძინების. დაგვიდგა ჟამი გამარჯვების, სანატრელზე უფრო მეტად სანატრელის და გა-დასარევის, თუ ისე მიიჯირყვნე და გაფარჩაკდი, რომ კოტრაწ ელი?25 უკვე არაფერს აღარ ელი? აზრზე მოდი ჯიგარო, შენი დრო მოვიდა, ნანატრი და სანუკვარო - გონიერების ხრწნის და ლპო-ბისა, კეთილშობილთა ჩამოხრჩობისა, დრო მდაბიოთა აღზევებისა და სამუდამო... (ჩაახველებს). წარმატებისა! მყარად მოვიდა და არსად მიდის და ვიდრე წავა ხმამაღლა ვიტყვი: დღეს რასაც ნა-ხავთ მომხდარს და თქმულსა, ტყუილს, მართალსა, ჰამბებს ზღაპრულსა, შვილებისათვის სათქმელ იგავსა, სათქმელს ხმამღლა, არ დასამალსა, ერთი უბრალო მიზეზისა და საფუძვლის გამო: ბოროტის სიკეთის სძლევისა მიზნით, ვალდებულები ვართ, შვილებს მოვუყვეთ - გვარი და მოდგ-მა, ჯიში, ჯილაგი,  შთამომავლობა ვალდებულია, უნდა იცოდეს, როგორ და რატომ,  რომელი კა-ლიბრის ავაზაკები, წიწკნიდნენ, ძიძგნიდნენ, ჯიჯგნიდნენ, ჰყიდიდნენ, ქვეყანას მათსას, ჩუქნიდ-ნენ სხვასაც, საუკუნეთა საზღვარის ჟამსა! XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში. (ეტლით მიგორდება სცენაზე მდგარ ონკანთან ხელებს იბანს და მაყურებელს ელაპარაკება.) ამ გახ-სენებაზე ანონსის სახით, ერთსაც გეტყვით და აღარ დაგღლით მიწისძვრით, ზვავით, მეწყერით, წარღვნით – მთავრობა წასული, მთავრობა მოსული, მავნე, ავაზაკი და ბარბაროსული გაფრთხი-ლებთ: ,,დვადცატ პერვი ვეკში იქნება თქვენი კანეცი, პოტომუ ჩტო, ბევრნი ხართ და უნდა გიქნამთ საკრაშჩენია".26 ვიდრემდე მოვა ჟამი სეკვესტრის, ხელების მოჭრის, ფეხების მტვრევის, თვალების დათხრის და დაყრუების, მეშვიდე ცოლის მოყვანის და მერვედ გათხოვების, ისმინეთ ჰამბავნი მრავალნი, მომხდარნი გიურჯეთსა შინა და ზედა,  ფრიად უგონო ვადაში, მოუთმენლო-ბის ვალდებულებით და იძულებით, ლეგიტიმურად გაკეთებული, კონსტრუქციულად, დე იურე, 

11
დე ფაქტო გაჟღერებული. გატყობთ, არ გჯერათ, რომ თეთრი შავია, წვიმა რომ მშრალია, კვადრატი 
მრგვალია, ქალიც და კაციც, დიდიც პატარაც, ყველა რომ ყველაფერში დამნაშავეა. ბრიყვი რომ ბრძენია და გალობს ყვავია. კიტრივით მწვანე რომ არის ბოლოკი, აზრი რომ არა აქვს თმენას და მოლოდინს. უგნურებაა სცენიდან ტრაკანი, თუ არ ხარ ,,ობშჩიაკში ლიმონის"27 ჩამტანი,  ჰოდა ხე-ლებს ვიბან და ჩამიქნევია, ჯეელებს მოუსმინეთ ,,პო ლუჩშე"28 გეტყვიან.

სცენა ბნელდება და ზეწარზე იწყება სარეკლამო რგოლი.

ხმა რეპროდუქტორიდან. გლობალური კავშირების შექმნის და მასში გაწევრიანების შემდეგ მსოფ-
ლიოს ბევრ ქვეყანაში გაუმჯობესდა ამინდი, იმატა მოსავლის რაოდენობამ, გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, გაათმაგდა ხელფასი, გაასმაგდა პენსია, გლობალური კავშირია საქართველოს მე-სია. კავშირი მარადის სიკეთის მქმნელი, ყველას მძლეველი, ყველაფრის მფლობელი, ყოვლის შემ-ძლებელი, სხვა ბოროტ კავშირთა დამშლელ-მანგრეველი, სიკეთის მომტანი და აღმაშენებელი.

რგოლი მთავრდება, სცენა ნათდება და სქროლლით გამოდის ჭრელ შორტებში და მაისურში ჩაცმ-
ული დავით გერსამია, რომელსაც მაისურზე წარწერა აქვს - ,,წარმოებული ვარ საქართველოში".

გოლდსილვერბრონზერშტაინი. პატივცემულო და ძვირფასო პუბლიკავ თქვენს წინაშეა მისი უმაჩოესობა და უნიჭიერესობა ბატონი დავით გერსამია. (გადის დათოსგან მარცხენა მხარეს სცენის კუთხეში ჩერდება და წერას აგრძელებს.)
დათო. ტვინში მიტენიან აბრაკადაბრას და სხეულში წვეთობით ბალზამს სანატრელოს, ვერაფრით 
ვიჯერებ მე ამ მარაზმს და მივცურავ დინების საწინააღმდეგოდ. 
დამღალა ცხოვრებამ უსულოდ უნიჭომ,
ვგრძნობ სულის სიმძიმეს, ვეღარ ვწევ, ვერ ვათრევ, 
ღმერთო ძალა მომეც, ღმერთო დამიფარე,
ღმერთო მომიყვანე, შენთან ან შენამდე!   
                            
არ მინდა ცურვა დინების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაიძულებენ და  მივცურავ, მივფრინავ, მივდი-ვარ, მივღოღავ, მივფორთხავ, მივჩანჩალებ... სად? ბო…თლის შვილი ვიყო თუ ვიცოდე. ჩემი დედა მო…მეფეროს თავზე და ჩემი მამას შე…ვეხიდე არყის განადგურებაში, მაგრამ მივდივარ. რეიზა? იმიზა რომე, კითხვა-წერის უცოდინარი, უგუნური და უვიცი, უსვინდისო და უსაშველო, გოუთა-ვებელ-დოუმთავრებელი მედიის პროპაგანდონირებულ-გლობალური გარყვნა-გახრწნა-დეგრადი-რება-ზნედაცემულობის, ანუ კახურად, გამორაღაცეების ეპოქაში სიცოცხლე თუ გინდა, უნდა კრი-ფო დაუკრეფავში, მოუთიბავში, მოუხნავში და დოუთესავში. უვაზელინოდ და გამოუძრომლად შეძვრე სადმე, გაძვრე ნემსის ყუნწში, აღიარო მაწონი ნესვად და გამოაცხადო ლობიო ჩურჩხელად. კაი დედ-მამის შვილი ხარ, გაბედე და თქვი, რომ წვიმა არ შრება და თოვლი არ არის მწვანე. ო, და-და-და-და! დახვრეტით ჩამოგახრჩობენ საზეიმო ვითარებაში, მწყობრის წინ გილიოტინით წაგაც-ლიან თავს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მაღალი ძაბვის (2202/3W) სავარძელში შეგაზან-ზარონებენ, ვირზე უკუღმა შესმულს გატარებენ უდაბნოში და ცოცხალი თუ გადარჩი, რა იცი რა ხდება? იქნებ პროფესორ ნიკოკრატე გალავინსკელის მარადიულობის ელექსირით ხარ გაზრდილი და არ კვდები? კინგ-კონგსულტაციების შედეგად მაიფიქრებენ, როგორ აგაორთქლონ და გაგაქრონ, აღგგავონ პირისაგან მიწისა და ცხვირისაგან ცისა. სრულად აქვთ ათვისებულ-გათვალისწინებული ბუჰენვალდის, ოსვენციმის, მაუტჰაუზენის, დაჰაუს და სხვა შემოქმედებითი კანტორების  მუშაო-ბის ინოვაციურ-კრეატიული მეთოდები და ადამიანთნადგურების მრავალფეროვანი არსენალი გა-აჩნიათ. მაგითი სჭამენ პურსა და ინახამენ ოჯახებსა მააშ?!. ეგ ერთადერთი ხელობაა, რომელიც სრულყოფილად იციან, თორემ სხვა არაფრის ცოდნით უსკდებათ თავი. არ გახახუნებიან წიგნის კარადას, ბიბლიოთეკის, სკოლის, აკადემიის, უნივერსიტეტის კედლებს. წარმოდგენა არ აქვთ როგორი კერძი და რა სასმელია წიგნი, მოხარშული იჭმევა თუ შემწვარი ისმევა? რა ქნან კაცო, მა-ყუთის სიმძიმემ ინტელექტის სიმსუბუქე გადაწონა და არ იმძიმბენ თავსა და ტანსა ინტელექტი-თა. ამდენ სიმძიმეს როგორა ჰზიდამენ ოოო, ვირები ხო არ არიან მამაძალი? ინტელექტი რა თავის

12
ყველაყისად უნდათ, რა ხეირი მაგისგანა ჰა? დედა მოუა ოოო. ეგ თქვენი რაღაცა ინტელექტია თუ რიყის კოჭი, დოლ-გარმონზე სათამაშო, საშობაო ქათამი თუ სააღდგომო შავი გოჭი, რა ხეირის მამტანია, ჰა? ეგ თქვენი სწავლაო, განათლებაო, ზრდილობაო, კიდე რაღაცა საშინელებებს რო მა-იფიქრებთ და იტყვით ხომე კაცო, არ გეზარებათ ამდენის დამახსოვრება და ტარტაროზება? ჰო, ცივილურობაო, ეს  ცხელურულობა რაღა დარდუბალაა ჰა? როგორიღაა ჰა? რით ვერ გაიგე ბალღო რომა, ეგ თქვენი ტარაბუები უსარგებლო, ვადაგასული და გადასაგდებ-გადასაყრელი ,,ვეშებია",29 და უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც სასჯელთა შეკრებადობის პრინციპობით და ერთობლი-ობის  გათვალისწინებით უვადო და სამუდამო უმუშევრობა-უსაქმურობით ისჯება... ჰოდა, ეს უმ-ძიმესი დანაშაულები მაქვს ჩადენილი უნდა გავიქცე, სანამ დროა, სანამ გული გულობს, მოვასწრო ათესვა, გავიძურწო, გავშპე, თორემ თუ ჩამავლეს ვავა ჩქიმ ცოდვა!  მერე ნახეთ ვაი-ვიში ჩემს და ვუი-ვოი-ვო თქვენს პატრონებს, აგრესიული და პირველყოფილი სამართლის კოდექსის მრავალ-მუხლობრივი ბრალდებებით... წასვლამდე და წასვლის წინ ჩამოვსხდეთ ღვინის სამშობლოს დე-დაქალაქის - თელავის მრავალსაუკუნოვანი ჭადრის ჩეროში, მრავალტანჯული საბრიყველოს (გი-ურჯისთანის New ნაზვანიე)30 მოსაყლეობავ (ასო ყ-ანი ასო ხ-ანში არ შამშლია), ვხიოთ ,,ნა ტრო-იხ"31 ყელამდე და ყურ-ცხვირ-პირამდე ავსებულ-გავსებულ-გაპილპილებულ-გასისინებული ,,მა-ლენკოვსკით",32 მშობლიურზე უფრო მშობლიური, დედის რძეზე უფრო ტკბილად და გემრიელად შასარგები, ვაზის ერთნახადი ცრემლები, ,,ზაკუსკად"33 ერთი ღერი შეკეთებული ან ,,ფაბრიჩნი პა-პიროზი" მივაყოლოთ  შესაძლებლობის ფარგლებში და მესამე ნახ.ლიტრას რომ ჩავიხუტებთ, პაპი-როზის კოლოფიც ჩაიცლება, ენაც მოქავებული გვექნება, კეფაც მოფხანილი, პარკუჭებიც, წინაგუ-ლებიც, ხელ-ფეხისგულებიც მოოხებული, საზამთროს და ნესვის გულებიც შეხრამუნებული ან გა-ოხრებული, ჩვენი გაქცევა-დაქცევა-წაქცევის და ღვინიასავით გადაჩეხვის ,,პრიჩინებიც გაიასნებუ-ლები" და თუ არავინ არსად მიგვიღო, უფალს ვეყოლებით მიღებულები.

  სცენა ნათდება. სცენის სიღრმეში დგას დივანი, რომლის წინ, გრძელ, გაშლილ ტაბლაზე არყით სავსე გრაფინია და საუზმეა გაწყობილი. დათო დივანთან მიდის, არაყს ჭიქაში ასხამს. რეკავს სცე-ნის მარჯვენა მხარეს მდგარი ჯიხურიდან ტელეფონი.

ხმა რეპროდუქტორიდან. რეკავს მინდია.
დათო. ვახ, სიკვდილს არ დაგაცდის მშვიდად და მარტოობაში ეს ბემურაზ-მუდრეგ-შაიტან-ტარ-ტაროზი ესა, ტო! (მიდის ჯიხურთან და ყურმილს იღებს). ჰაჯან?
ხმა რეპროდუქტორიდან. სახლში ხარ?
დათო. ბა, ვონც?! ამოდი-ამოიარე-შამოიარე. წამოდი ერთად ვიაროთ.
ხმა რეპროდუქტორიდან. ნიტა?
დათო. ძინამს და მინამ გაიღვიძებს და დაიწყება ანტიალკოჰოლური ბურბურ-დერდერ-ნაფნაფ-ნუფნუფ-ნიფნიფ-იფიფ მაშინა, ამო.
ხმა რეპროდუქტორიდან. რა წამოვიღო?
დათო. ,,კაკ ვსეგდა"34 ჯანა. მშობლიურზე უფრო მშობლიური, მაროს ნახ.ლიტრა მიხოს ვენახები-დან, ფსევდოშებოლილი თევზი გოლუაფიროსგან, ორი საგზური ბიჭვინთაში, ტყვია შუბლში, ჯავშანი მთაწმინდის პანთეონში, დანარჩენი გემოვნებისა და შეხედულებისამებრ.

ყურმილს კიდებს და ავანსცენაზე გამოდის.

დათო. მინდიას მოსვლამდე ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ არ გავჭიმო, არ დაგღალოთ, არ გაგბურ-ღოთ და არ დაგამძიმოთ უთავბოლოდ. დიდება უფალო შენდა, მადლობა ყველაფრისათვის და არარას გთხოვ, ერთს გევედრები: აპოკალიფსისამდე, ექვსიდან ცხრამდე, დამიფარე იდიოტებისგან და საქმიან-მენტორული ფიზიონომიის მქონე, უსაქმურად ფუნქციური და ფუნქციურად უსაქმუ-რი ჩინოვნიკებისგან. პრინციპში ერთი ხაში და ხაშლამაა არა? (ჭიქას დივანთან კედელზე ჩამოკი-დებულ სარკეს უჭახუნებს და სვამს. ნაფაზს ურტყამს და ბოლს რგოლებად უშვებს პირიდან.) 

13
ხედავთ? სადარდელი ბოლთან ერთად გამოვუშვი გონებიდან. საფიქრალი? საფიქრალი ვერა. არ მიდის არსად ეს აშაღლარ-დაღლარა ესა. სად წავა, როცა მშვენივრად დაიბუდა XX საუკუნის ბოლოდან, ,,ბოლეე ტოჩნად",35 ბნელი და ტკბილი 90-იანებიდან.  ,,იმ ჰამბების პოსლე", Hომო Pროვინციეს-ის უსასრულოდ გოუთავებელმა და დოუმთავრებელმა, მრავალფეროვანმა და ნაირ-გვაროვანმა, სხვადასხვა ჯუროვანმა და მავნებელსურვილოვანმა ავაზაკთა კლანებმა და კლონებმა, არაბ-თურქ-სპარს-პროვინცო დამპყრობელ-ამაოხრებელ-მანადგურებელ-სისხლისმსმელებით რომ აავსეს თფილისი. არა მახვილითა და ძალითა, ბარბაროსთა ურჯულოთა, არამედ ნებითა და სურ-ვილითა თვისითა, პოლიტიკურითა, ეკონომიკურითა, გეოგრაფიულ-ჰისტორიულითა, კულტუ-რულ-სპორტულ-დემოგრაფიულ-მეგობრულ-ამხანაგურ-ძმაკაცურ-დაქალურ-მეზობლურ-ნათესა-ურ ნეპოტურ-ლატენტურ-ჰიპოთეტიკურ, კორუმპირებულ-პროვინციულითა, სტუმარ-მასპინძ-ლურითა ფრიად ქართულითა, ყვეროვნულითა და უზომოდ ჯიგრულითა… დაგემართოთ ტვინის ყინვა ივნისში, დუბაი-თეირან-სტამბოლ-ჭორტრედიად ვინც აქციეთ თფილისი!

კარზე ზარია (ევროპის ჰიმნის პირველი აკორდები). დათო აღებს და მინდია შემოდის.

ხმა რეპროდუქტორიდან. პატივცემულო და ძვირფასო პუბლიკავ თქვენს წინაშეა მისი უმაჩოესობა და უნიჭიერსობა ბატონი მინდია.
დათო. ბემურაზ-მუდრეგ-შაიტან-ტარტაროზიც მოსულა და მჟავე-ცხარე-მწარე-რუმე-რამე სასუს-ნავ-სახრავიც მოუტანია. აი, ნიტა რომ გაიღვიძებს, წუხანდელ ალკოშტურმ-შეტევა-თავდასხმა-
ოკუპაციაზე გაბრაზიანებული, მერე ნახე წიწაკის სიმჟავე და აჯიკის სიცხარე. ჰოდა ნიტას გა-ღვიძებამდე და ჩვენი გონების დაძინებამდე, დაბინდვა-დაკარგვამდე, მოვასწროთ დასხმა და ჩასხმა, სითხის ღვთიურის და ღვთაებრივის, მეგობარო და ძმაო ჩემო, ძმაზე უტკბესო და უძვირ-ფასესო, სამშობლოსავით მრავალტანჯულო, უგონო ვადაში ,,ნესპრავედლივი სროკზე"36 , უგუნუ-
რების ტყვეობაში, საპყრობილესა შინა უსამართლოდ, მრავალჟამს მდებარეო და გუშინ ,,გამოსვა-ბოდებულო",37 ცუდო, ახალო ბიჭო! დავლიოთ, შენსავით უსამართლოდ ჩაგრული, ხშირად წამე-ბული, მრავლისმნახველი და ამსახველი, მრავალნახადი ჭირგადახდილის და მოუხდელის სამ-შობლოისა ჩუენისა ქართვლისა. ოდესღაც ძლევამოსილისა, ამჟამად პროვინციალიზმის ტყვეო-ბაში და მონობაში მყოფილისა, უგუნურებისა, უვიცობისა, უსულგულობისა, უჯიგრობისა და უს-ვინდისობისა გადამთიელთა და გაღმაწყლიელთა, დამპყრობთა მისთა, ასულთა, ძეთა და შუ-ილთა თუისთა. სატრფოსა და მეგობართაგან მიტოვებულისა. სიყვარულისა ბევრის მნახველ-მფრქვეველისა, ამჟამად ქვეყნისა გასაშტერებლისა, დასაბრიყვებლისა, სულიერ-გონებრივ-ზნეობ-რივ-ქონებრივ-სიცარიელეში იძულებით თავსებადულისა, ოდესღაც მხვნელისა და მთესველისა, დღეს, სადღაც გაურკვევლობაში ათესილისა და შეთესილისა, საყოველთაოდ ტრეპანირებულ-ქაქ-ცინირებულისა, დესექსუალურისა, ფრიად მიჯირყვნულ-იმპოტენტირიბულისა და სიყვარულის უარმყოფისა. დაგღალა მსოფლიომ შენზე ზრუნვით და სიყვარულით? ცვრიან ბალახზე იპოვნე თუ ვერა მამული? იპოვნე ადგილი, სადაც გროვდება მსოფლიოს ჭირის მთელი ყურადღება? უხარისხო და ვადაგასული სადაც საღდება, რასაც არ უნდა კონრაქტ-ზედნადება და არც აღებ-მიცემობის აქ-ტი სჭირდება. მთავარია ის მისცე რაც უნდათ და საჭიროა, ან თვითონ მოგცემენ, რომ შენ აიღო. ყურადღება! სწორდი! სმენა! გიურჯ-გრუზინ-გეორგიანნო, მოემზადეთ მიირთვათ თქვენისა და სხვისა ყველაყისა!  ყურადღება! ვადაგასული  საღდება და ასაღებს მას გიურჯეთი, გასაღებ-,,გატა-ვარების",38 ყველას და ყველაფრის გატარება-შემოშვების დედა, მამა, სიდედრ-სიმამრ-დედ-მამამ-თილი, დაუპყრობლად დაპყრობილი! მთელი მსოფლიოს უხარისხო და ვადაგასული პროდუხტის გამსაღებელო, Turkish fruit-vegetebales39-ით გამოკვებილო, ,,Русская водка-пиво-თი"40 გამსკდარო, ჰაესტანური ,,კანიაკით" ,,პახმელიაზე“42 ვერგამოსულო, აზიატსკი ტრუხა პლანით ჩაბულბულა-ტორებულო და მიმანაგუებულო, ყველა ჯანდაბა-დარდუბალ-დარდუზნა-ოღრაშს შეგუებულო,  ჰაზერული საწვავით უძრავად მოძრავო, ტრაკიციების მონავ და არატრადიციულად დოუთესავ-მოუხნავო, მონობის ვნებითა და სურვილით აღძრულო, შეპყრობილო და არაპროგრესირებადო, 
ცხოვრებით დაღლი-ლო და გადაღლილო, უპერსპექტივო, სხვადასხვანაირო, სიძულვილის და

14
განადგურების, კაცდაგან გაქცევის და ქალად არ ქცევის, სიკეთე-სიყვარულის მანადგურებულო და მოძულეო, შენს დაღლას გაუმარჯოს, ჩემო ძვირფასო, მსმენელო, მაყურებელო, დამყლევებელო და დაყლევებულო!
მინდია. როგორ არ გეზარება ამდენი ,,ბალამუტი პახმელიაზე"?43  რაკი არ გეზარება და გეარისტო-ტეელ-გეპლატონ-გეკანტ-გენიცშეება, მაშ მითხარი, ვინ ვართ ჩვენ, მზის ქვეშეთში ჩემთან ერთად მოწანწალე და მოხეტიალე მეგობარო?  ვინ ვართ, რანი ვართ, საიდან მოვედით, სად ვართ, ან საით და რატომ მივდივართ? ვისისტები ვართ ან რისისტები? არავისტები? არაფრისტები? დამკიდისტე-ბი? ნიჰილისტები? კონფორმისტები თუ კომფორტისტები? ან იქნებ სულაც ატმის კომპოტისტები და კაკლის მურაბისტები? ონანისტები? ბაკალავრები თუ მაგისტრები? დოხტურები თუ პრაფესო-რები? ჩვენც ვიწერდით პირჯვარს ქუჩაში, ფეხით ან ტრანსპორტით ეკლესიასთან გავლისას, მგზავრთა და ქვეითთა გულის გასახეთქად, ნახე შენზე მეტი მორწმუნე ვარო? ჩვენც ვმარ-ხულობდით სამარხვო კარაქით და სამარხვო ხაშლამით? სხვებივით ვიქმნდით მიწიერ სამოთხეში და ზეციურ ნეტარებაში ცხოვრების ილუზიას და ჰალუცინაციას? მოსაყლეობის (როგორც მას უწო-დებ) უმრავლესობასავით, ხომ არ ვაყალბებდით არჩევნების შედეგებს 20, 25, 30, ან უფრო მეტ-ნაკ-ლებ ვერცხლად, ოქროდ, ბრინჯაოდ, ბრინჯად, კარტოფილად და პომიდორ-კიტრად ანდა პლატი-ნად ან რამე სხვა ლითონად, რკინად, ტვინ-თვალ-ყელ-ყურ-ცხვირის ბურღვად და თხრილად? ენის მოჭრად და ვენის გადაჭრად, ძარღვის გაწყვეტის და არა მარტო ხელის, ფეხის ძარღვების, შუბლის, სინდისის, თავზე დაწყვეტის და ხელაღების, მერე იმ თავის ბუნკერში გადაგდების სად-ღაც ჩაგდების და დამთავრების? მითხარი, ვინ ვართ მეგობარო, ლომები თუ მატლები, გულებში რა გვაქვს მადლი თუ ღვარძლი? ვინ ვარ  მე ან  შენ ვინ ხარ? გამყიდველი ხარ სინდისის-ნამუსის, თუ მყიდველი ხარ სიკეთის და სიყვარულის? ვინ ვართ? სინდისის პატიმრები თუ უსვინდისობის მსხვერპლნი? გადამგდებნი თუ გადაგდებულნი? ვინ ვართ? მაყუთზე გაცოფებულნი, თუ სიმდიდრეზე გადარეულნი? კანონმორჩილნი მძღოლი საწყალნი თუ ზომბიციელნი, ,,ოლვეიზ" მართალნი? მონსტრიტორინგის ქოცტროლიორნი თუ მგზავრი უბილეთო, წითელზე გამსვლელი და სხვაგან წამსვლელი? არ გეჩქარებოდა ბალღო და მაინც გახველი, წესი გაქვს  ასეთი, იმიზა რო-მე, შენ ხარ ქართველი და მაშასადამე აი ყოლიფერი გიზის ძვალ-რბილში, სისხლში და ხორცში, თირკმელში, ღვიძლში, ფილტვში და ტვინში. ჰოდა არღვიე, ვიდრე გაგივა, ვიდრე მოპედი ქუჩაში გაგიტანს, ზეცაში აგიყვანს, სკუტერი ზღვაში მოგკლავს, ბურანი თოვლში. არღვიე, არავინ, არსად არაფერს, ვერავინ ვერსად ვერაფერს მოგჭამს, ვინ უნდა მოგჭამოს ან რა უნდა მოგჭამოს ჯიგარ, როცა აღარ გაქვს აღარაფერი მოსაჭმელი და მოსასმელი. ამიტომ არღვიე, ვიდრე გაქვს ტრაკი და ხოში! ვინც არ უნდა იყო, დიდი თუ პატარა არღვიე თქვე ჩემა, წესრიგმა დაგვღალა. ვინც არ უნდა იყო ეგ დაიკიდე, გამყიდველი, მძღოლი, მიმტანი, დამლაგებელი, დისტრიბუტორი თუ ტრაქტო-რი, კომბაინი, ბულდოზერი, ტანკი, თვითმფრინავი. არღვიე და იმუშავე იმ დარღვევთ გამო, გამ-ჭვირვალე კანტორის მიერ გამოწერილი ჯარიმების გადასახდელად, გაუჩერებლად, გაუთავებ-ლად. იმუშავე დღე-ღამეში 25 საათი, თვეში 32 დღე და იოცნებე, რომ ნაკლები საქმე გქონდეს! დიახ, მეგობარო, ჩემსავით, შენსავით, ნიტასავით და შენ წარმოიდგინე დედიჩემისა მანანასავით, სრულიად ჰავლაბარი, სამგორი, ისანი, მთაწმინდა, ვერა, ხარფუხ-ორთაჭალა-მეიდან-კლორთაღი, რიყე, სოლოლაკი, ყველა მასივი და ,,იასნია" გლდანი, ვარდისუბანი, ახალსოფელი, ყიზილაჯლო, იორმუღანლო, ტაშტიკულარი ,,ი დაჟე" ბანძა-კოკი-ჭორვილა და დაუჯერებელია მაგრამ სამტრე-დიაც, ოცნებობს, რომ ჰქონდეს ნაკლები საქმე, ავად რომ არსად არავინ გახდეს, არ ჩაიდინონ დანა-შაული, არსად არასდროს გაჩნდეს ხანძარი, ვირუსებმა რომ დაგვცენ თავზარი. აზრზე ხარ დათო-ჯან რა კაი პონტია ვირუსს ტორტში როცა იპოვნიან? ,,სრაზუ" დაიწყება ცხოვრება ,,საკაიფო, დაბოლილი და მთვრალი დვიჟენია, დადგება სპრავედლივი პალაჟენია, მოიხოდება ისევ ბანდები,“43 მოვწევთ, დავყნოსავთ, ,,ხიმიას“ კი არა, სუფთას გავიკეთებთ და დავწყნარდებით. ვიქ-ნებით მშვიდად და ხავერდოვნად, კაიფი საოცნებო, ზღაპრულად მოვა. შავ-თეთრი ცხოვრება გა-ფერადდება, გეორგია პროგრესულად განვითარდება, კატოს და ტატოს კარს გაუღებს ნატო, გულ-ღიად უმასპინძლებს ყველა კავშირი, წითელ ხალიჩაზე გაშლილი სუფრით, ორკესტრით, თავ-ფეხ-ხელგაშლილი. ბორშჩით, პელემენით, პიცით და სუშით, მსოფლიო ჩაგვიხუტებს და ჩაგვიკრავს გულში. გვატარებს ხელისგულზე, კრედიტებს გაგვინულებს, გვაჩუქებს კუნძულებს, ვილებს აგვი-

15
აგვიშენებს, შვილებს და წამალს ერთად გაგვიკეთებს. არ დამთავრდება უსასრულო სიკეთე მათი, გვექნება ბევრი სიტკბო და თაფლი. ზღაპრულად ვიცხოვრებთ სამოთხის პანსიონში, უვიზოდ ვივ-ლით ქუთაისში და ხონში, მრავლობით რიცხვში, უხსოვარ დროში, ბევრი გვექნება ბარათზე გრო-ში, გასაჯდომების თავიც და ხოშიც. დაგვინიშნავენ პენსიას ზღაპრულს, ართქმულს, არსმენილს და არსად ნახულს. ყველა ამ სიკეთეს ტანგენსს, კოტრაკენსს, სინუსებით და კოსინუსებით დაა-გვირგვინებს ყოველდღიური, გიფტ-პრეზენტები და ბონუსები. ვიდრე ეს ,,დვიჟენია ბარხატნი“44 მოვა, ვიდრე დაგვტორავს და შეგვსანსლავს ვოვა, წავიდეთ, ორკესტრის ორმოში ჩავიდეთ, ვუდი-რიჟოროთ ორკესტრს მოწოდებით, არ არის პრობლემა არცოდნა ნოტების, ზეთის საღებავით ვხატოთ გრაფიკულად, ეროვნულ-ქართულ-პატრიოტულად, ზნაჩიტ - ჯიგრულად! ქართველებო, დავიღალე თქვენს ყოფიერ ჯოჯოხეთში, თქვენ თუ გინდათ, მე არ მინდა ცხოვრება თქვენს ექსკრე-მენტში. ჰოდა წავიდეთ ახპერჯან, შევხვდეთ ელექტორატს, ვიაროთ კარდაკარ, დაპირებები ვარი-გოთ გზადაგზა, გავზარდოთ ხელფასები და პენსიები, გავანულოთ კრედიტები, გავაუქმოთ გადა-სახადები და როცა რჩეულთ სავარძლებში მოვთავსდებით, ნათქვამი კოშმარული სიზმარივით და-ვივიწყოთ, ქვეყანა და ხალხი ერთად დავიკიდოთ. ამა ქმედების  სასიკეთოს ჩადენამდე, ვიდრე ეს სანეტარო და საოცნებო ,,გაიჩითება პალაჟენია", მანამდე გვჭირდება სხვა ,,დვიჟენია"! წავიდეთ სადმე, გავექცეთ როგორმე, სახლების დანგრევას, გაყიდვას, წართმევას, გაქირავებას, დაგირავებას, იპოთეკას და ბაითის ახევას. გადვურჩეთ იქნებ ამ ექსპროპრიაციას, აზრზე თუ მოვიდა და არ მო-კვდა ნაცია, მაყუთი იქნება მაიგოს  ჩვენმა ობლიგნაციამ. ვიცი რომ გკიდია, მაგრამ მაინც გეტყვი რა ხდება, გეტყვი  ყველაფერს, არ დაგიმალავ და გეტყვი შენმა მზემ, სტრანნი რამეები რატომ იწ-ყება. ამ ,,პალაჟენიაზე" მეოცნებე და ,,ოჩერედში" ჩამდგარი ნაროდი, ,,ოტ ბეზდელია",45 ლივლი-ვებს, ჰცურამს, ჰყვინთამს და ჰხტუნამს ჰოცნებების ღრუბლებში  და ამ ყველაფრის მოლოდინში, მაშველები დომინოს თამაშს იწყებენ, ექიმებ-ექთნები ვიზაჟ-მაკიაჟობენ, ზომბიციელები ნივთ-მტკიცებად აღიარებულ, ნაკურთხი წამლის ჩხერით ან კოკაინის ყნოსვით კირკაჟობენ და ,,ვსია გრუზია" ოცნებ-მეჩტაობს რევოლუციებზე, სტიქიურ უბედურებებზე, საგანგებო მდგომარეობებ-ზე, პანდემიებზე, გრანტებზე, ტრანშებზე, ჰუმანიტარულ დახმარებებზე, უფასო ვაქცინებზე, რაც მისი პანაცეა და კათარზისია. სწორედ ამიზა გოუმარჯოს, წყალდიდობას, სეტყვას, ქარიშხალს, გრიგალს, მეხს, ვულკანს, ციკლონს, ტაიფუნს, ცუნამის, ქათმის გრიპს, ღორის ბრონქიტს, ძროხის კოლიტს, ჰინდაურის ჰიპერდიციტს, ღვთის რისხვას და ყველა სხვა უბედურებას, რომელთა გა-მოც, მთავრობას არჩევნებამდე გავახსენდებით, ჩვენსკენ გამოიხედავს, დაგვინახავს, შემოგვხედავს და მოგვხედავს, შაგვინახავს, სახლებში ჩაგვკეტავს, ჰაერს ჩაგვიკეტავს, ყველაფრით უზრუნველ-გვყოფს და ისე იზრუნებს ჩვენზე, როგორც აროდეს, არვის, არავისზე, არსად არ უზრუნია. გოუ-მარჯოს ჩვენს ყველაზე უმთავრობოეს თავრობას ეროპაში, აპა რავა?!!?...  

სვამენ და მღერიან. სიმღერის დროს სცენაზე თვალების ფშვნეტით შემოდის ნიტა.                                          
                                               
მასვი, მაჭამე, მალხინე,
მატყნაურე და მაძინე,
თუ მეტი რამე მოგთხოვო,
სულ დედის ტრაკი მაგინე! 

ხმა რეპროდუქტორიდან. პატივცემულო და ძვირფასო პუბლიკავ, ულამაზესი, უმშვენიერესი, უნიჭიერესი, უჰაეროვნესი ქალბატონი ნიტა ჩხეიძე! 
ნიტა.ზის XXI საუკუნის ორი უფხიზლესი, გენიოს-ფილოსოფოს-უსაქმუროსი და ქართული ფოლ-კლორით აკომპანირებული აბსურდული ანალიტიკით, დილის გემრიელ და მშვიდ ძილს უფრთ-ხობს მშრომელ და პატიოსან საზოგადოებას. მოგწონთ თქვენი საქციელი ყმაწვილებო?
დათო. ჩემო გედო, ჩემო მტრედო, რაღაც მინდა გაგიბედო, არ დაიწყო დილაადრიან, რომ ,,დლია ნას ვრედნო ეტო, ტო ესტ"46 ანტიალკოჰოლური ტრეპანაცია.
ნიტა. არც მიფიქრია, ძვირფასო. რამდენიც არ უნდა ვიჭიკჭიკო, სმას მაინც არ მოეშვები და ამი-ტომ დამისხი ერთად დავლიოთ. დღეგამოშვებით რომ მაყურებინებ როგორია მთვრალი ქმარი, ამ-ჯერზე მე გაჩვენებ, როგორია მთვრალი ცოლი და რომელი უფრო ნიჭიერი და ძლიერი და აუტანელია, მინდიამ განსაჯოს. 

ჭიქას უდგამს დათოს წინ, დათო უსხამს.

მინდია. (ჩაახველებს თითქოს ლუკმა გადასცდაო). აი საღოლ დათო-ჯან! ცოლის მორჯულება-მო-თვინიერება-მოჭკვიანება-გათანამებრძოლება ასეთი უნდა!
ნიტა. მოჭკვიანება-მოთვინიერებას, მესამე ჭიქის მერე განახებთ, ყმაწვილებო. როგორც იცით პირ-ველი ე.წ. სადღეგრძელოს თქმა - გამარჯობა ლოთებო, დილა მშვიდობისა! (დალევას აპირებს და-თო ხელით აჩერებს). 
დათო. ჯერ შეიცადე, ვიდრე მიირთმევ, მათქმევინე ორიოდ სიტყვა! შენს აქ მოსვლას გაუმარჯოს გაზაფხულის ნიავო, ,,იზვინი" შენი ქმრის თავში პეპელები რომ ჰქრიანო.
მინდია. პირდაპირ გულში, სულში და გონებაში გაარტყამს, ისეთს იტყვის ხოლმე ეს შაიტანი, მაგ-რამ მაინც, ნიტა-ჯან ეს ქუს ცავატანემ ერთი შაიძლება მეც გითხრამ?
ნიტა. ბრძანეთ.

მინდია ფეხზე დგება. არაყს ფიალაში ასხამს, ცეცხლს უკიდებს. იჩოქებს და ლექსს უკითხავს ნიტას.

მინდია ფეხზე დგება. არაყს ფიალაში ასხამს, ცეცხლს უკიდებს. იჩოქებს და ლექსს უკითხავს ნიტას.

მინდია.                                               ნეტავ ვიქცე კრიალოსნად,
ბროლის თათებითა მთვლიდე,
ანუ ცოცხი გავმხდარიყავ,
შენი ფეხის მტვერსა ვგვიდე!
ნეტა მოხდეს, ჩემი თავი
შენი თითის ბეჭდად იყოს,
თითზე იმგვარად მოგეკრა,
ვეღარავინ გამომიღოს!
                                                              ბედნიერი ვიქნებოდი,
მე რომ კოვზად ვწერებიყავ
                                                              და შენსა ლამაზ თითებსა
სადილის დროს ვჭერებიყავ!
                                                              ანუ ვიყვე რამე ნივთი
                                                               შენა გყავდე წასაღებად,
                                     შენს ჯიბეში მდგმურად ვიყო,
                                     შენი სახლის გასაღებად! 47

ნიტა სვამს. ამ დროს მინდია გიტარას იღებს, დათო ვიოლინოს, უკრავენ და მღერიან.

                                       შვიდმაისში მოსული
თვალჟუჟუნა წვიმა ხარ,
სილამაზით მოცული,
ყველა ქალზე წინა ხარ!
რა კარგი ხარ რა კარგი!
კოხტა, ცელქი, მჩქეფარე,
როცა მოვკვდე გეთაყვა,
ძეგლად გადამეფარე.
რაც ნაზი და მწველია,
შენს სულში ჩაისახა,
ბევრზე ბევრი წელია,
ოცდახუთი წლისა ხარ. 

რა კარგი ხარ რა კარგი!  
კოხტა, ცელქი, მჩქეფარე,
როცა მოვკვდე გეთაყვა,
ძეგლად გადამეფარე.
მინდა ცისკრის ციმციმზე
შენ ერთს გიძღვნა თაყვანი
და დავლოცო ქართლის მზე -
ლამაზების აკვანი.
რა კარგი ხარ რა კარგი!
შუშპარა და მჩქეფარე,
როცა მოვკვდე გეთაყვა,
ძეგლად გადამეფარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი