ცოდვილი ალერსი


ოთახს მყუდროსა და ცოდვილს
სანთლის ანათებდა ალი,
ზურგზე ხელს მისვამდა ვნებით
ცოდვილი ალერსით მთვრალი.
ძუძუზე მოვკიდე ხელი,
ტუჩებს დავეწაფე ხარბად,
უცხო, ცოდვიან ლოგინში
ცოდვილი ალერსი მწვავდა.
გარეთ მოდიოდა წვიმა
და ქუჩებს ანგრევდა ქარი
 კედელზე ნაყში ეკიდა
ჩარჩოს გასჩენოდა ბზარი.
თვალი ჩავუკარი სურათს
ძმაო მაცდურია ქალი,
მიბრიალებდა თვალებს 
თავზე რქებდადგმული ქმარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი