სიყვარულის გარდაცვალება


როს შეიცვლება ფერი ფოთლების
დადგება ჟამი ტანჯვა-წამების,
ჩამოკრავს ზარი გრძნობების გლოვის 
და სიყვარულის გარდაცვალების.
წამოვა წვიმა დაუსრულებლად,
და დიდხანს, დიდხანს იქნება ასე,
გამოფატრული და ცარიელი
სული გრძნობების გლოვით აგავსებს.
როცა საშინლად დაგღლის სურვილი
საკუთარ თავის ძებნის და პოვნის,
დაგიმორჩილებს მწარე დუმილი 
და უხვი ფრქვევა გრძნობების გლოვის.
და როცა ცაზე მზე არ ამოვა,
აღარ მოხდება ფერიცვალება,
ისევ იქნება გრძნობების გლოვადა სიყვარულის გარდაცვალება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი