სიძესიდედრიანი


მინდა დაგთხარო თვალები,
მსურს მოგაჭამო ყური,
მინდა გაგიპო ნაჯახით
კუჭ-ნაწლავი და გული.
მსურს ამოგივსო ფილტვები
ჭუჭყით, ნაგავით, მტვერით, 
საძილე არტერია
გაგიჭრა სამართებელით. 
მსურს თირკმელებში გირტყა
წერაქვი ანდა თოხი,
კისერზე ჯაჭვშებმული 
გახოხიალო ოთხით.
მსურს ჩაგიმტვრიო ხერხემლისოცდათოთხმეტი მალა,
მინდა დაგთხარო თვალები,
აგხადო თავის ქალა.
და შეგირყიო ტვინი,
გაგთიშო სამუდამოდ 
დაძმარებული ღვინით.
მინდა მოგართვა ფუჟერით კალიუმციანიდი,
რომ დალევ გადაგიხადო
ზღაპრული პანაშვიდი.
მინდა გავშალო ქელეხში
უზარმაზარი სუფრა
და როგორ მეზიზღებოდი
თამადას ყურში ვუთხრა.
თუმც ფიქრი ფიქრად რჩება,მტანჯავს ოცნება მწველი და ნატვრის ასახდენად
ვზივარ შემთხვევას ველი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი