უნიტაზზე ჯდომისას წასაკითხი ლექსი


დღეები-დღეებს, თვეები-თვეებს,
მისდევს არ ჩერდება დრო.
ადამის მოდგმისანი, ევას ჯიშისანიმართავენ ცხოვრების დოღს.
მკვლელობით, მრუშობით, უაზრო ქაქანით, 
სატანას უხდიან ხარკს,
ვერცხლის სიყვარულში, მოყვასის სიძულვილშიეძებენ ცხოვრების აზრს.
ზევიდან, ქვევიდან, მარცხნიდან, მარჯვნიდანვარდები, ქალები და დითირამბები,
გარყვნილი რწმენის და ჩაკლული ოცნების
გადასახადები და შემოსავლები.
მენიუ შეიცავს უამრავ სასუსნავს
აჯიკას, ელარჯს, სულგუნს და ღომს,დღეები-დღეებს, თვეები-თვეებს,
მისდევს არ ჩერდება დრო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი