უკვე
უკვე იმდენჯერ მატკინეს გული თავს რომ არ ვიკლავ სასტიკად მიკვირს,არ მაქვს ღვინის და თამბაქოს ფული იდიოტებთან ცხოვრება მიჭირს. უკვე იმდენი წელი დავკარგე უაზრო საქმის ფუჭი კეთებით, მინდა რომ მტკვარში თავით გადავხტე ჯოჯოხეთური სულისკვეთებით. ჩემზე ისეთი დაყარეს ჭორი, ვისმენ და თმები ყალყზე მიდგება, გაივლის კვირა ერთი ან ორი და ვიცი ესეც დამავიწყდება. ოცდათვრამეტი განვლიე წელი, სევდის, ტკივილის და სიყვარულის თუმცა არასდროს მითქვამს უფლისთვის არც სამდურავი, არც საყვედური...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი