პაციენტის ვედრება
2026 წელს კარცინომის დიაგნოზი დამისვეს დოხტურებმა. საეუთარი ძმასავით მომიარა ქალბატონმა ნინო ვარდიაშვილმა. ეს შენ სამადლობლად ნინიკო. იამაყე!
დამასანქცირა დოხტურმა
აკრძალვით ღვინის, არაყის,
ფხიზელმა უნდა დავწერო
ბახუსის ნატვრის არაკი.
რა დაგიშავე აგეთი,
აქიმო, ლოთმა საწყალმა,
ეგ შენი ფორმა ასი რომ
სულში ჩამასე ლახვარად ?!.
რად ამიკრძალე დოხტურო,
ცეცხვლა არყის და ღვინისა,
ფხიზელი ყარაჩოხელი
ვით ამიტანოს თფილისმა?!.
დარდიმანდს რად დამიშალე
ბახუსთან ურთიერთობა,
რატომ მაშალე ლოთებთან
ჩემი ძმობა და ერთობა?!
ნინოვ, შენს გახარებასა,
გემუდარები მითხარი,
რომ ,,ოტკა"-ღვინის აკრძალვა
,,აშიბკაა" და სიზმარი.
მშრალად ვერ ვცხოვრობ ნინაუ,
დავდივარ ნერვებწაშლილი
მაღირსე ამნისტიაუ
ასულო ვარდიაშვილის.
მითხარი მშრალი ცხოვრება
როდემდე უნდა ვითმინო?!.
ლათინის მცოდნეს მე გითხრა,
Veritas solum in vino!!!!
მითხარ, რად მტანჯავ, ძარღვებში
მწარე ნემსების ჩხვლეტებით,
ან რა დარდუზნად მჭირდება
შენი MRT კვლევები?!.
ნინაუ, არსად, აროდეს
არარასა გთხოვ ჩემს დღეში,
ოღონდ მაღირსე მშვიდობა
ბახუსთან ყოფნის სივრცეში.
03.04.2026.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)