რატომ ვსვამ?


ერთჯერადი პასუხი მრავალჯერადად დასმულ, არაფრისმომცემ, მარად უპასუხო კითხვაზე...

დიახ! ვსვამ, რამეთუ:
1. უგნურმა და უვიცმა Быдло-ებმა განათლება და კეთილშობილება დე ფაქტო დასჯადი გახადეს;
2. საქართველოში მრავალი ჯურის ,,ხაზეინი" ოკუპპანტი ამონებს და ,,აჩმორებს"  ქართველებს;
3. უგნურმა და უვიცმა Быдло-ებმა  მსოფლიოში ერთ დროს,  ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური არქიტექტურის მქონე ლამაზი, კოპწია, კოხტა თფილისი აქციეს ბეტონის სასაფლაოდ და თავიანთი ,,მაყუთის საჭრელ სტანოკად";
4. ქუჩაში გასვლა საშიშია თავისუფლებისთვის და სიცოცხლისთვის;
5. უგნურმა და უვიცმა Быдло-ებმა საქართველოში გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად გაანადგურეს: ადამიანობა, ნიჭი, პროფესიონალიზმი,პატიოსნება, ღირსება და გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად დაამყარეს უგუნერების, უვიცობის, უსინდისობის სასტიკი და სადისტური  დიქტატურა;
6. საქართველო წალეკა და გაანადგურა აგრესიულმა პროვინციალიზზმა;
7. უგნური და უვიცი Быдло-ები ქვეყანაში ქმნიან ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, სიწმინდეების დაცვის სოუსით;
8. თფილისი გაგუდა პროვინციულმა მარაზმმა, თავისი ლაპარიკებით, ,,კასტრულებით, სტოლსაფრებით" და კიდო რაცხებით;
9. ,,რადგან უწმინდეს ხელოვნებას 
       ასობენ ლახვარს,
        რადგან უვიცი და რეგვენი
        ბრძენობს ადვილად,
        რადგან სიმართლე
        სისულელედ ითვლება ახლა,
        რადგან სიკეთე 
        ბოროტების ტყვედ
        ჩავარდნილა" 
                        უილიამ შექსპირი. 66-ე სონეტი;
10. რა საჭიროა ამდენი შფოთი?
      ხომ  წმინდანია ალალი ლოთი?!.
                   რომენ როლანი. კოლა ბრონიონი.
                                              თფილისი. 08.08.26.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი