დინების საწინააღმდეგოდ


კეთილმოქმედნი პირნი და აღმასრულებელ-შემსრულებელნი მათნი:
  ქორო
  ბაია სალამურა 
  გოლდსილვერბრონზერ ფონ ცუკერშტაინი - ავტორ-აღმნუმსხვრველ-გადმომცემელ-მთხრობელ-მწერალ-რეჟისორ-სასწაულმოქმედ-წინასწარმეტყველ-ჯადოქარი, ფრიად ნორჩად მოწიფული, 
მოხუცი ყმაწვილი.
  ბახვა - თოჯინთმარიონეტთუხუცესი, ფრიად კეთილშობილი და ყმაწყვილი კაცი, 40-იოდე წლის.
  გომბეშონი, სხვადასხვაზავრნი, ქეთო და კოტე, ელა და ლუი, ვაი და ვუი და კიდევ ბევრნი, მრა-ვალნი, სხუანნი - ვანო და მარო, გივი და ანი, ჰემზარ-ლამზირა, მაყვალა, მიხო, ტასო და ვასო, სხვა ბევრი ასო, ყველა მთავრობიდამ წამოსულასო, კიდევ სხუანნი, ასაკში მსგავსნი, თოჯინმარიონეტ-ნი ბახვასნი.
 დათო - არტისტი, სულ რაღაც 40-დე მიახლოებული წლის.
 ნიტა - კლასელი და თანამესარეცლე მისი, აგრეთვე აქტრისა, მარად 25 წლის.
 მინდია - კლასელი და მეგობარ-მეზობელ-მეჯვარე ამათი, დავითივით 40-დე წლის.
 მანანა - დედა მინდიასი და სკოლაში ისტორიის მასწი ამათი, იმდენი წლის, რამდენისაც თავად სურს და სთვლის საჭიროდ.
 ერეკლე II - მეფე ქართლ-კახეთისა.
 თავადნი - დავიდ ორბელიანოვი, ქაიხოსრო ჩოლოყაევი, იოანე კონსტანტინოვიჩ ბაგრატიონი, გარსევან ჭავჭავაძე, ელჩნი და დესპანნი სრულძალმქონებელნი მეფისა ერეკლე მეორისა. 
 ეკატირინა II - იმპერატრიცა-ცარიცა ჩრდილო იმპერიისა.
 კნიაზი პაველ პოტემკინი, ელჩი და დესპანი სრულძალმქონებელი მეფისა, იმპერატრიცა-ცარიცი-სა, ჩრდილო იმპერიისა.
 თავადი ილია ჭავჭავაძე.
 ჯუსტანა, კამო, ლავპავბერი - მკვლელნი ილიასი.
 გენერალი გიორგი მაზნიაშვილი - სარდალი საქართველოს ლაშქარისა.
 ვალოდია გოგუაძე - საქართველოს ჯავშნოსანი მატარებლების მეთაური და რკინის გზის კომენ-დანტი.
  თანამებრძოლნი ვალოდიასი, ეკიპაჟი ჯავშნოსანის მატარებლისა.
  თფილის-ქალაქის ყარაჩოხელნი ფრიად მრავალნი, ნიკალა, ნახატნი მისნი და პერსონაჟნი ფი-როსმანისანი, მეარღნენი და პოეტნი მრაუალნი, ურიცხვნი სხუანნი და სხუანნი.
 მასობრივ სცენებში სრულიად ყუელა გალახტიკის მოსაყლეობა.
 მეგობრული რჩევანი და შეგონებანი ქალბატონი აქტრისებისადმი და ბატონი არტისტებისადმი და კიდევ ბევრთა სხვათადმი:
  ეპიზოდების დროს ფრიად სასურველ არს სცენაზედ მაყურებლისგამ მარცხნივ და მარჯვნივ, პი-ესის ტექსტის შესაბამისი მიზანსცენის გათამაშება. ეპოქის შესაბამისი ტრანსპორტის - კარეტა, ფა-ეტონი, ,,პობედა",  ლიმუზინი ,,ჩაიკა"; - ზანზარება, რომლის წინ არტისტები იცეკვებენ პანტომი-მის ილეთებით.
  სცენის მარცხენა მხარეს, პიესის ტექსტის შესაბამისი მიზანსცენა - ტრაკტატზე ხელის მოწერა, წითლების შემოსვლა საქართველოში, დახვრეტები, საბჭოთა აღლუმები, ეპოქის  შესაბამისი მუსი-კალური ფონით.
  ქოროს სიმღერის და მოქმედებების დასაწყისების დროს, დეკორაცია - ანტიკური თეატრის ნან-გრევები.
  ძირითადი დეკორაცია: სცენის მთელ სიგრძეზე, ქართული აგურით ნაშენები, ფრაგმენტულად ბათქაშჩამონგრეული, მთელ სიმაღლეზე ბზარგაჩენილი კედელი ორი ფანჯრით, რომლებიდანაც ქუ-ჩის ხმაური შემოდის. კედლის მარცხენა მხარეს მთელ სიგრძე-სიგანე-სიმაღლეზე პირველ ფან-ჯარამდე წიგნის თაროები ან კარადა. ფანჯრებს შუა კედელზე გაკრული 1918-1921 წლების საქარ-თველოს გერბი, დროშა და რუკა.  მეორე ფანჯრიდან კედლის ბოლომდე ილუსტრაციების კოლაჟი მიხაილ თუმანიშვილის წიგნიდან ,,სანამ რეპეტიცია დაიწყება და ამ კოლაჟზე გაკრული, პიესაში
გამოყენებული ციტატების ავტორთა ფოტოები. სცენის მარჯვენა მხარეს დიაგონალურ-ტრაპეციუ-ლი კედელი, რომელიც მთლიანად დაფარულია ჯორჯე კრსტიჩის ნახატით ,,ადგილი ბაბა-კაი". სცენის მარცხენა მხარეს დიაგონალურ-ტრაპეციული კედელი, რომელზეც კიდია გიტარა, ვიოლი-ნო, საქსოფონი, ელენე ახვლედიანის, ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ოსკარ შმერლინგის რეპროდუქციები. სპექტაკლის მსვლელობისას პიესის შესაბამის ტექსტებზე უკანა კედელს ჭერიდან ჩამოშვებული ზეწარი ეფარება, რომელიც კინოეკრანის ფუნქციას ასრუ-ლებს და რომელზეც პიესის ტექსტის შესაბამისი ვიზუალური მასალა მიდის.
  სცენის კუთხეში დგას გუგულიანი საათი, რომელიც ყოველ XIII წუთზე რეკავს. 
 ტრაკტატის ხელის მოწერაზე მუსიკა ბალალაიკის თანხლებით; ,,ბალშევიკების&ქუოტ; შემოსვლამდე, შემდეგ სიმღერა ,,კოჯრის თავზე&ქუოტ;; ,,ბალშევიკების&ქუოტ; შემოსვლისას ცეკვა ,,Яблочко&ქუოტ; .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი