ნაცთამძლეს სიმღერა
რუსეთიდან ჩემევედი და
მთავრობაში მევედი.
ჩემად ვაქციე ქართველთა
ჰაერი, წყალი, ხმელეთი.
თქვენ სამჯერ გამამათავრობეთ,
აწი სადა ვარ წამსვლელი?!
ისეთი უგნურები ხართ
არ გეშველებათ აფერი.
მეორედ რომ ემირჩიეთ,
მივხთი არა გაქვთ გონია,
დავრწმუნდი ამ ქვეყანაში
ჭკუა არავის გქონიათ!
მე რომ დღეს მთავრობა მქვია,
ხვალ არ მერქმევა გგონიათ?
თქვენს მომავალზე მზრუნველი
ჩემამდე არვინ გყოლიათ!
საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს,
მაი თქვენზეა ნაწერი,
წინა მთავრობის რაც იყო,
ჩემია დღეს ყველაფერი.
გაქრით და გედეიკარგეთ,
არ დემენახოთ თვალითა,
ვისაც არ გჯერათ ქვეყნისთვის,
ჩემი ნაქნარი ღვაწლისა.
არ მენანება მაყუთი
საყიდლად თქვენი სულების,
ყველანი უნდა გაგხადოთ
მონები რუსულ რუბლების!!!!
31.10.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
გასაგებია ,არავის გვევასება საქოცეთი ,მაგრამ უშნო ლექსებიტ ლანძღვა არ უხდება კარგ საქმეს