დინების საწინააღმდეგოდ
ფრაგმენტი პიესიდან ან-ბან-გან-დონები, ჭან-ხან-ჯან-ჰაერს, ვიდრე დაკეტავენ, სუნთქვას აგვიკრძალავენ სახლებში ჩაგვკეტავენ, თავს უფლებას ვაძლევ გითხრათ, რა დარდუბალ-დარდუზნა გვჭირსა?!.. რით და როგორ მოვერიოთ, ქართვლის ხრწნას და გასაჭირსა?!!?... არსებობის დღიდან მათთა, ყოველსა წუთსა და წამთა, ქართველთ სიტყვა-ქმედებანი, ყველგან იმფერია რომე, გონებიდგან გედევიდა ოლიმპო და რომი, აპა რავა?!!?... ქართულო ცაო, ისე მაღლა ხარ და ისე ღრმა ხარ, ქართულო მიწავ, ისე დაბლა ხარ და ისე ყარხარ, რომ შენს გარე-შიგ, ქვეშეთ-ზედეთში, ყველა პლანეტამ ხეირი ნახა... - ჰაი დიარ ფრენდ. - გუდ ივნინგ. - ჰაუ არ იუ? მითხარი, წინა კვირას აგიხდა, გუშინდელი სიზმარი? - ნაუ, აი ემ ცოცხალი ვარ, კიდევ კარგი არ ახდა. - ვაი გოლЪუაფირო, ვოთ იუ სოუ ამისთანა? მეი ბი, შენც ,,მიასუხარე" ჩვენი კარგი ქვეყანა? - არა, მსგავსი არაფერი მე არ ჩამიდენია, ჰოდა ვერ გავარკვიე, ვამაყობ თუ მრცხვენია?!. - ჰოდა, ვიდრე გაარკვევ, ბუზი უფრო სპილოა, კოღო უფრო მგელია, ტურაა თუ მელია, ფორევერ რემემბერ დარლინგ: ეს ქვეყანა, აღარ არის შენია, აღარც ჩემია და აღარც თქვენია! - ეგ კი ვიცი, მაგრამ მაინც, ვერ გავიგე რა ხდება? გაზრდილები გავბაშვდით თუ ისევ ვრჩებით ბავშვებად? - ვცადოთ ერთად გარკვევა უცნაური ჰამბების, გურულ-კახურ-ფშავ-ხევსურულ-მთიულურ-მახევურ-რაჭულ-სვანურ-იმერულის და რა თქმა უნდა აჭარულ-მეგრულის. სასაცილოდ სატირალის, სევდიანად მხიარულის. გარდაქმნილ-გარდასახულის, ლამაზის და უსახურის, ტრაკი-კომედირებულის, სამწუხაროდ უსაქმურის. ტვინშერყეული, ხელიდან წასული, სპექტაკლი ჩვენი, ძვირფასო პუბლიკავ, მარად თქვენი განსახილველი და განსასჯელი, თქვენს წინაშეა. ნახეთ, ისმინეთ, ბრავო-ბის იყვირეთ, ფეხები აბაკუნეთ, საღებავი და კვერცხი გვესროლეთ, ან/და გვისტვინეთ. - ჩვენ ახლა დავიწყებთ ამბების მოყოლას, მგლის ხროვა როგორ შესანსლა ბოჩოლამ, სამეფო რატომ იქცა სამათხოვროდ, გახსოვდეთ: იარაღი, მანქანა, ოჯახი, არასოდეს და არავის, არსად ათხოვოთ, არც დაალომბარდოთ, არც დააგირაოთ, არც გაყიდოთ, არც გააქირაოთ. ჩვენ აქ მოვყვებით ბევრსა ჰამბავსა, დიდი ხნის უწინ და ასი წლის შემდეგ მომხდარსაც, ჰამბებს გიუბნებთ ,,გარადსკოის & პრავინციალნსა" ცოტა ჭორებს და ბევრსა მართალსა. გავარკვევთ მედიის მავნებლობა რატომ არ დამთავრდა?! გიუბნებთ ჰარაკებს და ჰამბებს ,,ოჩენ" ზღაპრულსა, თან სიტყვებს ჩავჩურთავთ რუსსკი-ლათინო-დოიჩე-ფღანს-ანგლოსაქსურსა, ცოტა ჯაპანურსა, ბევრსა ჩინურსა, ,,ინოგდა დაჟე" ყიზილბაშურსა, ანუ ჩვენებურს, პლეხანოვურსა, აუცილებლად ხოჩა ლუშნურსა ,,ი რაზუმეეტსია, ტკბილ გოლЪუაფირურსა", - მხოლოდ ჩვენგან გაიგებთ, ის ქამანჩა, ეს მანდილი, ეს კაზინო, ის ტოტალიზატორი ლამაზი სახლი და ქალი ვისია, საქართველოდ წოდებული საბრიყველო, ჯერჯერობით ჩვენია, თუ უკვე გახდა სხვისია? რას ჩალიჩობს თფილისში, უცხოელთა მრავალრიცხოვანგვარი მისია, სად ,,მოხოდეს ბანდებმა თავის პალაჟენია", კრემლი, რაფრა და რეიზა ვერ ეიღო პრიგოჟინმა ჟენიამ? მოდაში რა შემოდის და ქვეყნიდან რა გადის, უჩინარი ჩინოვნიკი რას აკეთებს, სად დადის?!. ან რატომ გადასანსლა პინგვინმა ბეჰემოტი, შავი ზღვის ქაფშია რაფერ გახთა კონსერვი შპროტის. - მოკლედ ბევრ ართქმულს და არნახულს გაიგებთ, პლანეტა ააორთქლეს, გადადგეს, მოკლეს თუ სადმე წაიღეს? - ქვეყანა გაჩერდა თუ ატაში წავიდა, ტვინი შეერყა თუ ჭკუიდან გადავიდა? მარჯვნივ გადადგა თუ მარცხნივ გადმოდგა, რძესავით აიჭრა, თუ სადმე ჩაიჭრა? - ხიდან ჩამოხტა, თუ საწოლიდან გადმოვარდა, ფანჯრიდან ისკუპა ან უპარაშუტოდ საიდან, საით, სად, რატომ, რისთვის და როგორ ჩამოვარდა? - აქ მოსმენილს და ნანახს ,,პიიპლ" ვიდრე გაიგებთ, ჩვენ სცენაზე გავაჯაზებთ, არე-მარეს ავიკლებთ. - მოგიყვებით ამ ყველაფერს, თუკი არ დაგვიჭირეს, მამა თუ არ მოგვიკლეს, დედა თუ არ გვიტირეს. - ვიმღერებთ, ვიცეკვებთ, კედლებზე ავალთ და ჭკუიდან გადავალთ, ჩავიკუზებით, წავიკუზებით, შპაგატში ჩავსხდებით, დომკრატით ავმაღლდებით, დელტა ან პარა ან ავღანური პლანით, სადმე გავფრინდებით, ბუხარს მივუსხდებით, არაყს ხაშთან ერთად ჩავუსხდებით. დაგვიღამდება, გაგვითენდება, ჰოდა პლანეტა, ვიდრე ხელიდან გამოგვეცლება, დაორსულდება ან დაბერდება, დაძველდება, ან განახლდება, გამონესვდება ან გაკაკლისმურაბდება, დასკლეროზდება და ერთი სიტყვით, ბოლომდე და...ევდება, უკაცრავად გაციებული ვარ. არ შეგეშინდეთ, გაკეთებული მაქვს ყველა ბუსტერი ტრისტერ-ფორსტერი, ,,დაჟე" ზაზა მარჯანიშვილის, ჩვენი სპექტაკლის კომპოზიტორის, გენიალური მუსიკა მაქვს მოსმენილი ,,ზაზანოვაში" და ზაზა ფაჩულია მყავს ნანახი ოლსტარში... ამ სპექტაკლით, საძმოსთან ერთად, ვაპირებ ავიღო ყველა ოსკარი, ვინმემ ყელი თუ არ გამოგვჭრა სადმე, ბოსტანში. მოკლედ ძვირფასებო, სველი პლანეტა ვიდრე გაშრება, მოიხარშება, შეიწვება, შეიბოლება და შეიკმაზება, ერთად ვიფიქროთ, იქნებ გავიგოთ და გავარკვიოთ რა გვეშველება?!. როდის და როგორ, საიდან, ვისგან, გრანტის და ტრანშის დახმარებისგან თუ ვინმე სხვისგან?!!?....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი