ანდერძი


გაღმა, მარილზე რომ გავალ
და ვიქნები ბოლომდე მკვდარი,
ღვინით სავსე ფიალებით
დამიხუჭეთ ორთვ თვალი.

ჭირისუფლებად დამისვით
ვინც მაჩუქა მრუში ვნება,
ფეხებთან ის დაიმიყენეთ
კოცნა ვინც არ გაიმეტა.

დაურიგეთ უპოვართა
ჩემი პანაშვიდის საშვი,
გასვენებაში ამღერეთ
ბულბულ-იადონი, შაშვი.

საფლავზე შემომიარეთ,
თუ იგრძენით მონატრება,
დამიდგით საფლავის ქვაზე
ვაზის ცრემლთა ქანდაკება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი