ჭანჭიკური


არ დამიწყოთ უაზრო
ჭიჭყინი და ხმაური,
ავირჩიოთ პარლამენტში
კახა ჭინჭარაული.

კაცი ფრიად გასწავლული,
რისხვა აურზაურის,
გუბერნატორად დავნიშნოთ
კახა ჭინჭარაული.

სოლოლაკის სიამაყე
უბნის თვალი და ყური,
თფილისის მერად ვაკურთხოთ
კახა ჭინჭარაული.

ვისაც არ გსურთ გახდეს კახა
ქარაველთა მეთაური,
არ ეღირსოს დიაცთ მკერდის
ამბორი და ხვნაური...

თუ ბე ქონთინუედ...

27.03.2026/19.25.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი