ცვალებადი მოღრუბლულობა


მეღვიძება უჟმურ ხასიათზე,
კვლავ მაწუხებს ცარიელი ჯიბე,
ამ დილასაც ჩვეულებისამებრ
ასი გრამი ორნახადით ვიწყებ.
ვხედავ ქუჩას მიუყვება ქალი,
საამური სითბო მივლის ტანში,
გარეთ ჩრდილო-დასავლეთის ქარი
ცხრა-თხუთმეტი მეტრი არის წამში.
ვგრძნობ სასტიკად მიდუღს თავის ქალა,
განსატვირთად ვეძალები ბახუსს,
ათი დღეა თერმომეტრის შკალა
მიეყინა მინუს თხუთმეტ გრადუსს.
რვა გაიჭიმა კედლის საათზე,
ჭერის კუთხეში ქსელს ქსოვს ობობა,
მე კვლავ მაწუხებს ფიქრთა თამაში და ცვალებადი მოღრუბლულობა.
                                                     2000.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი