ქალი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება


გამთენიისას,
მხოლოდ ერთხელ, 
ერთი საათით, 
იყო ზაფხული, 
ვნახე ასული, 
ქალი, რომელიც 
არასოდეს დამავიწყდება. დავჯექ, გავუბი 
ძველ ნაცნობივით 
ტკბილი ბაასი, 
ქალი კი არა, 
გვერდით მეჯდა 
თავდავიწყება. 
და ახლა, ოდეს 
ქუჩაში გავალ, 
ხმაურიანი დღე 
როს იწყება, 
ვნატრობ კვლავ შემხვდეს უცნობი ქალი, 
ქალი, რომელიც 
არასოდეს დამავიწყდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი