მკერდი დამიცარიელდა


ვეფხია დვალიძის ხსოვნას 

ცუდი კაცი ვარ და ნამდვილად ღირსი ვარ კიცხვის 
ცოცხალი როცა აღარა ხარ 
ლექსს მაშინ გიძღვნი. 
შ. ნიშნიანიძე

მკერდი დამიცარიელდა
როგორც თასი ღვინის, 
როს სიცოცხლე ანაცვალე 
შენს საყვარელ თბილისს. 
ვზივარ, ვფიქრობ, ცრემლი მახრჩობს,
ასე რატომ მოხდა? 
ჩემი მოსახვედრი ტყვია 
ძმაო, რატომ მოგხვდა?! 
მენატრება შენთან ყოფნა 
და სიმთვრალე გრძნობის, 
შენგან ჩემთვის დადებული 
სიყვარულის ლოდი. 
თვალში ცრემლი შევიშრე 
და მოგაყარე მიწა, 
იმ მიწის ქვეშ, ჩემი სიყრმე 
და სიცოცხლე იწვა. 
გაგიმარჯოს! მონატრებავ 
სიყრმისა და ბავშვობის 
იმ სითბოთი გადღეგრძელებ 
რომლითაც შენ მათბობდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი