თფილისური
თბილისური სიყვარულით მაცხოვრეთ, თბილისურად ვიქეიფოთ მტკვარზე, თბილისური მუხამბაზი მამღერეთ, თბილისურად კიდევ ერთხელ დავთვრეთ. მოვეფეროთ სოლოლაკს და მთაწმინდას,პლეხანოვზე ფაეტონის ქუჩებს, გავიხსენოთ ვინაც ადრე წავიდა, ვიდრე სასმისს მივაგებებთ ტუჩებს. ჩამოასხით და გაავსეთ პირამდე! სიყვარულით ვიგუგუნოთ ტივზე, ჩამოასხით ვიქეიფოთ დილამდე! ჩამოასხით ჩვენი მტრების ჯიბრზე. თბილისური სიყვარულით მაცხოვრეთ, თბილისურად გავათენოთ ღამე, თბილისური მუხამბაზი ვიმღეროთ თბილისურად კიდევ ერთხელ დავთვრეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი