პროვინციული დიქტატურა


ნისლში ჩაძირული დედაქალაქის
ქუჩები სავსეა მტვერით და ნაგავით,
თბილისში ბატონობს ურდო ნაბიჭვართა,უნიტაზს ემსგავსება ჩემი ქალაქი..
ავლაბარს აჩუქეს ქუჩა ნაბუშარის,
აღმაშენებელს ამოკრეს პანღური,
თბილისში სუნია ფეხის და იღლიის
ყვავის დიქტატურა პროვინციალური.
ნისლში ჩაძირული დედაქალაქი
კვდება და ბარდება ისტორიას,
მახსოვს მეფისა და ხოხბის არაკი, 
ხოხობს დავეძებ და ვერ მიპოვნია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი