ტუსაღური ბალადა
კრიმინალური სალამი ვარ ორთაჭალის ციხეში, არ მაქვს ჩაი და თამბაქო, არც ფული მიდევს ჯიბეში. უკვე მეექვსე თვეა, რაც უსამართლობა მაწუხებს, ვფიქრობ, სად, როგორ, გავექცე მართლმსაჯულების მარწუხებს. მე სუფთა ჰაერს ვნატრობ და თქვენ ირუჯებით ბათუმში, წუხელ მესიზმრა "აუდით" მისეირნობდით სტამბულში. ორიოდ სიტყვით აქაურს მინდა შევეხო კონტინგენტს, ამდენი ზნედაცემული არ ჰყავს აფრიკის კონტინენტს. ყველა აქ არის, ვინც დედამ ან მეზობელმა დაწყევლა, აქაურ ცხოვრების წესსა ვაიმე! ჰქვია სახელად. უტრიალებენ ერთმანეთს დედას, ოჯახს და ნათესავს ჩხუბის დროს მარჯვედ ხმარობენ დანას და დანის სალესსა. ამ დროს კი ციხის მთავრობა ქურდებთან ერთად ბანაობს, წამალს იკეთებს, თვრება და მობილურითაც ღადაობს. ქურდებთან ერთად საკანში დღეგამოშვებით ქეიფობს, მოკლედ ციხეში სიმყრალე და უზნეობა ზეიმობს. აღწერას ციხის ცხოვრების ამჯერად ამით ვამთავრებ, დანარჩენს მერე გიამბობთ თუკი ცხოვრება მაცალეს. ვამთავრებ მწარე მონოლოგს, გემშვიდობებით დროებით, მახსოვს ვინ როგორ მომექცა, თვისას მიიღებს ყოველი. 2005 წლის 26 დეკემბერი. დილის 04 სთ. 20 წთ. ორთაჭალის ციხე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი