პლატინის თევზი
ერთი, არც თუ ისე ჰევროჰაზიური დღის და ღამის გასაყარზე, მეგობრებმა საქართველოსავით ბობოქრად მშფოთვარე მდინარე ნახლიტრულაზე დამპატიჟეს სათევზაოდ. ნაპირთან Ჩამოვსხედით, ანკესები გავᲨალეთ და გავაწყეთ. თევზების დამაჯერებლად მოსატყუებლად კაუჭებზე ჰიბრიდული წარმოების ჭიები ,,დაპირება" წამოვაცვით, თევზაობის მფარველ კაცღმერთ ბოგრის წყალობა და შემწეობა ვთხოვეთ თითო სირჩა ასგრამიანი ორნახადით და პირადად მე დრო დავინიᲨნე. მაინტერესებდა რამდენ ხანᲨი მოთევზავდებოდა Ჩემი პირველი ნანათევზარი, რომელსაც არც მოვხარᲨავდი, არც Შევწვავდი, არც აქუარიუმᲨი გამოვამწყვდევდი და არც კონსერვის ქილაᲨი მივატომატ-Ჩავზეთავდი. ზუსტად ვიცოდი დავისვამდი თანამებოთლედ, ნახ.ლიტრ ერთორსამოთხნახადს ერთად გამოვწრუპავდით, ის გაღმა ზღვების და ოკეანეების უკიდეგანო ბედნიერების ჰამბებს მომიყვებოდა, მე მრავალტანჯული საქართველოს უსასრულო უბედურვარამობას ვუამბობდი და მერე დავაბრუნებდი დისლოკაციის ადგილას. 41 წუთიანი ლოდინის Შემდეგ, ანკესის კაუჭს 41კგ-იანი, ბრილიანტის ფარფლებიანი პლატინის თევზი - ქოცაგული, ქოცოკაციასავით წამოეგო. Სიხარულით ტკბობა არ მაცადა და სკოლის საზეპიროსავით, ქართული ე.წ. მედიის ე. წ. ვარსკვლავით ფორსირებულად ამოარაკრაკა: - არ დამიწყო ეს მინდა და ის მომეო! ბანძი ოქროს თევზი, სამ სურვილად, ქართველებივით ანიავებს და ფლანგავს უნარ-Ჩვევებს, ᲨეᲫლებულ ᲨესაᲫლებლობებს. Მისგან განსხვავებით, მე, როგორც ლაყუჩფარფლმოყვარე, იხტიოუტეხელი, კეთილშობილი მშრომელი, ერთ სურვილს ვასრულებ მხოლოდ. დროზე ამოამარილე, რა გსურს? მუხლებზე დავემხე და ვედრების ტონით Შევღაღადე: - პოლიტიკოსებად წოდებული არამზადა უსაქმურები, ბიზნესმენებად წოდებული ᲩარᲩ -,,ბარიგანი", ბანკირებად წოდებული გამომძალველი მევახᲨეები, ექიმებად წოდებული თაღლითები, პოლიციელებად წოდებული ჯალათები, ანაფორაში გახვეული ფარისეველნი ადამიანებად გარდასახე და სიკეთის მთესველებად გარდაქმენი. - Შენ ხომ არ უფშვიტინებ მეგობარო? ქრისტე კი არ ვარ სასწაული მოვახდინო? იხტი ფიშერი ვარ, ერთსურვილაᲨვილთა ოჯახიდან. გინდა უხა გააკეთე Ჩემგან, გინდა ,,ნა ვერტელე". არ გამუა მაი საქმიდან აფერი! - რატომღაც გურული კილოთი დააბოლოვა სათქმელი თევზმა. - ეჰ, ᲨენᲨიც არ გაუმართლა Ჩქიმი მრავალტანჯული ქოყნის წამებულ ელექტორატს მისტერ ფიშერ! - გავიფიქრე, ერთსურვილაანთ იხტი ანკესის კაუჭიდან Ჩავხსენი, დისლოკაციის ადგილს დავუბრუნე და თავზე Შინაგან საფრთხობელათა და სადისტთა ქოცმისარიატის სპეცგანდონდავრა (სპეციალური და განსაკუთრებული დონის დავალებების რაზმი) დამადგა. 2024 წლის 5 იანვარი. 10.00'-11.00'. 337 ნუმერი ავტობუსი, კეთილᲨობილთა გიმნაზიის ბაღი. 2026 წლის 19 თებერვალი. 11.00'-12.30'. დიღომი. Რკ /გზ. საავადმყოფო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)