კ ო მ ე ნ დ ა ნ ტ ი


ხმაურითა და აურზაურით.  დაბრუნდნენ ისევ, ჯიგრულ პონტში ჩრდილო ჯიგრები ახალი, ძველი კაი ბიჭები და ,,შემოვიდა სიკვდილი ცელით", განადგურების სურვილით მწველით. შემოვიდა და მოვიდა ცვლილებების ზარხოშით, უამრავი დაშხოშით, ,,ოტკით, იკრით, ბალალაიკით, შტიკით და ნოჟით". გალინებით და ტატიანებით, დაშებით, მაშებით, სვეტლანებით, გლაშებით და ნატაშებით, ვლადიმირ ილიჩებით, ფელიკს ედმუნდოვიჩებით, ლევ დავიდოვიჩებით, ქართული წარმოშობის რუსი იოსიფ ვისარიონოვიჩით. გრიგორი, და არა სერგო კონსტანტინოვიჩ ორჯონიკიძის მეგზურ-მეთაურ-მხედართმთავრულ-სპასალური წინამძღოლობით, თავკაცობით, კომისრობითა, სპიკერობითა. შემოჯლიგინდა ანექსირება-ოკუპირება განადგურება-გაუბედურებისთვინა მააშ! 
ეს გრიგორი კონსტანტინოვიᲩი პროლეტარიატის დიდი ბელდების ვილენ, ტო ესტ, ვლადიმირ და არა ვლადიმერ ილიᲩ ლენინის და ,,რუსსკი გრუზინსკოგო პროისხოჟდენია" 
ჯუსტან ,,ტო ესტ" იოსიფ ვისსარიონოვიᲩ ეგნატაᲨვილი ჯუღაᲨვილი-სტალინის, 
 ,,პრიამოი
კორიᲨი" გახლდათ. იმ ჯუსტანასი, რომლის სადღეგრᲫელოსაცა თქვენი უმრავლესობა განსხვავებულითა და ფეხზე ადგომითა სომს. ჰოდა სვით,   Შეგარგოთ ლუხიფერმა და ბალᲨევიკი ბელადების გარდა სიზმარᲨიც არაფერი გენახოთ.
 მე  და Ჩემისსანები კი საქართველოდ წოდებული საბრიყველოს თავისუფლების და პროგრესული მომავლისთვის მებრᲫოლი, წამებული რაინდების სადღეგრᲫელოს დავლევთ ვალოდია გოგუაᲫის თამადობით,  განსხვავებულით, ფეხზე ადგომით, ბოლომდე და დამსხვრევით. მააᲨ!

24.08.2025 - 06.03.2026.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი