ილია ჭავჭავაძე რატომ მოკლეს?!.
საუკუნეთა მიჯნასა და გასაყარზე შორს წასულის და აღვიახსნილის, ოდესღაც აკადემიიის ტოლფასის და იმ ჟამისთვის უღვთოდ გახრწნილის, სუფრის ქართულის გადასარჩენად, გასანათლებლად, გასანათებლად, დასალაგებლად, წინ წასასვლელად თავადმა ერთმა, კეთილშობილმა, ფრიად სწავლულმა, თავგანწირულმა, თერგდალეულმა, ჭირისუფალმა ქართვლის გონების, წინაააღმდგომმა გამათხოვრების და დამონების, გათახსირება-პატივისაყრის-გადაჯიშება-გადაშენების, სხვათა მრავალთა საზიზღრობათა მოცილებისთვის, წყლულ-იარათა განკურნებისთვის, დამთავრებისთვის და ქვეყნის თვისის გადარჩენისთვის, მოიქმედა საქმე მრავალი, სიკეთის გზით და მართლად მავალი. ბოროტსა სძლია ბევრი კეთილი საქმის კეთე-ბით, არც დაპირებით, არც დაკვეთებით ქვეყანას ეშველა, ქართველთ ქონების გადამრჩენელი ბანკი გაიხსნა, გონისა მხსნელი, განმვითარებელი ბევრი წიგნი, გაზეთი, ჟურნალი გამოვიდა, აყვავდა მთები, აყვავდამდელო… და მერე ფურთხის ღირსი გახდა საქართველო… წიწამურთან, ბარაბას ნაშიერმა, სოციალურად დაცული და ყველგან,ყველანირად დაზღვეული ისროლა ტყვია...დემოკრატიულად მოკლა ილია!.. თავადი ჭავჭავაძე, მოფიქრალ-მზრუნველი, ერის წარსულზე, აწმყოზე ,და მომავალზე!... ,,მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი“, მიწა იძრა და ჩატყდა ხიდი... ამ შეკვეთილი მკვლელობის მქმნელი, ქვეწარმავალი და სისხლისმსმელი, აღმასრულებელ-შემსრულებელი, საქმითა თვისით ამაყობდა, ფრიად ლაღობდა და ტრაბახობდა. სოფლად, ქალაქად, დუქან-ეზოში კაკლის ჩეროში, ხევში, რიყეში და ორღობეში, ყველგან ყვიროდა: იცით ვინა ვარ? იცით რა ვქენი? მე მოვკალიო, მამაო თქვენი!.. იმდენი იტრაბახა საქმით თვისით გმირულით, ვიდრე არ დაადეს ჯაჭვბორკილები და არ დააძინეს საფინალო ძილისპირულით… მკვლელობის დამკვეთი იჯდა და ელოდა, დროს შესაფერისს, ოცნებათა და სურვილთა თვისთა ჯოჯოხეთურთა, შადიმანურთა, აღსასრულებელ-გასა-გრძელებელ-შესასრულებელ-აღმასრულებელ და ოცნებათა ამხდენსა დროსა. დრო არ იცდიდა, არ ჩერდებოდა, შორს მიდიოდა. ჰოდა გავიდა წელი ათიოდე, მსოფლიო შეირყა და შეიშალა, ჩრდი-ლოიმპერიამ მეფე მოკლა და რუკიდან წაიშალა. 42371 დღის განმავლობაში დათვის სტომაქში და სოლდაფონთა ჩექმის ქვეშ მყოფი პატარა გეორგიკა სტომაქიდან ამოძვრა, ჩექმის ქვეშიდან გამოძვრა, ხმა ამოიღო და საქვეყნოდ განაცხადა: ყველამ იცოდეთ, სხვებსაც უთხარით: დღეიდან მე ვარ თავისუფალი, ბედისა ჩემის, მწყვეტიც, მჭრელიც, მჭედელიც, განმგებელიც და მამა უფალიც!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი