ის აქ არი!


1998 წელია, მაშინდელი და დღემდე ყველაზე პირველი არხის შენობასთან ვდგავარ, ჩემს უსაყვარლეს მეგობართან და კოლეგასთან - გიგა გოგელიასთან ერთად. თავები გვისკდება, ვფიქრობთ, ვინ, სად და როგორ შევაწუხოთ, ნაბახუსევის უმწვავესი ანთების ჩასაქრობად.
არავინ და არაფერი არ მოდის თავში აზრად. ამ დროს, შენობიდან, ყველასათვის საყვარელი, გემრიელი თფილისელი, ქალაქელი კაცი, ბატონი ვაჟა აზარაშვილი გამოვიდა, ხელი აგვიწია და ხმამაღლა გვითხრა:
- რას ჩამოგტირით ცხვირ-პირი, ის, აქ არი! 
გიგას დედა, დეიდა ლალი ვარდანაშვილი პირველი რადიოს
Მუსიკალური პროგრამების მთავარი რედაქტორი იყო, მე ტელეს პირველი არხის მუსიკალური რედაქციის ასისტენტი და ბატონი ვაჟა, ორივეს მოხაშულ-შემწვარ-შებოლილ-შეკმაზულებს გვიცნობდა. 
გიგას გადავხედე, თვალი ჩავუკარი და ბატონ ვაჟასთან მივედი.
- მაესტრო, მცირედით ხომ ვერ დააფინანსებთ ობოლი ბავშვების მკურნალობას?
ბატონმა ვაჟამ პიჯაკის ჯიბიდან საფულე ამოიღო, ოცლარიანი ამოაძვრინა, მომაწოდა და კვლავ ხმამაღლა გვირჩია:
- აჰა, წადით, გამოდით და შესვლა აღარ გაბედოთ, ის, აქ არი!
Მე და გიგამ ტელევიზიასთან მდგარ, დუქნად გადაკეთებულ ვაგონში გადავინაცვლეთ. 
Პირველი ,,მალენკოვსკის" მერე, გონება რომ გაიხსნა, გიგამ მითხრა:
- კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდრმარე უნდა იყო შე ჩემა.
- რა პონტში?
- ბიჭო, ნუნუ გაბუნიასთან ერთად გადაცემა გააკეთე და სახლში წაგიყვანა საქეიფოდ, ვაჟა აზარაშვილი ქუჩაში გხვდება და ,,საპახმელიო მაყუთს" ართმევ. Მეტი კი არაფერია კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეობა?!.
  ღმერთმა გაცხონოთ ბატონო ვაჟა და ძმაო გიგა. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის მაესტრო! 
ის, აქ არი!
2025.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი