ძია რაფო


XX საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებია. საქართველოში ყველაფერი გათიშულია - გაზი, შუქი, წყალი, ჰაერიც გრაფიკითაა. ,,დვიჟენია მოყვანილია, ბანდები მოხოდილი და პალაჟენია დაყენებული". ქუჩაში
,,იასნდება ყველა ზაბლუჟდენია", ქუჩა და მისი კაი ბიჭები არიან, პრაკურორებიც, ვექილებიც და სუდია პედერასტებიც... 
 ისეთ უმძიმეს ნაბახუსევზე, ,,ტო ესტ, პახმელიაზე" გავიღვიძე, ცხოვრება რომ გძულს ადამიანს. თავი მისკდება, ,,არაყ იოხ, ფოხ ჩკა".  ამ დროს ძია რაფომ, ჩვენი ქუჩის დასუფთავების უსტაბაშმა ზარის რეკვა ატეხა - ნაგავი გამაიტანეთო
(სოლოლაკში ვცხოვრობდი მაშინ). 
- ძია რაფიკ, სიგარეტი არ გაქვს? - 
ფანჯრიდან გავძახე. 
- მე არ ვეწევი ერეჯან, მაგრამ ,,მაიცა". 
Ძია რაფო იქვე, ჩემი სახლის პირდაპირ, მაღაზიაში შევიდა. ცოტა ხანში ფანჯარაზე მოაკაკუნა და ერთ კოლოფ სიგარეტთან ერთად ,,პოლლიტრა მამაწოდა თავის ზაკუსონით"...
 Ძია რაფო, ცოცხალი თუ ხარ, ღმერთმა დიდხანს კარგად გამყოფოს, თუ არადა. გაცხონოს... 
                                                             2025.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი