ავთო მასწი


Q.E.D. - Quod erat demonstrandum
მივიღეთ, რისი დამტკიცებაც გვინდოდა (მ.რ.დ. გ.) - ლათინურად, თეორემის დამტკიცების დამთავრება.

  მთელი ცხოვრებაა ვამაყობ და ბოლო ამოსუნთქვამდე ვიამაყებ პირველსკოლელობით... საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირე მდგარი ულამაზესი შენობა, არასოდეს ყოფილა მარტო სასწავლებელი. 1801 წლიდან, დაარსების და გახნის დღიდან თფილისის კეთილშობილთა გიმნაზია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ძირითადი შემოქმედი იყო, რამეთუ იქ სწავლობდნენ ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ საქართველოს ახალ ისტორიას...
  1974 წლის 1 სექტემბერს, ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი მოხდა. ჩემსავით სწავლას მოწყურებულ 29 ახალგაზრდასთან ერთად, თფილისის პირველი საშუალო სკოლის ზღურბლს გადავაბიჯე. წინ სკოლის ლეგენდარული დირექტორი, ქალბატონი ლიანა შეწირული მიგვიძღოდა მომავალ აინშტაინებს და ცვეტაევებს...
  ბალღობაში არ და ვერ ვურთიერთობდი ტექნიკურ საგნებთან, ვერ ვიტანდი მათმატიკას და ფიზიკას და შამახრამუნეთ თუ გნებავთ. 
გამოღმით ჩემი და გაღმით მასწების  პრომეთეული ტანჯვა 1984 წლის სასწაულმაპირველ სექტემბრამდე გაგრძელდა.
იმ ღირშესანიშნავ დღეს პირველ გაკვეთილზე მათემატიკის მასწავლებელი, მსოფლიო კინოს ვარსკვლავის გარერეგნობის და ჩაცმულობის შესაბამისი ბატონი ავთანდილ ბერიძე დაგვხვდა კლასში შესულებს...
ამ ლეგენდარულმა კაცმა, სზვების არ ვიცი და ჩემში უკიდურესი სიმპატია 10 წუთში დაიმსახურა, გაკვეთილიდან გამოსულს კი ავთო მასწი საკუთარი მშობელივით მიყვარდა....
ეს იყო კაცი რომელიც მათემატიკის გარდა გვასწავლიდა ადამიანობას, სიკეთის თესვას, სიყვარულს და სიყვარულთან სიყვარულით ცხოვრებას...
1985 წელს ავთო მასწმა დედაჩემს თავისი დისშვილის - რუსუდან ბერიძის და საქართველოს ეროვნული გმირის -მერაბ კოსტავას შვილის, ირაკლი კოსტავას ლექსების კრებვლი გადასცა საჩუქრად. მაშინდელ სსრკ-ში ეს ქმედება დახვრეტის თუ არა, ხანგრძლივი პატიმრობის ტოლფასი იყო. დედამ წაიკითხა და მე მომცა წასაკითხად, ნაიკითხე და ესე იცხოვრეო...

თანატოსი
(ეძღვნება მამას)

შავჩოხიანი შეისვენებს 
მგზავრობის შუა,
წამოიძინებს, ამის დრო თუა. 
გზას გაუდგება ლეგა ცხენზე   
ამხედრებული,
არ შეაშინებს
დაბრკოლება, გზად 
ხვედრებული. 
ზუსტად რომ დროზე, 
არცა ადრე 
და არცა გვიან,   
ვიღაც მესამე ნაპირს პოულობს,
ვენას იხლიჩავს ალესილი სამართებლით, 
სიკვდილს თხოულობს.
შავჩოხიანი შეისვენებს მგზავრობის შუა,
წამოიძინებს, ამის დრო თუა. 
  ამ  საოცარმა შედევრმა გადამიბრუნა გონიც და მსოფლმხედველობაც. სხვა განზომილებაში წავედი და სხვანაირად დავინახე ცხოვრება. მე თუ დღეს ვწერ და არც თუ ისე ცუდად, ავთო მასწის დმმსახურებაა...
1992 წელს კლასელი გარდაგვეცვალა, უნიჭიერესი და უგანათლებულესი დათო გობრონიძე, მეტსახელად - პრაფესა.
ავთო მასწი ყველა ჩვენგანზე დიდი ჭირისუფალი იყო და გამოსათხოვარ სუფრაზე ( ვერ ვიტან სიტყვას - ქელეხი) ითამადა....
ნათელში იყავით ავთო მასწ. მიყვარხართ და მენატრებით!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი