რატომ ვსვამ?
ერთჯერადი პასუხი მრავალჯერადად დასმულ, არაფრისმომცემ, მარად უპასუხო კითხვაზე...
დიახ! ვსვამ, რამეთუ:
1. უგნურმა და უვიცმა Быдло-ებმა განათლება და კეთილშობილება დე ფაქტო დასჯადი გახადეს;
2. საქართველოში მრავალი ჯურის ,,ხაზეინი" ოკუპპანტი ამონებს და ,,აჩმორებს" ქართველებს;
3. უგნურმა და უვიცმა Быдло-ებმა მსოფლიოში ერთ დროს, ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური არქიტექტურის მქონე ლამაზი, კოპწია, კოხტა თფილისი აქციეს ბეტონის სასაფლაოდ და თავიანთი ,,მაყუთის საჭრელ სტანოკად";
4. ქუჩაში გასვლა საშიშია თავისუფლებისთვის და სიცოცხლისთვის;
5. უგნურმა და უვიცმა Быдло-ებმა საქართველოში გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად გაანადგურეს: ადამიანობა, ნიჭი, პროფესიონალიზმი,პატიოსნება, ღირსება და გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად დაამყარეს უგუნერების, უვიცობის, უსინდისობის სასტიკი და სადისტური დიქტატურა;
6. საქართველო წალეკა და გაანადგურა აგრესიულმა პროვინციალიზზმა;
7. უგნური და უვიცი Быдло-ები ქვეყანაში ქმნიან ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, სიწმინდეების დაცვის სოუსით;
8. თფილისი გაგუდა პროვინციულმა მარაზმმა, თავისი ლაპარიკებით, ,,კასტრულებით, სტოლსაფრებით" და კიდო რაცხებით;
9. ,,რადგან უწმინდეს ხელოვნებას
ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი
ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე
სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე
ბოროტების ტყვედ
ჩავარდნილა"
უილიამ შექსპირი. 66-ე სონეტი;
10. რა საჭიროა ამდენი შფოთი?
ხომ წმინდანია ალალი ლოთი?!.
რომენ როლანი. კოლა ბრონიონი.
თფილისი. 08.08.26.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი