ჯანყი გრუზიაში ანუ გავრილოვა ნოჩ
იყო ქრისტეშობიდგან 2019 წლისა
მკათათვის ოცსა და ოცდაერთსა
რიცხვსა, შფოთი უდიდესი და ჯანყი უმძვინვარესი, კავკასის ქედის ძირში მდებარე სამეფოში, რომელსაც უწინ ერქუა: კოლხეთი, აია, იბერია, ხოლო საბოლოოდ ერქუა მას საბრიყველო და სხუანნი მრავალნი სახელნი, რამეთუ იმჟამად უწოდებდნენ მას
აბორიგენნი - საქორთუელოს, სხუადასხუანნი სლავნი - Грузия, ჰამერიკელნი და ჰევროპიელნი Georgia-ს, ურიცხვნი ყიზილბაშნი და შაიტანნი სხუანნი - Gürcistan, ხოლო მმართველნი მისნი - ბიძინტიას და იყო თავარქალაქი მისი - კრახიპოლისი.
ამბებსა იმ ჟამს მომხდარსა, მოგვითხრობენ ჰამბავნი და ფაქტნი, ჩემს მიერ ნანახ-ნაგრძნობნი, ჩემს მიერ აღნუსხულნი სინდისითა ჩემითა...
საგონებელი და სამეტყველო ჩემი ვერ მიძრავს საშინელისა და საკუირველისა, აგრეთუე არნახულისა და სიცრუისა თქმასა და ამიტომ ჭეშმარიტად გეუბნებით თქუენ: ,,რომელთა ჰქონან სახედველნი, იმზირონ და
რომელთა ჰქონან სასმენელნი,
ისმინონ"!
იმ ჟამს ჰმართავდა საბრიყველოს ქოც-ჰერცოგი & ქოცდინალი პროვინციისა - ქოცერეთისა, აზრთა გამრიგე & ფიქრთ მწესრიგებელი, ბრძენთა შორის უბრძენესი, მესსია & მხსნელი, გადამრჩენელი & მარჩენელი,
მფარველო ანგელი & ომის მრიდებელი,
მეხთამქმნელი & ცეცხლის მფრქვეველი,
სამართლიანთა შორის უსამართლიანესი მოძღვარი,
სიმართლის მქმნელი, შეუცდომელი,
მანათობელი & მანავთობელი,
ღირსეული შთამომავალი დიდისა წინაპრისა თუისისა, ბოლშევიკისა და ,,კოლხოზნიკსა" ორჯონიკიძისა გრიგორისა ანუ სერგუასისა, ქოცშევიკთუხუცესი და ქოცხოზნიკთსპასალარი ბოგრივანი (ბორის გრიგოლიჩ ივანოვი), რომელი უწინ იყო ბიძინა, შემდგომ იყო ბორია და იმჟამად კვლავ ამობიძინებული. ასე იყო საჭირო და მიტო! არაა მაი ჩონი საქმე!
ჰქონდა ბოგრივანს დაყენებული ,,პალაჟენია თუისი პრავინციალნად სპრავედლივი", ქოცლეტარული და ქოცხოზნიკური მუნ და ჰქონდა ამოდებული უკუანალსა ქუეშა სამეფო იგი და ჰტყუნავდა ყუელას გონებრივათა ზნეობრივათა, ქონებრივათა, აგრეთვე სულიერადა, ოცნებათა და სურვილთა, ხურუშ-ხუშტურთა თუისთა შესაბამისად.
მეშვიდესა წელსა ბოგრივანის იმპერატორობისა, ეწვია ბიძინტიას ჩდილო ყინულოვანი იმპერატორის ვოლდიმირ მძვინვარეს ბოიარი გავრილა, სტუმრობამ რომლისმან განარისხა მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარის ნარჩენნი ყმანნი და სპანნი ჰქმნეს შფოთი და ჯანყი აქ ნახსენებნი, ექს-მმართველისა სამეფოისა, მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარის (რომელი იმ ჟამს იყო ჰურიათ ოლქის ღუბერნატოლი), უმრავლესმან და ურიცხვმან მიმდევარმან, აგრეთვე სხვათა მრავალთა კეთილშობილთა, პატიოსანთა მდედრთა და ყმათა, რომელნი იყვნენ იმ ჟამს ფრიად განრისხებულნი, რამეთუ ჩდილო ყინულოვანი იმპერატორის ვოლდიმირ მძვინვარეს ბოიარი გავრილა უწინ იყო მტერი Gürcistan-ისა და იმჟამად, განათავსა იგი სალაყბოთუხუცესის სავარძელსა შინა Gürcistan-ის ქოცართუხუცესმა, გეიუს ქოცბახიუსმა, რითიც განარისხა ყოველნი გონიერნი მდედრნი და მამრნი, დიდნი და პატარანი სრულიად Gürcistan-ისა...
უთხრეს მათ შინაგან სადისტთა და
სოლდაფონთუხუცესსა ბოგრივანისა ქოცარშტურმფიურერსა
გეიუს თუალთხარიუსსა:
- ,, განდევნე ბიძინტიიდგან გავრილა და განვედ შენ ჩუენგან, ქოცურ ჯიგრულ პონტში, რამეთუ ქმედებანნი შენნი არს ქოცეტარულად მავნებლურნი და მომტანნი ზიანისა ქუეყანასა ჩუენსა ზედა".
არა იღო ყურად გეიუს თვალთხარიუსმა ღაღადი ნაცთა და სხუათა მდედრთა და მამრთა. ქოცსტიტუციური წესრიგის აღდგენისა და დამყარებისა ქოცფუძველითა შეუსია მეამბოხეებსა სპეც. სპა შინაგან სადისტთა და სოლდაფონთა და ვითარცა მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარმან, განჰბანა მეამბოხენი იგინი ცივის წყლის შხაპითა, ხელკეტების მასაჟითა და განაცდევინა მათ ქოცგაზმი ფრიადი რეზინის ტყვიებითა და წიწაკების კონსერვებითა. განდუევნა მეამბოხენი და ყოველნი მორჩილნი მათნი ქოცლამენტიდან და ჰსთქუა:
- ,,ქმედებაი ესე ნამოქმედარ არს ქოცსტიტუციური ქოცთხოვნების შესაბამისად, რათა ბიძინტიაში მოკუდინებულ იქნას განსხუაებულნი ფიქრნი ბოგრივანისაგან"!
შემდგომად ამისა მეამბოხეებზედ ფრიად განრისხდა ბოგრივან და დაამკუიდრა მუდმივი თუალადობა და სმენადობა ყოველი ქოცალაქისა შინაგან სადისტთა და სოლდაფონთა ქოცმისარიატის თუალადობისა და სმენადობის ქოცარტამენტის მიერ, ქოცართუხუცესნი რომლისა იყვნენ ქოცარ შვაინდრავა და ქოცლიკო ქოცმიშვილი...
აღწერილი ამბების შემდეგ, იქმნა სრულიად ბიძინტიის მოსაყლეობა ჩმორჩილად ბოგრივანისა, ჰქოცულობდა მზესა და მთუარესა და ვარსკვლავებსა მისსა, ჰმღეროდა სიმღერებსა ქოცლისწულისა და იყო ბედნიერი მუნ. ჰმღეროდა ჰიმნსა, ბოგრივანის სადიდებელსა...
აღსდგა ტანჯული, წამებული
ქვეყანა მშიერ მონების,
დავამხეთ მტარვალთა რეჟიმი
Ბელადის ქონებ-ცოცხებით.
Მისამღერი:
დიდება თქვენდა მესსიავ ჩვენო,
ქოცერჟამიერ!
თქვენი ქონების მონანი ვართ,
ბოგრიჟამიერ!
აშენებთ ახალ იმპერიას,
აღორძინებთ და აბრწყინებთ,
აქ ცხოვრება მშვენიერია,
Მსოფლიო ნატრობს ჩვენს მიღწევებს.
Მისამღერი.
ყველას მპყრობო და ყოვლისა მფლობო,
გვატარეთ გზებით დაჩმონების,
Მუდამ აგვარიდეთ ხიფათს,
ომის და სანქციების.
Მისამღერი.
18.06.2026.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი