ქ ო ც ო კ ა ლ ი პ ს ი ს ი (ტეტრალოგია). წიგნი პირველი - ქ ო ც ს ი კ ო ზ ი
წიგნი პირველი - ქ ო ც ს ი კ ო ზ ი
ჰამბავნი მომხდარნი XX საუკუნის დაისსა და XXI საუკუნის აისსა ჟამთა შინა საქართველოდ წოდებულ საბრიყველოში...
საუკუნეში ასი წელიწადია, წელიწადში - 12 თვე, თვეში - 4 კვირა, (კვარა - არა, ნუ გამოკვრაცხელიავდით),
კვირაში - 7 დღე-ღამე, დღე-ღამეში - 24 საათი, საათში - 60 წუთი,
წუთში - 60 წამი და წამში... შეიძლება გაანადგურო, დაანგრიო, მოსპო, გააქრო, საუკუნეთა მონაც და პოვარიც...
ჩვ.წ.აღუ-მდელი,
ანუ
პალეოლითური პროლოგი,
წინმსწრები შემდგომ განვითარებულის წარმოუდგენელის ჰამბებისა.
იყო ქრისტეშობიდგან 2003 წლის გიორგობისთვესა, ათმეთეთრთმეტესა წელსა მეორედ მოსვლისა და მეფობისა ედუარდ-გიორგი აუფეთქებლისა, შფოთი დიდი და ჯანყი არნახული, კავკასის ქედის ძირში მდებარე სამეფოში, რომელსაც უწინ ერქუა: კოლხეთი, აია, იბერია, ხოლო საბოლოოდ ერქუა მას საბრიყველო და სხუანნი მრავალნი სახელნი, ხოლო იმჟამად მას უწოდებდნენ აბორიგენნი საქორთუელოს, სხუადასხუანნი სლავნი - Грузия, ჰამერიკელნი და ჰევროპიელნი Georgia-ს, ურიცხვნი ყიზილბაშნი და შაიტანნი სხუანნი -
Gürcistan.
იქმნა სამეფოსა ამასა შიგან და ზედა შფოთი და ჯანყი აქ ნახსენებნი. უქმნა შფოთი და ჯანყი ხსენებულნი, ედუარდ გიორგი აუფეთქებელსა, შვილობილმან და ფავორიტმან, აღზრდილმან და მოწაფემან მისმან მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარმან, რომელი იყო იმ ჟამს ნაცალთუხუცესი სატახტო ქალაქისა სამეფოისა.
ჰამბებსა იქ მომხდარსა მოგვითხრობს მატიანე, რომელი
,,მოგვახსენებს დასაბამითგანსა ჟამსა და წელსა და საუკუნოსა, განარჩევს კეთილსა და ბოროტსა, აღამაღლებს კეთილთ საქმეთა ქმნულებასა და გმობს უკეთურთ ქმნულებასა. მატიანე მეტყველებს ჭეშმარიტსა და არასცბის და მოწმობს სხვათა და სხვათა. მატიანე განამყნობს კაცსა და ერთგულ ჰყოფს ქუეყნისად. მატიანე აცნობებს ნათესავთ ჩამომავლობასა, და დასდებს თავსა სარწმუნოებისათვის და მოყვარულ ჰყოფს მოყვასსა მოყუასისა მიმართ"
(ვახუშტი ბატონიშვილი).
წიგნი ესე აღმწერელი ჟამითი ჟამად ამბებისა სასტაულისა და არნახულისა ადამ და ევას შექმნიდან, კაცქალობრიობის დასაბამიდგან ვიდრე დღემდე, მომხდარნი და ნანახნი სახედველითა ჩემითა და სმენილნი სასმენელითა ჩემითა, ჩაწერილი და აღნუსხული, ხოლო შემდგომ გადმოცემული შთამომავლობისთუისა ჩემისა, იკითხე და ისმინე სრულიად მსოფლიოს მოსაყლეობავ! სინდისი
და ენა ჩემი ვერ მიძრავს საშინელისა და საკუირველისა, აგრეთუე არნახულისა და სიცრუისა თქმასა და ამიტომ ჭეშმარიტად გეუბნებით თქუენ: ,,რომელთა ჰქონან სახედველნი, იმზირონ და
რომელთა ჰქონან სასმენელნი,
ისმინონ"!
Მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო!
Ciivis pacem? - para bellum! '
მშვიდობა თქუენდა, ქრისტეშობამდე ქრისტიანენნო და რომის პაპზე დიდო კათოლიკენო, დანო და ძმანო, გეორგიანნო, გიურჯნო, გრუზინნო, გრაჟდანკებო და გრაჟდანინებო,
გიჟვრაცუანნო, იახშ კარდაშნო,
გუტენ ფრაუნო, Შერ მესსირებო,
Ბუენოს ნინოსებო, Პაუპერეს სენიორიბუსებო,
და იშვიათად, ზოგჯერ, ხანდახან, ეტიკეტისთვის და ზრდილობისთვის მცირედ ქართველნოც!
ყვველგან მდებარენო -
აღზევებულნო გახარებულნო, გაფარჩაკებულნო, მავედრებელნო და მნყალობელნო, მტკვარდალეულნო, რიონმხვრეპელნო, მიჯირყვნილნო და ვაინაჩარნო, წარსულით თქვენით მოამაყენნო, აწმყოთი მტკბარნო და მომავალზე არა მფიქრელნო, ამპარტავანნო, ბრიყვნო და ფლიდნო, მცონარენო და უსაქმურნო, გაუტეხელნო, მოუდრეკელნო, საუკუნეთა განმავლობაში - ჯოს-ჯოს-ჯოს! -
ძახილში გამუდმებულად და გაუთავებლად გაბრუებულნო! მშვიდობას გაუმარჯოს თქუენსას და იმ ბრძენკაცებს ვინც ომს აგარიდათ! კაცთ, ფრიად ბრძენთა, განსწავლულთა და ყვეელგანმსვლელთა, ყველგანმავალთა, გარდამავალთა, კაცთა, რომელნიც ომს გარიდებენ მშვიდობიანად. კაცნი, რომელნიც მშვიდად გჭამენ და მშვიდად გსვამენ, მშვიდად გხრავენ და მშვიდად გღრნიან, ჯოჯოხეთურად გრყვნიან და გხრწნიან, ომი არ არის რაც მთავარია, სხვა ყველაფერი ასატანია, ჰოდა თქვენც იტანთ კარგა ხანია, ყიზილბაშსა და ფერადკანიანს, რეჯიფს და დონალდს, ბოგდანს, ვანიას, ომი არ არის რაც მთავარია! სტაბილურად ვართ დიდი ხანია, წინ-წინ მივიწევთ
შეუდრეკელნი, კურსით პროგრესის, განვითარების, წინსვლის და უკან არ გახედვის და არც დაბრუნების. მივდივართ შორად, ცის დასავალსა, ვართ მარადიიულ მოძრაობაში და ის ხალხი ვართ, რომელიც მიდის, მაგრამ სად? რატომ? როგორ და რისთვის? არავინ აზრზე არ არის და არავინ იცის! Მიდი, მოვდივარ! მიდი და მიდი, შეუქცევადი პროგრესით მიდი, მუდმივი წინსვლით, წარმატებებით, მიდი და წადი, ,,შორად, შორად, ცის დასავალსა", წადი, იარე, დატბორილ გზებით, დამეწყრილ მთებით, სისხლგამშრალ ტბებით, სინდისგაცრეცილ მდინარეებით, ვიწრო ქუჩებით, მძიმე ჰაერით, ნაგავმოყრილი, თავზე დაფსმული
ორღობეებით, რჩევებით ხტომა-
გამოქანების, მიჯირყვნების და ბედნიერების სადომაზოხისტურ დაპირებების...
ყანწთა რისხვანო, რკინის მკვნეტელნო, სამარხვო სექსის მწარმოებელნო, წინ, წინ იარეთ უდრეკი გულით, ოპტიმისტურად, პოზიტიურად, პატრიოტულად, ქართულად ხალხო, ფრიად ჯიგრულად! შეხედეთ საკითხს და პრობლემასაც გადაჭრაწყვეტის იმედის თვალით.!??!....
Მშვიდობა შენდა მრავალტანჯულო, ჩვენო მტანჯველო, გენიოსთმკვლელო, ავაზაკთათვის მონუმენტმდგმელო, საქმენით მათით - ამაზრზენითა და საძულველით წარსულ დიდების მღორძინებელო, გაბრწყინებულო, გახარებულო, ყველას მფარველო, მიუსაფარო და უპატრონოვ,
,, ულამაზესო, უნეტარესო, სულზე უტკბესო", უნაზესო და უუხეშესო, უმთავრესო და უძვირფასესო, თავხედობამდე თავაზიანო, უზრდელობამდე ზრდილობიანო, სამშობლოვ სხვათა, უმრავლესთა და ყველაყათა და უკვე არა და აღარ, უკუნისამდე უსრულოვ ჩემო!
Მშვიდობა თქუენდა ჰაზიატსკიც და ჰევჟოპეისკიც! არ აგცდენოდეთ პატარძალივით, აროდეს, არსად, მშვიდობიანი გვალვა და თავსხმა...
გაშოროთ ღმერთმა Deep stste-ის & Hidden Kingdom-ის აგენტურული ზრახვანი ბნელნი და ჯაშუშური შემოტევენნი. იყავით მშვიდზე უმშვიდესად, მშვიდობიანი მშვიდგაზმის მდგომიარიოობაში, და სწორად მაშვინ (ასო ვ-ინი შეცდომტთ არ ჩამიკვეტებია) იმშვიდეთ, როცა მსოფლიო თავისი ექსტრემალურ-რადიკალური, ბრმა და ღრმა ეგოიზმიდან გამომდინარე და არსად შემდინარე ბუს კვერცხებითა და ვირის თავ-ფეხითა მისთვის სასარგებლო წესრიგის დამყარებას დაიწყებს დრონებით, ტანკებით და უკანალებში ცოცხომატებით. ისეთ წესრიგს დაგიმყარებთ, ვერც კი იოცნებებდით,
გონბლაგვწვეტკუთხჩლუნგთა საოცნებო წესრიგში მიიღებთ მათი ყველაყისასა და ბებიათქვენისასა, შაიძლება დედითქვენისასაცა. ჰოდა შაგარგოთ ღმერთმა იმათიცა და თქვენი წინაპრებისაცა, სადაც თქვენი დაიკვეხნოთ, იქ ჩვენიცა სთქვითო... და ვიდრე ეს სიზმარი საოცნებო ახდება, Georgika შთაინთქმება და რუკიდან გაქრება ავწიოთ განსხვავებულნი, პირამდე გავაზიზინ-გავაპილპილოთ, შევსვათ ბოლომდე და დამსხვრევით მთავარქალაქის შეიხთალარის სამშობლოს, პატარა, კოხტა, ტურფა Columbadia-ს სადღეგრძელო!
In pecunia sola et veritas et felicitas
მხოლოდ ფულშია ჭეშმარიტება და ბედნიერება.
ანტიკური სიბრძნე.
და იქმნა ჰამბავი...
ევქსინის პონტოს ნაპირებზედ, კავკასის ქედის ძირას მდებარე სამეფოში, რომელი იყო მრავალთა საუკუნეთა ქუემდებარე სრულიად ჰარაბთა, სპარსთა, თიურქთა და სხუა ურიცხვ ყიზილბაშთა და ნაბუშართა და ურდოთა მათთა, რომელი იყო საბუდარი და სამკვიდრებელი სრულიად ჰურიათა და ჰინდოელთა, ჰაზერთა და სომეხთა, ქურთთა და იეზიდთა, რანთა და კახთა, გურულთა და მინგრელთა, სვანთა და ლეჩხუმელთა, რაჭველთა და ჰოვსთა, ხევსურთა და ფშავთა, მთიელთა და მახევეთა, ქართლელთა და კახელთა, აგრეთვე დანარჩენ ყარტა-ყურტა ქოურთუელთა და სხუათა მრავალთა რჯულისა და ჯურისა ურიცხვ ნაბუშართა და რომელსა ერქუა ანტიკურ ხანაში კოლხეთი ანუ ივერია ანუ აია და სხუანი მრუავალნი სახელნი და რომლის სატახტო ქალაქი იყო სეიდაბადი, იქმნა შფოთი დიდი, ჯანყი არნახული, ბუნტი შეუდარებელი და ნაცვოლუცია ყუავილოვანი, რამეთუ განუდგა ედუარდ გიორგი აუფეთქებელსა აღზრდილი და მოწაფართუხუცესი მისი, სატახტო ქალაქის ნაცათსპასალარი, ფრიად ყმაწვილი და ნორჩი მსახური თემიდისა, მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარი სრულიად ამალითა თუისითა. მსწრაფლ მოალოკალიზა და მოამობილიზა ყველა ხიდან და ბუჩქ-ბაღნარ-ტყიდან, აგრეთვე ორღობიდან, ღელე-ჭალიდან და ყველა კოლხოზიდგან მხედრობა თუისი და გარემოცუითა მათითა მოვიდა ქალაქსა, რომელსა ერქუა შაიტანაბადი და მუნ მიიერთა ყოველნი სპანი და სპასალართუხუცესნი, აგრთუე ყმანი და მორჩილნი ედუარდ გიორგი აუფეთქებლისა, განდგომილნი მისგან, მრავალნი ათასნი მხედარნი. განასრულა სპანი თვისნი გარეთუბანსა და განასხნა მუნ. შეუვარდა ედუარდ გიორგი აუფეთქებელსა, ჯავშანაბჯარსა შინა მდებარესა და ჩდილოეთის სიკეთეებზედ მეტყუელსა, მთავარსაფიხვნოსა შინა, აგრეთუე ჯავშანაბჯარსა შინა მდებარე ნაციგულა მოუსვენარი და განდევნა მეფე ედუარდ გიორგი აუფეთქებელი კრწანისის ველსა შინა და დაჯდა მმართველად სეიდაბადსა და სრულიად სამეფოსა ამას თავად.
რა წარვიდა ედუარდ გიორგი აუფეთქებელი სახლსა შინა, მსწრაფლ იწყო წერა მოგონებებისა რომლებსა ჰრქუა სახელად ,,ჩემდა ჭირად გამოზრდილნი" ანუ ,,სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ",
ხოლო სამეფოსა ზედა, აგრეთუე ქუედა, შინა და გარეთა იქმნა რყევაი საკვირველი, ცვლილებანი საოცარნი, ჩუკენობა ერთიანი და მახათყრა არნახული. ნაციგულამ სცადა და ჰქმნა განჰრყუნა ქუეყნისა. დაამკუიდრა
ქუეყანასა ამას წურილსა ჰერსა ცეცხლის მსახურება, კერპთთაყვანისცემა, სექსპერიმენტნნი მრუავალფეროვანნი, პროგრამანნი სხუადასხუანნი ამფეტამინისა, მეტადონისა და მრავალთა სხუათა მაბრუებელთა და საამებელთა ხორცისა და გონისა. განჰრყუნა სამეფო და გაანათა და განანათლა იგი მოუსვენრობითა და ღვაწლითა თუისითა მრავლითა მანკიერებითა. ასწავებდა ყმათა თუისთა ყოველთა სჯულთა სხუადასხუათა, კაცისა კაცთან და დიაცისა დიაცთან გენდერულ-ტენდერულ თანასწორს, ერთობლივ ცხოვრებასა, ვნებითა მათითა ლტოლვასა ერთურთისადმი და სხუა უამრავ სიკეთესა და განვითარებასა სთესდა. აშენებდა მრავალთა სრა-სასახლეთა, გზათა და ხიდთა, ტყვეობასა შინა ათავსებდა ყოველთა უმორჩილებელთა და მისებრ არ მფიქრალთა და საქმეთა აქ ნახსენებთა უზრუნველჰყოფდა მას ანუ ლარ-დოლარ-ჰევრო-რუბლით და მრავალი სხუა კონვერტირებადი მაკულატურითა უქმნიდა კეთილსდღეობას მერკანტილურსა საკვირველმოქმედი და ქოცთმოქმედი, ყოლიფრისმცოდნე და ყოვლისშემძლე გრანდიოზული, რომელი იყო ქოც-ჰერცოგი და ქოცდინალი, აზრთა გამრიგე და ფიქრთ მწესრიგებელი სრულიად ქოცერეთისა, ღირსეული შთამომავალი დიდისა წინაპრისა სულიერისა თუისისა, ბოლშევიკისა და ,,კოლხოზნიკსა" ორჯონიკიძისა გრიგორისა ანუ სერგუასისა. ქოცშევიკთუხუცესი და ქოცხოზნიკთსპასალარი ბოგრივანი (ბორის გრიგოლიჩ ივანოვი), რომელი უწინ იყო ბიძინა, შემდგომ იყო ბორია და იმჟამად კვლავ ამობიძინებული. ასე იყო საჭირო და მიტო! არაა მაი ჩონი საქმე!
მეოთხესა წელსა მი-ჰაილის მმართველობისა შემოსწყრა მას ტანჯული უსაქმობითა, უპურ-ღვინობითა და სხუა მრაუალათა უყველაფრობითა ფიალაავსებული და სისხლგამშრალეული მისგან მოსაყლეობა სამეფოისა მისისა, რამეთუ სტანჯავდა ნაციგულა ყმათა თუისთა მორალურად, ფიზიკურად, სექსუალურად. ჰრყუნიდა ყმაწვილთა დიაცთა და ვაჟთა. იქმნა შფოთი ფრიად ხალხმრავალი და შფოთის მეხუთე დღესა, ნაციგულამ განდევნა მოჯანყენი ნაცლამენტის არე-მარიდან, განჰბანნა ისინი ცივი წყლითა, მოეფერა ხელკეტებითა და განაცდევინა ნაცგაზმი რეზინის ტყვიებითა.
ქმედებანი მუნ ხსენებულნი ნაციგულასი ფრიად სასიამო იყო საცქერლად და სასმენად დე ფაქტო ქველმოქმედთუხუცეს ბოგრვანისთვინა, რამეთუ ქმედებითა ამითა, ფრიად ჰუმანურითა, დემოკრატიულითა, ჰევრო-ჰამერიკულითა და პროგრესულითა დაიცუა მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარმან ქონება ბოგრივანისა ,,ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები", რომელი ბოგრივანმან შრომითა მისითა უპატიოსნესითა მოიხვეჭა ჩდილო სამეფოსა შინა, ოდეს ჰმართავდა სამეფოსა ჩდილოეთისასა ჰელმწიფე, სახელი, რომლისა არს ითესურ და მმართველი მისი მარადი ვოლდემარ მრისხანე. ნიშნად მადლობისა, ბოგრივანმან ყუელა სპეცნაცალიელსა უწყალობა ოფშორებიდგან თუისიდან ქოცნუსი მცირედი.
შემდგომად ამისა მი-ჰაილ ნახიგულა მოუსვენარმან განარისხა დიხტატორი სრულიად ითესურისა და სხვათმპყრობელი სრულიად პლანეტისა ვოლდემარ მრისხანე და შეესია ურდო ვოლდემარისა გიურჯისთანსა და ტერორისა, ანექსიისა, ოკუპაციისა და სხუა დეფაქტო, დეიურე მრავალად ძალადობრივი ქმედებებისა შედეგად, მიჰაილ ნაციგულა მოუსვენარმან, ნებითა თუისითა უძღვნა მას მიწანნი უმრავლესნი Geirgia-Грузия-Gürcistan-ისა
და ჰრქუა მასზედ: არასა ფიცხელსა სიტყუასა ვეტყვ ვოლდემარ მრისხანესა, რამეთუ სხეული მისი გონჯი, ზრახვანი მისნი ბოროტნი და ქმედებანი მისნი იმპერიულ-საოკუპაციონი არს.
მეცხრესა წელსა მმართველობისა ოდენ იმყოფებოდა აღნაცებასა ფრიადსა და ექსტაზსა არნახულსა მეფობისა თუისისა მიჰაილ ნაციგულა მოუსვენარი, განუდგა მას ქოცთმოქმედი ბოგრივან და ჰრქუა მასზედ : ,,სტანჯავს მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარი ქმედებებითა თუისითა უგუნურებითა, ბოროტებითა თუისითა სამშობლოს ჩუენსას, გუართმევს
მას. მწამებლობს საპყრობილესა შინა მდებარე ყოველთა მდედრთა და მამრთა ზედა და აღვიღე მე ხელი ქოცთმოქმედებისა მასზედ. აწ განდევნილ იყოს ის უკუნითი უკუნისამდე. უარვჰყოთ მეფობა ნაციგულა მი-ჰაილისა და ვიწამოთ მხოლოდ და ვემორჩილოთ მხოლოდ მონახვეჭსა ჩემსა, რომელი არს ნაგროვი შრომითა ჩემითა უპატიოსნესითა, რამეთუ ,,In pecunia tantum veritas et felicitas sunt".
შემდგომად ამისა განჰგზავნა მხევალნი თუისნი ქეთევან აღმატებული და ნინელ კდემამოსილი სრულიად სამეფოსა მთასა და ბარსა, მდინარეთა და ტყეთა, სოფელთა და ქალაქთა რათა ზრახუანნი მისნი კეთილშობილნი განევრცობინათ ლა ეცნობებინათ ღაღადითა მათითა სრულიად სამეფოს ქუეშევრდომთათვის: ,,შემოდგომას ამა წლისა არ გადასცდების მიჯირყვნა არნახული და საოცარი, ჩაქვესკნელება სამარადისო სისხლიანი ნაცტატორის მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარისა, რამეთუ სამეფოსა ჩუენსა შიგან გაიცემის ვახშნი ნულოვანნი ქოცდიდან რომელსა ჰრქუიან ,,ქოცთუ". დასაქმებულ იქმნების დიდი თუ პატარა, ძუ თუ ხვადი, მეტყველი თუ პირუტყვი, ჩინიანი თუ უჩინო. ამისა შემდგომ შეუყუანა ბოგრივანმა მი-ჰაილს ,,ჟოსტკი ბაზარი დერსკობისა და ლახმაჩობისა", მიფარჩაკებისა, მიჯირყვნისა და ამბოხისა და უქმნა მას ჯანყი ცოცხებისა. მიუტანა
სასახლესა მისსა შინნა ცოცხნი უთვალავნი და მკაცრად უთხრა მას: ,,განუედ შენ ჩუენგან და ყოველნი შენნი მორჩილნი, ყმანნი და სხუანნი სპანნი, მდედრნი და მამრნი თან წაიღე ლა წაიყოლე ცოცხებითა ამითა, რამეთუ არს ჟამი ნაცეტართა და ნაცხოზნიკთა აღსასრულისა და ქოცეტართა და ქოცხოზნიკთა
აღზევებისა. ქოცლამენტსა და მთაურობასა შინა ქოცმრავლესობაში მუალთ ჩუენ და ქუეყანასა ზედა ქოცთულ, ჯიგრულ პონტში მე და ქოცურავნი ჩემნი,
ჰევროპასა შინა ნასტავლნი, ფრიად განათლებულნი და ყველგან მრავალგზის განავალნი ჩემის ქონების გაბევრმაგებისთვის გაუთავებლად მქოცველნი უქოცგულესი ჩემნი ჩმორჩილნი ყოველნი ქოცლეტარნი და ,,ქოცხოზნიკნი".
არა ისმინა და არა ირწმუნა მი-ჰაილ ნა-ციგულა მოუსვენარმან ქოცატივნი ბოგრივანისა და განარისხა იგი ფრიად. ჰქმნა ბოგრივანმან შფოთი არნახული საოცნებო და ჯანყი სასტაულად საოცარი ცოცხებითა თუისითა და ქოცაბიტაციურად, ქოცევნებში გამარჯვებითა, მოვიდა ,,სმოტრიაშჩად" სამეფოსა ზედა და დააყენა ,,პალაჟენია" თუისი ,,პრავინციალნი" ქოცლეტარული და ქოცხოზნიკური მუნ და ამოიდო უკუანალსა ქუეშა სამეფო იგი და ჰტყუნავდა ყუელას გონებრივათა ზნეობრივათა, ქონებრივათა, აგრეთვე სულიერადა, ოცნებათა და სურვილთა, ხურუშ-ზუშტურთა თუისთა შესაბამისად.
ნაციგულა განშორდა სამეფოს და გაემგზავრა გნაციგრაციაში ევქსინის პონტოს მეორე ნაპირზედ მდებარე სამეფოსა, რომელსა ჰრქუა ჰუკრაინა და ჰურიათა ქალაქში იქმნა ღუბერნატოლად. ბოგრივანმა შეუცუალა სახელი სამეფოსა და ჰრქუა მას ბიძინტიის ქოცალიტარული იმპერია, ხოლო სატახტო ქალაქსა ბიძინტიისა უწოდა კალაპოლისი და დაჯდა იმპერატორის ტახტზე მუნ. იწყო განდევნა ყოველთა სწავლულთა და მის მიმართ უმორჩილებელთა და აღზევება ერთგულთა თუისთა, უვიცთა და უნიჭოთა ქოცხოზნიკთა და ქოცეტართა, რომელნი იყუნენ მლოცუელნი და ერთგულნი მისი ქონებისა და ქოცნებისა.
მერვესა წელსა ბოგრივანის იმპერატორობისა, ეწვია ბიძინტიას ჩდილო სახელმწიფოდან ბოიარი გავრილა, სტუმრობამ რომლისმან განარისხა მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარის ნარჩენნი ყმანნი და სპანნი და უთხრეს მათ შინაგან სადისტთა და სოლდაფონთუხუცესსა ბოგრივანისა ქოცენშტურმფიურერსა
გაიუს თუალთხარიუსსა, განდევნე ბიძინტიიდან გავრილა და განვედ შენ ჩუენგან, ქოცთულ ჯიგრულ პონტში, რამეთუ ქმედებანნი შენნი არს ქოცეტარული და მომტანნი ზიანისა ქუეყანასა ჩუენსა ზედა. არა იღო ყურად გაიუს თვალთხარიუსმა ღაღადი ნაცთა და სხუათა მდედრთა და მამრთა. ქოცსტიტუციური წესრიგის აღდგენისა და დამყარებისა ქოცფუძველითა შეუსია მეამბოხეებსა სპეც. სპა შინაგან სადისტთა და სოლდაფონთა და ვითარცა მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარმან, განჰბანა მეამბოხენი იგინი ცივის წყლის შხაპითა, ხელკეტების მასაჟითა და განაცდევინა მათ ქოცგაზმი ფრიადი რეზინის ტყვიებითა და წიწაკების კონსერვებითა.. განდუევნა მეამბოხენი და ყოველნი მორჩილნი მათნი ქოცლამენტიდან და ჰრქუა: ქმედება ესე ჩადენილ არს ქოცსტიტუციური ქოცთხოვნების შესაბამისად, რათა ბიძინტიაში მოკუდინებულ იქნას განსხუაებულნი ფიქრნი ბოგრივანისაგან!
შემდგომად ამისა მეამბოხეებზედ ფრიად განრისხდა ბოგრივან, აღიღო ხელი ქოცთმოქმედი წყალობისა ბიძინტიისგან და დაამკუიდრა მუდმივი თუალადობა და სმენადობა ყოველი ქოცალაქისა შინაგან სადისტთა და სოლდაფონთა ქოცმისარიატის თუალადობისა და სმენადობის ქოცარტამენტის მიერ, ქოცართუხუცესი რომლისა იყო ქოცლიკო ქოცმიშვილი. შერისხა ნაღუბერნატორალი მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარი და ბიძინტიის საზღუარის კუეთის მცდელობისას მიატყუენა საპყრობილესა და მუნ სენი ბოროტი დაჰმართა მას. სენი იგი იყო ვერ შემძლებელ განშორებადი რამეთუ იყო ქოცნიკული და სენსა მას ჰრქუა ქოცონა. მიჰაილ მოუსვენარზე სენის გატესტვისა შემდგომ, დავკონცენტრის ქოცართუხუცესმა არიმან მავნებლთუხუცესმა სენი იგი განავრცელა სრულიად ბიძინტიასა და მიქოცონდა მუნ მხედრობა, მთაურობა და სრულიად ქოცალაქენი მისნი. იქმნა სრულიად ბიძინტიის მოსაყლეობა მორჩილად ბოგრივანისა, ჰქოცულობდა მზესა და მთუარესა და ვარსკვლავებსა მისსა, ჰმღეროდა სიმღერებსა ქოცლისწულისა და იყო ბედნიერი მუნ.
განავრცო ქოცონა სრულიად
ბიძინტიასა შინა ბოგრივანმა, ჰქმნა ქოცდემია და განამრავლა ქოციტალი თუისი, რამეთუ ქოციტალი მისი იყო ერთადერთი ღირსება მისი, სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი, ძვალი ძვალთაგანი და რბილი რბილთაგანი, სული სულთაგანი და გული გულთაგანი, ფიქრი ფიქრთაგანი და ჰაზრი ჰაზრთაგანი, ზეამოცანა, დანიშნულება და გამართლება ყოვლისა ქმედებისა მისისა და ცხოვრებისა მისისა.
შემდგომად ამისა ჰქმნა ჰიმნად ბიძინტიისა ქოციქრონიონი და სავალდებულოდ მღერა მისი დღეში ორმოცდაერთჯერ და იწყო ქმნა ჰევროპის გასაოცარი ქოცოკრატიისა ბიძინტიასა შინა და ჟამთამწერალსა თუისსა ქოცა ქოცაინდრავას დაავალა აღენუსხა სიკეთენი მისნი ქოცდენილი ბიძინტიასა შინა და აღრიცხუითა მისითა შეერისხა
მი-ჰაილ ნაციგულა მოუსვენარი და ქოცურავთუხუცესს, ქოცერალისიმუსს უთხრა: ჰქმენ ჟამთამწერალნი იმფერი რომე, ლაპარიკობდენ მუდამ ჩემს ქოცქმედილ სიკეთეებზედ და ჰთქმოდნენ, რომე ყოლიფერი იმფრადაა, რომე უკეთესზე ვერ იოცნებებ. ჰქმნენ ჟამთაღმრიცხველ-მწერალმან მრაუალმან არაკნი, ბალადანი, თქმულებანი და ლეგენდანი მრაუალნი, ბოგრივანის არნახული და ზღაპრული ქოცთქმედებისა ბიძინტიის მოსაყლეობასა ზედა, სახედუელთა და სასმენათა მისთა და ჰყუებოდა ჰამბებსა ამას ერთიან სივრცეში, სახელი რომლისა არს QOC TV და მემატიანეთუხუცესი მისი ქოცლიკო ქოცმიშვილი...
20.09.2023/10.00' -
თფილისი. გარეთუბანი.
ლადო გუდიაშვილის ქუჩა ნუმერი ხუთი.
ეროვნული ბიბლიოთეკის,
მერაბ მამარდაშვილის სახელობის
სამკითხველო დარბაზი.
ქ ო ც ს ი კ ო ზ ი
ჰაფრო-ჰარაბო-ჰოსმალ-პერსო-ჰინდო-ჩინო-ჰავსტრარქტიდო-მაჯაპაჰიტო-ბარბაროსო-პაპუასო ცივილიზაციების შერწყმის შედეგად შექმნილი იმპერიის - ბიძგინტია ქოცოვნული დღესასწაულის ქოცოკალიფსისის ანუ ერთრწმენსულფერხმოვანების დღის
აღნიშვნის ქოცსტოგრამა
REDUCTIO AT ABSURDUM
ოდნავ ანტიუტოპიური, მცირედ სიურრეალისტური, ზომიერად იკლიკანტური, უზომოდ შეურაცხადი და ზღაპრულად ქოცნოგრაფიული, აბსურდამდე მიყვანის ნაბოდვარი.
ტოპონიმი ქოცნოგრაფია ისტორიული ქრონოღრაფიის და სოციალური პორნოგრაფიის უკიდურესი ნაზავ-ნარევი და მათი მეათე თაობის შთამომავალი, ანუ ,,კარენნოი" ქოცია.
დეფულოსოფიური და მონოსოფიური ტრაკტატი
ხელისუფლების ბინძურ, ექსკრემენტებით გატენილ და არადეფეკალიზებულ, თავად და გონებად წოდებულ, შიშველ უკანალზე, რომელიც ადამიანებს ექსკორირებს და ეიფორიული აბსურდის მდგომარეობამდე მიჰყავს.
C O N S T ს ა ლ მ ე ბ ა
მშვიდობა თქუენდა, ქალაქებად წოდებულ, ბოსლებად ქცეულ ,,ლოქეიშენებსა მდებარენო -
აღზევებულნო, ბედნიერნო, გაფარჩაკებულ-გახარებულნო, მავედრებელ-მწყალობელნო, მტკვარდალეულნო, ევქსინის პონტოს მხვრეპელნო, მიჯირყვნილნო, ვანაჩარნო, დედან-მამანო, ბებო-პაპანო, დანო და ძმანო, შვილნო, ბადიშნო -
GEORGIA-ნნო, Giurj-ნო, Грузин-ნო, გიჟვრაცუანნო, იახშკარდაშნო და იშვიათად, ზოგჯერ, ხანდახან, მცირედი დოზით, ეტიკეტისთვის და ზრდილობისთვის უმცირეს დოზით ოდნავ ქართველნო-ც!
ბევრის მფლობელნო, ყველას მპყრობელნო, უგონებელნო, უქონებელნო, ყველაფერ ამით მოამაყენო, მშვიდობა თქუენდა!
მშვიდობა შენდა მრავალტანჯულო და წამებულო, ჩვენო მტანჯველო, განმრიყველო და გამძევებელო, გენიოსთმკვლელო, ავაზაკთათვის მონუმენტმდგმელო, საქმენით მათით წარსულ დიდების მღორძინებელო, თავხედობამდე კდემამოსილო, უზრდელობამდე თავაზიანო, ჯერ შესაფარო მიუსაფართა ბევრთა, მრავალთა, მერე თანდათან უკვე მათდა სახლად ქცეულო და უკვე ჩვენო აღარ, სამშობლოვ სხუათა, გამხარებელო, გაუხარელო!
მშვიდობა შენდა დედა-თფილისო, ალაგო დიდი სიყვარულისო, მფარველ-პატრონო შენთა დამქცევთა, ბევრი მცდელობის მიუხედავად HOMO-და ქცევის არ მქვემდებართა, აგრესიულთა, უკმეხთ-ხეპრეთა, გაუთლელთა და უთვალავთა ურცხვთა-თახსირთა, მშვიდობა შენდა ქალაქო ჩემო გაგრიათ ტომის დუქან-დახლად ქცეულო, მშვიდობა შენდა!
მშვიდობა თქუენდა სხუანნო ყველანნო, ჯერ კიდევ ადამიანის სახე დაუკარგველნო, ხვავი, ბარაქა არ მოგკლებოდეთ, ისე გეძინოთ და გაგეღვიძოთ, როგორც გენებოთ და გდომებოდეთ!
IN INIQUITATE VERITAS !
ძალადობაშია ჭეშმარიტება!
შ ი შ ი შ ე ი ქ მ ს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს ა!
ეშინიათ?!. ე. ი. პატივს გვცემენ,
ა მ ი ტ ო მ
აგრძნობინეთ ძალა!
აწამეთ!
გაროზგეთ!
გაამათრახეთ!
ჩაწიხლეთ!
დააჩოქეთ!
დახვრიტეთ!
ჩამოახრჩეთ!
განჯირყვნით აღასრულეთ! NEW Грузин-ული სიბრძნე.
ავტორისაგან
მრავალთა განსწავლულთა და ნიჭიერთა ქვეყანაში, პოეტობის და მწერლობის ამბიცია რომ ექნება ადამიანს, ან ჩამოყალიბებული გენიოსი უნდა იყოს ან ჩამოუყალიბებელი იდიოტი. გურულობის მიუხედავად იმ დონეზე ჯერე არ გავაბდლებულვარ, რომე გენიოსად მივიჩნიო ჩემი თავმდაბლობამდე მოკრძალებული და მოკრძალებამდე თავმდაბალი
პერსონა, თანაც თფილისის ფსიქიატრიული კლინიკის სამედიცინო დასკვნის თანახმად არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ მახასიათებს, შესაბამისად იდიოტადაც არ და ვერ ჩავითვლები. ზემოთქმულიდან გამომდინარე და ქვემორესათქმელიდან შემდინარე არასოდეს მქონდა, არც მაქვს და არც მექნება პოეტობის და მწერლობის ამბიცია, მაგრამ ისტორიული კატაკლიზმების ეპოქაში, ფსევდოდამოუკიდებლობის,
დე იურე თავისუფლების და აგრესიული პროვინციალიზმის პირობებში მომიხდა ცხოვრება და ვწერ გლახათმყოფობის ამბებსა მრავალტანჯულისა სამშობლოისა ჩემისა, ვწერ იმას რაც მაწუხებს, მტკივა, მაშფოთებს და მოსვენებას არ მაძლევს. ვწერ იმიტომ, რომ შთამომავლობამ იცოდეს სიმართლე იმ ჯოჯოხეთის, პროვინციული მარაზმის და ისტორიული ატავიზმის შესახებ, რომელშიც აიძულებენ ყოფნას ადამიანებს XXI საუკუნეში ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანი", რამეთუ მომავალმა თაობებმა სცადონ ცუდის უკეთესით შეცვლა, იარონ სიკეთის, სიყვარულის, სიმართლის, პროგრესის გზით...
ჩემი ეპისტოლარული ნაბოდვარ-ნაცოდვილარი თუ შეძლებს, ღიმილი და ცრემლი მოგგვაროთ, დაგაფიქროთ, როგორ შეიძლება სიცოცხლის გაუკეთესება, გაუმჯობესება გალამაზება, გახანგრძლივება, ცუდის არა უარესით, არამედ უკეთესით შეცვლა, ჩავთვლი რომ ტყუილად არ ვამძიმებდი ცოდვილ დედამიწას ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს...
მადლობა თქვენდა ადამიანებო, ვინც გადაშალეთ წიგნი ესე და მოთმინებითა თქუენითა წაიკითხავთ მას.
ერეკლე მტკვარელი
(ირაკლი გოგუაძე).
საქართველო, თფილისი, 2012 - 202...წელი.
*ქოცნოგრაფია - XXI საუკუნის ოციან წლებში, საქართველოში შექმნილი ახალი ფსევდოლიტერატურული მიმდინარეობა და ფსევდომეცნიერული მოძღვრებაა, რომელიც პოლიტიკური პარტიის ნიღაბს ამოფარებული და სამართლიანობის მანტიაში გახვეული კრიმინალური სექტების ბოროტმოქმედებებს ასახავს.ტოპონიმი ქოცნოგრაფია ისტორიული ქრონოგრაფიის და პორნოგრაფიის უკიდურესი ნაზავი და მათი მეათე თაობის შთამომავალი, ანუ ,,კარენნოი" ქოცია.
მკითხველისადმი
ამ ეპისტოლარულ ნაბოდვარ-ნანაცნაქოცარ-ნაცოდვილარში, პრეფიქსი, ანუ თავსართი, ანუ წინსართი (ვისაც როგორ გესიამებათ) - ქ ო ც - აღნიშნავს XXI საუკუნის საქართველოში შექმნილ, პოლიტიკურ ნიღაბს ამოფარებული და სამართლიანობის მანტიაში გახვეული კრიმინალური სექტების -
აბრევიატურას.
ქოცალიციის ანუ ქოციტიკური გაერთიანების, აბსოლუტურად უკონტროლო და შესაბამისად უპასუხისმგებლო, აბსოლუტურად უწიგნური და შესაბამისად
უგუნურ-უვიცი, მოსადომომაზოხისტო მმართველობის წლებში დამკვიდრებულ, ახალ, ორთოდოქსალურად პროვინციულ და ფუნდამენტურად მოდეგენერატო, ბაჯაღლო იდიოტური და პიტალო კრეტინული ფორმატის, ბრბოდ და მოგვიანებით, გეგემაზომიერ-სტრატეგიულ-მეთოდურ, ქართულ, ჯიგრულ პონტში ხროვად ქცეული საზოგადოების, ე. წ. სახელმწიფო წყობილების (სორე სახელმწიფო, იმისი წყობილება რომ გქონდეს სქანი გოლЬუაფირო?!.) ტერმინოლოგიას და ტოპონიმებს. მაგალითად:
ქოცხეთი -კოლხეთი,
ქოცპიტალი -ჰოსპიტალი,
ქოცლეტარი -პროლეტარი,
ქოცხოზნიკი -,,კოლხოზნიკი"
და ა.შ.
მადლიანი, მრავალჟღერადი ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის პირველი ორი, ან სამი ასო
შეცვლილია ასოებით
ქ -,ანი;
ო - ნი;
ც - ანი.
XXI საუკუნის საქართველოდ წოდებუულ საბრიყველოში, აღზევებული უვიცობის და უგუნურების გადაფარვის მიზნით, უცხო სიტყვათა კოკისპირულ ფრქვევას, სსიპ-ებად და მედიად წოდებული თრეშის ბუნკერებიდან, საფეხმწიფო (სიტყვა არ შემშლია, რამეუჟთუ Gürcistan-ში, ყველას, ყველა და ყველაფერი ფეხზე ჰკიდია) დონეზე დამკვიდრებულ და თითქმის დაკანონებულ აბსურდულ და მარაზმატიკულ ტენდენციას, კოკისპირულ და უკიდეგანო, ველურად არისტოკრატულ პაპუასიზმში გადასულ ბარბარიზმს, გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლი და გვერდით ვერ ჩავუვლი, როგორც ყველა მავნებლობის მოძულე და სასიკეთო სიახლეების, პროგრესული ცვლილელების მოყვარული კაცი. ამ იკლიკანტურ ნაბოდვარში უხვად იქნება ურცხვ
უცხოსიტყვიანობა, რომელთა განმარტება შეგიძლიათ იხილოთ წიგნის ბოლოს.
ჩინოსანთ-ჩინოვნიკთადმი
მადლობელი ვარ ფრიად, რამეთუ ზრახუანნი თქუენნი ბრიყვულ-უგუნურნი, ქმედებანი თქუენნი ბოროტ-მავნებლურნი და
სასტიკ-ულმობელნი, ცოდუანნი თქუენნი ნებსითნი, მე, როგორც ხრონოღრაფოსსა ქუეყნისა ჩემისა მრავალტანჯულწამებულისა, უხვად მაფრქვენენ საზრდოსა ხრონოღრაფიისა, აღწერისა ჟამთა განუკითხავთა, დაუნდობელთა, სასტიკთა და ულმობელთა...
WWWHW
ანუ
პასუხი კითხვებზე,
რა მოხდა,
სად მოხდა,
როდის მოხდა,
როგორ მოხდა,
რატომ მოხდა...
XLI საუკუნის დასაწყისში, იმპერიაში ბიძგინტია
განვითარებულ-მომხდარი
ამბებ-მოვლენების
გასაანალიზებლად
აუცილებელი
ძირითადი
განმარტება-მცნებანი
ბიძგინტიის ქოცალიტარული ქოცლეტალურ-ქოცხოზნიკური
იმპერია
ოთხ ზღვას შუა გადაჭიმულ უზარმაზარ, ქოციტაციურ-კავიტაციურ ქოციპელაგზე მდებარე შავ-თეთრ-მკვდარ-ცოცხალი, მარადიული და უკანასკნელი იმპერია - ბ ი ძ გ ი ნ ტ ი ა.
ქოცოგრაფიული მონაცემები
მდებარეობა - ა.გ.41*, 41’, 41";
ჩ. გრ. 41*, 41', 41";
ფართობი - 41 მილიარდი კვადრატული ქოცომეტრი;
ბელპერატორი - ბოგრივან XLI ;
იმპერიული წყობილება -
პირველშობილი ქოცური ჯიგრული პონტბილების ქოციგარქიული ბოგრიგარქია;
დროშა - ლურჯი ფერის მრავალბლაგვკუთხა ნაჭერი, შუაში მრავალწახნაგურბლაგვურად განლაგებული 41 ყვითელი ფერის ხუთქიმიანი ვარსკვლავით, რომელთა შუაგულში ბოგრივანის ბარელიეფებია;
გერბი - ოთხმაგი თავის ქალა გადაჯვარედინებული ხმლებით და ძვლებით, შუაში ამკრძალავი ნიშნით აზროვნება აკრძალულია;
დედაქალაქი - კალაპოლისი;
მოსაყლეობა - 41 მილიარდი ჩმორჩილებას ქოცმდებარე ქოცალაქე;
ფულის ერთეული - ქახალდის (ასო ხ-ანი არ შემშლია) ქოცვერტირებადი ქოცინარი და რკინის ქოცპეიკა,
100 ქოცპეიკა = 1 ქოცუბლიალს;
სატელეფონო კოდი - - 41 41;
მანძილის საზომი ერთეული - ბიძგომეტრი - 1 ქოცდიონი უდრის 41 ცივილიზებულ მეტრს, 41 ქოცდიონი =1ბიძგომეტრს
ეროვნული დღესასწაული -
არამზადო-გაიძვერო-თაღლითო
ქოცლატანობის საერთაშორისო ერთრწმენსულფერხმოვანების დღე - ქოცოკალიფსისი.
იმპერიული ჰიმნი
იმღერება ინტერნაციონალის მოტივზე
აღსდგა ორ ზღვას შუა ტანჯული,
ქვეყანა მშიერ მონების,
დავამხეთ მტარვალთა რეჟიმი
Ბელადის ქონებ-ცოცხებით.
Მისამღერი:
დიდება თქვენდა მესსიავ ჩვენო,
ქოცერჟამიერ!
თქვენი ქონების მონანი ვართ,
ბოგრირჟამიერ!
აშენებთ ახალ იმპერიას,
აღორძინებთ და აბრწყინებთ,
აქ ცხოვრება მშვენიერია,
Მსოფლიო ნატრობს ჩვენს მიღწევებს.
Მისამღერი.
ყველას მპყრობო და ყოვლისა მფლობო,
გვატარეთ გზებით დამონების,
Მუდამ აგვარიდეთ ხიფათს,
ომის და სანქციების.
Მისამღერი.
ჰიმნის შემდეგ აღსასრულებელი აუცილებელი რიტუალი - დიდებაი და ქებაი იმპერატორისა ბოგრივანისაი
მარადიული და უკიდეგანო დიდებაი და ქებაი თქუენდა, მესსიავ & მხსნელო, გადამრჩენელო & მარჩენელო,
მფარველო ანგელო & ომის მრიდებელო,
მეხთამქმნელო & ცეცხლის მფრქვეველო,
ყველასმპყრობელო & ყველათმფლობელო,
ბრძენთა შორის უბრძენესო & დიადთა შორის უდიადესო, გამჭრიახთ შორის უხუცესო & ცოცხალთა შორის უცოცხალესო, ნეტართა შორის უნეტარესო & წმიდანთა შორის უწმინდესო, მძვინვარეთ შორის უმძვინვარესო და მრისხანეთ შორის უმრისხანესო,
სამართლიანთა შორის უსამართლიანესო მოძღვარო,
სიმართლის მქმნელო,
ხალიფავ, ემირო, სულთანო, შაჰო, ხონთქარო და ფადიშაჰო,
უმაიანო, აბასიანო,
რაჰბარო, ალი ხამენეო,
მალიქო, ბრუნეო,
შეიხ ქოცლამო,
ქოცარქიის უზენაესო და უმთავრესო
ქოცურავთუხუცესო,
არსთა გამრიგევ ჩუენნო & ფიქრთა ჩუენთა მწესრიგებელო, ფიქრთ-ქმედებათა ჩუენთა მწყვეტელ-მქმედელო,
ყველავ & ყუელაყისავ ჩუენნო,
მარადიულ-უსრულებელი დიდებაი და ქებაი თქუენდა
ბოგრიქრონიონ!
ყოველსაათობრივი ქ ო ც ვ ა ბოგრიქრონიონი
ბოგრიქრონიონ!
დიდებაი თქუენდა, მხსნელო და ბელადო, მამავ და მარჩენალო, დედავ & მამავ, დაო & ძმაო; ბებოვ & პაპავ, ბიძავ & ბიცოლავ, რძალო & სიძევ, ნათესავ-მეგობარ-მეზობელო, ყველაფრისმცოდნევ, და ყველასამფლობო, ყოვლისშემძლევ და ყველასამპყრობო, ჩუენო ყველაყისავ, დიდება თქუენდა, ბოგრიქრონიონ! იმრავლოს ქონებმან თქუენმან ყოველწამიერად სრულიად ჩრდილოეთსა, აღმოსავლეთსა, სამხრეთსა, დასავლეთსა შინა და ზედა ორმოცდაერთჯერ და ორმოცდაერთმაგად ორმოცდაერთის კვადრატში, კუბში და ორმოცდამეერთე ხარისხში. მოიღეთ მოწყალება, უღირსთა ჩმორჩილთა და ჩმონათა თქუენთა მიმართ მოწყალეო ფეხმწიფევ, ქონებიდგან თქუენიდამ მცირედნი და გამოსტყროცნეთ ჩუენდამი ქოცნუსნი 41%-იანნი ვაზელინისა და კრემებისა უკიდურესად და უფრიადესად შემძვრომელისა, გვაცხოვრეთ მუდმივ ჩმორჩილებასა და სამარადისო ჩმონობასა, თქუენსა და ნუ შეგვრყვნით ჩუენ ნურცა ჰევრო და ნურცა სხუათა მავნებელთა კანტორათა, არამედ გვიხსნენ ჩუენ სანქციებისგან! რამეთუ თქუენი არს სიბრძნე და ჭეშმარიტება, ბიძგინტიასა შინა, ყოლიფრისმცოდნეობა, ყოვლისშემძლეობა, ყოვლისმფლობობა, ყველასმპყრობობა, სამარადისოდ და უსასრულოდ, უკუნითი უკუნისამდე!
მადლობა იმიზა რომე, ქოცალიტარულად აქოცტროლებთ ყოლიფერს, თქვენო აღზევებულო ქოცდიდებულესობავ, ბელადო და მხსნელო ჩვენო, დიდება თქუენდა მხსნელო და ბელადო, მარჩენალო და პატრონო, მამავ და პაპავ და ყოლიფერო ჩვენო ბოგრივან, ბიოგრიქრონიონ! მადლობა იმიზა რომე, მკვიდრნი იმპოტერრორატორრიისა თქუენისა ვართ ყველაზე ბედნიერნი და თავისუფალნი, რამეთუ ისტორიაში ერთადერთი და უპრეცედენტო იმპოტერრორია ვართ საცხა არაა ნააჭირვება სტავლაი, განათლებაი, კითხვა-წერის ცოდნაი და სამარადისო დიდება თქვენე, იმიზა რომე გვაქვს ამფერი, იმფერი სხვაფერი, ბევრფერი, ბედნიერება ყოლიფერი. ბოგრიქრონიონ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი