ქართული პირველი დუელი
თეიმურაზ ბერიძე.
და აღმოცენდა თფილისი. ნაკადული 1977. K 169.838/3.
გვ. 129-135.
ქართველებს ტყუილ-მართალის გამოსავლენად, ისტორიულად
სხვადასხვა წეს-ჩვევა ჰქონდათ. სიმართლის გამოსარკვევად, ბრალდებულს მდუღარე წყლიდან ისე უნდა ამოეღო ჯვარი, რომ ხელი არ დათუთქოდა. იყო ჯვარზე დაფიცების წესი და სხვა მრავალი. მაგრამ ზოგჯერ, სადავო საკითზი ორთაბრძოლითაც წყდებოდა...
XVII საუკუნეში ირანის შაჰმა ქართლი როსტომ მეფეს ჩააბარა და მას ცოლად შერთეს ბეჟან დადიანის და მარიამი, მაგრამ მათ შვილი არ ეყოლათ, ქართლის სამეფო ტახტს კი მემკვიდრე სჭირდებოდა. მეფე როსტომმა ირანის შაჰთან შეთაწხმებით, თავისი ბიძაშვილის თეიმურაზის შვილი - ლუარსაბი იშვილა.
ქვეყნის ეკონომიკის მოღონიერებისთვის როსტომ მეფეს პრიორიტეტულად მშენებლობის განვითარება მიაჩნდა და დედოფალთან ერთად სარესტავრაციო შენობების აღდგენის პარალელურად ახალი ნაგებობების შექმნას ახმარდა მთელ თავის ენერგიას და სახსრებს...
„როსტომ მეფემ განჯის გზაზე, მდინარე ხრამზე, ძველი „გატეხილი ხიდის" ზემოთ, ააგო აგურის ხიდი ქარვასლით, რომელიც დღესაც დგას და მას ზოგი „გატეხილ ხიდს" ,ზოგი კი „წითელ ხიდს" უწოდებს"...
ერთ დღეს მეფე, დედოფალი და მათი თანმხლები თავადაზნაურობა ხიდის სანახავად წავიდნენ. ხიდთან მისულები იქვე დაბანაკდნენ. თავადაზნაურებმა ბატონიშვილ ლუარსაბს მდინარის გაღმა, ჭალაში, ირემზე და ღორზე ნადირობა შესთავაზეს. ნადირობის მოყვარულ ბატონიშვილს ეს წინადადება დიდად ეამა. დაიწყო ნადირობა. ჭალაში გასულმა მონადირეებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს. ნადირის გამოსარეკად ჭალას მდაბიონი შეესივნენ ბუკ-ნაღარით. თითოეულ კართან, ანუ ადგილთან თითო თავადი იდგა, ზოგი თოფით და ზოგიც ისარმომარჯვებული. მიუახლოვდა თუ არა დამფრთხალი ნადირი ჩასაფრებულებს, ატყდა თოფისა და ისრის სროლა. „ამ დროს, ბატონიშვილს ლუარსაბს თოფი ეცა და შეიქნა ტირილი და თავს ცემა.
ნადირობა მოიშალა და მეფესთან ჩაფარი გაგზავნეს". ცხედარი
ქალაქში ავლაბრის მხრიდან შემოასვენეს. ამ საიდუმლოებით
მოცული მკვლელობის გამო დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. თავადმა სიაოშ ბარათაშვილმა ბატონიშვილის მკვლელობა თავად ბაიდურ თუმანიშვილის დააბრალა. ბაიდურმა იუარა.
„მეფეს მოახსენეს, – მოგვითხრობს ისტორიკოსი ფარსადან გორგაჯანიძე, – ამ რიგი
საქმენი უხმლოთ არ გადასწყდებისო".
მეფის ბრძანებისამებრ,
სიაოშ ბარათაშვილმა და ბაიდურ თუმანიშვილმა თავიანთი საქმეები მოაგვარეს, ,,...ვისთვისა შეცოდებინათ, შეეხვეწენ და შენდობა იშოვნეს და ვისიც რამე ემართათ, გარდუხადეს. თავიანთ
საღდრები დაიარეს და შესაწირავი მიართვეს და რა შეეძლოთ
გლახათა და უღონოთ მისცეს".
ამის შემდეგ ქალაქში მეფის კარს ეახლნენ, მერე საომარი იარაღით შეიმოსნენ, შესხდნენ ცხენებზე და
როგორც დათქმული ჰქონდათ,
მეფის სასახლის პირდაპირ, რიყეზე, პაემანზე – ბორჯალზე (დათქმული ვადა) გამოცხადნენ. თან ახლდათ ექვსი იესაული. გადაკეტეს მეტეხის ციხის კარი, რომ არც არავინ გასულიყო და არც შემოსულიყო. ცხენებზე ამხედრებული სიაოში და ბაიდური ერთმანეთის პირისპირ დადგნენ.
„გაღმიდან დაუძახეს – ომისა და შეტევის დრო არისო". პირველად ცხენი სიაოშმა დაძრა. მიუახლოვდა თუ არა, შუბი გვერდში აძგერა ბაიდურს, ჯაჭვი გაუხია და შიგ შეამტვრია. შემდეგ ბაიდური მიუხდა, შუბი ბარკალში შეამტვრია და გასცილდა. ისევ სიაოში „წაეწია და ლახტი სცა და გასცილდა". ბაიდურს ხელი სისხლში ჰქონდა მოსვრილი. სიაოშს ლახტი მოუქნია, მაგრამ
სისხლიანი ხელით ვერ შეიმაგრა და ლახტი ხელიდან გაუსხლტა.
ცხენიც გახელდა, მხედარს აღარ დაემორჩილა და უგანა. სიაოში
ბაიდურს ლახტის ცემით მისდევდა. ბაიდური ცხენს ვეღარ
იმორჩილებდა და ხმალამოწვდილი უკან-უკან იქნევდა. უკან მოქნეული ხმალი სიაოშს საცხვირეში მოხვდა და ცხენიდან გადმოვარდა. ბაიდურს მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ იესაულებმა არ დაანებეს. სიაოში მეციხოვნეთ ჩააბარეს, ცხენზე ამხედრებული, შეიარაღებული ბაიდური კი მეფეს ეახლა და თაყვანი სცა. მეფემ
სიაოშის ჯაჭვი და იარაღი ბაიდურს მისცა. ამ ორთაბრძოლაში
გამარეჯვების გამო ბაიდურს ბრალდება მოეხსნა....
ამ დროს რიყე დაუსახლებელი ადგილი იყო. მისი განაშენიანება
უფრო გვიან, XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის
დასაწყისს მიეკუთვნება. ამ დროსვე გაჩნდა ადგილის სახელად რიყე. XX საუკუნის 50-60-იან წლებამდე აქ დუქნები და სახელოსნოები იყო.
რიყეზე ძირითადად მკალავები, მჭედლები და ხარაზები საქმიანობდნენ. აქვე იყო ბაზარიც..
გაგრძელება იქნება...

2020.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი