HOMO Canthropus - ანონსი


XX საუკუნის ოციან წლებში, რუსეთის იმპერიაში ძალადობით დამყარებული საბჭოთა ხელისუფლების და მის საფუძველზე შექმნილი ბოლშევიკური იმპერიის - საბჭოთა კავშირის - ავაზაკი, ხელისუფლებად წოდებული, ტერრორისტების ბანდა, საბჭოთა სახალხო კომისართა   (СОВНАРКОМ) ხროვა და ჯოგი იმპერიაში მცხოვრებ განათლებულ და კეთილშობილ ადამიანებს უცხოეთის აგენტებად  და ჯაშუშებად, არასანდოებად და არასაიმედოებად თვლიდა და მიიჩნევდა...
  ხელისუფლების სათავეში აღზევებულ-მოკალათებულმა სისხლისმსელმა ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს, რომ რუსეთის იმპერიის პირმშოს და შთამომავლის - მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ამორალური, უგუნური, უვიცი, უგემოვნო და უწიგნური საბჭოთა იმპერიისთვის, სსრკ-ში მცხოვრები განათლებული და კეთილშობილი ადამიანები - მთელი პლანეტის აგენტები  და ჯაშუშები - არასანდონი და არასაიმედონი იყვნენ, ამიტომ, ისინი სრულიად ახალი ფორმაციის სუბიექტებით  უნდა ჩაენაცვლებინათ, რომელთა შექმნაც ჰიპოფიზების გადააადგილებით იყო შესაძლებელი...
  ბიოლოგიის რუსი პროფესსორის ევროპაში განათლებამიღებული ილია ივანოვის ექსპერიმენტებმა  - ადამიანის გამაიმუნების და მაიმუნის გაადამიანების ჰიბრიდიზაციამ - არავითარი შედეგი არ გამოიღო და არანაირი სიკეთე არ მოუტანა კაცობრიობას.  ცოცხალ ადამიანებზე ჩატარებული ცდები იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ რამდენად აიძულებს ტოტალიტარული სისტემა ყველას და ყველაფერს, იყოს მის უკიდურეს ჩმორჩილებაში, როგორ აიძულებენ მეცნიერებს იმოქმედონ სისტემის ხურუშ-ხუშტურის შესაბამისად, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სისტემური იდეოლოგიის მიერ ადამიანური ბუნების გაუპატიურების და განადგურების იძულების სურვილთან, სისტემისადმი ტოტალური ჩმორჩილების მიზნით!!!!
                               * * *
 უახლოეს დღეებში ავტვირთავ სტატიას, როგორ ანადგურებს ტოტალიტარიზმი ადამიანებს....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი