ღამურის ეფექტი - ანონსი


2019 წლის 4 დეკემბერს, ადრიან დილას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ( 中华人民共和国), მდინარეების - იანძისა და ხანშუის - შეერთების ადგილას მდებარე ჰუბეის პროვინციის სწრაფად მზარდ დედაქალაქში - უჰანი, ქუჩაში მოვაჭრე, 62 წლის ლი ცზი, სახლიდან, გასვლას ჩქარობდა - შვილიშვი-ლი უნდა წაეყვანა სკოლაში. სიჩქარეში ლი ცზიმ საუზმე არასრულფასოვ-ნად მოამზადა, ღამურას ბოლომდე შეწვა არ აცადა, ნახე-ვარფაბრიკატი მიირთვა და... დაიწყო, მაგ-რამ რა დაიწყო! მეორედ მოსვლაც დაიწყო და მესამე მსოფლიო ომიც! ატყდა, მაგრამ რა ატყდა!!!! აფეთქდა მსოფლიო! 
  2020 წლის 30 იანვარს უმავნებლესმა საერთაშორისო კანტორამ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ეს აფეთქება ვირუსად, სახელად COVID 19, ანუ კორონა მონათლა და საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად, ხოლო 11 მარტს - პანდემიად გამოაცხადა.
  ამ ეფემერული ვირუსიდან გამომდინარე  ატეხილ მედიაისტერიკაზე, მის თანამდევ მავნებლურ მოვლენებზე და კატასტროფულ შედეგებზე მოგვითხრობს წიგნში - ,,ღამურის ეფექტი: არამეცნიერული დისტოპია",  პოლიტტექნოლოგი, მედიამენეჯერი, პუბლიცისტი, მწერალი და ვიდეობლოგერი, YOTUBE-არხის @sheitelman შემქმნელი მიხაილ შეიტელმანი, რომელიც არის მოთხრობების  - „არა როგორც ტინკოვი",  „ღამურის ეფექტი: ანტისამეცნიერო ანტიუტოპია" და პიესის „რეპკინი პროგრამისტი არ არის" ავტორი. 
2022 წელს ამ ნაწარმოებმა ბადენვაილერის პიესების საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური დიპლომი მიიღო.
2025 წლის 7 თებერვალს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ შეიტელმანი უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა.
  დოკუმენტურ-მხატვრულ მოთხრობაში „ღამურის ეფექტი: ანტისამეცნიერო დისტოპია" ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია მედიის საშუალებით ადამიანების უკიდურეს გამოთაყვანებაზე. წიგნი კოშმარულად მარაზმატიკული გადა-წყვეტილებების მიღების  საფუძველზე მოგ-ვითხრობს, იმ გადაწყვეტილებების საფუძ-ველზე, რომლებსაც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ლიდერები იღებენ და რომ-ლებმაც  2020 წლის დისტოპიამდე მიგვიყვანა.
  ამჟამად მოთხრობას ქართულად ვთარგმნი და ცოცხალი თუ ვიქენი, წლის ბოლომდე აუცილებლად შემოგთავაზებთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი