ვ ი რ უ ს ი
ბელადიზმის ანუ „ლიდერცენტრიზმის ვირუ-სი" - მეტაფორა, რომელიც აღწერს საზოგა-დოების ან ორგანიზაციის პოლიტიკური ან/და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მდგომარეობას ერთ კონკრეტულ სუბიექტზე - ბელადზე/ლიდერზე, როდესაც კანონის უზე-ნაესობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღებას ანაცვლებს ერთი პიროვნების ავტორიტეტი და ნება. პოლიტო-ლოგიაში და სოციოლოგიაში ამ მოვლენას უფრო ხშირად „ვოჟდიზმს" (ლიდერცენტ-რიზმს) უწოდებენ. ჩვენს კონტექსტში სიტყვა „ვირუსი" ხაზს უსვამს აღნიშნული მოვლენის დამანგრეველ, გადამდებ და დემოკრატიული პროცესებისთვის მომწამვლელ, ყველგან გავრცელებად ბუნებას.
ვოჟდის ანუ ლიდერის კულტის ვირუსის ძირითადი სიმპტომები
პიროვნების კულტი: ვოჟდი იდეალიზებულია, მისი გადაწყვეტილებები უშეცდომოა, მისი პირადი თვისებები უნაკლო და განდიდებუ-ლი.
ინსტიტუტების დეგრადაცია: პარლამენტი, სასამართლო, მედია და სხვა ინსტიტუტები კარგავენ რეალურ ძალაუფლებას და ვოჟ-დის ნების აღმსრულებელ ინსტრუმენტებად იქცევიან. სრული დატვირთვით 24 საათიან რეჟიმში მუშაობს პრინციპი: „არ არის ვოჟდი - არ არის ქვეყანა": მოსახლეობაში ყალიბდე-ბა რწმენა, რომ კონკრეტული პიროვნების - ვოჟდის გარეშე ქვეყანა ჩამოიშლება და ვოჟდს ალტერნატივა არ გააჩნია.
სიმულირებული კოლეგიალობა: გადაწყვეტილებები შესაძლოა ფორმალუ-რად მიიღებოდეს ყრილობებზე ან კენჭის-ყრის გზით, თუმცა რეალური არჩევანი ყო-ველთვის წინასწარ განსაზღვრულია ვოჟდის მიერ.
შიდა კონკურენციის ჩახშობა: სტრუქტურის შიგნით ნებისმიერი ოპოზიცია თუ კრიტიკა აღიკვეთება, ხოლო უახლოესი გარემოცვა პროფესიონალიზმის ნაცვლად პირადი ერთგულების საფუძველზე შეირჩევა.
რატომ ინფიცირდება საზოგადოება?
„მტკიცე ხელის" მოთხოვნა: კრიზისის, ეკონო-მიკური გაჭირვების და გარე საფრთხეების პერიოდში ძლიერდება მფარველის, ისეთი ვოჟდ-ლიდერის საჭიროება, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.
დაბალი პოლიტიკური კულტურა: სამოქალაქო საზოგადოების გამოცდილების ნაკლებობა და საკუთარ ცხოვრების მოწყო-ბაზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს ან „მამა-ბელადის" - Батька-ს ფიგურაზე გადა-კისრების ჩვევა.
პროპაგანდა: სახელმწიფო ან კორპორატი-ული მედია მიზანმიმართულად ქმნის ბელა-დის მესსიანელობის და შეუცვლელობის იმიჯს.
შედეგები სისტემისთვის
ნამდვილი ვირუსის მსგავსად, უზენაესი ვოჟ-დის კულტი თანდათან ასუსტებს „ორგანიზმს" (იქნება ეს პარტია, კომპანია თუ სახელმწი-ფო).
მემკვიდრეობის კრიზისი: ადრე თუ გვიან, ვოჟდი ტოვებს თანამდებობას, მომზადებული მემკვიდრეების და გამართულად მოქმედი ინსტიტუტების არარსებობის გამო. სისტემა მძიმე შოკს განიცდის ან ინგრევა.
მართვის შეცდომები: ვოჟდის უახლოეს გარე-მოცვას სიმართლის თქმა ეშინია, რის გამოც ვოჟდი გადაწყვეტილებებს მცდარ და დამა-ხინჯებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს, რასაც საზოგადოება კატასტროფულ შედეგებამდე მიყავს...
ვოჟდ-ლიდერიზმის ვირუსის წინააღმდეგ მთავარი იმუნიტეტი ხელის-უფლების მუდმივი როტაცია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ცივილური სამართლებ-რივი სისტემაა, სადაც კანონი, ყოველთვის ნებისმიერ პიროვნებაზე მაღლა დგას...
P. S.
გ ი ხ ა რ ო დ ე ნ!
პრავიტელსტვო გრუზიის & ლიჩნო პრაიმ ბო-იარის - გეიუს ჰერაკლიუს მამამისსიუს ქოც-ბახიუსის რასპორიჟონნიი პოსტანოვლენიით, მავნე ნაციონალური წარსულის გადმონაშ-თის - მიცვალებულისთვის პანაშვიდის
გადახდა გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს უქმდება და საოცნებო ქოცტრიარქის - ,,სვიატო ბლაჟენნი" ელიზბარ ტრეტის კურთ-ხევით, საქართველოს ქოცუპპაციის მეთოთხ-მეტე წლისთავის (2012 წლის 1 ოქტომბრის) აღსანიშნავად, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება გარდაცვლილთათვის პანაშვიდის გადახდა
41-ე დღეს!
გ ი ხ ა რ ო დ ე ნ!
გაგრძელება იქნება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი