QOCფლუენსერი


ინფლუენსერი (ინგლისური სიტყვიდან Influencer - გავლენის მომხდენი) პირი, რომლის აზრიც მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით ადამიანისთვის, „აზრის ლიდერი", პიროვნება, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მრავალი ადამიანის გადაწყვეტილებაზე - ვიკიპედიის განმარტება.
ქოცფლუენსერი -  აღმატებულობის და უპირატესობის კომპლექსით შეპყრობილი, სიდიადის ილუზიით დაავადებული 41უჯრედიანი ბыდლო, რომელიც თვლის, რომ დედამიწა მის ირგვლივ ტრიალებს, ყველაზე აღმატებულია და ყველა ვალდებულია იყოს, მისი კაპრიზ-ხურუშ-ხუშტურების გადაწყვეტილებების ჩმორჩილი...
სუბიექტი, რომელიც ცდილობს სხვებზე უკეთესად წარმოაჩინოს პერსონა თვისი საკუთარი სისუსტის შიშის და არარაობის დასაფარად...
Amor + Libertas × Felicitas = 
Mors absoluta.
სიყვარულს + თავისუფლება × ბედნიერებაზე = 
აბსოლუტურ სიკვდილს!

                       * * * 

  მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე ბыდლოებმა კაცობრიობა რკინა-ბეტონის მარწუხებში მოაქციეს და თავიანთი მანიაკალური ზეამოცანის აღსასრულებლად, მიიჩნევენ რომ მიზანი ამართლებს საშუალებას.
მათი არგუმენტებია:
შედეგზე ორიენტაცია: მთავარია საბოლოო გამარჯვება კაცობრიობის ტოტალური კონტროლის და გამობრიყვების გზით;
რეალპოლიტიკა: პოლიტიკაში  მკაცრი ნაბიჯები აუცილებელია, რათა ბრბოსახლეობა იყოს მუდმივი შიშის მდგომარეობაში, ძრწოდეს ძლიერთა ამა ქვეყნისა წინაშე:
გლობალური სიკეთე: მცირე ზიანი აუხილებლად მოიტანს დიდ სარგებელს...
  კოლოსალური ადამიანური კატასტროფის გამომწვევი აშკარა და ფარული მიზეზები და ფუნდამენტური ფაქტორები, მასობრივი წინააღმდეგობის პირობებშიც კი, უკარგავს ადამიანებს არამარტო აწმყოთი ტკბობის სიამეს, არამედ ფუნდამენტურად უნერგავს მომავლის უპერსპექტივობის  განცდას,აჩლუნგებს და აშტერებს გონებრივად, მორალურად და ფიზიკურად,  უნერგავს
გონების, სიკეთისა და ჰუმანიზმის არსაჭიროების და საბოლოო გარდაუვალი განადგურების აუცილებლობას.
ფსიქოლოგიური კომპლექსი  - არაცნობიერში დაფარული, ემოციური მუხტის მქონე აზრების, იდეებისა და მოგონებების ერთობლიობაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე. 
ეს კომპლექსი ხშირად ბავშვობისდროინდელი ტრავმის, კრიტიკის ან შიშების შედეგად ყალიბდება, რაც შინაგან კონფლიქტს იწვევს და თვითშეფასებას ამახინჯებს.
 კომპლექსების გავრცელებული სახეებია: 
1) არასრულფასოვნების კომპლექსი სხვებთან შედარებით საკუთარი უუნარობისა და სისუსტის მუდმივი განცდა; 
2) უპირატესობის კომპლექსი სიდიადის ილუზია და სხვებზე უკეთესად გამოჩენის მცდელობა სისუსტის შიშის დასაფარად; 
3) დანაშაულის გრძნობა
მუდმივი განცდა იმისა, რომ დამნაშავე ხარ, და საკუთარი თავის დასჯის სურვილი; 
4) „შესანიშნავი მოწაფის" კომპლექსი -  შეცდომის დაშვების ან სხვების მხრიდან უარყოფითი შეფასების შიში; 
5) „მხსნელის" კომპლექსი - ყველას დახმარების აკვიატებული სურვილი საკუთარი ცხოვრების ხარჯზე.
                                                                     2026.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი