არის ასეთი ქვეყანა


არის ასეთი ქვეყანა, 
რომელმაც:
მოკლა  ილია ჭავჭავაძე;
დახვრიტა კოტე აფხაზი;
გააქრო ტიციან ტაბიძე;
უნივერსიტიტედან გააპანღურა ექვთიმე თაყაიშვილი;
გაანადგურა გოდერძი ჩოხელი;
მოკლა პირველი პრეზიდენტი;
ორჯერ ააფეთქა მეორე;
ციხეში ყავს მესამე;
პენსიას არ უხდის მეოთხეს;
ჯაშუშად შერაცხა მეხუთე;
ანბანის უცოდინარი ყავს მეექვსედ;
გენიოსი გამოკეტა ციხეში და მთავრობაში ყავს კრიმინალები...
აზრზე მოდით და ხმა ამოიღეთ, უკანალი გაანძრიეთ შთამომავლობის გადასარჩენად,     თორემ ხვალ ქოცები პარტერში მოგხნავენ!!!!
  საოცნებო კოშმარში ვცხოვრობთ ძველ ფერმაში ია-ია-ო, ბევრ წელიწადზე მეტია,  ია-ია-ო. .არ დამიწყოთ მორალის კითხვა - ისე მოქცეულიყავი, რავარც შ.ყ. გიჩიოდა, ჩ.ყ.-სთან ერთად და კაათ იქნებოდიო. სხვების ფიქრნი და აზრნი ჩემს შესახებ ისე მაშფოთებს, როგორც შარშანდელი ამინდის პროგნოზი და უკრაინაში ომია თუ რაცხა სპეც. აპერაცია, ე იმის გათავების თარიღი. ეგი ხომ ქოცალიტარული ორგაზმის აბსოლუტური ნეტარების აპოთეოზია...
არის ასეთი ქვეყანა, რომელშიც შენ იხრწნები და  რომელმაც:
1907 წელს მოკლა შენი ქვეყნის წარსულზე მგლოვიარე, აწმყოზე და მომავალზე მზრუნველი ილია ჭავჭავაძე;
1921 წელს წაგართვა თავისუფლება;
1924 წელს დაგიხვრიტა კოტე აფხაზი;
1952 წელს მის მიერ დაარსებული უნივერსიტეტიდან გააპანღურა ექვთიმე თაყაიშვილი;
2012 წლიდან გაქცია ყიზილბაშების მონად;
2025 წელს ოპერის კარი აუჭედა პაატა ბურჭულაძეს;
2026 წელს ეკლესიაში, პანაშვიდზე არ შეუშვა საქართველო!
გააგრძელე შენი ქვეყნის ისტორია!!!
                                                                 2026.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი