ტ ა ქ ს ი


მსოფლიოს ისტორიაში პირველი ტაქსი ანტიკურ რომში დაიბადა და ტაქსის ისტორიაც იქ დაიწყო. რომის იმპერიაში, მოძრავი ორთვალას ღერძებზე მიმაგრებული იყო რთული მექანიკური მრიცხველი - ტაქსომეტრი, რომელიც ორი კბილანებიანი რგოლის და ყუთისგან შედგებოდა. ყოველ განვლილ მილზე რგოლების ღერძები ერთმანეთს კვეთდნენ და ყუთში კენჭი ვარდებოდა.  მგზავრობის ბოლოს, ყუთში მოგროვებული კენჭების რაოდენობა განსაზღვრავდა მომსახურების საფასურს. რომის იმპერიის დაშლასთან ერთად, ტაქსიც მრავალი საუკუნით ჩაბარდა ისტორიას.
  ტაქსის ხელმეორედ დაბადების თარიღად XVII საუკუნე ითვლება და ამ პატივს, 400 წელზე მეტია ეცილებიან ერთმანეთს ინგლისი და საფრანგეთი.  ინგლისელები ტაქსის დაბადების კონკრეტულ თარიღად ასახელებენ 1639 წელს, მაშინ როცა ქოუჩმენების (მეეტლების) კორპორაციამ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზია მიიღო და ინგლისის ქუჩებში ოთხბორბლიანი ეკიპაჟები - ჰეკნი (Hackney carriage - საჯარო დაქირავების ტაქსი) - გავიდნენ.        1840-1850 -იან წლებში ჰეკნი ღია ორთვალებმა - კაბრიოლეტებმა ჩაანაცვლეს. ეს სახელი ინგლისელებმა მალევე შეამოკლეს და კებად მოიხსენიებდნენ გადამყვან ტრანსპორტს.
  1907 წელს ავტომწარმოებლებმა მანქანების ისეთი მოდელების შემუშავება დაიწყეს, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა ტაქსომოტორებად. ლონდონის ტაქსების ტრადიციული ფერი გახდა შავი, როგორც ღირსების სიმბოლო.
XX საუკუნის დასაწყისიდან ,,Black cab"-ი ლონდონის ისეთივე ღირშესანიშნაობა გახდა,  როგორც Big ben  & Tower bridge.
  ტაქსის გამოგონების პირველობას ინგლისელებს არც თუ უსაფუძვლოდ ეცილებიან ფრანგები. სიტყვა ტაქსი მომდინარეობს ფრანგული - Taximetre-დან, რაც სერვისის ღირებულების მრიცხველს ნიშნავს.
ალექსანდრ დიუმას თანამემამულეები ამტკიცებენ, რომ პირველი ტაქსი, სწორედ საფრანგეთში, ქალაქში - მოში გაჩნდა, წმიდა ფიაკრის სამრეკლოსთან მდებარე სასტუმროს ეზოში. სასტუმროს მეპატრონემ, მუსიე სოვაჟმა გახსნა ორცხენიანი  ეკიპაჟების ფარეხი,  რომლებიც ქალაქის მცხოვრებთა ტრანსპორტირებაზე იზრუნებდნენ. 
ყველა ეკიპაჟი, წმიდა ბერი - 
ფიაკრის -  მებაღეთა და მეეტლეთა მფარველის გამოსახულებით იყო მორთული და ტრანსპორტის ამ სახეობას ფიაკრი დაარქვეს.  განდეგილი ბერის - წმიდა ფიაკრის მთავარი იარაღი და სიმბოლო ნიჩაბია, საიდანაც წარმოიშვა გამოთქმა - ,,ტაქსისტები ფულს ნიჩაბით ხვეტავენ". 
  მუსიე სოვაჟის ცხენოსანი ეკიპაჟები საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, მისი გადამყვან-გადამზიდი სერვისი წარმატებით ვითარდებოდა და 1896 წელს ცხენები ბენზინის ძრავმა შეცვალა, მაგრამ სერიოზულ უხერხულობას ქმნიდა მძღოლს და მგზავრს შორის მგზავრობის საფასურის წინასწარი, სიტყვიერი შეთანხმება.
  1891 წელს, გერმანელი მეცნიერის, ვილჰელმ ბრიუნის მიერ, პირველი 
ტაქსომეტრის გამოგონებამ კარდინალურად შეცვალა მდგომარეობა გადაყვანა- გადაზიდვის საქმეში. 1907 წელს,  ლონდონის ქუჩებში, ტაქსომეტრით აღჭურვილი  პირველი ავტომობილები გამოჩნდნენ, რომლებსაც ტაქსომოტორებს, ან უბრალოდ, ტაქსის ეძახდნენ.
  სამოძრაო ინდუსტრიის პროგრესსთან ერთად, ავტომწარმოებლებმა,  სპეციალური მანქანების შექმნა დაიწყეს ტაქსისთვის, რომლის პირველი მოდელი კომპანია - Renault-ს ეკუთვნის.  ტაქსისთვის განკუთვნილი Renault-ის  მანქანები ფერით და ძარის კონსტრუქციით გამოირჩეოდნენ და ძალიან ჰგავდნენ ფიაკრებს. სამგზავრო ნაწილი დახურული კარეტა იყო, მძღოლი კი მანქანის წინა ნაწილში იჯდა. ტაქსისტებს განსაკუთრებული უნიფორმა - მუქი ფერის წვიმაგაუმტარი ლაბადა ეცვათ და სამხედრო ნიმუშების ქუდები ეხურათ. გარკვეული დროის შემდეგ მანქანები მთლიანად გადაიხურა და მძღოლის ადგილი მგზავრებისგან მინით გადაიტიხრა....

                           *  * *

  პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წლის შემოდგომაზე, გერმანიის არმიამ გაარღვია ფრანგების  პოზიციები და პარიზისკენ დაიძრა.
მათთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზის 1200 ტაქსის მობილიზაცია მოახდინა. მანქანებმა 6500 ჯარისკაცი გადაიყვანეს მდინარე მარნას მეორე ნაპირზე, მტერი შეაჩერეს და ისტორიაში შევიდნენ მარნის ტაქსების სახელით. მათზე ამბობდნენ, რომ:,, ...რომი გადაარჩინეს ბატებმა, პარიზი გადაარჩინეს ტაქსებმა."...
  ამშეშტაბიში (ჰამერიკის საედინიონნი შტატები) პირველი ძრავიანი ტაქსი ჰურიასტანული ,,პროისხოჟდენიის" ფილადელფიელი ავაზაკების - ჰენრი მორისის  & პედრო სელომას მიერ 1896 წელს შექმნილი კომპანიის - Electric Vehicle & Co
მიერ წარმოებული ელექტრომობილი  -  Electrobat-ი იყო. 
  1897 წელს ნიუ-იორკში 12 ელექტრომობილი მოძრაობდა. 1899 წელს, მათი რიცხვი სამოცამდე გაიზარდა. Electrobat-ი  ერთი,  სრული რვა საათიანი  დამუხტვით  25 მილს (40 კმ.-მდე მანძილს) გადიოდა 20 მლ./სთ ( 36 კმ. /სთ. სიჩქარით. ელექტროტაქსების პროექტის განვითარება ვერ მოხერხდა, მისი შემქმნელების გადამეტებული ამბიციების გამო, რომლებსაც უნდოდათ უმოკლეს ვადებში ელექტროტაქსების რაოდენობა ოთხმაგად გაეზარდათ...
             
                          * * *
  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტაქსომოტორებს წარმოშობის და განვითარების სხვადასხვა ისტორია აქვთ. 
  იაპონიაში პირველ ტაქსებს -  ,,იენ ტაკუ" ერქვა, რადგან მგზავრობის საფასური 1 (ერთი) იენი იყო. დღეს იაპონური ტაქსი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში. ქვეყანაში ტაქსის ორი კატეგორიაა - სახელმწიფო და კერძო. ტაქსოკომპანიები მანქანებს თავიანთი შეხედულებისამებრ ღებავენ. მანქანებს არ ადგათ სახურავზე ტრაფარეტი - TAXI. - მძღოლის  უნიფორმის მიხედვით იაპონური ტაქსი ადვილად განირჩევა სხვა მანქანებისგან. იაპონელი ტაქსისტის უნიფორმა კარგად დაუთოებული შარვალი და პიჯაკია, ჟილეტთან, ჰალსტუხთან, თეთრ ხელთათმანებთან და ქუდთან ერთად. მძღოლები არ ეკონტაქტებიან მგზავრებს და მკაცრად იცავენ სიჩქარის რეჟიმს. მანქანის წინა მინაზე მწვანედ ანთებული ნათურა ტაქსის დაკავების მაჩვენებელია, წითლად ანთებული ნათურა - მანქანის თავისუფლების...
  ფინეთში ტაქსის განსხვავებული და განსაკუთრებული ფერი არ არსებობს. მანქანები მუქადაა შეღებილი და მათი თავისუფლების ნიშანი ყვითელი ციმციმაა სახურავზე.
  ლონდონში, მრავალი წლის განმავლობაში, შავი კები ქალაქის ისეთივე ღირშესანიშნაობად იქცა, როგორც წითელი ომნიბუსი. დღეს ლონდონის ქუჩებში სხვადასხვა ფერის კებები დადიან, რომელთა სახურავებზე სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო ბილბორდებია. კებში აუცილებელია ტიხარი მძღოლს და მგზავრებს შორის.
  საფრანგეთში, მძღოლები  საკუთარი ავტომობილებით მუშაობენ ტაქსის მძღოლებად, ამიტომ ერთი ფერის ტაქსი არ არსებობს, თუმცა ხელისუფლება დაჟინებით ითხოვს ტაქსისტებისგან, სამუშაოდ შავი ფერის ავტომობილების შეძენას.
  ნიუ-იორკში, ყვითელი ტაქსების სამუშაო არეალი მანჰეტენით განისაზღვრება. ქალაქის სხვა კვარტალებში შეუძლებლამდე რთულია ტაქსის ნახვა. ,,Car-Service" ავტომობილებზე,  რომლებიც სატელეფონო გამოძახებით მუშაობენ, არ ვრცელდება ტაქსის მანქანების ფერის ერთიანი მოთხოვნა და მათ არ აქვთ ქუჩაში მგზავრის აყვანის უფლება...
  2013 წლის ზაფხუდის
მიწურულს, ნიუ-იორკის ქუჩებში მწვანე ვაშლის ფერი ტაქსები გამოჩნდნენ, რომელთა ოფიციალური სახელია - Boro Taxi, - ეს სახელმწიფო პროგრამმაა და ქალაქის ხუთი რაიონის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
  მსოფლიოში ყველაზე დიდ  ტაქსოპარკში 60 000 მანქანაა, რომელიც მექსიკის დედაქალაქს  - მეხიკოს ემსახურება. მანქანების უმეტესობა მწვანე ან იასამნისფერ-ყვითელი ფერისაა, რომლებშიც აუცილებელია მანქანის გვერდითა მინაზე მიკრული ტაქსისტის ლიცენზია მძღოლის ფოტოთი და თითების ანაბეჭდებით.
  ჰონგ-კონგში ყოველდღიურად მილიონამდე ადამიანი მგზავრობს ტაქსით. მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის სერვისი ლიცენზირებული და რეგლამენტირებულია ჰონგ-კონგის ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ. მგზავრთა გადაყვანის,  Fast food- ის მიტანის, ტვირთის გადაზიდვის ლიცენზია აქვთ ტაქსოკომპანიებს, კერძო მანქანების  მფლობელთა ასოციაციებს და დამოუკიდებელ ავტომფლობელებს.
  ჰონგ-კონგ-ში არ არსებობს ერთიანი ტაქსოპარკი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა გადაადგილებას ქალაქის ერთი ლოკაციიდან მეორეში. ტაქსები სამი ტიპის განსაზღვრული  ფერითაა მარკირებული და უფლება აქვთ განახორციელონ მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ ქალაქის განსაზღვრულ რაიონებში.
  არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ტაქსის ქვედა ნაწილი კრემისფერია, ზედა ნაწილი - კორპორატიული ფერისაა და ტაქსის ლოგოა. ქალებს აკრძალული აქვთ ქუჩაში ტაქსის გარდა სხვა მანქანის გაჩერება და წინა სავარძელზე დაჯდომა. ემირატებში წარმატებით მუშაობს ვარდისფერი, ქალური ტაქსი, რომლის მძღოლები მხოლოდ ქალები არიან და ამ მანქანებით მგზავრობის უფლება მხოლოდ ქალებს აქვთ.
  მსოფლიოში გავრცელებული მითი, რომ ამშეშტა (ჰამერიკის შეერთებულ შტატებში) ტაქსის მანქანები მხოლოდ ყვითელი ფერისაა - არ არის მართალი. 1907 წლამდე ამერიკული ტაქსები სხვადასხვა ფერად იღებებოდნენ კომპანიის მფლობელების შეხედულებისამებრ. კომპანია - Yellow Cab Company-ის  მფლობელმა, იაკობ ჰერტცმა კონკურენტებთან უპირატესობის მიზნით გადაწყვიტა მისი კომპანიის კუთვნილი ავტომობილების ყვითლად შეღებვა. 60 წლის შემდეგ ქალაქის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ყველა ტაქსი მხოლოდ ყვითელი ფერის უნდა ყოფილიყო...
  ტაილანდში ყველა ტაქსოკომპანია მანქანებს თავისი მფლობელის შეხედულებისამებრ  ღებავს.
  გერმანიაში, დიზელზე მომუშავე Mercedes E-Class-ის ტაქსები ძირითადად სპილოს ძვლის ფერადაა შეღებილი.
  ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ფერის ტაქსების გამაერთიანებელი - ტაბლო და მწვანე ფერის ნათურაა. ბარსელონაში ტაქსის ფერი - შავ-ყვითელია, მადრიდში - თეთრი.
  ჩინეთში ტაქსის ძირითადი ფერი წითელია,  თუმცა შანხაიში სხვადასხვა ფერის ტაქსებსაც შეხვდებით, რომელთა ფერიც, მანქანის კონკრეტული  ფირმის კუთვნილებაზე მიუთითებს.
  საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებში ტაქსი სხვადასხვა ფერისაა. ათენში - ყვითელი, სალონიკში - ცისფერ-თეთრი, პროვინციაში - ვერცხლისფერ-ნაცრისფერი.
  ბედკრულ, მრავალტანჯულ, ღვთის და კაცისგან დავიწყებულ-მიტოვებულ, საქართველოდ წოდებულ Gürcistan-ში, უამრავ პრობლემასთან ერთად ტაქსით მგზავრობაც კოშმარად იქცა. მძღოლების უმრავლესობა არაქართველია, რომლებმაც არც ქართული ენა იციან, არც ქუჩები და არც ტარება. ჰოდა ვისაც  საოცნებო ტაქსებით გიხდებათ მგზავრობა გაძლება არ მოგშლოდეთ!..
                                                                      2026.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი