ს ა ც ო ბ ი


ს ა ც ო ბ ი

  XXI საუკუნეში  ეკოლოგიურ კატასტროფებთან  და  ტერრორიზმთან ერთად, კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ თავსატეხად საავტომობილო საცობები  იქცა... 
  საცობების პრობლემა ძველი წელთაღრიცხვიდან მომდინარეობს. ანტიკური რომის ქუჩებში მოუწესრიგებლად მოძრავი დიდი რაოდენობის ეტლები  ქმნიდნენ საცობებს. ძვ.წ. აღ. I საუკუნეში.  „მარადიული ქალაქის" ქუჩებში ორთვალა ეტლების  მოძრაობა დღისით შეზღუდული იყო, რადგან მეეტლეების უწესრიგობის გამო,, ქუჩებში ქვეითებს გადაადგილების პრობლემები ჰქონდათ.
  XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის ქალაქებში ტაქსის მძღოლები, რომელთა რიცხვი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ათიათასს სცდებოდა საშინელ საცობებს ქმნიდნენ.  ავტომობილმა ეს პრობლემა თვისობირვად ახალ დონეზე აიყვანა.
  მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი საცობი ჩინეთში დაფიქსირდა 2010 წელს, როცა G110 გზატკეცილზე, მოძრაობა 12 დღის განმავლობაში პარალიზებული იყო გზის შეკეთების და სარემონტო სამუშაოებზე მოძრავი სატვირთო მანქანების დიდი ნაკადის გამო. მძღოლები ხუთი დღის განმავლობაში ერთ ადგილას იყვნენ გაჩერებულები.
  საფრანგეთი 1980 წელი: ალპებიდან პარიზისკენ მიმავალ გზატკეცილზე დამსვენებლების დაბრუნების და ნისლის გამო 309 კილომეტრის სიგრძის უზარმაზარი საცობი წარმოიქმნა. 
  გერმანია 1990 წელი:
 ბერლინის კედლის დანგრევისთანავე, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის საზღვარზე დაახლოებით 18 მილიონმა მანქანამ სადღესასწაულო აურზაურის გამო 410 კილომეტრიანი საცობი შექმნა.  
  საცობების გამომწვევი მიზეზებია: ავტომობილების რაოდენობის ზრდა: XX საუკუნეში ქალაქების მასიურმა ძრავიზაციამ ძველი გზების გამტარუნარიანობას გადააჭარბა. „ტალღის" ეფექტი (მოჩვენება-საცობები): გადატვირთულ მოძრაობაში ერთი ავტომობილის შენელება აიძულებს უკან მდგომ მძღოლებს უფრო მეტად დაამუხრუჭონ, რაც არსაიდან ქმნის საცობს. 
  მეტეოპირობები და ავარიები: ძლიერი თოვლი (მაგალითად, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს შორის M-10 გზატკეცილზე 2012 წელს) და ავარიები გზების ვიწრო მონაკვეთებს მთლიანად ბლოკავს.
  მსოფლიოს ისტორიაში პირველი მასშტაბური და გრანდიოზული საცობი 1969 წელს წარმოიქმნა აშშ-ში.  „ვუდსტოკის"  მუსიკალურ ფესტივალზე დასასწრებად ნიუ-იორკის შტატში დაახლოებით 400 000 ადამიანი ჩავიდა, რაც ბევრად აღემატებოდა ორგანიზატორთა მიერ ნავარაუდევ 50 000-ს. ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში ღონისძიების ადგილამდე მისვლა საავტომობილო გზით შეუძლებელი იყო. საცობი 32 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ჯიმი ჰენდრიქსის, ჯო კოკერისა და ჯენის ჯოპლინის მოსასმენად ხალხი მანქანებს ტოვებდა და გზას ფეხით აგრძელებდა, მუსიკოსები კი ადგილზე ვერტმფრენებით გადაყავდათ.
  მას შემდეგ მსგავსი საცობები აღარავის უკვირს; „ვუდსტოკის" რეკორდი დიდი ხნის წინ დამყარდა. უფრო მეტიც, ასეთი შეფერხებების მიზეზები ხშირად გაცილებით ნაკლებად სასიამოვნოა. ზოგჯერ მათ კატასტროფები იწვევდა (მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენები). შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია სცენარი, რომელიც მთავარ მაგისტრალებთან ლოკალური აპოკალიფსის შემთხვევაში განვითარდებოდა: განგაშის სიგნალი პანიკას გამოიწვევდა და ხალხი უსაფრთხო ადგილისკენ გაიქცეოდა, თუმცა კილომეტრიან საცობებში გაიჭედებოდა და დანიშნულების ადგილამდე ვერასდროს მიაღწევდა.
სწორედ ეს მოხდა ტეხასში 2005 წელს, როდესაც ხელისუფლებამ მოსახლეობა მომავალი ძლიერი ქარიშხლის შესახებ გააფრთხილა. შტატის მცხოვრებლები მასობრივ კოლონებად დაიძრნენ 45-ე ავტომაგისტრალისკენ და შექმნეს 160-კილომეტრიანი საცობი, რომელშიც 2,5 მილიონი ავტომობილი აღმოჩნდა ჩარჩენილი. თუმცა, ისტორია კიდევ უფრო მასშტაბური საცობების მაგალითებსაც ინახავს.
  ყველაზე მასშტაბური საავტომობილო საცობი 1990 წლის 12 აპრილს გერმანიაში წარმოიქმნა, რომელიც იმ დროისთვის ისტორიაში ყველაზე გრძელი იყო და დღემდე ყველაზე მასშტაბურად რჩება. მას შემდეგ, რაც 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედელი დაინგრა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაყოფილი ქვეყნის მცხოვრებლებმა მასობრივად დაიწყეს დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილება, რათა ენახათ, როგორი იყო გერმანიის მეორე ნაწილი და მოენახულებინათ ნათესავები თუ ნაცნობები. საზღვარზე საცობები მანამდეც დიდი იყო, თუმცა აპრილში მომხდარმა შემთხვევამ ყველა მათგანს გადააჭარბა. 12 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის დაწყებისას, საზღვარი ორივე მიმართულებით გადაკვეთა 18-მა მილიონმა მძღოლმა, რითაც გადაიტვირთა გზები, რომლებიც დღეში მაქსიმუმ ნახევარი მილიონი ავტომობილის გამტარუნარიანობაზე იყო გათვლილი.
  მსგავსი რამ საფრანგეთშიც მოხდა, ათი წლით ადრე, იქაც თავისი როლი დღესასწაულებმა ითამაშა, თუმცა ამასთანავე ამინდიც გაუარესდა, რამაც მოძრაობა შეაფერხა და ავარიების სერია გამოიწვია. 
  1980 წლის თებერვალში პარიზი-ლიონის ავტომაგისტრალზე 175-კილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა, რომელშიც მილიონობით ავტომობილი აღმოჩნდა ჩარჩენილი.
ყველაზე ხანგრძლივი
ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი საცობი ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში დაფიქსირდა. ქალაქში ავტომობილების სიჭარბის გამო საგზაო მოძრაობის სერიოზული პრობლემაა. მძღოლები საჭესთან დღეში საშუალოდ სამ საათს ატარებენ. სან-პაულუ არაერთხელ გახდა რეკორდსმენი საცობების მასშტაბურობის მხრივ. მაგალითად, 2009 წლის 10 ივნისს ქალაქის 840-კილომეტრიანი საგზაო ქსელის 292-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად პარალიზებული აღმოჩნდა. მძღოლებს საათობით უწევდათ სიცხეში ყოფნა. ყველაზე მძიმე შემთხვევა 2013 წლის ნოემბერში, რესპუბლიკის გამოცხადების დღესასწაულის წინ მოხდა. ხალხი სანაპიროსკენ მიემართებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევების, საგზაო სამუშაოებისა და მაგისტრალზე გადატვირთული მოძრაობის ერთობლიობამ 309-კილომეტრიანი საცობი წარმოქმნა, რაც აბსოლუტური რეკორდი იყო.
ყველაზე გრძელი
100 კილომეტრზე გადაჭიმული საცობი თითქმის 12 დღის განმავლობაში არ გაიხსნა. 2010 წლის აგვისტოში ათასობით ავტომობილი აღმოჩნდა მომწყვდეული ამ მასშტაბურ საცობში კერძოდ, პეკინიდან ტიბეტისკენ მიმავალ გზაზე. 50-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც ზოგიერთი ზოლის დაკეტვა გახდა საჭირო. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ის ფაქტი, რომ გზის სამუშაოებისთვის საჭირო სამშენებლო მასალებით და ნახშირით დატვირთული სატვირთო მანქანები ერთმანეთს მიყოლებით გროვდებოდა, ხოლო რამდენიმე ავარიამ ვითარება კიდევ უფრო გაართულა. საცობში მოყოლილ ავტომობილებს იქ ყოფნისგან თავის დასაღწევად, საშუალოდ, სამი დღე დასჭირდათ; მძღოლებს საჭესთან ეძინათ და ბევრი მათგანი ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც იქვე, საჭესთანვე იკმაყოფილებდა. ადვილი წარმოსადგენია ჩინელი მძღოლების აღშფოთება და სასოწარკვეთა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვეულებრივ პირობებში ამ მანძილის გავლა ერთ საათზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. სამაგიეროდ, ქუჩის მოვაჭრეებისთვის ეს ნამდვილი „ოქროს საბადო" აღმოჩნდა: წყალი, სიგარეტი და ცომეული ჩვეულებრივ ფასზე ათჯერ ძვირად იყიდებოდა.
  რუსეთშიც ხდება მასშტაბური საცობები: 2012 წლის ნოემბერში, წვიმიან და თოვლიან ამინდში, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის დამაკავშირებელი M10 ავტომაგისტრალის 200-კილომეტრიან მონაკვეთზე ათასობით ავტომობილი გაიჭედა. ეს განსაცდელი სამი დღე გაგრძელდა და მძღოლების გადასარჩენად სპეციალური გამათბობელი პუნქტების გამოყენება გახდა საჭირო.
 უახლოეს მომავალში მსოფლიო სავარაუდოდ, კიდევ არაერთ მასშტაბურ საცობს იხილავს, თუმცა იმედი არსებობს: შესაძლოა, XXI საუკუნეში განვითარებულმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ველობილიკებმა, ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებმა ან სხვა ინოვაციებმა ამ პრობლემისგან გვიხსნას. ამჟამად,უბრალოდ ლოდინი გვიწევს, ისე როგორც ამ სტრიქონების ავტორს, რომელიც ბლьяძიძინა ივანოვის წინასაარჩევნო აქციის გამო ორსაათნახევარი მიდიოდა ვაკიდან აეროპორტში....

საინფორმაციო წყაროები:
Guiness World Records [guinessworldrecords.com]
Corzelany J. The worst traffic jams in History // Forbes. 2013, May 21 [forbes.com]

                                         2026.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი