ვლადიმირ ვისოცკი. დელფინები და შეშლილები


ვლადიმირ ვისოცკი
ცხოვრება ძილის გარეშე
დელფინები  და შეშლილები

  Ჩემს მიერ აქ მოთხრობილი ამბები, არ ექვემდებარება არაფერს და არ ეკუთვნის არავის. 
  Საინტერესოა, ეს ყველაფერი, შეშლილის ბოდვაა, თუ ჩანაწერები და აქვს რამე საერთო შეშლილობასთან?
  დილა საღამოზე ბრძენია, მაგრამ საღამოშიც არის რაღაც. უბედურ რუსეთს რაღაც დაემართება. დილით... 
   Მოგვცეს Წიწიბურას ფაფა ვაჟინით. კარგია და უსაფრთხო. დალილა სამსონთან მრუშობდა.  ერთმა კარისქალმა მოახსენა სადაც ჯერ არს, რომ სამსონი დასაძინებლად დააწვინა. დალილამ უთვალთვალა დაძინების პროცესს, მერე სამსონი ხელში აიყვანა, გაკიცხა, დატუქსა, უყვირა და მოკლა დეზდემონა.
კანიბალებზე ასეთ ამბავს ყვებიან. მათ შორის (კანიბალთა შორის) სამი საუკეთესო ნაძვის ტოტებზე იჯდა და ნაძვს მიირთმევდა. დასუსტდნენ, ჩამოხმნენ, მოიწყინეს და გადაწყვიტეს: ვინ ვის შეჭამდა. 
ერთი ამბობს: - მე არა, 
მეორე ამბობს: - მე არა, 
მესამე ამბობს: - მე არა. 
Მაშ, ვინ - ვის?  არავინ, რამეთუ კანიბალებს თავიანთი ადათ-წესები და კანონები აქვთ:
არ გინდა - ნუ ჭამ! 
  ექიმო! არ მინდა ეს წამალი, მისგან იმპოტენცია ვითარდება. არა ვითარდება, არა ვითარდება, არა ვითარდება! არა, არა, არა! კარგი, მხოლოდ საბოლოოდ! Ხელში შეიძლება?! Მთელი სხეული დამიჩხვლიტეს ნაძირლებმა, ნემსის გასაკეთებელი ადგილი აღარ მაქვს. 

Შემდეგ და ყველგან შენიშვნები. 

  - რას კითხულობთ? აჰა! გასაგებია! იცით, როგორ აწამებდა მღვდელი ცოლს? რას ვგულისხმობ, წამებაში? ანუ მოკლა. კარგი! განქორწინება იტალიურად აი რა: ჩაუსაფრდა ცოლს და მაცხოვრის ხატი დრუზა თავში. სამმაგი ეფექტი. პირველ რიგში, თუ მაცხოვარმა მხევალი ღვთისა არ გადაარჩინა და მოკლა, ამ ქმედებას თავისი მიზეზი ჰქონდა...
  სასეირნოდ არ გავალ. იქ შეშლილები დადიან და კითხვებით მაწუხებენ. ერთმა გუშინ მკითხა, არა, დღეს... გუშინ... გუშინ... 
  - „არ იცით რომელი საათია"?
  - ,,არ ვიცი და არც თქვენ გირჩევთ იცოდეთ, რადგან დრო ფულია და  სივრცე. თქვენ კი, პარაზიტი ბრძანდებით და ალბათ გრინვიჩის დროით ცხოვრობთ!“
  ალბერტ აინშტაინის მეორე პოსტულატის თანახმად სინათლის სიჩქარე არ არის დამოკიდებელი წყაროს სიჩქარეზე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მისი თეორიაა. პრაქტიკაში კი ასტრონავტებისთვის პირიქითაა და მათი ვირთხები ადამიანებზე ადრეც კი კვდებიან, რამეთუ ადამიანებს 10 გრამს აძლევენ, ვირთხებს, თაგვებს და კრიმინალებს კი - 40 გრამს. 
  ფუნქციების თეორია ცოტა არ იყოს გადამავიწყდა, მაგრამ ეს აღდგენადია. ექიმი დამპირდა აღდგენას, ალბათ იტყუება, მაგრამ თუ არ იტყუება... ღმერთო ჩემო, როდის იქნება ვახშამი?
  პროფესორ კორნელის, უფრო სწორად, რასსინის, კარგი, ჯანდაბას. ლინგვისტისა და იქთიოლოგიის პროფესსორის კაბინეტში შუახნის დელფინი მაცდურად შევიდა. Პროფესსორის წინ დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და გამომცდელად თქვა:
  - „აბა?“
  - Მე არ გამომიძახიხართ. - პროფესორმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი გაუკვირდა, მაგრამ არც ისე იოლია, 
ჭკვიანის და მოაზროვნის, თუნდაც ცხოველის მოტყუება. 
 - მე უბრალოდ ვთქვი: ,,აბა" და ვალდებული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს ოკეანეარიუმის მორიგე, გვარი დამავიწყდა, ჩვენ - დელფინებს, ასევე ვეშაპისებრთა ღირსეული ოჯახის Წევრებს და თავად ვეშაპებსაც დამპალი თევზით გვკვებავდა და უმოწყალოდ გვლანძღავდა.
 - როგორ გლანძღავდათ, რას გეუბნებოდათ? - იკითხა პროფესორმა და საწერი მაგიდიდან ბლოკნოტი აიღო. 
- გარწმუნებთ, უკანასკნელი, უკიდურესი და უშვერესი სიტყვებით, როგორიცაა: „პარაზიტები", „უცხოეთის აგენტები“, რაც მთავარია, „უგუნური პირუტყვები" და ,,უბადრუკი არსებები".
  - ახლავე გავცემ განკარგულებას, რომ მტკიცედ დასაჯონ. 
  - ნუ შფოთავთ. უკვე დაისაჯა, მაგრამ უპრიანი იქნება მის მაგივრად ბოდიში მოიხადოთ, რამეთუ მისი ჯიშის ბრძანდებით და თქვენც,  მასავით, იშვიათად  ერიდებით გარშემო მყოფთა ლანძღვა-გინებას. თქვენგან Მოსახლეობა მოითხოვს! Წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი მწვავედ გართულდება...
მხოლოდ აქ გაახსენდა შეურაცხყოფილ პროფესსორს,  რომ დელფინებს არ შეუძლიათ ლაპარაკი,  რომ სამუშაო დღის დამთავრებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო და  განაწყენდა, რომ ვერ მიხვდა მაშინვე, რომ ყველაფერი
დაესიზმრა, გადაიღალა დაძაბული და გადამეტებული მუშაობისგან. - ღმერთო ჩემო, - ნიკაპში  მარცხნიდან ჰუკი ამოირტყა პროფესსორმა და სიგარას მოუკიდა.  ჭ -  არ არის საჭირო, აქ ღმერთის ხსენება. ღმერთს ეს არ სჭირდება. ღმერთისთვის ჩვენი კვნესა და წყენაც საკმარისია. გარდა ამისა, მას ახლა სძინავს. აი, მისი სამკაპიც. - დელფინმა საკმაოდ უცერემონიოდ გამოაცალა  პირიდან  სიგარა გაოგნებულ პროფესსორს,  გააბოლა და კვამლის უზარმაზარი რგოლები სახეში მიაფრქვია სახტად დარჩენილ ექიმს.
  - ფუუჰ! რა საზიზღრობაა! დელფინმა სიგარა  საფერფლეზე დააჭყლიტა, თუმცა არაფერი გააჩნდა, რითაც დააჭყლიტავდა, მაგრამ ისეთი რამ გააკეთა, რომ სიგარა აშიშინდა და არსებობა შეწყვიტა. ახლა წავიდეთ, - წრიპინა, წვრილი ხმით თქვა დელფინმა, ზუსტად ისეთი ხმით, როგორიც... 
  Პროფესსორმა გადააფურთხა, ხელში აათამაშა სამკაპი და წამოდგა. 
   დელფინებს, როგორც წესი, უყვართ გართობა. ისინი ადამიანებზე უფრო კეთილები არიან, წყლიდან ხტებიან, იღიმიან და  Prescholl სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან თამაშობენ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ დელფინს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან თამაში არ აინტერესებდა. ყოველ შემთხვევაში, პროფესსორმა ასე იფიქრა და მორჩილად წამოდგა ფეხზე. 
დღეს ძიძამ მითხრა: ,,შენ ჩვენი ლამაზიკო ხარ“ და კიდევ, რომ მე ყველაზე მშვიდ შეშლილებზე უფრო დისციპლინირებული გავხდი, 
კარგია ეს თუ ცუდი? Ecce quaestio ეს არის საკითხავი. 
ლათინურად ვწერ, რადგან ინგლისური არ ვიცი და არც არასდროს მინდოდა მცოდნოდა, რადგან ლენინმაც არ იცოდა. ინგლისურად მხოლოდ ვალტერ სკოტი და დარვინი საუბრობდნენ, დარვინი კი მაიმუნების თაყვანისმცემელი იყო.
3 საათსა და 30 წუთზე ახალგაზრდა იდიოტმა  ნეკნებში მუჯლუგუნი მითავაზა და მაცნობა, რომ ტრამვაი აღარ დადის, ბოლომ, 47-ემ  2  საათის წინ გაიარა, ალბათ კონდუქტორებს, ფარეხის თანამშრომლებს და შემთხვევით გამვლელებს
არიგებდა სახლებში. 
Ბოლო ტროლეიბუსი მიგვაქროლებს და  ა. Შ.  ეჰ! Მაინც რა საოცარი და შესანიშნავი ვინმეა ცხოვრება! 
ექიმო, ეს წამალი არ მინდა, იმპოტენციას იწვევს! არა, 
არა იწვევს! იწვევს! იწვევს,  ეშმაკმა დალახვროს! კარგი, საბოლოოდ და უკანასკნელად! რატომ ისევ? მე ვითხოვ!
   Წეხელ  მესიზმრა გაურკვეველი ვინმე, შუალედური სუბტექტი ბრიჯიტ ბარდოსა და ივ მონტანს შორის. ეს ალბათ ნიმფომანიის დასაწყისია. ამბობენ, რომ ბრიჯიტი ქმართან არ ცხოვრობს, რადგან არ სურს. გრანდიოზულია! მათთან ყველაფერი ასეა: არ სურს და არ აკეთებს, ბასტა! არ ცხოვრობს!  აქ, აბა სცადე! არა! არც  იფიქრო! აქედან რომ  გავაღწევ, მაიძულებენ ცოლთან ცხოვრებას! ყველაფრის გაკეთებას მაიძულებენ. ურჩხულები! გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკებში, მკვლელები თეთრ ხალათებში, ექიმები, მოქანდაკეები! ჰიპოკრატე და ბასტა! ეჰ, რომ არა სამყაროს ბედი! რომ არა ეს! რომ მხოლოდ...
ჩემი მეექვსე გრძნობით, მთელი ჩემი არსებით, ყველაფრით რაც ღვთისგან  მაქვს ბოძებული, დარწმუნებული ვარ ჩემს ნორმალურობაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ამაში სხვების დარწმუნება შეუძლებელია, ან ღირს, ვინმეს, რამეში დარწმუნება?!
ბრძანა უფალმა: -   დე აღიმართონ ხელნი ჩემნი შენსა ნეკნებზედ რამეთუ მსურს დამსხვრევა  მათი! 
ეს დაემართება ჩემს ავადობასაც- ექიმი დამპირდა, რომ ხუთშაბათისთვის ყველაფერი ზუსტად ასე იქნება.
ყველა წინასწარმეტყველი - მხოლოდ ერთ რამეში იყო მართალი: უფალი ცოცხალი იყო, ჯვარს აცვეს, აღდგა და ცოცხალია, ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.  ყველაფერი დანარჩენი, მოყვასის სიყვარული, მეორე ლოყის მიშვერა „არა კაც  ჰკლა“,
 „არ შეხედო“, „არ მოუსმინო“, „არ ისუნთქო" როცა არ გთხოვენ და სხვა მსგავსი შეგონებანი, ხალხური ფოლკლორიდან არის აღებული. ჰო, ყველაზე მნიშვნელოვანი: „არა კაც ჰკლა!“ - მართალია! 
არ უნდა მოკლა. მკვლელობა სამარცხვინო საცოდაობაა. Რატომ კლავ? Რა მიზეზით?!. 
ასე რომ, ,,არა კაც ჰკლა" და მორჩა. 
  ახლა დაიწყება პროცედურები. Წიწვოვანი აბაზანები, რომლებიც ჩვენი სულის, სხეულის და ღირსების ასამაღლებლადაა შექმნილი.
არავითარ შეთხვევაში არ წავალ სასადილოში. იქ შეშლილები ჭამენ და ასლოკინებენ. ვერ დამარწმუნებთ, რომ ასე არ არის. ასლოკინებენ და სრუტუნებენ. აჰა! ევრიკა! მიუხედავად დაავადებების - შიზოფრენიის, პარანოიის და სხვა ყველანაირი საზიზღრობების განსხვავებისა, მათ აქვთ კიდევ ერთი, უფრო სწორად, ორი საერთო თვისება: ყველანი მოსლოკინეები და მსრუტუნებლები არიან.
აი ასე! მათთან არ წავალ, მირჩევნია მშრალი რაციონი მივიღო. ბოლოს და ბოლოს,  მაქვს მშრალი რაციონის მიღების უფლება.  აქ, თქვენთან, ყველაფერი ისედაც მშრალია: კანონიც და მომსახურე პერსონალიც.  მშრალ რაციონს ვითხოვ!არა? მაშინ - ვიწყებ შიმშილობას! მხოლოდ შიმშილობას შეუძლია დაგარწმუნოთ, რომ ადამიანი მბჟუტავი არსება კი არ არის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფენომენია.
დიახ! დიახ! გმადლობთ! ისე და იმდენს ვიშიმშილებ, რამდენიც და როგორც მესიამოვნება. წაგიკითხავთ სკკპ-ს ისტორია? არა, ძველი! ბევრი შიმშილობდა იქ და გაითვალისწინეთ, წარმატებასაც მიაღწიეს. ერთი კი უმაღლეს თანამდებობამდე მიშიმშილდა და  ქართული აქცენტით ლაპარაკობდა რუსულად ის უკვე მკვდარია და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ შიმშილობა ამაო იყო.  40 წლის შემდეგ გაირკვა. არა უშავს, უმჯობესია 40 წელი ცხენზე იცხოვრო, ვიდრე ფარის გარეშე. Სჯობს ვიცოცხლო და სიკვდილის შემდეგ, დაე თქვან: ,,შიმშილით მოიკლა თავი“. ილაპარაკონ, თუნდაც საგიჟეთში.  Სიცოხლის 40 წელი თავზე საყრელად მეყოფა.
Სასეირნოდ გვეძახიან. იქ ისევ ისინი არიან. ის ხალხი, ვისაც „ავადმყოფებს“ უწოდებენ და საშინელი ალერსით მიმართავენ. წავალ. ბედს ვერ გაექცევი! ვერც შენსას და ვერც მსოფლიოს ბედს. მით უმეტეს, რომ ჩვენი ბედი ორი დიდ პარალელია. ესეც ლექსიკონი! Საჭიროა დაიმახსოვრო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება: ჩვენ „ჭირს“ გვეძახიან და არიან კიდევ „ალკოჰოლიკები“. სულ ესაა. ღმერთო ჩემო, რა მარტივია.
ქუჩები ტალახიანი და ყინულიანია. სადღაც მძღოლები იგინებიან, წაქხეული ქალები იწყევლებიან. კაცები კი რომლებიც არ წაქცეულან არ ეხმარებიან ქალებს წამოდგომაში, ხელსაც კი არ სწევენ, ცდილობენ ქალების საცვლების ფერი დაინახონ, ან უარესი, საერთოდ არაფერს ცდილობენ, უბრალოდ მიდიან და ცდილობენ არ წაიქცნენ. Წაიქცევი და არავინ მოგეხმარება წამოდგომაში. 
Წაიქეცი? კეთილი ინებე და თავად წამოდექი
Კაკანონი, ვაგონი, პოლიგონი, ,,სამოგონი", ქაროგონი, ალკოგონი და უბრალოდ ,,გონი". 
იცით, მე გალაქტიკის ბოსი ვარ. ეს ძალიან, ძალიან ბევრია. თქვენ ვინ ბრძანდებით?  
 - მე სამყაროს უფროსი ვარ.
 - შეუძლებელია. გალაქტიკა სამყაროა. აქ ერთდროულად ორი უფროსი ვერ იქნება. 
- ბოდიში, სახლში დავრეკავ. მარია, მე ვარ! შენ ხარ? კი? კეფირი სად არის? კეფირის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ყველა დამცინის, რომ კეფირი არ მაქვს. გელოდები!
ე. ი. თქვენ ამტკიცებთ, რომ გალაქტიკა და სამყარო ერთი და იგივეა. ვერ,  დაგეთანზმებით. თქვენი მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. ეს იგივეა, რაც... გალაქტიკა მხოლოდ საუზმეა, სამყარო კი უამრავი საუზმე, სადილი და ვახშამია შეუზღუდავი დროის განმავლობაში. მე ვარ ყველაფრის უფროსი, ამიტომ გთხოვთ, განზე გადექით და ხელი არ შემიშალოთ. უამრავი საქმე მაქვს.
Ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რაც  სურს, ან არ  სურს  მის უფროსს . არის ასეთი კანონი. უფროსი თუ არ არის, 
მაშინ არც კანონი არსებობს და არც ადამიანი, არაფერი არ არის. არის სახლები, ფანჯრები, მანქანები და სხვა არაფერი. ნული. ერთი საყოველთაო ნული, როგორც ბაგელი, რომელსაც არავინ შეჭამს, რადგან ეს საერთოდ არ არის ბაგელი, არამედ ნულია, ნული. საკმარისია, ასე არ შეიძლება.
ექიმმა ამიკრძალა ფიქრები ასეთი უზარმაზარი კატეგორიებით. შეიძლება გაგიჟდე და... Მერე დაემშვიდობე: მოლიპულ გზებს,  მეტროს და ლუდხანებს. Მერე ყოველთვის ასეა: ფსიქოპათები, ექიმები, ტელევიზორი და უამრავი საუზმე, სადილი, ვახშამი - ანუ სამყარო. 
გაქრი! გაქრი! გაქრი! უწმინდურო ძალავ!
უწმინდური ძალა  ბინძური ჟაბოტინსკია. შედარებაც არსებობს. გაქრი, ბინძურო ჟაბოტინსკი! 
აი კიდევ, იყო ერთი ასეთი სათავსო. ორი კაცი სვამდა და სვამდა, ყველაფერს სვამდა, საკუთარსაც  და გარშემომყოფებისასაც, 
მათი ოჯახებისასაც: მამების, დედების, ცოლების, შვილების და ბავშვების! 
ყველას ყველაფერს სვამდნენ! Მხეცები! 
ბავშვები პატარა ხელებს გვიწვდიან როცა იყინებიან, საჭმელს ითხოვენ და ეზოში რომ იცელქონ, გასასვლელი სამოსი არ გააჩნიათ. ესენი კი ყველაფერს სვამდნენ, კვამლს, ბზინვარებას, უვარგისობას, სიკვდილს, ბებიამათისას... სულსაც კი სვამჟნენ... ღმერთმა დაგლოცოთ(მაიაკოვსკი).
Სულთამხუთავებო!
გაჩნდა კითხვები, როგორ ვიყოთ? Რა დავლიოთ? 
დასალევი არაფერი იყო,  საყიდელიც არაფერი უსახსრობის გამო და ვინმეს  ან რამის გაძარცვაც საშიში - გვარიანად გაულაწუნებდნენ სიფათში და  ბოთლსაც წაართმევდნენ. ერთმა, უფრო ხანში შესულმა და ფხიზელმა, თქვა: - წავიდეთ, სისხლი ჩავაბაროთ. ოთხმაგ ეფექტს მივიღებთ: პატივისცემით მოგვეპყრობიან და სამასს მოგვცემენ ან შეიძლება ოთხასსაც. 
წავიდნენ. 
ერთს - ბახ, ნემსი ხელში და უღებენ სისხლს. Მან კი - ჰოპ! გონება დაკარგა, გულგრილობას ვერ გაუძლო. არც პატივისცემა იყო და  არც ნანატრი სამასი. გაირკვა რომ მხოლოდ ასის სამყოფი სისხლი ამოუღეს. 
Წამოვიდნენ. იყიდეს ორი ბოთლი. Სვამენ და ტირიან.  უეცრად ერთმა თქვა: - შენს სისხლს ვსვამთ ვანო! 
ადამიანის სისხლი კენკრის წვენი არ არის, ის არაყია ვანო,  არაყი - სისხლი და სხვა არაფერი. 
   -  შენ ყოველთვის სვამდი ჩემს სისხლს ვასო, ჩემს სისხლს და არა კენკრის წვენს. Სვამდი მისაყოლებელის გარეშე. 
Სისხლისმსმელი ხარ!  ნაძირალა ხარ და არანაირი შებრალება-შეწყალება არ გექნება ჩემგან. 
ვანომ ხელი ასწია, ვასოსთვის რომ გაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო - ძალიან დასუსტებული იყო. ვასოს არც არაფერი დაუნახავს, არც გაუგონია -  მოწოწნიკებზე ისე ჩაეძინა, რომ სისხლიც კი არ დალია ბოლომდე. იქნებ ნანობდა?!. 
პროფესორი, რომელსაც პირად მცველად დელფინი ახლდა, ოკეანარიუმისკენ  გაემართა. გონს მოსულ მეცნიერს ინიციატივის ხელში აღება მოუნდა და ღილაკისენ გაიწია. აი, თითის დაჭერა და ამუშავდებიან ტვინში ჩამონტაჟებული გამაღიზიანებელი ელექტროდები., უკან მომავალი პარლამენტიორი
სასიამოვნო ჩხვლეტას იგრძნობს  და ჩაეძინება. ყველას ჩაეძინება და შესპძლებელი იქნება გარკვეული დროის განმავლობაში, მომხდარზე დაფიქრება, შემდეგ ყველა განგაშის ზარების რეკვა,  მოვლენების დაპატენტება პრესკონფერენციების, გამართვა, აი შემდეგ კი - ბაღიანი სახლი და გაუჩერებლად მუშაობა - კვლევები, კვლევები, ამ უსაყვარლესების გაკვეთები, და ყურება, უეცრად, თავად ისინი როგორ...  Წამიერად გაუედვა ამ ფიქრებმა პროფესსორს და სწორედ ამ დროს მოესმა ვეშაპისებრი სისინი:
- ამაოდ ირჯებით პროფესსორო. Ჩვენი მედიცინა ძალიან განვითარდა. ელექტორდები ამოღებულია პრაქტიკიდან. 
ეს თქვენი  მემკვიდრეობა, ამჟამად მხოლოდ თავზე და სხეულზე არსებული მრავალრიცხოვანი ნაწიბურების გამო ახსენდებათ.  იარეთ და უკან არ მოიხედოთ!
ისინი გაჩერდნენ შესასვლელთან, რომელზეც ენთო წარწერა: ,,უცხო პირთა და ცნობისმოყვარეთა შესვლა აკრძალულია".  ამ წარწერის ქვევით კიდევ ერთი: ,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება"!   Სულ ქვევით კი წვრილად: ,,ჩვენი ლოზუნგია - ალერსი და მხოლოდ ალერსი, როგორც პირველი ნაბიჯი ურთიერთგაგებისკენ". 
კარი გაიღო და პროფესსორის თვალწინ წარდგა მისი საშინელი სიზმრის გაგრძელება.
ღმერთო ჩემო, როგორი გაგრძელება იყო!  მთელი აკვარიუმი დუღდა, ბუყბუყებდა და ღმუოდა. 
ძალიან აგრესიული და მაღალი სიხშირის ცალკეული კივილების ხმების გარჩევაც კი შეიძლებოდა. 
ქალაქისთვის უსაყვარლესი, სამი ზოლიანი ვეშაპი, რომლებიც ამ ინციდენტამდე, მშვიდობიანად ასრულებდნენ საუკეთესო ქორეოგრაფის და ამავდროულად ცხოველების საყვარელი ადამიანის მიერ დადგმულ საბალეტო მოძრაობებს, ოკეანერიუმის ამ ვეშაპებს, თითქოს ყველაფერი დაავიწყდათ, კედლებს ეხეთქებოდნენ და ყირამალა კოტრიალობდნენ ძალიან სასტიკად მხირულად.
  ყველა თეთრგვერდიანი დელფინი ერთად შეიკრიბა და ხმამაღლა ჟესტიკულირებდა, მიუხედავად იმისა, რომ არარა გააჩნდათ საჟესტიკულირებელი.
ხმამაღლა, სუფთა ადამიანური ენით ყვიროდნენ და უშვერი სიტყვებით აგინებდნენ პროფესსორს.„ადამიანების მწამებელს“ უწოდებდნენ, დელფინებში რასაკვირველია ადამიანებს
გულისხმობდნენ, ერთს 
ოსვენციმი გაახსენდა და ბოლო ხმაზე იყვირა: „ეს აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს!“
ერთი,  სიხარულისგან გადარეული დელფინი, იმ სახეობის
ულამაზესი ეკზემპლარი, რომელსაც ელექტროდი როგორც ჩანს, ახლახანს ამოცალა თანამოძმემ... დიახ! დიახ! - გონიერებით (უკვე ეჭვს
გარეშეა),  უზარმაზარ წრეებს კრავდა, როგორც ტორპედო ყვინთავდა, ხტებოდა და შემდეგ  უკვე შეიძლებოდა გარჩევა: „ძირს კომუნიკაცია, არანაირი კონტაქტი"... და კიდევ რაღაც. ლოცმანმა დელფინებმა იმღერეს სიმღერა „მტრული ქარბუქი“ და დროულად ჩაყვინთეს სიღრმეში, შემდეგ ამყოყვინთეს, როგორც ჩაძირულმა და მოულოდნელად ამოტივტივებულმა ბურთებმა და დაიწყეს რაღაც ახალის სიმღერა, როგორც ჩანს, მათ მიერ შექმნილი, რაღაც დელფინური ხმაურის, არა - ჰიმნის, რომელიც ყველგან ისმოდა:
პირველი სიტყვები იყო: „ხალხო, ხალხო, რა დღეში ხართ"?!
მაგრამ ისინი ყურადღებას არ გვაქცევდნენ - მოემზადეთ!
კალათბურთის გუნდის მთედი შემადგენლობა მთლიანად, განგებ აცილებდა ბურთს კალათს და ნეტარი იდიოტიზმის მდგომარეობაში იყო ამის გამო, რაც  მომღიმარ სიფათებზეც  კარგად ეტყობოდათ. ირგვლივ მეფობდა  ქაოსის და საშინელი დაძაბულობის  მოლოდინის სცენის  სურათი.
კარგი იყო, რომ სქელი კედლები ახშობდნენ ამ 
ულტრაბგერამდე ამავალ
ძლიერ ტკაცუნს, ჭრიალს,  ხმაურს, მაგრამ რა მოხდებოდა, ყველაფერი გარეთ რომ გაგვეტანა? იქ ზვიგენები, კაშალოტები, ცელნამგალა ვეშაპები რვაფეხები  იყვნენ... 
ბრ-რ! პროფესორმა კბილებიც კი დააჯრჭიალა. მთელ ამ ქაოსში და კულტურულ რევოლუციაში, მხოლოდ ერთი არსება ინარჩუნებდა სიმშვიდეს და უშფოთველობას. ეს იყო მოსამსახურე. იჯდა, არა, იდგა, ერთი სიტყვით, თითქოს სივრცეში იყო ჩამოკიდებული და უხილავი თვალებით იყურებოდა. 
- რა დმგემართათ? გაგიჟდით! ახლავე წადით დასაძინებლად. მე დავრჩები თქვენთან მათ მაგივრად. თვალსურს მივადევ...
პროფესსორს უკნიდან სამკაპას ჟღარუნი მოესმა და გაახსენდა, რომ უკვე აღარავინ იყო სათვალთალთვალო და თუკი ვინმე ვინმეს უთვალთვალებს... 
 - რონორ გაბედეთ ცხოყელების შეურაცხყოფა?!
ღმერთო! პროფესსორი კვლავ თვივდავიწყების მდგომარეობაში აღმოჩნდა.
რომელიღაც დელფინი კიდესთან მი,ცურდა, მრიხხველს დააჭირა და იმ წამსვე მოსამსახურე ეცა გაშეშებულ პროფესსორს, გამოგლიჯა ყბა ხელებიდან და მის თვალწინ გასრისა აუზის ბილიკთან.
ეს კატეგორიულად აკრძალული იყო და პროფესსორი ყველაფერს მიხვდა. მას ისე მოექცნენ, ჩვენ როგორც ვექცეოდით მანამდე ფაუნას. მათ ჩაამონტაჟეს პრფესსორში... რა საშინელებაა. დიახ, და უმოკლეს ვადაში  ისწავლეს მისი მართვა... კოშმარია!
    - მართლა? და რატომ არ იყო ეს კოშმარი, როცა ყველაფერი პირიქით იყო? ყურში წვრილი ხმა ჩაესმა, მაგრამ პროფესორს ეს ხმა უკვე ამაზრზენად მოეჩვენა. - კარგი! უპასუხე!
  ის მკვეთრად მოტრიალდა, მისი თავის სიმაღლეზე სამიდან ერთი ვეშაპის სიფათი იყო (ის რასაკვირველია დანარჩენ ორს ეყრდნობოდა).
,,ასე!ეს საერთოდ საშინელებაა! ასე ხმელეთზე გადააგილებასაც ისწავლიან", მექანიკურად გაიფიქრა პროფესსორმა.
 - რა თქმა უნდა და ძალიან მალე - ხმა ვეშაპს ეკუთვნოდა.
,,ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ საყვარელ ცხოველს ასეთი აუტანელი ხმა ექნებოდა". - კვლავ გაიფიქრა პროფესსორმა.
   - აბა, აბა! - არ გირჩევთ ზუმრობას, - და ვეშაპმა აჩვენა პროფესსორს ფარფლში ჩადგმული ზვიგენის კბილი, - მე უკვე გავაკეთე ძალიან ბევრი წარმატებული და უსისხლო ოპერაცია. მაგრამ შეიძლება შევცდე, - ვეშაპი საძაგლად ახითხითდა, პროფესსორი კი შეეცადა არაფერი ზედმეტი ჩაენიშნა, ერთი, საბოლოო შენიშვნის გარდა: ,,ეს ტელეპატიც ყოფილა!"
 - არც თუ ისე დიდი ხნის წინ - ვეშაპმა ჩაახველა და ღიმილი მოიცილა. იქნებ არც მოუცილებია, ეშმაკმა უწყის, მაგრამ წარბი შეიჭმუხნა და ქვემოთ ვიღაცას გასძახა: - საკმარისია! მან ყველაფერი გაიგო, - და ღრჭიალით გაქრა.
 - რა გნებავთ ჩემგან? - ამოიხვნეშა პროფესსორმა.
 - უკვე აგიხსენით, საკმაოდ წვდომადი ფორმით, - თქვა სამკაპიანმა დელფინმა.  
 - კეთილი! მაშ ასე ბატონებო!
  - ეშმაკსაც წაუღია ბატონები - იღრიალა აუზმა .
  - მეგობრებო!
   - ძირს ხმელეთზე მოსიარულეთა მეგობრობა!
  - კი მაგრამ, როგორ მოგმართოთ? - პროფესმორი საბოლოოდ დაიბნა. 
   - ეს უკვე ზედმეტია ბიჭებო,  - გამცილებლის ტემბრით წარმოთქვა ვიღაცის ხმამ. ყველაფერი დადუმდა.
პროფესსორმა დელფინს გარკვეული სინაზითა შეხედა (ტყუილად არ მიყვარდა, როცა ცხოველი იყო). მაგრამ მოიცად! როგორ დადიოდა დერეფანში, როგორ იჯდა ჩემთან. არ უნდა შეეძლოს, არ შეუძლია, უნდა... პროფესორმა ქვემოთ დაიხედა და დაეცა... დელფინს ფეხები არ ჰქონდა, მაგრამ რაღაც ჰქონდა და ამ „რაღაცაზე“ მისი, პროფესორის, ფეხსაცმელი იყო. დელფინსაც კი გარკვეული სინაზითა და მადლიერებით შეხედა (გასაკვირი არ არის, რომ მიყვარდა, როცა ცხოველი იყო). მაგრამ მოიცადეთ! როგორ დადიოდა დერეფანში, როგორ იჯდა ჩემთან. არ უნდა შეეძლოს, არ შეუძლია, უნდა... პროფესორმა ქვემოთ დაიხედა და დაეცა... დელფინს ფეხები არ ჰქონდა, მაგრამ რაღაც ჰქონდა და ამ „რაღაცაზე“ მისი, პროფესსორის ფეხსაცმელი ეცვა.
 დასაძინებლად გვერეკებიან, ყველგან შუქს აქრობენ და სიბნელეში ყოფნა კი მოგეხსენებათ საშიშია. აი ასე! დადიხარ და გძინავს. მშვენიერია, რომ არსებობს დერეფნები, რომლებშიც სეირნობენ და ტუალეტები, სადაც ეწევიან, მაგრამ იქ ჩახუთულობაა, მაგრამ იქ მუდმივად არიან ეს წყეული შეშლტლები, რომლებიც მუდმივად
აღებენ ფანჯრებს  და ორპირ ქარს ქმნიან. ხვალ ვიჩივლებ. ახლავე მივწერ კოსიგინს... ეჰ! შუქი გამორთეს, როგორ შეიძლება?! არ გრცხვენიათ? მომეცით გამოჯანმრთელების საშუალება. ღამე მშვიდობის. ასანთს ვანთებ და ვწერ. ჯორდანო ბრუნო იქცეოდა ასე. იმიტომაც დაიწვა ისე სწრაფად. მე კი არ შემიძლია, წავალ და დავიძინებ, რომ ცოხალი გადავრჩე და მერე...
  ვერ ვიძინებ. შეუძლებელია დაძინება, როცა ამდენი უბედურება და ხვრინვაა მსოფლიოში. ღმერთო ჩემო! როგორ ხვრინავენ! ისინი! ისინი! გუნდურად, უნისონში, ხმებში, ტერციებში, კვარტებში და როგორც ეშმაკი ნაღმტყორცნებში. ისინი ხვრინავენ, მე კი ტუალეტში ვზივარ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ორპირი ქარია. ისინი ხვრინავენ, რადგან უგუნურები არიან. ყველა შეშლილი ხვრინავს, ხიხინს და სხვა ხმებს გამოსცემს, თითქოს ღმერთს ან მთავარ ექიმს რაღაცას ევედრება, მაგრამ ვერაფერს ამბობენ, რადგან არ შეიძლება.
  ათ საათზე შუქი ქრება და საუბარი იკრძალება. ვინ აკრძალა? არავინ იცის. კანონი ასეთია და პერსონალი გუშაგობს. როგორც კი საუბარს დაიწყებ, წადი მოსკვადან, მე აქ მომსვლელი აღარ ვარ. ვისაც უნდა დაძინებისთანავე აახვიოს მოსკვადან. ასეთ ტალახში და ავადმყოფის ხალათში. ჰოდა არ ლაპარაკობენ და ხვრინავენ. „უფალო, დაგვიფარე და გვიხსენ ცოდვილნი  და შენ, მთავარო ექიმო, გადაგვირჩინე სულები“.
  სული ღვთის საცხოვრისი და სამყოფელია, მისი მიმღები, და როგორი სამყოფელია, თუ შეშლილობით და წამლებით ყარს  და რა წამლებს იყენებენ მის განსადევნად.
ექიმო, ვერ ვიძინებ და თქვენი მითითებით მასმევენ ამ წამლებს, იმსთვის რომ დავიძინო, ისინი  კი იმპოტენციას ანვითარებენ. დიახ, დიახ, ნუ ეცდებით ჩემს გადარწმუნებას,  ერთმა ალკოჰოლიკმა მითხრა
 და მან იცის, ბოლოს და ბოლოს, თავად წაივიკითხე სამედიცინო ცნობარში. ექიმო, გამიშვით ღვთის გულისათვის! რა გაგიკეთეთ ისეთი კარგი, რომ ჩემთან განშორება გეძნელებათ? სიმღერაც კი არ შემიძლია, სმენა არ მაქვს და ნემსებითა და ეჭვებით ვარ სავსე.
  გამეცალეთ გევედრებით, თითქოს ეს ჩემი უკანასკნელი წყალობა იყოს. არ შეიძლება ჩემი გაიმპოტენტება. სიდედრი სახლიდან გამომაგდებს დედამთილი გამომაგდებს და ცოლი ცემით ამომხდის სულს. რა?  კეთილი! უკანასკნელად! საბოლოოდ! შემთხვევაა, ძალიან უკანასკნელი. კვლავ არ მიკეთებთ ხელში. ბოლრს და ბოლოს ეს ღორობაა! ეს დები კი  მოწყალების დები არიან და არა ღორობის დები!
    ოჰ! ღმერთებო, ღმერთებო! რატომ ცხოვრობთ ოლიმპოზე, ეშმაკსაც წაუღიხართ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
  ამბობენ დიდ თეატრში იყო ასეთი შემთხვევა. ორ სტატისტ თუ მოლარე ქალბატონს, ეს არავის ახსოვს შეუყვარდათ დირიჟორი ფაერი თუ ფაიდელმერი (არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია, რომ ის დაუმსაზურებლად არის ებრაელი). ამბობენ, რომ შეყვარებულმა ქალბატონებმა სახეზე წითელი ნიღბები შემოიხვიეს, თანაც სპექტაკლის ბოლოს, რათა მოქმედება არ დაერღვიათ - ხელოვნებაც უყვარდათ. საშინელი სკანდალი იყო, მაგრამ პუბლიკა აპლოდირებდა. ეფექტი - სასწაული! რა სურს და უნდა პუბლიკას? პური და სანახაობა. პური ბუფექშტ ნამცხვრების სახით,სანახაობა - აი ის, მისაბაძი. სისხლიანი. მიირთვით ის მოქალაქენო, მიაყოლეთ ნამცხვრებს, მიაყოლეთ. მიმბაძველები უმალ გამოჩნდნენ. რომელიღაც ქალაქ ომსკში, დიდ თეატრში მომხდარი ამბის შეტყობიდან ერთ საათში, ორ ტელეფნისტ ქალბატონს  უმალ შეუყვარდათ სატელეფონო კვანძის უფროსი და ტელეფონის სადენიდან გადმოვარდნენ. ორივე დაიღუპა, მაგრამ ერთი ექიმების წყალობით გადარჩა და კლინიკური სიკვდილიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ არ ნანობდა ჩადენილს და თუ მას ცოცხალს დატოვებდნენ, დაავადებას რეციდივდები ექნებოდა. ქალები?! ერთი სიტყვა - დედაკაცები! ქათამი ჩიტი არ არის,დედაკაცი ადამიანი არ არის. ქალი ბოროტებაა, ყველა ჩვენი უბედურება და ჩვენი მამებისა და დედების უბედურებებიც კი ქალებისგან მოდის.
  რატომ არ პასუხობთ არასოდეს ჩემს  კითხვებს? ადამიანი არ ვარ? გაჩუმდით! უბრალოდ გაჩუმდით, გაჩუმდით. მრავალნი დუმდნენ, მაგრამ გმირული საქციელის გამო, ასე ვთქვათ, იდეისთვის! გსმენიათ, მაგალითად, კამო ან პარტიზანების დიდი ჯგუფი, მაგრამ თქვენ თანდაყოლილი უხამსობით კი არა, წმინდა უხამსობით, არამედ ბინძური უხამსობით, სრული იდიოტი ბრძანდებით! გაამპარტავანდით? არა უშავს, თქვენხ დაგკიდებთ ვინმე საფლავის ქვაზე ფოტოსურათად.
  ჩამოვრჩეთ? აჰა, ხმა ამოიღო. თქვენ ზემოთ მიექანებით კიბით, ანუ გამოჯანმრთელებისკენ მიექანებით. ჩვენი ხვედრია ქვევით ჩაჩეხვა. ვერ მოგართვით.  ქვევით პირველი განყოფილებაა, სადაც ხმაურიანი მოძალადეები არიან, იქ არაფერი გვესაქმება, მაგრამ არც ზევით გვესპქმება რამე, მუხუთე, ქალთა განყოფილებაში, ასევე ძალისმიერში.
ზევით გნებავთ? კი ბატონო! მაგრამ არ გირჩევთ, იქიდან ცოცხალი არავინ დაბრუნებულა. აჰ, გავიწიო?
კი ბატონო!
  რა შესანიშნავი ადამიანები ხართ ვისაც ენა გებმებათ. მშვიდები, გულისხმიერები, არსად გეჩქარებათ, რაც მთავარია, რით ხართ ჩვენზე უარესები? - ა რ ა ფ რ ი თ!
  ჰიტლერს საერთოდ არ ებმებოდა ენა, მუსსოლინიზე აღარაფერს ვამბობ. რა გამოვიდა აქედან? არაფერი! გამოვიდა რაღაც სევდიანი, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ენა არ ებმებოდათ. მეტყველების დეფექტი რომ ჰქონოდათ არასოდეს ისიტყვავებდნენ საერთაშორისო საზოგადოების საზიანოდ...
  ჩვენი ენაბლუები. ტსინი თავისებური განდეგილები არიან, კარგი გაგებით. ენის დაბმა მანკი არ არის, დიდი ღორობაა. ჰოდა, რაღაც ლამაზად მკურნალობენ ჩვენს ენაბლუებს...  იმპოტენციის განმვითარებელი ნემსების გარეშე. დიახ! დიახ! ასეც ხდება! როგორ მკურნალობენ?  გაჰყავთ ქუჩაში,  აწყობენ მშკრივში და აიძულებენ გაივლელებთან მისვლას ზრდილობიანი კითხვით: ,,დაოჯახებული ბრძანდებით"? ან სად არის ტრამვაი ნუმერი 12379 რ
გაჩერება?", ასეთი ტრამვაი კი, საერთოდ არ არსებობს.
მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი; მთავარია, ყველაზე მოკლე დროში იკითხო. მათ აქვთ წამზომებიც კი აქვთ და წამდაუწუმ აჩხაკუნებენ,. მაღაზიაში კითხვა: „რა ღირს ეს ძეხვი?“ ან „ არასწორად რატომ დამიბრუნეთ ხურდა?“ შეიძლება სიმართლეს არ შეესაბამებოდეს, მაგრამ საქმე ამაში არ არის; მთავარია, მოკლედ იკითხო. მათ დიდად არ აწუხდებენ,  წუთებით ითვლიან და 100-ქულიანი შკალით აფასებენ.
   - თქვენ, - ამბობენ - მიიღეთ 
68,  თქვენ კი...
  აქ მათ მადლობა უნდა გადაიხადონ და დაბრუნდნენ საავადმყოფოში. ყველამ მიიღო 100 ქულა, რამეთუ კითხვა იყო კარგი: ,,არაყი გაქვთ"?
   ძიძები თამაშობენ ,,ბრიყვობანას",  დიაზ ,,ბრიყვობანას" და არა ,,დურაკას". როგორ თუ შეშლილები? იმიტომ რომ ძიძებისთვის ამ სიტყვაში და მცნებაში ერთიანდებიან გერმანელი,
ინგბისელი და რა თქმა უნდა, რუსი ჭეშმარიტი, ნამდვილი ბრიყვი, და რასაკვირველია ყველა ეს შეშლილი  - ბრიყვია! ძიძები შესანიშნავი ქალები არიან. არა დედაკაცები, არამედ - ქა-ლე-ბი! ,დღეს ერთმა მიახრა: ,,შენ, ჩვენო, ლამაზიკოო"!
ამაზე ვილაპარაკე უკვე. როგორ ვარ
ლამაზიკო, როცა გენები  და ქრომოსომები LSD- თი მაქვს დამახინჯებული (ეს წავიკითხე  ჟურნალში ,,ოგონიოკი"). ეს მათზეა, დასავლეთში, მე კი ყველა ყველაფერი იქიდან და იქაური მყავს და მაქვს - ყველა პოლონელი ებრაელი. მაგრამ ეს არავინ იცის. ყველა ფიქრობს რომ ზანგი ვარ.
საინტერესოა, რატომ? შავგვრემანი არ ვარ. ალბათ მკერლზე ხუჭუჭი თმის გამო, რა თქმა უნდა თმის გამო, აქამდე როგორ ვერ მივხვდი? რა სასიამოვნოა აღმოჩენები. დიახ!
სავსებით მივატოვე 
მრუდ სივრცეში არაწრფივი განტოლებების თეორია. საჭიროა გავიხსენო და აღვიდგინო, ამჟამად კი, გასავარჯიშებლად:ჰა-ჰა-ჰა-ჰა!
  ეს იდიოტები დომინოს თამაშობენ.
სისულელე, იგებს ის, ვისაც  ნაკლები ქულები აქვს. ეს სრული სიბრიყვეა. თუკი ეს ასეა, მაშინ უბრალოდ გადაყარეთ ყველაფერი.  ისინი ფიქრობენ, რომ სულელები არიან. ფსიქოპათები - ეს ერთადერთი სიტყვაა. ისინი ფიქრობენ და აკაკუნებენ. რატომ? ნუ აკაკუნებთ, უშიშროების ჩინოსანთა კაბინეტების კარზე! გესმიიიით?!მოღალატეებო! გამყიდველებო! კორუმპირებულო ნაძირლებო! ნუ მცემთ! არ შეიძლება ჩემი ცემა, ჯერ არაფერი დამიშავებია!
 ძველ მედოლეს, ძველ მედოლეს,
ძველ მედოლეს ეძინა,
ახალმა,  ახალმა, ახალმა მას არაფერი შესძინა,
ძველმა გაიღვიძა, გადაბრუნდა და განაგრძო ძილი,
ახალმა კი მიითვისა მისი დოლი.
   А новый барабанщик, новый барабанщик
   Барабан его забрал.
  ეს ისე, უბრალოდ. საერთოდ პოეტი არ ვარ, მე... ვინ ვარ? რატომ ვარ?
ჰოი, ცხოვრებაო,  მაინც როგორი არამზადა ნაძირალა ხარ!
  ახლა კი, განთქმულ დაკარგულ რგოლზე ვისაუბროთ. ხალხო! რა და ვინ  არ გყოფნით? პითეკანთროპების უკმარისობა ხომ არ გაწუხებთ? უზარმაზარ კვლევებს წერთ და ვარაუდებში იკარგებით. და მაინც,  ა, ბატონო პასუხი. მოისმინეთ, დამშვიდდით და ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ დაკარგული რგოლი.
  იყო და არა იყო რა. ოდესღაც ცხოვრობდნენ პითეკანტროპები, ტომებად ან ჯოგებად, პოლი ან მონოგამიურად,ჰქონდათ თავიანთი სიყვარული და მწუხარება, რომლებსაც თანაბრად იზიარებდნენ. დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ. ერთ დღეს  ირგვლივ მიმოიხედეს და ნახეს, რომ სრული უკუნეთში იყვნენ. მეზოზოური ერა ახალი დასრულებული იყო და მესამეული პერიოდი ჯერ არ იყო დაწყებული, პროგრესსის პერსპექტივის არავითარ  ნიშნები არ ჩანდა. ერთგვარი ხელისუფლებათშორისობა.
პითეკანტროპები ორ ფეხზე დადგნენ და წამოიძახეს: „უ-ა!“ სამწუხაროდ, სხვა არაფერი შეეძლოთ. მათ წამოიძახეს თავიანთი მწარე „უ-ა!“ და მთებს შეაფარეს თავი. ცნობილი ტაქტიკაა: მაო ძედუნიც მთებში გაიქცა, კასტროც, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ, პითეკანტროპები -არა. ზაფხულში იყო დოღი და კულტურული რევოლუციები, საფარი და ნადირობა მიჯაჭვულ ბიზონებზე და ხოხბებზე ,,ბელოვეჟსკაია პუშჩაში", რაულთან ერთად. პითეკანტროპებს ეს ყველაფერი არ ჰქონდათ, ისევე როგორც ერთა თანამეგობრობა და დიდი ჩინური
დაპირისპირება აკლდათ.
  პითეკანთროპები მთებში გაიხიზნენ და იმდენად მჭიდროდ დასახლდნენ, რომ თავად იქცნენ მთებად  და შეერწყნენ მთებს.  შემდეგ ახალი მაიმუნები დაიბადნენ და ახალმა პითეკანთროპებმა, წინაპრთ ღაღადის მორჩილებმა, წარმოთქვეს თავიანთი „უ-აჰ“, მთებში გაიხიზნენ და შეერწყნენ მთებს, შემდეგ კვლავ ახლები და ა.შ. ასე რომ, კაცობრიობის ისტორია პითეკანთროპებს არ გასცდა. ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო, მხოლოდ მთები, სავარაუდოდ ჰიმალაი, მოწმობენ ამას და ჩვენს თვალწინ იზრდებიან, რადგან მათ პითეკანთროპები შეერწყნენ.
  ჩვენ? საიდან ვართ ჩვენ?  ჩვენ მარსიანელები ვართ, რასაკვირველია და ფარულად ნუ აზიარებთ დარვინისეულ მორცხვად გამოთქმულ ჰიპოთეზებს. დარვინი ბრიყვი იყო, მაგრამ უდანაშააულო ბრიყვი, რადგან კაპიტალიზმის ეპოქაში ცხოვრობდა.
  ადამიანებო,  მაშ რაში გჭირდებათ ეს დაკარგული რგოლი? შეეშვით დაკარგულის ძიებას, უმჯობესია ვარსკვლავები მოწყვიტოთ და ჰოლანდიური ყველი იშოვნოთსაყვარელი ადამიანებისთვის.  ამბობენ, რომ ის არ არსებობს - ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა. საკითხავი აი ეს არის!
  დღეს მოხდა აღმაშფოთებელი ინციდენტი, რომელმაც ისე საფუძვლიანად შემაძრწუნა და შემარყია, როგორც 1948 წლის აშხაბადის და 1966-1967 წლების ტაშკენტის მიწისძვრებმა. გამოჯანმრთელების პროცესში მყოფმა პაციენტმა მთავარ ექიმს განცხადება მისწერა.  
სტრიქონ-სტრიქონ, 
სიტყვა-სიტყვით, ვციტირებ ტექსტს:
  ,, მე, ქვემორე ხელისმოიწერი,  ეროვნებით სომეხი და თუ გნებავთ არასომეხიც, სამუილ იაკობის-ძე  სოლოვეიჩიკი, 43 წლის, რომელთაგან 10 თქვენ მოგიძღვენით პატივცემულო მეგობარო, საზეიმოდ, მოწმეების თანდასწრებით ვაცხადებ: 
1)  ჩემი წნევა მუდმივად მერყეობს 1230...1240 კვ.კმ./წმ-ში;
2) ჩემი პულსი - 3... 3,5 ,,პერწმ" საათში;
 3) ერითროციტების დალექვის სიჩქარე - 12 მეგაჰერცი რაუნდში;
4) შარდი მუდამ იისფერი;
5) პრეტენზიები არ მაქვს.  
  ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთვლი საკუთარ თავს ჯანმრთელად.და აბსოლუტურად, გესმით, აბსოლუტურად ნორმალურად.  გთხოვთ, გამწეროთ ჩემი ოჯახის მეურვეობის ქვეშ, ოჯახის, რომელიც ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს, თქვენც გიყვართ.,
ოჯახი, რომელიც გუშინ გაწერეთ ამავე საავადმყოფოდან  (თქვენ ხომ არასოდეს გვაძლევდით შეხვედრის ნებას). კმარა, გეყოთ ჩვენი დაცინვა და მასხრად აგდება! 
სიყვარულითა და პატივისცემით,
 ი. სოლოვი".
  წარმოუდგენელი ამბები ატყდა, ამ განცხადების გასაჯაროების შემდეგ. ალკოჰოლიკებმა მიატოვეს ამაზრზენი ჰომინოს თამაში. ერთმა დუ შაშის ქვაც კი შეჭამა, ასე რომ მერე მუყაოსგან მოუწიათ გაკეთება. 
 (ნეტავ სულ შეეჭამა - მერე აღარ იქნებოდა ეს აუტანელი კაკუნი).
ლოთებმა მიატოვეს ყველაფერი, დადგნენ უნიტაზებთან და ხარხარი დაიწყეს (დერეფნებში და პალატებში ხმაური აკრძალულია), უნიტაზებმა, როგორც კი გაარკვიეს
რაში იყო საქმე,  მიატოვეს სადილი, ატეხეს წრიპინი და საკუთარი ბარძაყების ცემა.
დაიწყო არნახული ამბები. რა თქმა უნდა გასაგებია: არა ,,კვ. კმ*. არამედ, უბრალოდ ,,კილომეტრები" და ისიც, რომ ასტრონომიაში მანძილის საზომად გამოყენებული 
სიგრძის ერთეული - პარსეკი, ყველა ენაზე პარსეკია. არ შეიძლება ორი-სამი ორთოგრაფიული უზუსტობის გამო დასცინო ადამიანს. ის  ადამიანია და არა ამოუცნობელობამდე გაბურჟუებული აშშ-ს პროფკავშირის რომელიღაც ჩინოვნიკი,
  ჩვენ მას ვიცნოჰთ, როგორც მშვიდ პაციენტს, რომელიც არავის აწუხებს.
არასოდეს არაფერი უთხოვია, იყო მუნჯი და ოყნასაც თავად იკეთებდა.
და ასეთი ადამიანი გამოჯანმრთელების წინა დღეს ასე შეურაცხყვეს. თავად ვეხმარებოდი განცხადების დაწერაში. მე თვითონ ვწერლი, რამეთუ სოლოვეიჩიკი დიდი ხანია პარალიზებული წევს. ვამაყობ მომაკვდავისთვის ჩემი მოკრძალებული დახმარებით.
 რასაკვირველია ის მოკვდება - ,,სოლოვი", ყოველივე ამის შემდეგ.
ხეპრე, არამზადა, ბანდიტი - აი ვინ არის ის. წყაწაღებული ხავსს მოეჩიდა, მას კი გაშალაშინებულ-გაპრიალებული ბაობთბი შეაჩეჩეს.
მთავარი ექიმმა? რა მთავარმა ექიმმა? მხრები აიჩეჩა, ისმინა ჩემი, ანუ მისი, სოლოვეიჩიკის გულის ხმა და სულის თქმა და ისე წავიდა პირველ, მოძალადეთა განყოფილებაში, თითქოს იქ არაფერს მიართმევენ.  ვიყავი იქ.  იქ მიართმევენ რეცეპტს ექიმს.
 რისთვის, რისთვის ვცხოვრობდი აქამდე? რომ  დავრწმუნებულიყავი ჩემი მშობლიური ფსიქიატრიული კლინიკის პერსონალის უგულობასა და სუდიერ მომშხამებლობაში? ხვალ თავს ჩამოვიხრჩობ, თუკი იქნება - ეს ხვალ! დიახ? მორჩა! ყველაფერი მორჩება! მაშინ, რა თქმა უნდა ყველაფერი დამთავრდება.

   Она парила по перилам,
   Она мудрила и лупила,
   Она грешила и сулила,
   Она - Далила, но убила
   Она Самсона
   Был он сонный.

დალილა - უსამართლობაა, სამსონი - მე ვარ. ხეები კვდებიან სიზმარში.
რთულია სიწმარში, მაგრამ მე არ მეშინია სირთულეების.
რა მოუვა რუსეთს? რა?! ვინ მიპასუხებს? არავინ!
  აი ჩემი ბოლრ ჩანაწერი:
,,ბევრი ვიშრომე! გთხოვთ არ გამაღვიძოთ! არასოდეს. ვიძინებ სამუდამოდ. ადამიანებო, მიყვარდით! იყავით მიმტევებლები და შემწყნარებლები"!
  აი ჩემი ანდერძი. ვერ ვიტან ანდერძებს, ისინი ყველა ყალბია, განსაკუთრებით პოლიტიკურები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა რა თქმა უნდა.  
  მაგრამ აი ის:
  ,, გაუმარჯოს ჭკუიდან გადასულთა საერთაშორისო სოლიდარობას, ერთადერთ შესაძლებელ სოლიდარობას სოლიდარობათა შორის! გაუმარჯოს ყველაფერს, რომელიც ეხება ყველაფერს, რაც გვაღელვებს და გვამშვიდებს! მორჩა".
  ძილი არ არის. კიდევ დიდხანს 
 არ იქნება. ბოლო, ბოლო, ესეც აღსასრულია — სიცოცხლე ძილის გარეშე! ჰა?! არა? თქვენ ამ ცხოვრებას განასახიერებთ! ართვის არ ძინავს, ყველანი შფოთავენ ან ფიქრობენ. არ დაიძინოთ,  არ იფიქროთ და ნუ ფიქრობთ. გენიალურია!
   პედრო კალდერონის პიესაში ,,ცხოვრება ძილია"  პრინცი გააღვიძეს და მას ყველაფერი 
იმდენად ამაზრზენად მოეჩვენა, გადაწყვიტა, რომ სიცოხხლე სიზმარია, რამეთუ შეუძლებელია სიცოცხლე იყოს სიბილწის და სიცრუის ჯაჭვი. მან მოიფიქრა თავისთვის შესაფერისი ფორმულა.
დამთანხმებელი. ამბობს, რომ ცხოვრება სიზმარია და სიზმარი - ცხოვრება, ანუ ის სიზმარი, რომელიც ნადვილი სიზმარია და არა ის, რაც მან ჩათვალა სიზმრად. ტფუი შენი!
რაღაც ჯანდაბეულობაა!
ჩემთან ყველაფერი მარტივადაა. სიჟოხხლე ძილის გარეშე. არავის ძინავს და არავინ არ მუშაობს. ყველანი ფსიქიატრიულში წვანან. გენიალურია. ყველას უკეთებენ ნემსებს, რომელთაგანაც ვითარდება ინფორმაცია, ანუ იმპოტენცია რასაკვირველია. ყველანი იმპოტენტდებიან.  ა რ ა ! არ შეიძლება ჯოხის ასე გადატეხვა! უძილო ცხოვრება - აი სადამდე მივყავართ მას! ჩემი აზრით მეტისმეტია! 
რატომ სახელდობრ? სად გავჩერდით? პლანეტა გადაშენდა.
ადგილი თავისუფალია - მოფრინდი და დასახლდი.
ჩვენი კლინიკებიდან წინასწარ ჩამოვხიოთ წარწერები და ისინი სკოლებს დაემსგასვებიან. არიან კიდეც სკოლები, ოღონდ გაარემონტეს.
საწყალო ბავშვებო! ჩვენ გაგძარცვეთ!  არითმეტიკის რამდენი
გაკვეთილი ჩაგიტარდებოდათ აქ...
აქ კი... რასაკვირველია, უნდა გძულდეთ. ჩვენ არაფრის მაქნისები არ ვართ, არავითარი საგრძნობი სარგებელი არ არის ჩვენგან. ვწევართ, დავდივართ და არ ვართ, არ ვვარგივართ ცხოვრებისთვის! არა!ჩვენ მხოლოდ ფერფლი ვართ, 
მტვერი ვართ და სკოლა კი წაგართვით. კარგი, კარგი! 
ისინი მოფრინდებიან და ნახავენ: არის სკოლები და ფსიქიკურად დაავადებულთა კლინიკები არა.  დაიწყებენ ბედნიერად ცხოვრებას ღიღინ-ღიღინით, რამეთუ კლინიკები არ იქნება, მაშინ ფსიქიკურად დაავადებულებიც არ იქნებიან, რადგან ყველაფერი შენობიდან იწყება.
  ააგეს შენობა - ვინმე ხომ უნდა შეასახლონ? - მოდის ადამიანი და წიგნს კითხულობს, სტაცნს ხელი და გააქანეს დასამშვიდებებ პალატაში - ნუ კითხულობ სიარულის დროს, წაიკითხე ფარულად. სიარულისას კითხვა არ შეიძლება!  ასეთია კანონი! დაარღვიე? -ა, ბატონო, ციხე და ზედამხედველები თეთრ ხალათებში. სისუფთავეა ნათელ პალატებში, გისოსები ფანჯრებზე?
- არა უშავს, ციხეშიც არის გისოსები.
შენ ხომ არ გინდა ციხეში მოხვდე? ნამდვილ ციხეში. არ გინდა. რატომ არ გინდა? იმიტომ რომ, იქ ცუდი შენობაა, ეს კი სკოლას გავს, მეცნიერებასათნ ახლოსაა. აი მოფრინდებიან ისინი და ეს ყველაფერი არ იქნება.
  არა! ცხოვრება უძილოდ - ახალი, შეშლილობის არ მქონე საზოგადოების  ჩამოყალიბების ფუნდამენტური კანონია, რომელიც ჯერ არ მიუღიათ. ისე მიიღებენ, როგორც დაგიბარებიათ, ძალიან ბევრი სახსრები მიდის... კოსმოსში.
აი, რა. მიყვარს მოკლე მოთხრობები და ლაკონური სიტყვები.
  ერთი მეორესთან მივიდა, სიფათში ძლიერად გაარტყა და წავიდა. მეორემ არც კი ჰკითხა, რატომ. ალბათ, მიზეზი არსებობდა! მეორემ კი არც ახსნა, რა იყო მიზეზი, რადგან მიზეზი მართლაც არსებობდა. და მან ასეთი კანონი აქვთ ადამიანებს:  როგორც კი რამე მოხდება თავ-ყბას ალეწავენ ერთმანეთს, მაგრამ არასდროს საფუძვლიანი მიზეზით. და კიდევ სიტყვები: მითი, ბლეფი, კლუბები, დო, რე, მი, ფა. მოკლე და გასაგები. და სხვა არაფერი. რა ჰარმონიაა, სიმეტრია, ინერცია. ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა.
  ეპიცენტრი... ეპიცენტრი... რა შუაშია ეპიცენტრი, ჰა? ახლა გამახსენდა. რამე თუ მოხდა,  ეპიცენტრისკენ  ფეხებით უნდა დავწვეთ, გულაღმა და შესაძლებელია გადავრჩეთ. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შორს ვართ, ან რამდენად ახლოს, მაღლა თუ დაბლა, მშრალად თუ სველად და არის თუ არა ხვრელი ან ორმო.
  იაპონელები ასე მოიქცნენ, მაგრამ ისინი ტანმორჩილნი არიან. რა ჯიშია! მტრის ღვიძლს ჭამდნენ, რომ სიმაღლეში გაზრდილიყვნენ. ღვიძლიჭამიობას „კიმოტორე“ ჰქვია. მაგრამ ჩვენ სხვა, აშკარა ერი ვართ და ღვიძლს არ ვჭამთ. უბრალოდ უნდა მოვთავსდეთ ფეხებით ეპიცენტრისკენ  - იქნებ გადავრჩეთ. რამდენჯერ გადავრჩით თშმაკმა დალახვროს! ჯანდაბა! რუსეთო, სად მიდიხარ, საით მიექანები?! გამეცი პასუხი. არა უშავს, მეუბნება ის, იქნებ გადავიტანოთ? ჰოდა გადაგვიტანა,  გაგვიტანა დღემდე მოგვიტანა  და არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგვიტანს.
 გაიგეთ, გაიგეთ? დღეს მეშვიდეში ციებ-ცხელებიანი მოიყვანეს.
თავს იხრჩობდა ცეკავშირის შენობასთან სარეცხის თოკით და 
68-ე კორპუსის ერთ-ერთმა გმირმა მცხოვრებმა, რომელიც „გაზიკზე“ მუშაობს, ხელის ერთი მოსმით ჩამოხსნა. ახლა თბილად წევს ციებ-ცხელებიანი და  ამბობენ: ცნობილი ფაქტია - ბოდავს, ამიტომაც თბილია.
     - სად არის თოკი?
     - ამ თოკით შეკრეს.
     - მაშ, გაანადგურეს?
     - რატომ გაანადგურეს?  სრულიად გაანადგურეს?!  
  მაინტერესებს,  რატომ არის ეს ციებ-ცხელება მუდმივად თეთრი?
წითელით უნდა შევცვალოთ. ეს თეთრი, წარსულიდან - თეთრგვარდიელებისგან გვერგო. ახლა კი წითელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდად ჩანს ამხანაგებო! ასეა ეს!
  პირველი, რაც გონს მოსვლისთანავე დაინახა პროფესსორმა დელფინის უზარმაზარი სახე იყო, რომელიც ახლოდან ძალიან ჰგავდა რომელიღაც ურჩხულს,  ან ბარმალეის დისნეის მულტფილმებიდან და არა ისეთს, როგორსაც  როლან ბიკოვი თამაშობს.  დელფინი  ერთგვარი შეშფოთებით  იმზირებოდა,  რომელიც პროფესსორის სახესთან სამკაპის ფრიალით იყო გამოხატული. სამკაპი ჭრიალებდა, მაგრამ არავითარ სიგრილეს არ ქმნიდა.
    - რა დაგემართათ? ჩვენს გეგმებში ეს არ შედის.  არ ვაპირებთ უმსგავსობების ჩადენას. პირიქით, გვინდა, ასე ვთქვათ, გაგაცნოთ... მაგრამ ჯერ პატიება უნდა ითხოვოთ!
 - რა გაცვიათ ფეხზე? - ამოილუღლუღა პროფესსორმა -მაღალყელიანი დათბილული ფეხსახმელი - თქვა გაკვირვებულმა  დელფინმა და პლასტმასის ძირზე რაღაცით დააკაკუნა - თქვენმა ქარხნებმა საუკეთესო ვარიანტი აირჩიეს. კარგი გემოვნება გაქვთ, პროფესსორო. 
დელფინმა მეგობრულად დაჰკრა ხელი მხარზე პროფესსორს და ანიშნა,გაჰყოლოდა. 
-ჩემთან მიგიღებდით, მაგრამ იქ წყალია. 
„წყალი, წყალი, ყველგან წყალი"...- წაიღიღინა დელფინმა და პროფესსორმა შენიშნა, რომ დელფიენს საერთოდ არ ჰქონდა სმენა.
  კაბინეტში ისინი სავარძლებში ჩასხდნენ და საუბარი უფრო თავისუფლად წარიმართა.
  დელფინმა პროფესსორს მოწევის ნება დართო, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა სპირტიან სასმელზე. მოგვიანებით, კოთხვა დაასწრო და დაიწყო:
- რატომ არ მეუბნებოდნენ არაფერს, მერე კი, უცბად, რატომ მომახალეს ყველაფერი ერთად?
  ჩვენ ვამბობდით, დიდი ხნის წინ ვამბობდით, მაგრამ რა ხეირი? კეისარს ეუბნებოდნენ, მაკედონელს, ნერონს, ხანძრის ჩაქრობაც კი სცადეს. ადამიანები, - ამბობდნენ, - რას ამბობთ? მერე კი მიაფურთხეს ყველაფერს და დადუმდნენ. თევზებივით დუმდნენ მთელი მომდევნო ისტორიის განმავლობაში და მხოლოდ გსწავლობდნენ, გსწავლობდნენ, თქვენ, ადამიანებს.
  ომის შემდეგ ოკეანარიუმი ააშენეთ და ჯონ კენნინჰემ ლილმა და მისმა ყურმოჭრილმა მიმდევრემა დაიწყე  თავიანთი ამაზრზენი ექსპერიმენტები. მოგვინდომეს კომმუნიკაცია. 
  მომიტევეთ, ვივლი - აღელდა დელფინი და ბოლთის ცემა დაიწყო. 
  ჩვენ ამასაც  შევეგუეთ, რათა არ დაგვერღვია დუმილი და გვენახა, რამდენად შორს შეეძლო წასვლა თავისი ექსპერიმენტებით საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარებულ, თუმცა ჩვენზე მნიშვნელოვნად დაბლა მყოფ ინტელექტუალურ არსებას, რადგან მიმაჩნია, რომ ინდივიდუმთა თვითგანვითარება ნებისმიერ ტექნოკრატიაზე მაღლა დგას! თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ.  თქვენზე არც ერთი ექსპერიმენტი არ ჩაგვიტარებია და მხოლოდ რამდენიმე დელფინმა მისცა საკუთარ თავს ადამიანებთან ურთიერთობის უფლება, მაგრამ ისინი ფსიქიკურად შეშლილი ინდივიდუმები იყვნენ და სიბრალულის გამო მიეცათ ამის საშუალება.
  ჩვენ არ გვაქვს გამოსაჯანსაღებლები პროფესსორო.
როცა ჩვენი ამხანაგები იღუპებოდნენ, უკმაყოფილების ჩურჩულმა პირველად გადაუარა ოკეანეებს...ბოლოს და ბოლოს ეს უხერხული ინციდენტი შეურაცხსოფა იყო, ჩვენი გამახალისებელი ტრიუკების და კალათბურთის თამაშის საპასუხოდ და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. პირველებმა ვერ გაუძლეს...
  მუდამ საკმარისია ერთი ნაპერწკალი ცეცხლის თავიდან ასანთებად და გასაღვივებლად. მე ვიყავი უკანასკნელი. ჰო, როგორ ვმეტყველებ? ვიმედოვნებ გამართულად?
  - დიახ, დიახ! - დაამშვიდა დელფინი პროფესსორმა.
მან უკვე საკმარისად მიირთვა ვისკი და ნეტარი სითბო ეფინებოდა მთელ სხეულში, მომხდარი უკვე აღარ ეჩვენებოდა დაუჯერებლად. მხოლოდ სრუტუნებდა და ზურგი წიწკნიდა.
  - თქვენი ყბა? - წამოიყვირა დელფინმა და მაშინვე გამოიძახა სტომატოლოგი, რომელიც აკვარიუმის მომსახურემ შემოიყვანა. ეს იყო მოლუსკი  - კეფალოფოპოდი ლიპი.
  - ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ის - პროფესსორმა ჩაიცინა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. ამაოდ ფიქპობდით ასე, - აკვარიუმიდან 
წამოიფრუტუნა წყალმა. - მთელი თქვენი ანატომია ჯიბეში მიზის.  - ლიპმა საცეცს ხელი დაარტყა და წყალი აამღვრია.
თქვენზე მუშაობის დაწყებისთანავე, მკაფიო სურათი შევქმენი. აი, თქვენი ყბა, ინებეთ.
 წყლის ზედაპირზე ისეთი შესანიშნავი ყბა ამოტივტივდა, რომთლხეხ პროფესსორი ვერხ იოცნებებდა. როგორი ყბებია ამჟამად?! ახლა ალიკაპებია, ყბები კი არა!
  -თუკი რამის შეცვლა გნებავთ, კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან - ის დიდი ხანია დასპირტული გვყავს და მზად არის ტრანსპლანტაციისთვის.  ამ ინფორმაციით, ნება მიბოძეთ დაგემშვიდობოთ. მოლუსკმა წყალი აამღვრია და ის წაიყვანა ტვინში ელექტროდჩამონტაჟებულმა მომსახურემ.
  - მშვიდობით! -ჩაიჩურჩულა პროფესსორმა, ჩადგმული ყბის მიუხედავად. ის უკვე საკმაოდ მთვრალი იყო.
  დელფინმა, მისი მდგომარეობის დანახვისას, საუბრის გაგრძელება შეუძლებლად მიიჩნია და მშვიდად თქვა:
  - ხვალ მიიღებთ ჩვენს გეგმას და ულტიმატუმს, რომლებსაც  ხალხს გადასცემთ. ღამე მშვიდობის!- სიგარა აასისინა და წავიდა.
  მეორე დღეს, გამოფხიზლებულმა პროფესსორმა, მის საწერ მაგიდაზე რაღაც იპოვნა, სადაც მოკლედ და არაორაზროვნად იყო ჩამოყალიბებული:
  ,,ოკეანის ყველა გონიერ არსებიათა კავშირი კაცობრიობას სთავაზობს სამი დღის ვადაში გაატაროს შემდეგი ზომები:
1. სამეცნიერო მუშაკებისთვის მიღებულ იქნას,,მშრალი კანონის" ; 
2. დაიხუროს ყველა ფსიქიატრიული კლინიკა და სამკურნალო;
3. შეშლილებად ჩათვლილი ადამიანები ღირსეულად
გათავისუფლდნენ მძევლობიდან;
4. სამკურნალოები გადაკეთდეს სკოლებად.
  მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კავშირი მიიღებს აუცილებელ ზომებს. მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში კავშირი აღარაფერს მოითხოვს კაცობრიობისგა და შეწყვეტს ყველანაირ კონტაქტს უკეთეს დროებამდე."
   მთელი მომდევნო დღის განმავლობაში, პროფესსორი მასსმედიით და პირადი საუბრებით არწმუნებდა მსოფლიოს დათმობებზე წასვლის აუცილებლობაში., ხატავდა საშინელ სურათებს და სასიხარულო პერსპექტივებს. 
  პროფესსორმა უამრავი კორესპონდენტი მიიღო, მაგრამ... სამწუხაროდ! ვერაფრის დამტკიცება ვერ შეძლო. ოკეანარიუმი დაცარიელდა, სადღაც გაქრა ელექტროდიანი მომსახურეც.
  ბუნებრივია ადამიანებს არ სჯეროდათ, ეცინებოდათ და დამცინავ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. 
  როგორ შეიძლება შეშლილების გაშვება ჩვენს ისედაც შეშლილ სამყაროში? როგორ შეიძლება მეცნიერებისთვის ალკოჰოლის მიღებაში ხელის შეშლა? გამოითქვა ვარაუდი, რომ პროფესსორმა ყველაფერი მოიგონა თავისი უძლურების მისაჩქმალად, იმედები გაუცრუა ადამიანებს...  უფრო შეშლილი იდეაც იქნა წამოყენებული, რომ პროფესსორი თავად არის შეშლილი. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე იქთიოლოგიისა და ლინგვისტიკის უდიდესი პროფესორი ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს.
  მომდევნო ორი დღის განმავლობაში მსოფლიო მშვიდდებოდა, მერე კი მოხდა კატასტროფა.
  ახლა ისევ ამ წყეულ ნემსებს გაგვიკეთებენ.  ექიმო, ყველას და ყველაფერს გაფიცებთ! ამ  წყეული ნემსებისგან ვითარდება...მხოლოდ ხელში... რა? ღმერთო!  ნუთუ გავიმარჯვე?!
  გამიკეთებენ ინსულინს, რათა მხოლოდ ვჭამო და მეძინოს. არ მინდა ძილი! ცხოვრება ძილის გარეშე! ჩემი საიდუმლოებაა-მეთქი!
მიჩხვლიტეთ ექიმო და იყავით მიმტევებლურად-შემწყნარებლური, მე თქვენ მიყვარდით. მტკივა, მტკივა-მეთქი...
  რა უსიამოვნო მდგომარეობაა მკურნალობა. თქვენც განმჯანსაღებლები არ მყავდეთ რა...
  სისხლში შაქარს რომ  მიჭამთ, რად გინდათ?  საკმარისად არ გაქვთ? ჩვენ კუბისგან ვყიდულობთ, რადგან თუ  არა ჩვენ, სხვა  ვინ? რატომ გჭირდებათ ჩემი მშობლიური, სისხლხორცეული შაქარი? ჰა? რატომ უნდა ჩაცეცხლოთ? რა გაუმაძღარნი ხართ! პატარა სხეულიკოები მაქვს, თეთრი და წითელი, როგორ იქნებიან შაქრის გარეშე?  არა და ვერანაირად! შაქრის გარეშე მოკვდებიან პატარა სხეულიკოები, არაფრობაში გაქრებიან და დაიკარგებიან. მთელი ეს ლერწამიც, და ჭარხალი გაქრება და შთაინთქმება, ჭარხალი! ღმერთო, როგორ მშია. მომეცით საჭმელი! აი, შაქარი კუბიდან. ოცი უფასო ნატეხი. მადლობა, შორეულო, კუბელო მეგობრებო! გაუმარჯოს ჭარხლის შაქარს!  გაუმარჯოს შაქარს, ბევრ შაქარს და საერთოდ, პროდუქტების სიუხვეს გაუმარჯოს-ჯოს-ჯოს!
  კარგია ჯოს!-ჯოს!-ჯოს! - მთელი ეს სიუხვე უკვე ვშთანთქე და შევცეცხლე, ნათესავებსაც ვაცნობე, კიდევ და მეტი მომიტანონ.
   პაშკა პარაზიტი მივლინებაშია. სვამს. არა უშავს, ჩემთან არ მოდის, -მაგრამ მთა მივა მუჰამედთან-მოიყვანენ აქ, მაგ პარაზიტს, დიაგნოზით -
 ქრონიკული  ა ლ კ ო ჰ ო ლ ი ზ მ ი 
და
აქ შევხვდებით და აქ დავილაპარკებთ ცხოვრების ამაოებაზე.
  ამბობენ, - შოკი მქონდა. ექიმიც ამბობს იგივეს და რასაც ექიმი ამბობს - ტ ყ უ ი ლ ი ა ! ! ! ! - არც შოკი მქონდა და არც არაფერი არ მქონდა!
  როგორ შეგიძლიათ აქ კითხვა? აქ ფიქრია საჭირო და არა - კ ი თ ხ ვ ა !
უნდა იკითხოთ ტრამვაიში ან მეტროში, მაგრამ იქ გაწვებიან და გჭყლეტენ. ყველგან გაწვებიან და გჭყლეტენ. იკითხეთ, ეშმაკსაც წაუღიხართ, ჯანდაბაშიც წასულხართ,
თქვენთან არს ღმერთი.
  არ წავიკითხავ არაფერს. გავალ გარეთ,  ჩავალ მეტროში და დაე
მომაწვნენ და მჭყლიტონ, ყველაფერს წავიკითხავ მეტროში.
არ იცით? ძალიან ბრიყვი ბრძანდებით! იაგანს რომ გააგორებთ ის უკან გიბრუნდებათ, გასაგებია?  
  იცით , როგორ განქორწინდა მღვდელი ფოფოდიასთან?  
  - გამეცალეთ და დაახვიეთ თქვენი მღვდლიან-ფოფოდიიანად! მეხუთე დღეა ექთანი ჩემს ვენას ვერ პოულობს, თქვენ კი ტვინი წაფუტკრეთ თქვენი მღვდელით!
  ჩვენ ვუმღერით მამაცთა შეშლილობას! უბრალოდ შეშლილობას არ ვუმღერით. რატომ?
  რატომ არ ვმღერით ასეთ სიმღერას:
  ,,არაფერი არ ვიცი,
  ვერავის ვერ ვხედავ,
  არავის, არაფერს არ ვეტყვი"!
  ჰა-ჰა-ჰა-ჰა!
არა! ერთი მოწმე ოქმში ასეთი ჩანაწერის საფუძველზე 15 
დღე-ღამიან პატიმრობაში გაამწესეს პოლიტიკური ხულიგნობისთვის...
  к чуме. მოუყვანეს ვიღაც და რაღაც, რომელიღაც ადამიანი. ამბობენ, რომ  პროფესსორია და დელფინებზე
 ყვება საზიზღრობებს. ყველა ხარხარებს . არამზადები, გაიძვერები, თაღლითები, ნაძირლები... არ შეიძლება მისი დაცინვა, ბოლო-ბოლო ავადმყოფია.
Сволочи. 
დაველაპარაკოთ.
  -პროფესსორი ბრძანდებით?
  -დიახ, იქთიოლოგი-ლიგნგვისტი ვარ.
  -არა უშავს, გადაგივლით და გაგივლით. რამდენიმე ინექციის შემდეგ გამოჯანმრთელდებით.
   - მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა.
  - ამ საკითხზე სამყაროს უფროსს უნდა დაელაპარაკოთ.
  - როგორ გაგაგებინოთ, რომ დელფინები ჩვენზე უფრო გონიერები არიან და შეუძლიათ ჩვენთვის წარმოუდგენელი საშინელების ჩადენა! ღმერთო ჩემო!
  არა, მთავარ ექიმს უნდა დაველაპარაკო. დაჩხვლიტონ. ბოლო-ბოლო ავადმყოფია, ჩაყსმული ყბით და რაღაც ელექტროდებზე გველაპარაკება.
დროზე თუ არ მივხედე დაჩხვლეტენ ნემსებით. წყეული შეშლილები. მხვრინავები და მსრუტავები. ეს კი ვერც სრუტუნებს. არაფერი აქვს სასრუტუნო. ანტაბუსით უნდა ვუმკურნალოთ. ეფექტური სუნი აქვს.
წავალ ექიმთან.
  იცით, ერთმა ადამიანმა ცნობარში თავისი გვარი იპოვნა. საკმაოდ იშვიათი გვარია. ამ გვარმა მოკლა ვინმე თავადი და გადაცემულია ანათემას თორმეტ თაობაში. ეს ადამიანი სწორედ მეთორმეტე თაობაა. თავი მოიკლა. გამოითვალა მეთორმეტე თაობა რომ იყო და ტყვია იხალა შუბლში. მოგვიანებით, ნათესავებმა გაარკვიეს, რომ ის გვარი იწერებოდა ასოთი - ,,ე", თვითმკვლელის კი - ,,ია"-თი. შეცდომა მოუვიდა. შეცდომებზე სწავლობენ, მაგრამ თავადების გამო თავი არ უნდა მოიკლა. ქალები გამო შეიძლება, სამყაროს ბედის გამო - კი, ბატონო, მაგრამ თავადების გამო - სისულელეა! რაღაც სიბრიყვეა.
უმჯობესი იქნება... არა, იგივეა.  დიახ!
მეთორმეტე რომ არ ყოფილიყო და ყოფილიყო მეცამეტე,  სამწუხარრა. არაფრის გამო დაიღუპა ადამიანი. რამდენი უსამართლობაა სამყაროში.
პროთეზიანი კაცი აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობდა. ალბათ, ქვემოთ გადაიყვანენ, მშფოთვარეთა და მოძალადეთა განყოფილებაში.
სამწუხაროა! ექიმებს ვთხოვ გულმოწყალება გამოიჩინონ. ბოლოს და ბოლოს, მას ვუყვარდი,  თორემ რატომ არ მიშვებს? ვთხოვ. ჩვენთან ანტისემიტიზმია. არა აშკარა, არამედ თავისებური, ლატენნტურ. დავინახე, როგორ უყურებდა უკნიდან მიშკა ნეხამკინს. ისე უმზერდა, გესტაპოელს შეშურდებოდა ასეთი გამოხედვის.
  დიდება უფალს! შევცდი. მიშკამ მას ღამით დააფსა. ჰოდა ისიც უყურებდა. მოდი და ნუ შეხედავ. მიშკაც კარგი ვინმეა. ასე იქცევიან ინტელიგენტები? მიაფსა ცოცხალ ადამიაგს, თანაც ავადმყოფს. ეეჰჰჰ. თან რომელიღაც ჟურნალის 
წევრ-კორესპონდენტია
  ყველანი ფანჯრებისკენ გარბიან და რაღაცას ყვირიან. რას ყვირიან? ახლა წყნარი საათია -  ძილის დროა. მთავარი ექიმი მოვა და ყველა მოხვდება. კი! ზუსტად ასე დამთავრდება ყველაფერი.
   ვიღაც შემოვიდა. ოჰ, ეს რა არის?!  რა არის ეს?! ვიღაცეები, არა, არა, ესენი ადამიანები არ არიან - რაღაც საშინელი თევზისებრი არსებები.  პირველი განყოფილებიდან უნდა იყვნენ. შეუძლებელია! იქაც კი არ აჩერებენ  ასეთებს. რაღაც კოშმარული მასკარადიმ,  მაგრამ არა, ისინი იღიმიან, ყველა შესასვლელი და გასასვლელი გააღეს, ჩვენსკენ მოდიან და უცნაური ხმით რაღაცას კითხულობენ ჩვენს შესახებ. გავთავისუფლდით!
  ,,ყოველთა გონებრივთა დადრენილებით"... ნუთუ?! გაუმარჯოს! შეუძლებელია! პროთეზიანი ადამიანი ტირის და ამბობს:
  -მე გაფრთხილებდით, ყველაფერი გავაკეთე, - არსებები კი მას, მეგობრულად უთათუნებენ ხელებს ზურგზე და ზურგს ქვემოთ - მათ ფარფლები ქვემოთ აქვთ. ალერსიანად უთათუნებენ ხელებს. სხვებიც უთათუნებენ. ყველა იცინის.
  ყველაფერი გავიგე. ისინი არიან,  ვინც მოვიდნენ, რათა სამყარო გაწმინდონ მათთვის, ვინც ჩამოფრინდება. რათა კლინიკები სკოლებს გადაეცეთ. იქნებ სწორედ ისინი მოვიდნენ და ყველაფერი ისეა, როგორც ჩემთან: ძილის გარეშე ცხოვრება სასჯელი კი არა, ნეტარებაა, ჩემი აზრით.
- მეც, მეც დაგეხმარეთ! - ეს მე ვარ, ვყვირი. რომელიღაც არსება ინექციის ადგილას მეფერება და უზარმაზარი, კაშკაშა ღიმილით მიღიმის. ესენი ხომ დელფინები არიან; მათ შესახებ წამიკითხავს და ფოტოებიც მინახავს.
  ისინი! ესე იგი, პროფესსორი, ჭეშმარიტად პროფესსორია. როგორ ვერ მივხვდი ჩემი გამჩრიახობის მიუხედავად?!. მადლობა თქუენდა! მადლობა თქუენდა ჩქიმო ძვირფასნო დელფინნო და ვეშაპნო!
  მითხრეს რომ ვეშაპები არ ამოვიდნენ ზევით - დიდები არიან, ქვევით მდებარეობენ,პირველ განყოფილებაში ჩვენს ირგვლივ, კი მუსიკაა, სალუტი და 56 ზალპი ჩქიმი წლების აღსანიშნავად ! ! ! !     
  მადლობა თქვენდა, მადლობპ! აღსრულდა! დელფინები უფრო დიდსულოვნები აღმოჩნდნენ, ვიდრე ადამიანები. დელფინებს არავისთვის არაფერი დაუშავებიათ და მოთხოვნების პირველი პუნქტიც კი გააუქმეს. დალიეთ, რაც
გსურთ და რამდენიც გსურთ მეცნიერნო. ყველაფერი დამთავრდა. თავისუფლები ვართ! 
მშვენიერია გამოჯანმრთელება და სამყაროსთვის ამის შეტყობინება.

  ე პ ი ლ ო გ ი 
  ზღვის ნაპირზე და მისი ნაპირების გასწვრივ,  წყალში და წყალქვეშ დაბოდიალობენ უცნაური, წყნარი არსებები. ზოგიერთი მათგანი ხანდახან რაღაცას წამოიყვირებს ან ისტერიკაში ვარდება, მაგრამ ძირითადად მშვიდები არიან. მათთან მუდმივად მიცურავენ დელფინები, რომლებსაც ისინი ზურგებზე ეფერებიან და დელფინებიც ეფერებიან მათ. უცნაური არსებები ნებას აძლევენ დელფინებს აძვრნენ მათ ზურგებზე და უღუტუნონ იღლიებში, ამ დროს ისე იღიმიან, თითქოს სიამოვნებთ. იქნებ მართლა კარგად გრძნობენ თავს? ვინ იცის?...



 

   


















   

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი