რაფიელ ერისთავი სვანური ჩანაწერები. I ნაწილი.
სვანური ჩანაწერები. ნაწილი პირველი.
ყოფითი სამართალი სვანეთში
სვანეთში რამდენიმე სოფლის კავშირი ქმნიდა თემს ან მრევლს - ,,აბუასადი. 20 წლის ასაკის ზე-ვით მამაკაცები ქმნიდნენ სათათბიროს - ,,ლუზორი ან საკრებულოს - ,,ლუხორი. მამრობითი სქესის ნებისმიერ სრულწლოვანს ჰქონდა ნების გამოხატვის და ხმის უფლება სოფლის სათათბიროში. მდედ-რობით სქესს ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო სათათბიროს მუშაობაში, თუ მამაკაცი, მისი ოჯა-ხიდან რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებდა ყოფილიყო კრებაზე, მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ ქა-ლი უფრო ჭკვიანი და საქმიანი იყო ვიდრე მამაკაცი მისი ოჯახიდან. ერთი სიტყვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას ორივე სქესი ღებულობდა მცირედი შეზღუდვებით ან ცვლილებებით.
სვანური იურიდიული დადგენილებით უმაღლესი ინსტანცია იყო მრევლის კრება, რომელიც ყვე-ლასგან დაუკითხავად და ანგარიშმიუცემლად საბოლოოდ წყვეტდა საზოგადოებრივ საქმეებს. საკ-რებულოს ფართო უფლებები ჰქონდა. ის მახვშის თავკაცობით ასახლებდა დამნაშავე ერთ ან რამდენი-მე ოჯახს ან გვარს საცხოვრებლიდან, წვავდა მათ სახლებს, აძევებდა საზოგადოებიდან მავნებლებს, სიკვდილით სჯიდა მათ, ვინც შემჩნეული იქნებოდა თავისი თემის უცხო ტომებისთვის ან რომელიმე თავადისთვის მონობაში გადაცემის მცდელობაში პირადი სარგებლობის მიზნით. ასეთებს ხალხი ეძახდა - ,,ვერი მუქდენი - სამშობლოს მოღალატე, უწმინდური. თუ კრება შემამსუბუქებელ გარე-მოებებს დაინახავდა ამ ორ აღნიშნულ დანაშაულში, მაშინ სიკვდილით დასჯა იცვლებოდა ოჯახის გა-ძევებით მხარიდან და საზოგადოებიდან. აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენადაც მკაცრი იყო ჩამოთვლილი სასჯელები, იმ-დენად იშვიათად ხდებოდა დანაშაული. მართალია ამჟამინდელი თაობა საზოგადოების განაჩენით სიკვდილით დასჯის მომსწრე არ ყოფილა, მაგრამ ის სავსებით დარწმუნებულია და სჯერა სიკვდილით დასჯის ორი შემთხვევის გადმოცემის ჭეშმარიტების. ხალხური გადმოცემით ამ მოვლენებს ადგილი ჰქონდა თავისუფალ სვანეთში - იფარის და უშგულის თემებში. იფარის თემის მცხოვრებმა გივო გულბანმა აზნაური გელა დევდარიანი შეიფარა, რომელსაც იფარელ-თა ბატონობა, მემამულეობა სურდა. ამის შეტყობისთანავე თემმა შეიპყრო გულბანი და პალოზე წა-მოაცვა. ეს თქმულება მყარდება ხალხური სიმღერით: ,,ფისიანი იყოს მთლიანად გივო გულბანი, გელას ბოღრეშში მოყვანისათვის.
ასეთივე გადმოცემაა უშგულის თემშიც ძმებ რატიანებთან დაკავშირებით, რომლებმაც ადგილობრივი ეკლესია გაძარცვეს. თემის განჩინებით ისინი დანაშაულის ადგილას დასაჯეს, ეკლესიიდან გამოტანილ შუბზე წამოაგეს.
სვანეთში ახლაც გაიგებთ ხალხში გამოთქმებს ჩვეული და საზოგადო წესრიგის დამრღვევთა მიმართ:
დამნაშავე ლე იყრილის ღირსია! ლე იყრილი პალოზე წამოცმას ნიშნავს. დამნაშავე ლე შემფურელის ღირსია! ლე შემფურელი - შამფურზე წამოგება. დამნაშავე ლე ლეშების ღირსია! ლე ლეშები - შუბზე წამოგება. ამ გამოთქმებს კავშირი უნდა ჰქონდეთ სვანეთში დამნაშავის დასჯის მეთოდებთან და ია-რაღებთან გავრცელებულ პრაქტიკასთან.
მრევლის მმართველობის განხილვას ექვემდებარებოდა: ა) მეზობელ ქვეყნებზე, უპირატესად ტერის და ყუბანის თემებზე თავდასხმების საკითხები; ბ) დაპყრობილთათვის ბეგარის დაწესება ან მათთან ზა-ვის გაფორმება; გ) საჭიროების შემთხვევაში გადასახადების განაწილება მოსახლეობას შორის. მაგა-ლითად, თუ თემის რომელიმე წევრი მოკლავდა უცხო ტომის საერთო მტერს, თემი ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა მოკლულის ნათესავები სისხლისთვის თემის მოსახლეებს შორის თანაბარი განა-წილებით, ან თუ საჭირო იყო მტერთან ტყვედ ჩავარდნილი თემის წევრის გამოსყიდვა ან თუ თავად თემი იღებდა გამოსასყიდს მასთან ტყვედ ჩავარდნილი საერთო მტრისგან. სამრევლო კრება განსა-კუთრებით სჯიდა ქურდობისთვის ერთი და იგივე პირს დანაშაულის გამეორების შემთხვევაში. ქურდობისთვის სასჯელი იყო - ,,ჰიბარი, დაზარალებულის და თემის სასარგებლოდ.
1880 წელს კალის მცხოვრებმა მიქელ (ან მიქაელ ან მიხეილ) მარგველიანმა მეზობელს ცხვარი მოპა-რა. ამბის შეტყობისთანავე თემი შეიკრიბა და დამნაშავეს სასჯელის სახით დაავალდებულა დაზა-რალებულისთვის ორი ცხვარი მიეცა, ხოლო თემისთვის შეეწირა ხარი, რომელიც მოსახლეობამ დაკლა და შეჭამა, რისთვისაც თემის ადმინისტრაციისგან საყვედური მიიღო.
სასჯელის ზომა განისაზღვრებოდა საქმის გარემოებებიდან და დამნაშავის მატერიალური მდგო-მარეობიდან გამომდინარე.
კრება ასევე სჯიდა თემის წევრებს, რომლებიც არღვვდნენ წინაპართა ადათ-წესებს, მაგალითად ვინც აძლევდა უფლებას მშობიარე ქალს გასულიყო სახლიდან მშობიარობის დაწყებამდე, ვინც მუშაობდა სადღესასწაულო დღეებში და ა.შ.
კრებას ემორჩილებოდნენ ადგილობრივი სასულიერო პირებიც.
ჩხუბში მონაწილეობისათვის სასულიერო პირს ეზღუდებოდა ან ეკრძალებოდა მსახურების უფლება.
სასულიერო პირს ეკრძალებოდა მსახურება თუ მოკლავდა ან დაჭრიდა ადამიანს, მსახურების აკრძალვის გარდა კრება განიხილავდა მის ქმედებას და გადასცემდა ადგილობრივ სასამართლოს. მრუშობის შემთხვევაში სასულიერო პირს ეზღუდებოდა მსახურების უფლება, სასულიერო პირის სიმთვრალისთვის დაწესებული იყო ჯარიმა.
კრების მოვალეობა იყო ზნეობის დაცვის ზედამხედველობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ გასათხოვარ ქალწულებს. მრუშობით და დაუქორწინებლად ბავშვის გაჩენისთვის დამნაშავის მშობლებს, მშობლების არყოფნის შემთხვევაში მზრუნველებს და ნათესავებს, კრება ჯარიმის სა-ხით, ერთი დღის ვადით ართმევდა სახნავის, სათიბის, ან ტყით სარგებლობის უფლებას, რაც სოფლის მფლობელობაში გადადიოდა, როგორც საერთო შემოსავლის წყარო.
უკანონოდ გაჩენილი ბავშვის დედას და შვილს ეკრძალებოდათ ეკლესიაში მისვლა, რელიგიურ დღე-სასწაულებზე დასწრება, გარდაცვალების შემდეგ იკრძალებოდა მათი დაკრძალვა ნაკურთხი მიწით.
მრუშ დედაკაცს ასევე ერთმეოდა ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვის უფლება.
სისხლის აღრევისთვის კრება სჯიდა ჯარიმით, განსაკუთრებით მკაცრად ისჯებოდნენ ნათესაური კავშირის შეურაცხმყოფელნი.
კრება ასევე წყვეტდა საეჭვო საკითხებს და ქორწინების უფლებას აძლLევდა შორეულ ნათესავებს. აკრძალული იყო ქორწინება ნათესავებში მეათე თაობამდე, ხოლო ერთი თაობის ნათესავებს საერ-თოდ ეკრძალებოდათ ქორწინება ნათესაური ხარისხის მიუხედავად.
ასეთი იყო სვანური მრევლის კრების ყოფითი სამართალი. ასე მოწყობილი ყველა სვანური თემი ქმნი-და ხეობას - დღევანდელი ფედერაციული რესპუბლიკის მსაგავს წარმონაქმნს. კავშირს ჰქონდა შემ-დეგი ადგილები შეკრებისთვის: ამჟამინდელ სათავადო სვანეთში - ლახამულის და პარსის თემებს შორის სოფელი ლალავერი, იფარის თემში - სვიმონის სახელით ცნობილ მინდორზე, სოფელ უშგულში. ამ ადგილებში იკრიბებოდა ენგურის ხეობის მთელი მოსახლეობა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების განსახილველად. მაგალითად, როცა რომელიმე თავადის გვარი მათი დამორჩილებით იმუქრებოდა, ან როცა მოსახლეები თავად აპირებდნენ თავდასხმას მათ მეზობელ მტრულ ტომებზე შურისძიების მიზნით.
ასეთ დიდ კრებებზე ყველა თემიდან ცხადდებოდა მახვში და რამდენიმე დეპუტატი ან უკიდურეს შემთხვევაში ერთი კაცი ყველა ოჯახიდან.
ასეთი კრება სვანეთში ჩატარდა 1875 წლის აჯანყების წინ.
მ ა ხ ვ შ ი
მახვში ნიშნავს უხუცესს, უფროსს, მამასახლისს.
მახვში - სვანეთში სამრევლო კრების თავმჯდომარე, რესპუბლიკის პრეზიდენტის მსგავსი თანამ-დებობა იყო. მას ხალხი ირჩევდა უვადოდ და თუ ღირსეული ადამიანი გამოდგებოდა ღრმა სიბერემდე რჩებოდა თანამდებობაზე. უვარგისი მახვშის შეცვლა ნებისმიერ დროს ხდებოდა. მახვშის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ სრულწლოვანს, თუნდაც ოჯახში ასეთი 30 სული ყოფილი-ყო. არჩევნებში მდედრობით სქესს ისეთივე უფლებები ჰქონდა როგორიც მამრობითს, თუმცა კრებაზე ისინი მამაკაცებზე ნაკლები იყვნენ. მახვშის კანდიდატურაზე წარდგენილი უნდა ყოფილიყო ასაკოვანი, მამაცი, გამოცდილი, პატიოსანი, გონიერი, საზოგადოებისთვის თავდადებული და ერთგული ადამიანი.
არჩევნებისთვის განკუთვნილ ადგილს სხვადასხვა თემში სხვადასხვა სახელი ერქვა: ლალხორი, სკიფი და სახევო (დადიანების სვანეთში) ანუ მთელი ხეობისთვის განკუთვნილი, რაც ნიშნავდა სახალხო შეკ-რების ადგილს ბერძნული აგოროს ან რომაული ფორუმის მსგავსად. აქ იკრიბებოდნენ სვანები გან-საზღვრული მიზნით საზოგადოებრივი საკითხების მოსაგვარებლად. ხალხი იკრიბებოდა სპილენძის საყვირის ხმაზე რომელსაც თემის ერთ-ერთი წევრი უკრავდა. საყვრის ხმის გაგაონებაზე ყველა ცდი-ლობდა ჩაეცვა სადღესასწაულოდ, და შეიარაღებული მიდიოდა შეკრების ადგილას. შეკრებისას ყველას ბედნიერი ღიმილი ჰქონდა სახეზე, საუბრობდნენ წარსულ დიდებაზე, მახვშის საკადრის გაწეულ საერ-თო სარგებლობის პატიოსან შრომაზე. გამოიყვანდენენ ხალხის წინ მახვშის ახალ კანდიდატურას. აღ-სანიშნავია რომ მახვშად ასარჩევი პიროვნების შერჩევა ხალხის მიერ ჯერ კიდევ წინა მახვშის სიცოც-ხლეში ხდებოდა და მის არჩევას მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა. არჩევნების დაკანონების და არჩევითის სახალხო დამტკიცების მიზნით.
ხალხი ჩუმდებოდა. ხალხი და მახშვად არჩევის კანდიდატი ისე ათვალიერებდნენ ერთმანეთს, თით-ქოს პირველად ხედავდნენ.
შეკრებილი ხალხიდან წინ გამოდიოდა ერთი ორატორი და მიმართავდა მახვშად არჩევის კანდიდატს:
დიდებულო ისაკ (კანდიდატის სახელი)! ივა-ადამუნის (ევასა და ადამის) დროიდან გვახსოვს შენი წი-ნაპრები კარგი მხრიდან, ჩვენ მათ პატივს ვცემდით, ისინი აღწევდნენ დიდებას. ამიერიდან შენც ასე-თივე იქნები. შენი გვარისთვის არ არის უცხო პატივი და დიდება ხალხის მიერ. ამჟამად, გდებთ ძა-ლიან დიდ პატივს. შენ, ერთ-ერთ ჩვენგანს გირჩევთ უფროსად და რამდენდაც დიდია ჩვენს მიერ შენ-დამი გამოხატული პატივი, ასი ათასად მეტი უნდა იყოს შენგან ჩვენდამი სიყვარული და თავდადე-ბული ერთგულება. ამიერიდან შენ მამაჩვენი ხარ და ჩვენ შენი შვილები. ვენდობით შენს განთქმულ და პატიოსან სახელს, ვიმედოვნებთ რომ ღირსეულად აღასრულებ მახვშის მოვალეობას, რომელიც ჩვენ შენ დღეს გადმოგეცით.
შემდეგ ორატორი მოიხსენიებდა და ჩამოთვლიდა ყველას, წარსულში მახვშის თანამდებობაზე ნამყოფს და ევედრებოდა ღმერთს დახმარებას, რომ ახალ მახვშს დაემსახურებინა ისეთივე სახელი როგორიც ჰქონდათ ჩამოთვლილ მახვშებს, რომელთა დროსაც ყვაოდა ქვეყანა და ნეტარებდა ხალხი.
შურდეთ შენი - აგრძელებდა ორატორი - თუ მყარად და მტკიცედ აღასრულებ ყოველივეს როგორც ამას ითხოვს ჩვენი ადათ-წესები.
დასასრულს ორატორი მოიხდიდა ქუდს, დადგებოდა მუხლებზე და ხელაპყრობილი მიმართავდა ცას:
,,დიდება შენდა, ყოვლისშემძლე ღმერთო! გევდრებით შეისმინე ჩვენი ლოცვა: თუ ოდესმე სვანეთის
ხეობაში მახვშის არჩევა სიკეთის და ბედნიერებისთვის იყო. კვლავ მიმართე ჩვენს მიერ არჩეული მახვში სიკეთისა და ბედნიერებისკენ. ამინ! ერთხმად შესძახებდნენ შეკრებილები და მათი შეძახილის ექო აზანზარებდა ხეობას.
ახლად არჩეული მახვში მადლობას უხდიდა ხალხს ნდობისთვის, არჩევისთვის და ხმამაღლა ამბობდა: ,,დიდება შენდა ადამიანის შემქმნელო ღმერთო! ისმინე ჩემი ლოცვა. მომეც შესაძლებლობა ჩავწვდე წვდომადს, განმარიდე შეცდომებს, მომეცი ჭკუა, გონება, მეხსიერება, დამეხმარე და იყავი ჩემი მფარ-ველი ყველა კეთილ საწყისში და საქმეში, განმარიდე ავსულსა და ეშმაკს, მომეცი შესაძლებლობა ღირ-სეულად ვემსახურო საზოგადოებას, არ ჩაგვაგდო მე, ჩემი შვილები და შთამომავლობა გამოუვალ სირცხვილში და ლაფში, მომეცი ძალა პატიოსნად აღვასრულო მახვშის მოვალეობა სიკვდილამდე, საზოგადოების საკეთილდღეოდ და ისე ვემსახურო ხალხს რომ მეამაყებოდეს ასე მთავრდებოდა მახვშის არჩევნები, ხალხი იშლებოდა და ახლად არჩეული მახვში იწყებდა თავისი საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებას. გამორიცხული იყო მახვშის არჩევნების კანონიერებაში მცირე ეჭვის შეტა-ნაც კი, არავინ არავის ეტყოდა მისი კანდიდატურა წამოეყენებინა მახვშის არჩევნებზე. მახვშის არჩევ-ნებისთვის არც ხმებს ყიდულობდნენ და არც პარტიებს ქმნიდნენ. მოსყიდვა უცხო იყო სვანებისთვის. მახვშად ირჩევდნენ ღირსეულ ადამიანს, რომლსაც გააჩნდა თანამდებობისთვის აუცილებელი ყველა თვისება და დამსახურება საზოგადოების წინაშე.
მახვში არ იღებდა ჯამაგირს. ის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა აყენებდა ხალხის სამსახურს და მისგან ყურადღებას. ამაყობდა ამით და უკვდავი იყო ხალხში. აი მათი მთელი ჯილდო!
მრავალფეროვანი იყო მახვშის მოვალეობები, თუმცა უფლებებიც ფართო, თითქმის განუსაზღვრელი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს წყვეტდა სახლხო კრების გარეშე, რომლის თავმჯდომარეც იყო. მახვშის დაქვემდებარებაში იყო, როგორც საერო ასევე სასულიერო, სამოქალაქო და სისხლის სა-მართლის საკითხების დავის განხილვა, როგორც მნიშვნელოვანი ასევე უმნიშვნელო საქმეებისაც.
მახვში, კრების გარეშე, ხალხის ნების გვერდის ავლით არ იღებდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ უკიდურეს, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, აგვარებდა საკითხს, როცა სავსებით დარწმუნებული იყო გა-დაწყვეტილების სისწორეში ხალხის სასარგებლოდ, დარწმუნებული იყო, რომ ხალხის ინტერესები მაქსიმალურად იქნებოდა გათვალისწინებული და საზოგადოება მხარს დაუჭრდა მის ქმედებას.
საზოგადო საკითხების გადაწყვეტისას მახვში პირველ რიგში რჩევას ეკითხებოდა გამოცდილ და სან-დო პირებს, შემდეგ უკვე გაჰქონდა საკითხები კრებაზე განსახილველად. კრებას მოახსენებდა საქმის გარემოებას და თავის თვალსაზრისს საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით. კრება მთლიანად ან ნაწი-ლობრივ ეთანხმებოდა მახვშის აზრს ან საერთოდ უარყოფდა.
სახალხო დღესასწაულების დროს, როგორი ხანგრძლივიც არ უნდა ყოფილიყო ისინი, მახვშს ჰქონდა უფლება განეიარაღებინა მოსახლეობა დაჭრის და სიკვდილისგან თავიდან აცილების მიზნით, რაც ხდებოდა დიდი ოდენობით სასმელის მიღების დროს დღესასწაულებზე. მახვში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, სიმშვიდეს, არიგებდა მოჩხუბართ და მტრულად განყობილთ. მახვში განსაკუთრებით შეშფო-თებული იყო, როცა მისი თემის ორ გვარში ჩნდებოდა სისიხლის აღების საფუძველი. ამ დროს ის დღეს და ღამეს მონაცვლეობით ატარებდა მტრულ მხარეებთან, ცდილობდა დარიგებით, შეგონებით დაემშვიდებინა გაღიზიანებული მხარეები, მოუწოდებდა სიმშვიდისა და შერიგებისკენ. თუ ამ გზით ვერ მოახერხებდა მიზნის მიღწევას, მაშინ იწყებდა ენერგიულ მოქმედებას: იწვევდა სახალხო კრებას, რომელიც ძალის გამოყენებით აჩერებდა დაპირისპირებულებს. იშვიათი იყო მახვშის მცდელობების წარუმატებლობა ამ საქმეში. დაპირისპირებული და დაუმორჩილებელი გვარი იმსახურებდა მახვშის და მთელი საზოგადოების რისხვას. დაპირისპირებულების დასაზავებლად ირჩევდნენ შუამავლებს, რო-მელთა თავმჯდომარე მახვში იყო. მახვშს ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო საზოგადოების წევ-რების კერძო და პირადი და საზოგადო საქმეების მოწესრიგებაში. მაგალითად მშობლებს და შვილებს ან ძმებს შორის ქონების გაყოფის დროს, ძმებსა და მეუღლეებს შორის კამათის ან ჩხუბის დროს. ამ შემთხვევბში ის იღებდა ქმედით, მშვიდობის მომტან მონაწილეობას.
მახვშის გავლენაზე, მის უფლებებზე და სასამართლო საქმეებში მონაწილეობაზე ვილპარაკებთ თავში ,,სამართალწარმოება სვანეთში. ვიმეორებთ: რით ჯილდოვდებოდნენ მახვშები თავისი უანგა-რო, შემოქმედებითი და პატიოსანი შრომისთვის? მათი სამსახურის შესაბამისად თემის მიერ მიგებული პატივით და თანამდებობაზე ყოფნის დროს გაკეთებული საქმეებისთვის მუდმივი დიდებით!
იყო იშვიათი შემთხვევები, როცა მოსახლეობა მიდიოდა მახვშის დასახმარებლად სახნავში ან სათიბ-ში, რადგან თავიანთი საზოგადოებრივი მოვალეობის გამო მახვშის არ ჰქონდა დრო საკუთარი საქ-მეების მისახედად. საყვარელი მახვშების სახელები დღესაც ცოცხლობს ხალხის მეხსიერებაში, დიდე-ბული გმირების სახელებთან ერთად. ამაში დარწმუნდება ნებისმიერი ვინც ჩაუღრმავდება სვანების ცხოვრებას, მაგრამ არა გავლითი მოგზაური, რომელიც ვერ გაიგებს ამ ხალხის ენას. მახვშის თანამ-დებობა გაუქმდა 1869 წელს, როცა სვანეთში შემოღებული იქნა სოფლის სამთავრობო მმართველობა, სოფლის ზედამხედველის - მამასახლისის დანიშვნის სახით.
რუსული მმართველობის წარმომადგენლის - პრისტავის თავად ალ.მიქელაძის სვანეთში დანიშვნის
5
შემდეგ მახვშები შეადგენდნენ მის ამალას და მათი დახმარებით პრისტავი მხარეში ამკვიდრებდა რუ-სულ კანონებს.
1859 წელს, ცნობილმა არქეოლოგმა და ნუმიზმატმა პოლკოვნიკმა ბართოლომეიმ, მახვშის - აბი ფარჯიანის დახმარებით რუსეთის მოქალაქეობაზე დააფიცა ორი თემი თავისუფალ სვანეთში.
ალ. მიქელაძის შემდეგ პრისტავად დაინიშნა თავადი სიმონ ამირაჯიბი. მისი მმართველობის დროს სრულიად სვანეთის ყველა მახვში გახდა მდივან-ბეგი - საბჭოს წევრი, ყოველწლიურად 150-300 რუბ- ლამდე ანაზღაურებით.
პრისტავი ამირაჯიბი თანამდებობაზე შეცვალა ი. მამაცევმა, ეს უკანასკნელი კი თავადმა ზ. ჯორჯა-ძემ. ამ დროს, უკვე სახელშეცვლილმა, მდივან-ბეგმა მახვშებმა თანდათან დაკარგეს თავიანთი საწყისი მნიშვნელობა, ხოლო 1869 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ მდივან-ბეგობაც გაუქმდა.
სვანეთი რთულად ეგუებოდა და ითვისებდა 1869 წლიდან მისთვის მთავრობის მიერ დადგენილ უც-ხო წესებს, ხდებოდა არეულობები, თუმცა ხალხი ცდილობდა შეგუებოდა ახალ კანონებს და ცხოვრებას.
მ ო რ ვ ა რ ი
მორვარი თარგმანში ნიშნავს - მსაჯულს, შუამავალს, რომელთა სხდომა გავდა არბიტრაჟს. სვანეთში მორვარი შეიძლებოდა ყოფილიყო საზოგადოების ნებისმიერი წევრი. მორვარი არ იყო არც მუდმივი არც დროებითი თანამდებობის პირი, არამედ ირჩეოდა უშუალოდ დავის ან სასამართლო პროცესის დროს. მორვარების არჩევა დამოკიდებული იყო მოდავეთა სურვილსა და არჩევანზე. მოდავეთა მხრი-დან მორვარებს ირჩევდნენ თანაბრად არანაკლებ ორისა და არაუმეტეს თორმეტისა. თორმეტზე მეტი მორვარის არჩევა ხდებოდა განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან შემთხვევებში, ამასთან ყველა მორვარს მოდავეები ირჩევდნენ ან ნათესავებიდან ან უცხო პირებიდან მსაჯულთა მიკერძოების გასაქარწყლებ-ლად, თუმცა მიკერძოებას მათ შორის ხალხი არასოდეს ეჭვობდა. მორვარებს სვანები მოწიწებით ეპყრობოდნენ და ,,ღვთის ქმნილებებს ეძახდნენ.
მორვარი აფასებდა მისდამი ხალხის ნდობას და ისე კეთილსინდისიერად ასრულებდა მოვალეობას, რომ შეუძლებელი იყო მცირედი ეჭვის შეტანაც კი მის მიკერძოებაში. მორვარი ისედაც შეცბუნებული, წუხილით ასრულებდა თავის მოვალეობას და ამბობდა: ვაითუ ჩემი უმეცრებით და საქმის არსის არცოდნით, გადავუხვიე მართებულ მსჯელობას და შევლახე ფიცი. სვანები განსაკუთრებით უფრთ-ხილდებიან ,,თავის ჩვეულებრივ ფიცს.* სვანი დარწმუნებულია, რომ თუ მან, გარემოების ჭეშმარიტე-ბაში ეჭვის შეუტანლად, უნებურად ტყუილი ფიცი დადო, ღვთის რისხვა აუცილებლად დაატყდება თავს არამარტო მას, არამედ მის ოჯახს და შთამომავლობას. ვერ აირიდებს ის ფიცის გატეხის რის-ხვას. აქედან გამომდინარე სვანეთში ყოველთვის რთული იყო მორვარის მონახვა. ნებისმიერი ვინც შეიტყობდა, რომ მორვარად უნდა აერჩიათ, ერიდებოდა ამ არჩევანს. სვანები პოულობდნენ საშუალე-ბას აეძულებინათ თავის ამრიდებელი პირები შეესრულებინათ მორვარის მოვალეობა. საკმარისი იყო ადგილობრივი ეკლესიიდან რამე ნივთის, თუნდაც ეკლესიის ძველი კარის ბოქლომის მოძებნა. მძებნე-ლი აჩრდილივით დაყვებოდა მორვარობის კანდიდატს და ცდილობდა რომ მას ხელი მოეკიდა ბოქლო-მისთვის. ამის შემდეგ უკვე შეუძლებელი იყო მორვარის მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა, რად-გან ეს ღვთის რისხვას გამოიწვევდა.
მორვარები განიხილავდნენ როგორც სისხლის სამართლის ასევე სამოქალაქო საქმეებსაც, მცირე გა-მონაკლისის გარდა, რომლებზეც მოგვიანებით მოგითხრობთ. მოდავე მხარეები, როგორც უკვე აღვ-ნიშნე ორიდან თორმეტამდე მორვარს ირჩევდნენ, ამასთან სვანები უმეტეს შემთხვევაში ექვსი მორვარით იფარგლებოდნენ. არა უმეტეს ოთხი მორვარის არჩევის შემთხვევაში ამატებდნენ კიდევ ერთს მოდავეთა თანხმობით და არჩევით. მორვართა არჩევამდე, პრეზიდენტი - მახვში და რამდენიმე გარეშე პირი ცდილობდნენ მოდავეთა შერიგებას. ამ საქმის წარუმატებლობის შემთხვევაში მოსარჩელე ან მომჩივანი ასახელებდა თავის მორვარებს და მახვშის შუამავლობით აცნობებდა მოპასუხეს ან ბრალდებულს, რომელიც ანალოგიური გზით ასახელებდა მისი მორვარების ვინაობას. საბოლოოდ ყვე-ლა იკრიბებოდა ერთ ადგილას. სისხლის სამართლის საქმის განხილვის შემთხვევაში მომჩივანი ვალდე-ბული იყო პირველი გამასპინძლებოდა მასთან სახლში მორვარებს და მახვშს. ამ სუფრას ბრალდებული არ ესწრებოდა. ტრაპეზი აუცილებლად უნდა ყოფილიყო უხვი და გემრიელი.
მომჩივანთან სახლში მიდიოდნენ მორვარები და მახვში. სუფრის თავში იჯდა თავად მომჩივანი. მაგი-დაზე უხვად იყო პური, ხორცი და ყველი. მომჩივანი ფეხზე დგებოდა, პურს ადებდა ხელს და ამბობ-და: ,,ჩემი მადლი იყოს თქვენზე, ჩემს მადლიან დამხმარეებზე, ღმერთმა გაშოროთ ჩემი შემთხვევის მსგავსი ოჯახებში, ღმერთმა მოგიზღოთ სამაგიერო შრომისთვის, რომელსაც გასწევთ ჩემთვის! ამის შემდეგ მომჩივანი იწყებდა ტრაპეზს. მორვარები პასუხობდნენ მას:,,ღმერთმა აშოროს შენს ოჯახს ამიერიდან ასეთი ხარჯები, გისურვებთ, შენს ოჯახში მხოლოდ სამხიარულო ტრაპეზებზე მოვსულიყა-ვით! ამის შემდეგ იწყებოდა გამასპინძლება
მერიქიფე ასხამდა არაყს ყანწებში და პირველ რიგში აწვდიდა მასპინძელს ანუ მომჩივანს, შემდეგ უკვე თანამეინახეებსაც. ეს მეორდებოდა სამჯერ. შემდეგ სტუმრები უცბად წყვეტდნენ ტრაპეზს და უყურებდნენ მომჩივანს. ის დგებოდა, იხდიდა ქუდს, არყით სავსე ყანწით ხელში მიდიოდა მორვარებ-თან და პირველ რიგში მიმართავდა ღმერთს, როგორც სამართლიან მსაჯულს, შემდეგ მიმართავდა მორვარებს: ,,თქვენ აიღეთ საკუთარ თავზე ტვირთი განიხილოთ ჩემი საქმე, გთხოვთ საქმე გადაწ-ყვიტოთ სინდისიერად. ამ შესავალის შემდეგ მომჩივანი იწყებდა საქმის გარემოებების მოყოლას, ხოლო მორვარები ყანწით ხელში ყურადღებით უსმენდნენ. განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა ორი მორვარი, რომლებსაც შემდეგ სიტყვა-სიტყვით უნდა გაეცნოთ ბრალდებულისთვის საჩივრის ში-ნაარსი. საჩივრის გაცნობის შემდეგ, ბრალმდებელი კვლავ თხოვდა მორვარებს მიეღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და სვამდა არაყს. მორვარები აიმედებდნენ, რომ საქმეს მოაგვარებდნენ ისე, რომ ღმერთსაც ესიამოვნებოდა და დაპირისპირებულ მხარეებსაც, სვამდნენ არაყს, აგრძელებდნენ ტრა-პეზს, რომლის დამთავრებისას იშლებოდნენ. მეორე დღეს მორვარები მიდიოდნენ ბრალდებულთან, რომელიც წინასწარ იყო გაფრთხილებული მსაჯულთა სტუმრობის შესახებ. აქ მეორდებოდა იგივე რი-ტუალი, ანუ არყის სამმაგი დალევა ყანწით და ამის შემდეგ მორვარები აცნობებდნენ ბრალდებულს საჩივრის შინაარს. მორვარებიდან რომელიმეს თუ გამორჩებოდა, რამე ბრალდების შინაარსიდან, მას ავსებდნენ დანარჩენები, რომლებიც იხსენებდნენ საქმის დეტალებს. ბრალდებული საჩივრის მოსმენის შემდეგ აცნობდა მორვარებს თავის პროტესტს იგივე ფორმალობებით და ცერემონიით
ტრაპეზი მთავრდებოდა და მეორე დღეს პროტესტი ეცნობებოდა დაზარალებულს იგივე წესით.
პროტესტს შეიძლებოდა ორივე მხრის უარყოფა მოჰყოლოდა და ყველა ასეთ შემთხვევაში მორვარები ორივე მხარეს მსუბუქი ფორმით, ადამიანურად, კეთილსინდისიერად, ისე აცნობდნენ პრო-ტესტს, თითქოს თითოეული მათგანი, ეჭვების და გაურკვევლობის გასაქარწყლებლად ცდილობდა ბო-დიში მოეხადა მეორე მხარისთვის მიყენებული უხერხულობისთვის, შეწუხებისთვის და ამაო ხარჯების-თვის.
ამგვარად მორვარები ამზადებდნენ საქმეს ხელსაყრელი შედეგისთვის, აცხრობდნენ ვნებებს, მოუწო-დებდნენ მხარეებს შერიგებისკენ. იყო შემთხვევები, როცა საქმის გარემოება მისი სიძველიდან გამომ-დინარე მოითხოვდა მოწმეების განმარტებას, თუმცა ასეთი შემთხვევბი ძალიან იშვიათი იყო, სვანები არასოდეს მალავდნენ თავიანთ საქციელს ან დანაშაულს, სვანის ხასიათში და ბუნებაში არ დევს საქ-ციელის დამალვა. სვანი ვინმეს მიმართ ბოროტ ან ცუდ საქციელს მხოლოდ მოწინააღმდეგის მხრიდან მიყენებული შეურაცხყოფის და სირცხვილის ჩამოსარეცხად და ღირსების აღსადგენად ჩაიდენდა, რა-თა ვინმეს არ ეტრაბახა, ,,ასეთ კაცს ეს გავუკეთე.
მოწმეების დაკითხვა ხდებოდა ეკლესიის ეზოში, ეკლესიიდან გამობრძანებულ ხატთან დაფიცებით. ყოველივე ამის შემდეგ მორვარები მხარეთა არგუმენტების და მოწმეთა დაკითხვის შემთხვევაში გაი-თვალისწინებდნენ მათ ჩვენებებს და გამოიტანდნენ განაჩენს. განაჩენის გამოსატანად მორვარები გა-დიოდნენ სოფლის განაპირას, უკაცრიელ ადგილას, კარგი ამინდის შემთხვევაში, ან უამინდობის დროს რომელიმე უკაცრიელ სახლში, რათა არავის მოესმინა მათთვის. განჩენის გამოტანამდე მორვარები სთხოვდნენ მახვშის პირველს გამოეთქვა აზრი და განესაზღვრა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზ-ღაურების ოდენობა. ამ შემთხვევაში მახვში ვალდებული იყო თავიდან დეტალურად მოეხსენებინა სა-სამართლოსთვის განსახილველი საქმის გარემოებები და მიეთითებინა მოსამართლეთათვის მხარეთა მნიშვნელოვანი არგუმენტების შესახებ, საქმის შესაბამისი რეგულაციებზე, წარსულში განხილული ანა-ლოგიური საქმეები გაეხსენებინა და ეთქვა თავისი საბოლოო სიტყვა, განაჩენის არსი. მახვშის შემდეგ სიტყვა ეძლეოდა ყველაზე უხუცეს მსაჯულს და ასე ყველა მორვარი გამოთქვამდა აზრს. საბოლოოდ ყველანი იღებდნენ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას. უთანხმოება მოსამართლლებს შორის თითქმის არასოდეს იყო, რადგან თითოეულმა მათგანმა კარგად იცოდა რა სასჯელი იყო განკუთვნილი კონკ-რეტული დანაშაულისთვის. მაგალითად მომჩივანმა განაცხადა რომ მას მიაყენეს სხეულის დაზიანება და მორვარისთვის ცნობილია, რომ ამ დანაშაულისთვის, დაზარალებულის სასარგებლოდ, მოპასუხემ სისხლით (წორი) უნდა ზღოს. ეს უდავოა. ცილისწამების შემთხვევაში სასჯელად დაწესებული იყო გარკვეული რაოდენობის თანხა - 12 ასციპი*. ფულადი ანაზღაურების ჩანაცვლება შეიძლებოდა სა-ქონლით ან სხვა ცოცხალი არსებებით, ნივთებით, იარაღით. ფიზიკურთან ერთად სიტყვიერი შეურაც-ხყოფის მიყენების შემთხვევაში ასანაზღაურებელ ზარალს ემატებოდა დანაშაულის შესაბამისი თანხა, რომელთა ერთობლიობა საბოლოო ჯამში ეკისრებოდა გადასახდელად დამნაშავეს. განაჩენის ლეგიტიმაციისთვის, სვანებს ჰქონდათ რიტუალი ,,ბაჩა-ლილჯენი, რომლის მიხედვითაც პროცესში
მონაწილე ერთ-ერთი მორვარი იღებდა ქვას და იქვე საზოგადოების თანდასწრებით მარხავდა მიწაში.
ქვის მიწაში ჩაფვლა ნიშნავდა, რომ განაჩენის შინაარსი მის გასაჯაროებამდე არავისთვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. განაჩენის ფორმალურ გამოცხადებამდე, თუ მოსარჩელე ან მოპასუხე შეიტყობ-და მის შინაარსს, თითოეულ მათგანს, უკმაყოფილების შემთხვვეაში პროტესტის და განაჩენისადმი დაუმორჩილებლობის უფლება ჰქონდა. ამიტომ მორვარები იყვენენ ძალიან ფრთხილები და განაჩენის შინაარსს უდიდეს საიდუმლოდ ინახვდნენ, თუმცა იყო შემთხვვები, როცა განაჩენის გამოცხადებამდე გადიოდა თვეები და წლები. განაჩენის გამოტანის შემდეგ, მის გამოცხადებამდე მორვარები იღებდნენ გასამრჯელოს - ერთ ლერქვაშს (სამი რუბლის ღირებულების რაიმე ნივთს).
მორვარები განაჩენის გამოცხადების დროს მომჩივან და მოპასუხე მხარეებს იბარებდნენ ეკლესიაში,
ერთმანეთისთვის ერთგულების ფიცის დასადებად. ორივე მხარე მორვარებთან შეიარაღებული ცხადდებოდა. ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ მოწვეული უხუცესი ეკლესიიდან გამოაბრძანებდა ხატს*. უხუცესის არყოფნის შემთხვევაში მას ცვლიდა თვით ბრალმდებელი. ხატის წინ ერთ მხარეს გვერდიგვერდ დგებოდნენ ქუდმოხდილი მსაჯულები, მეორე მხარეს, იგივე თანმიმდევრობით ერთ-მანეთისგან მოშორებით ბრალმდებელი და ბრალდებული მათი ოჯახების წევრ ყველა მამაკაცთან ერთად. ბრალმდებელი გამოდიოდა წინ და ამბობდა: ,,დიდება შენდა და კეთილდღეობა შემოქმედო იესო ქრისტე!** მოგმართავ შეისმინე ჩემი ვედრება, თუ ჩემს მიერ არჩეული მსაჯულები და მათ მიერ კეთილსინდისიერად შეკრებილი საქმის გარემოებები მაწყენინებენ მე, არ მომანიჭებენ რასაც მომა-კუთვნებდა ჩვენი, სამართლიანი, ჩვეულებრივი კანონი, დამამცირებს მათი გადაწყვეტილება და უპი-რატესობას მიანიჭებს ჩემს მოწინააღმდეგეს, მაშინ ყოვლისშემძლე ღმერთო ვიდრე ესენი (უთითებდა მსაჯულებზე) არ შეგწირავენ იმდენ ოქროსრქიან ხარს, რამდენი თოვლი და წვიმაც მოდის ციდან, რამდენი ბალახიცაა დედამიწაზე და ქვიშა ზღვაში, მანამდე არ მისცე მათ შვილებს და შთა-მომავლობას მოსვენება, ძირფესვიანდ ამოძირკვე, არაფერი მისცე მათ და მათ სახლს ავადმყოფობის და უბედურების გარდა. ეს ერთი ღმერთო დიდებულო!.. მეორე: თუ ეს მსაჯულები არ დამაკმაყოფი-ლებენ მე ისეთი ჯილდოთი, როგორითაც თითოეული მათგანი დაკმაყოფილდებოდა ასეთ შემთხვევაში და არ გამათანაბრებდა მასთან, მაშინ ისმინე ღმერთო, ვიდრე ისინი არ სთხოვენ იესო ქრისტეს თორ-მეტ მოციქულთან ერთად აღავლინოს ამათთვის წირვა, ვიდრე არ გამოაცხობენ სეფისკვერს იერუსა-ლიმიდან ჩამოტანილი ფქვილისგან და არ ჩამოიტანენ იქიდან საზიარებელ ღვინოს, არფერი მისცე მა-ნამდე მათ ბნედის გარდა, დასწყევლე ისე, რომ მათმა რძლებმა და შვილებმა მხოლოდ გველები და ბა-ყაყები შობონ!.. ამ ველური წყევლის და არაქრისტიანული სულისკვეთებით წარმოთქმული ლოცვის შემდეგ დაზარალებული იხრებოდა, გლეჯდა ერთ მუჭა ბალახს, ფანტავდა ჰაერში და დგებოდა თავის ადგილზე.
ამის შემდეგ წინ გამოდიოდა ბრალდებული, ერთ ხელს წევდა ხატისკენ, მეორეს მსაჯულებისკენ და ამბობდა:,,ყოვლისშემძლე ღმერთო! შენ აღავლენ ჭეშმარიტ სამართალს, რომელიც არის სამყაროში. მსაჯულების მიერ ჩემი მომჩივანისთვის, კანონით დადგენილზე მეტის მიკუთვნების შემთხვევაში, დას-წყევლე ისინი და იმეორებდა მომჩივანის წყევლას, მცირე შესაბამისი ცვლილებებით.
ბრალდებულის შემდეგ გამოდიოდა მახვში, რომელიც მსაჯულებთან ერთად თანასწორობის ფიცის დადებამდე მიმართავდა მოდავე მხარეებს: ,,ესავ და ბაბი! (მოდავეთა სახელები). ვფიცავ ამ ხატის მადლს, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, თქვენი საქმის სამართლიანი მოგვარებისთვის, განვი-ხილეთ მხარეთა მოსაზრებანი, საჩივრები, პასუხები, უარყოფები, წინააღმდეგობები, მივუსადაგეთ ისი-ნი დადგენილ მოთხოვნებს და გამოვიტანეთ განაჩენი, რომლითაც თითოეული ჩვენთაგანი დაკმა-ყოფილდებოდა, თქვენს ადგილას. მსაჯულები ამბობდნენ: ,,ჩვენამდე მოსული საქმის მასალებიდან გამომდინარე, ვფიცავთ მივიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება.
დასასრულს მახვში სთავაზობდა მომჩივანს და ბრალდებულს ერთგულების ფიცის დადებას და მხა-რეები უყოყმანოდ ასრულებდნენ შეთავაზებას.
ერთგულების ფიცი. Uპირველესად დაზარალებული ამბობდა: ,,ვფიცავ ხატის მადლს, რომ თუ შენ (მიმართავადა ბრალდებულს), იქნები ჩემი ერთგული, მეც ვიქნები შენი ერთგული და გულლწრფელი შენთან, ვფიცავ, რომ არც მე, არც ჩემი შვილები და მოდგმა არ გაგახსენებთ ამ საქმეს და არ აღვად-გენთ მის გამოძიებას.
ასეთივე წესით ფიცს დებდა ბრალდებული, რის შემდეგაც მხარეები სახლებში მიდიოდნენ, სადაც მათ მიყვებოდნენ ორად გაყოფილი მსაჯულები, რომლებიც მხოლოდ შინ მისვალისას აცნობდნენ მხა-რეებს საქმესთან დაკაშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. განაჩენის მოსმენის შემდეგ მხარეებს არ ჰქონდათ მისი უარყოფის უფლება და უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ ვერდიქტს.
განაჩენის აღსრულება არ იყო მორვართა მოვალეობა. ყველაზე რთული და არსებითი იყო გადაწყვე-ტილების მიღება. განაჩენით დადგენილი გადასახდის გადახდას, არავინ არიდებდა თავს. მსჯავრ-დებული უმოკლეს ვადაში უგზავნიდა დაზარალებულს განაჩენით გათვალისწინებულ საზღაურს მახვ-შის ან თავისი რომელიმე ნათესავის შუამავლობით. სვანებს ჰქონდათ სამართალწარმოების სხვა ფორ-მებიც, რომლებითაც ხდებოდა დაპირისპირებული მხარეების შერიგება წყენის, შეურაცხყოფის, ან ზარალის მიყენების შემთხვევაში.
დანაშაულის ფორმები ასე ჯგუფდებოდა:
დაზარალებულის შესვლა დამნაშავის სახლში ლუფხულებთან (ნაფიც მსაჯულებთან) ერთად *;
დაზარალებულის შესვლა დამნაშავის სახლში თავის ნათესავებთან ერთად;
ფიცი
აღნიშნული ბოლო ორი ფორმის სამართალწარმოება ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებში ხდებოდა.
დაზარალებულის შესვლა დამნაშავის სახლში, ლუფხულებთან (ნაფიც მსაჯულებთან) ერთად.
ლუფხულების მეშვეობით საქმის გარიგება ნიშნავდა მოპასუხე მხარისთვის შერიგების შეთავაზებას და მისი თანხმობის შემთხვევაში, ერთი (ინიციატორი) მხარე მეორეს უგზავნიდა სახლში ლუფხულებს შუამავლების სახით. როცა დაზარალებული სთავაზობდა ბრალდებულს საქმის მოგვარებას ლუფხუ-ლების შუამავლობით, დამნაშავეს არ ჰქონდა შეთავაზების უარყოფის უფლება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მომჩივანს მიაყენა შეურაცხყოფა და ზიანი ყოველგვარი საფუძველის და მიზეზის გარეშე, არ ჰქონდა საქციელის გამამართლებელი მოტივები. სადავო საქმის მნიშვნელობის მიხედვით ლუფხულების რაოდენობა ოცს აღწევდა.ლუფხულების არჩევა დაზარალებულის უფლება იყო, ხოლო მათი დაყოლიება საპასუხისმგებლო სამ-სახურის გასაწევად და ამ შრომის ანაზღაურება ბრალდებულის მოვალეობას შედაგენდა. თითოეულ ლუფხულს ბრალდებული უხდიდა 1 აცსიშს (6 რუბლს) ან ამ თანხის ღირებულების ნივთებს გადას-ცემდა. ეჭვმიტანილი ვალდებული იყო საქმის განხილვის მთელი დროის განმავლობაში გამოეკვება ლუფხულები. ლუფხულის მოვალეობის შესასრულებლად სვანის დათანხმება მორვარის ვალდებულების შესრულების დათანხმებაზე ბევრად უფრო რთული იყო. დაზარალებულისგან საჩივრის მოსმენის შემ-დეგ, არჩეული ლუფხულები მახვშის წინამძღოლობით მიდიოდნენ ბრალდებულთან სახლში. დამნაშავე, ადათის მიხედვით უთმობდა მათ სახლს და თვითონ ოჯახთან ერთად მიდიოდა სხვა სახლში ან მეზო-ბელთან. მახვშის და უცხო პირების შუამავლობით იწყებოდა მოლაპარაკებები ბრალდებულს და ლუფ-ხულებს შორის. ბრალდებულს ეუბნებოდნენ: ,,შენ კარგად იცი რა დანაშაული მიგიძღვის დაზარალე-ბულის წინაშე; ვიცით ისიც შენი საქცილელიდან გამომდინარე რამდენი ეკუთვნის მას ზიანის ასანაზ-ღაურებლად. ზემოთქმულის გათვალისწინებით, გვითხარი რამდენი უნდა გადაუხადო დაზარალებულს შეურაცხყოფისთვის"? დამნაშავემ იცოდა, რომ ლუფხულები დაუსვამდნენ ამ კითხვას და წინასწარ ჰქონდა დათვლილი დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის შესაბამისი გადასახადის ოდენობა. ის შუამავლების საშუალებით ამცნობდა გადასახადის სახეობას და რაოდენობას, იხდიდიდა ზიანის საფა-სურს იარაღით, სათესით, მიწის ნაკვეთით, ტყით და ა.შ. იქვე ამატებდა, რომ მეტის გადახდის საშუ-ალება არ ჰქონდა და მეტი არც უნდა გადაეხადა. პასუხის მოსმენისას, თუ ლუფხულები ჩათვლიდნენ, რომ ანაზღაურება არ იყო ზიანის შესაბამისი, იმავე შუამავლების საშუალებით თხოვდნენ დამნაშავეს გაეზარდა სახადის ოდენობა და ისიც ზრდიდა.მოლაპარაკებები გრძელდებოდა, ვიდრე მხარეები არ მივიდოდნენ სასურველ შეთანხმებამდე. ამ დროს დამნაშავე ბრუნდებოდა ლუფხულებთან, რომლებიც ამცნობდნენ მომჩივანს, რომ მისი საქმის განხილვა დამთავრდა და ის ეკლესიასთან უნდა დალოდებოდა ლუფხულებს, რომლებიც მიიყვანდნენ იქ ბრალდებულს, რათა ორივეს დაედო ერთგულების ფიცი. ეკლესიის გალავანში შესვლისას პირველ რიგში ლუფხულები დებდნენ ,,თანასწორობის ფიცს, შემდეგ დაზარალებული და დამნაშავე ერთგუ-ლების ფიცს , იგივე ფორმით და წესით, როგორც ეს ხდებოდა მორვარების მიერ საქმის წარმოების შემთხვევაში. ამის შემდეგ მახვში უცხადებდა დაზარალებულს მის მიმართ ზარალის სანაცვლო გადა-სახადის ოდენობას დამნაშავისგან. დაზარალებული ბრუნდებოდა სახლში, მახვში და ლუფხულები ბრალდებულის სახლში მიდიოდნენ, სადაც მათ გადაეცემოდათ გაწეული სამსახურის ანაზღაურება და დაზარალებულისთვის განკუთვნილი საქონელი, ან აღნიშნულის გადაცემა მცირედი დროით ხდებოდა მახვშის შუამავლობით.
დაზარალებულის შესვლა ნათესავების თანხლებით დამნაშავის სახლში.
დამნაშავის სახლში დაზარალებულის შესვლა ასე ხდებობდა: ბრალდებული, მახვშის შუამავლობით სთხოვდა სწვეოდა სტუმრად სახლში ახლობელ ან შორეულ ნათესავებთან ერთად დაზარალებულს. ეს დაპატიჟება აშკარა ნიშანი იყო, რომ დამნაშავე არ გაუშვებდა სახლიდან სტუმარს, მის მიმართ მიყე-ნებული ზიანის შესაბამისი ანაზღაურების გარეშე. დაზარალებულები იშვიათ შემთხვევაში ამბობდნენ უარს ასეთ შეთავაზებაზე. ბრალმდებელი ასეთი მიწვევის შემთხვევაში მიდიოდა ბრალდებულთან სახლში ნათესავებთან ერთად, მახვშის წინამძღოლობით. მასპინძლები შლიდნენ სუფრას, ყველას სთა-ვაზობდნენ არაყს ყანწით. დამნაშავე არყით სავსე ყანწით ხელში მუხლებზე დგებოდა და ინანიებდა თავის საქციელს, აცახდებდა დაზარალებულისთვის ზიანის შესაბამისი საზღაურის გადახდის მზად-ყოფნის შესახებ და სთხოვდა შერიგებას. მომჩივანი და მისი ნათესავები უარს ამბობდნენ ტრაპეზე, თუ მათი აზრით საზღაური არასაკმარისი ან არაადეკვატური იყო. ამით ამცნობდნენ დამნაშავეს დაუ-კმაყოფილებლობას და ბრალდებული ზრდიდა ზარალის საზღაურს მოპასუხე მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აყენებდა დაზარალებლს ახალ შეურაცხყოფას, არცხვენდა მას და ზრდიდა თავის დანაშაულს. ხშირად დამნაშავე თავიდანვე უნიშნავდა მომჩივანს მნიშვ-ნელოვან ანაზღაურებას. მომჩივანის პროტესტის შემთხვევაში მახვში არ ითმენდა ამას და მყისიერად აჩერებდა მას.
ბოლოს, როცა საქმე მოგვარებული იყო, დაზარალებული სთავაზობდა ბრალდებულს ადგომას და დაპირისპირებულები სვამდნენ არაყს ყანწით, ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს, სხდებოდნენ სუფრასთან სხვებთან ერთად. ტრაპეზის დამთავრებისთანავე დაზარალებულს გადასცემდნენ ზიანის საზღაურს, თუ ეს იყო მოძრავი ქონება, უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ბრალდებული საზ-ღაურს ღებულობდა, როცა ამის საშუალებას იძლეოდა დრო და ამინდი.
მშვიდობიანი შეთანხმების შემდეგ მახვში შერიგებულებს ეპატიჟებოდა ეკლესიაში ერთგულების ფი-ცის დასადებად. შერიგების ეს ფორმა ყველაზე მეტად მოსაწონი და სასურველი იყო სვანებისთვის.
3. ფიცი. სვანურ სასამართლო დადგენილებაში არსებობდა ფიცის სამი ფორმა:
ა) ერთგულების ფიცი*;
ბ) თანასწორობის ფიცი;
გ) განსაწმენდი ფიცი.
ერთგულების ფიცზე უკვე ვისაუბრეთ, თანასწორობის ფიცის რიტუალიც აღვწერეთ, მაგრამ არსე-ბობდა ამ ფიცის სხვა ფორმაც, სხვა გარემოებების და ქმედებების დროს.
თანასწორობის ფიცის სხვა ფორმა. - მაგალითად, დავუშვათ, რომ ორმა ადამიანმა აწყენინა ერთმა-ნეთს და ორივე თვლის რომ უფრო მეტად შეურაცხყოფილია. ასეთ შემთხვევაში ნაჩხუბრები მახვშის შუამავლობით რიგდებოდნენ. მიდიოდნენ ეკლესიაში და ხატის წინ დებდნენ ფიცს შემდეგი თანმიმდევ-რობით. ჯერ ერთი ამბობდა: ,,გიორგი (მოწანააღმდეგის სახელი), შემეწიოს ამ ხატის მადლი, იმდენად, რამდენდაც შენგან შეურაცხყოფილი უფრო მეტად ვარ, ვიდრე შენ ჩემგან. შემდეგ ამბობდა მეორე: ,,ბადრი (მოწინააღმდეგის სახელი), ვფიცავ ამ ხატის მადლს, რომ მე უფრო მეტად ნაწყენი ვარ შენზე, ვიდრე შენ ჩემზე ამის შემდეგ დაპირისპირებულები დებდნენ ერთგულების ფიცს და მთავრდებოდა შერიგების რიტუალი. სწორედ ამას ერქვა ერთგულების ფიცი სხვა ფორმით და სხვა შემთხვევაში.
განსაწმენდი ფიცის დადება ხდებოდა ორ ძირითად შემთხვევაში: ა) უმნიშვნელო დავისას: მიწის ნაკ-ვეთის, მიწის საზღვრების, ან მოძრავი ქონების გაყოფისას და ბ) როცა ვინმე ეჭვმიტანილი იყო ქურ-დობაში, ან ზარალის და ზიანის ფარულ მიყენებაში. პირველ შემთხვევაში განსაწმენდ ფიცს დებდნენ მომჩივანი ან მოპასუხე თანადამფიცებლებთან ერთად სერიოზული დავის დროს. დავის საგანი რჩებო-და დამფიცებლის მხარეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ნებისმიერი სვანი ცდილობდა აერიდებინა განსაწ-მენდი ფიცი, რადგან თვლიდა, რომ პროცესის მოგების შემთხვევაშიც წაგებული დარჩებოდა, იმის გა-მო, რომ თუ დავის საგანი მისი საკუთრება იყო, ის ამაოდ იფიცებდა, გაურკვევლობის და მისი მხრი-დან შეცდომის შემთხვევაში ის აღმოჩნდებოდა ცრუ დამფიცებელი, ფიცის გამტეხი, რაც ყველაზე დიდი სიმწარე და უბედურებაა სვანისთვის!..
მეორე შემთხვევაში ფიცს დებდა ეჭვმიტანილი. მცირე ზარალის მიყენებისას მარტო, ან თანადამფი-ცებლებთან ერთად, როცა ზარალი დიდი იყო. დამფიცებელს უნდა ეთქვა: ,,ვფიცავ ამ ხატის მადლს, რომ მართალი ვარ იმ საქმეში, რომელშიც მადანაშაულებთ.
უფრო სახასიათო და განსაცვიფრებელი იყო საყოველთაო განსაწმენდი ფიცი. საქონლის ან ნივთის დამკარგავი, რომელსაც ეჭვი არავისზე ჰქონდა ამ დანაშაულში, გამოაბრძანებდა ეკლესიიდან ხატს, ან აიღებდა ეკლესიის კარის ბოქლომს, ან რამე ჭურჭელს ეკლესიიდან და თავისი თემის გარდა ეზო-ეზო შემოივლიდა მთელ სვანეთს. ყველას აიძულებდა დაედო განსაწმენდი ფიცი. ფიცის დადებისას თითო-ეული ადამიანი ამბობდა:,, ვფიცავ ამ ხატის (ან ეკლესიის კარის ბოქლომის ან ჭურჭელის) მადლს, რომ არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის არაფერია ცნობილი შენი დანაკარგის შესახებ.
იყო შემთხვევები, როცა ამ ორიგინალური გზით ხდებოდა დაკარგულის პოვნა. აღსანიშნავია სვანეთ-ში ფიცის აღსრულების კიდევ ერთი დეტალი, კერძოდ ნათესავებს შეეძლოთ დაეფიცათ და აღესრუ-ლებინათ ფიცი ერთმანეთის მაგივრად. მაგალითად - მამას შეეძლო შვილის მაგივრად (ერთგულების ან განსაწმენდი ფიცის აღსრულება), შვილს მამის ნაცვლად და ძმას ძმის მაგივრად.
თემის მოვალეობები
ყველა სვანი ვალდებული იყო დაეცვა თავისი თემის სახელი და ღირსება, დადევნებოდა მტერს და ა.შ. მუშაკს თემი აძლევდა ჯამაგირს წვრილი ფულით და ,,ჭაბანაგს მოსავალიდან. სახლის მშენებ-ლობისას თემი ოჯახს უფასოდ აძლევდა სამშენებლო მასალებს: ხეს, კირს, ქვიშას საჭიროების შემთხვევაში მთელი თემი ეხმარებოდა ოჯახს მშენებლობაში. საერთო მტრისთვის ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში თემი თანაბრად თითოეული ოჯახიდან აგროვებდა საჭირო რაოდენობის თანხას დასჯილის დასახმარებლად. საზოგადოება გულისხმიერებით ეკიდებოდა თემის გაჭირვებული
წევრების ნებისმიერ თხოვნას. თემისთვის აუცილებელი იყო ზრუნვა მიუსაფარ მოხუცებზე, ავადმყო-
ფებზე და უპოვრებზე, რის გამოც სვანეთში არ იყო მათხოვრობა. ყველა თემი ფხიზლად აკვირდებოდა ერთმანეთს, რათა ძლიერს არ დაეჩაგრა სუსტი და ამით არ დარღვეულიყო თანასწორობა და თა-
ნაბარუფლებიანობა. თემის განაწყენებული წევრი საჩივრით მიმართავდა იმ თემის მახვშის სადაც
ცხოვრობდა და ღებულობდა მატერიალურ ანაზღაურებას. თანასწორი თემების წევრების ჩხუბის დროს, თემის წევრი ვალდებული იყო დახმარებოდა თავისი თემის წევრს, მისდამი მტრული დამოკიდე-ბულების მიუხედვადაც.
პირველი ნაწილის დასასრული
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)